"კარიბჭის" რედაქტორი მკითხველს მიმართავს: თქვენ წყვეტთ - გჭირდებათ თუ არა ჟურნალი
"კარიბჭის" რედაქტორი მკითხველს მიმართავს: თქვენ წყვეტთ - გჭირდებათ თუ არა ჟურნალი
ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:
მინდა გაცნობოთ ერთი სამწუხარო ინფორმაცია - ჟურნალი "კარიბჭე" სექტემბრის თვიდან ალბათ დაიხურება და აღარ გამოიცემა.
ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჟურნალის ტირაჟმა დაიკლო და მეორე წელია, წამგებიანი პროექტი გახდა. ძალიან გვტკივა გული: დღეს, როცა ასეთი საყოველთაო შეტევაა ეკლესიაზე, მართლმადიდებლობაზე, ალბათ არ არის ჟურნალის დახურვისთვის შესაფერისი დრო. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჟურნალი ყოველთვიურ გამოცემაზე გადავიდა, ჩვენ გამომცემელთან ერთად ვეძებთ გამოსავალს, მაგრამ ამაოდ.

ძნელი დასაჯერებელია ჩვენთვის, რომ ეს ყველაფერი ისტორიას ჩაბარდება და "კარიბჭე" მართლა აღარავის სჭირდება. ჟურნალი ჯერ კიდევ შედის ციხეებში, მიდის მონასტრებში, იგზავნება ეპარქიებში. მისი ფასი გამოცემის დღიდან არ შეგვიცვლია და უკვე 14 წელია, "კარიბჭე" 1 ლარი ღირს. მოდი, დავფიქრდეთ, რა ღირს დღეს კიდევ 1 ლარი? და ეს ფასი ჟურნალს იმის შედეგად შევუნარჩუნეთ, რომ რედაქციის წევრები ფაქტობრივად მოხალისეებად მუშობდნენ თქვენთვის, გამომცემლობა კი მეორე წელია ინახავს ზარალზე მყოფ ჟურნალს. რომ იცოდეთ, რა ანაზღაურების ფასად იქმნებოდა ჟურნალი ამ წლების განმავლობაში, ალბათ გაოცდებით. მაგრამ ამის მიუხედავად, თავდაუზოგავად ვშრომობდით, რადგან მიგვაჩნდა, რომ ეს აუცილებელი იყო ქვეყნისთვის, ერისთვის, ჩვენთვის და თქვენთვისაც. დღეს კი გვეუბნებიან, რომ ეს აღარავის სჭირდება. რომ სჭირდებოდეს - გაიყიდებოდაო. ალბათ ასეც არის. და ეს ყველაზე მეტად გვტკენს გულს.

აი, ეს ადამიანები არიან "კარიბჭელები", ნეტავ იცოდეთ, როგორი გულწრფელები, ქვეყნისა და ეკლესიის ერთგულები, სიყვარულით ანთებულები. უფლის ნებით და წყალობით, ამ ადამიანების ხელით კეთდებოდა საოცრებები ამ წლების განმავლობაში. მათ შექმნეს ჟურნალის უნიკალური არქივი, რომელიც ჩვენს საიტზე ეტაპობრივად იტვირთება, მათ შექმნეს არაერთი ორიგინალური რუბრიკა, რომელიც ხშირად პროექტად ყალიბდებოდა და წიგნებადაც გამოიცემოდა.

რედაქციაში მზადდებოდა ის წიგნები, "კარიბჭის" საოცარი ბიბლიოთეკის სახით რომ შემოვიდა თქვენს ოჯახებში ჟურნალთან ერთად. გადავხედოთ ამ პროექტებს:  "კარიბჭე ბავშვებისათვის", სინოფსისი, პროექტი ყმაწვილთათვის - "ქრისტეს გზა", იაკობ გოგებაშვილის "საღმრთო ისტორია", "საქართველოს იმედი", "თვენი". ახლა კი გამოდის მეტად საჭირო პროექტი "მეგზური სიკეთის სამყაროში". მაგრამ ალბათ მოგვიწევს ამ პროექტის შეჩერებაც.

აი, ამ გულანთებული გუნდის დაშლა დღეს არის ყველაზე ცუდი რამ. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა ჩვენი გამოცემის ისტორიაში, რომ ტირაჟის გაზრდის ან ანგარების მიზნით თუნდ ერთი პუბლიკაცია მაინც დაგვებეჭდოს ისეთი, მკითხველის სულს მიზანმიმართულად რომ დააზიანებდა, ეკლესიას რომ ზიანს მიაყენებდა. გვქონდა შეცდომები - უშეცდომო კი არავინაა, მაგრამ თუ რამე გვეშლებოდა, მხოლოდ უნებლიედ და ამ შეცდომებისთვის შენდობას გთხოვთ, ჩვენო მკითხველო.
ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, დარჩა 1 თვე და ამ თვის გაყიდვების მონაცემები გადაწყვეტს "კარიბჭის" ბედს. ამ წერილით უბრალოდ გვინდა გაცნობოთ, რა ხდება ჩვენთან, დანარჩენი კი თქვენთვის მომინდია, ჩვენო მკითხველო. თქვენ წყვეტთ - გჭირდებათ თუ არა ჟურნალი.

P.S.: ველოდებით თქვენგან გამოხმაურებებს - იქნებ გამოსავალი ერთად ვიპოვოთ.
ბეჭდვაელფოსტა
16.06. 2018
ნინიკო თოხაძე
არ არსებობს,არ მჯერა. იმედს ვიტოვებ რომ ყველაფერი კარგად იქნება,სტუდენტობიდან მოყოლებული კარიბჭეს ვყიდულობ- დღემდე (38 წლის ვარ),ასობით მაქვს, სოფელში წავიღე,მეზობლებს ვათხოვე...სიბერეში დაადგნენ ზოგიერთნი ქრისტეს ჭეშმარტ გზას,ახალგაზრდები კი სტიქაროსნები გახდნენ თქვენი ჟურნალის წყალობით...ყველა ჟურნალი მიყვარს თქვენი და არ არსებობს ძველი ახალი მუდმივად საინტერესოა და რწმენაში განმამტკიცებელი...იქნებ გამოვიწეროთ ოჯახებმა კარდაკარ დავიაროთ, ჟურნალში პატარებისთვის ჩავრთოთ რაიმე ისეთი რომ ყველასთვის წასაკითხი და სასურველი იყოს,მოუნდეთ კითხვა,სკოლებში რელიგია აღარ ისწავლება და პატარებს ,მოზარდებს ვინ მოუყვება უფალზე...არ გაძლევთ უფლებას...ყოველთვის მოიძებნება გამოსავალი, "კარიბჭე" ნუგეშია...გთხოვთ
16.06. 2018
ხათუნა
ჩემი აზრით გამოსავალია კარდაკარ ჟურნალის გაყიდვა.თან საბავშვო კარიბჭესაც თუ დაურთავთ ძალიან კარგი იქნება.ღირდეს ორი ლარიც.მე პირადად ამ სევისით თვეში ყოველ კვირა დიდი სიამოვნებით შევიძენდი.
16.06. 2018
ხათუნა
ჩემი აზრით გამოსავალია დაიქირავოთ ახალგაზრდები რომლებიც კარდაკარ ივლიან და გაყიდიან ჟურნალს.იეჰოვას მოწმეების არ იყოს. მე პირადად დიასახლისი ვარ და დიდი სიამოვნებით შევიძენდი თვეში ერთხელ კი არა ყოველ კვირა.თან საბავშო კარიბჭეც რომ დაერთოს, ძალიან კარგი იქნება.ასე მგონია ყველა იყიდის.
15.06. 2018
nino
zalian miyvars tkveni jurnali.samwuxarod mxolod elektronul gverds vstumrob xolme chemi cxovrebis ganrigis gamo.bevri ram viswavle tkveni jurnalidan da madloba amistvis.chemi azrit axla ufro zlieri suliskvetebis gamovlenaa sajiro tkveni mxridan.tu sakmes waadgeba aucileblad viyidi am tvis nomers
14.06. 2018
ირაკლი
ერი დაიხურა სამწუხაროდ ქალბატონო, ვერა ხედავთ ყოფილი ერიც კი აღარა ვართ . საქართველო გახდა სპექტაკლების, უჯიშოების და ყველაფერი რახიტიანის საბუდარი, გადავჯიშდით საბოლოოდ ....................
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler