"კარიბჭის" რედაქტორი მკითხველს მიმართავს: თქვენ წყვეტთ - გჭირდებათ თუ არა ჟურნალი
"კარიბჭის" რედაქტორი მკითხველს მიმართავს: თქვენ წყვეტთ - გჭირდებათ თუ არა ჟურნალი
ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:
მინდა გაცნობოთ ერთი სამწუხარო ინფორმაცია - ჟურნალი "კარიბჭე" სექტემბრის თვიდან ალბათ დაიხურება და აღარ გამოიცემა.
ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჟურნალის ტირაჟმა დაიკლო და მეორე წელია, წამგებიანი პროექტი გახდა. ძალიან გვტკივა გული: დღეს, როცა ასეთი საყოველთაო შეტევაა ეკლესიაზე, მართლმადიდებლობაზე, ალბათ არ არის ჟურნალის დახურვისთვის შესაფერისი დრო. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჟურნალი ყოველთვიურ გამოცემაზე გადავიდა, ჩვენ გამომცემელთან ერთად ვეძებთ გამოსავალს, მაგრამ ამაოდ.

ძნელი დასაჯერებელია ჩვენთვის, რომ ეს ყველაფერი ისტორიას ჩაბარდება და "კარიბჭე" მართლა აღარავის სჭირდება. ჟურნალი ჯერ კიდევ შედის ციხეებში, მიდის მონასტრებში, იგზავნება ეპარქიებში. მისი ფასი გამოცემის დღიდან არ შეგვიცვლია და უკვე 14 წელია, "კარიბჭე" 1 ლარი ღირს. მოდი, დავფიქრდეთ, რა ღირს დღეს კიდევ 1 ლარი? და ეს ფასი ჟურნალს იმის შედეგად შევუნარჩუნეთ, რომ რედაქციის წევრები ფაქტობრივად მოხალისეებად მუშობდნენ თქვენთვის, გამომცემლობა კი მეორე წელია ინახავს ზარალზე მყოფ ჟურნალს. რომ იცოდეთ, რა ანაზღაურების ფასად იქმნებოდა ჟურნალი ამ წლების განმავლობაში, ალბათ გაოცდებით. მაგრამ ამის მიუხედავად, თავდაუზოგავად ვშრომობდით, რადგან მიგვაჩნდა, რომ ეს აუცილებელი იყო ქვეყნისთვის, ერისთვის, ჩვენთვის და თქვენთვისაც. დღეს კი გვეუბნებიან, რომ ეს აღარავის სჭირდება. რომ სჭირდებოდეს - გაიყიდებოდაო. ალბათ ასეც არის. და ეს ყველაზე მეტად გვტკენს გულს.

აი, ეს ადამიანები არიან "კარიბჭელები", ნეტავ იცოდეთ, როგორი გულწრფელები, ქვეყნისა და ეკლესიის ერთგულები, სიყვარულით ანთებულები. უფლის ნებით და წყალობით, ამ ადამიანების ხელით კეთდებოდა საოცრებები ამ წლების განმავლობაში. მათ შექმნეს ჟურნალის უნიკალური არქივი, რომელიც ჩვენს საიტზე ეტაპობრივად იტვირთება, მათ შექმნეს არაერთი ორიგინალური რუბრიკა, რომელიც ხშირად პროექტად ყალიბდებოდა და წიგნებადაც გამოიცემოდა.

რედაქციაში მზადდებოდა ის წიგნები, "კარიბჭის" საოცარი ბიბლიოთეკის სახით რომ შემოვიდა თქვენს ოჯახებში ჟურნალთან ერთად. გადავხედოთ ამ პროექტებს:  "კარიბჭე ბავშვებისათვის", სინოფსისი, პროექტი ყმაწვილთათვის - "ქრისტეს გზა", იაკობ გოგებაშვილის "საღმრთო ისტორია", "საქართველოს იმედი", "თვენი". ახლა კი გამოდის მეტად საჭირო პროექტი "მეგზური სიკეთის სამყაროში". მაგრამ ალბათ მოგვიწევს ამ პროექტის შეჩერებაც.

აი, ამ გულანთებული გუნდის დაშლა დღეს არის ყველაზე ცუდი რამ. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა ჩვენი გამოცემის ისტორიაში, რომ ტირაჟის გაზრდის ან ანგარების მიზნით თუნდ ერთი პუბლიკაცია მაინც დაგვებეჭდოს ისეთი, მკითხველის სულს მიზანმიმართულად რომ დააზიანებდა, ეკლესიას რომ ზიანს მიაყენებდა. გვქონდა შეცდომები - უშეცდომო კი არავინაა, მაგრამ თუ რამე გვეშლებოდა, მხოლოდ უნებლიედ და ამ შეცდომებისთვის შენდობას გთხოვთ, ჩვენო მკითხველო.
ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, დარჩა 1 თვე და ამ თვის გაყიდვების მონაცემები გადაწყვეტს "კარიბჭის" ბედს. ამ წერილით უბრალოდ გვინდა გაცნობოთ, რა ხდება ჩვენთან, დანარჩენი კი თქვენთვის მომინდია, ჩვენო მკითხველო. თქვენ წყვეტთ - გჭირდებათ თუ არა ჟურნალი.

P.S.: ველოდებით თქვენგან გამოხმაურებებს - იქნებ გამოსავალი ერთად ვიპოვოთ.
ბეჭდვაელფოსტა
14.06. 2018
მამუკა
და კიდევ, ყურადღება გაამახვილეთ ერის ჩაცმულობაზე. ზღვაზე რო დადიას მაზიარებელი მრევლი და მკერდგადმოყრილი დაიარებიან, მათ შორის სასულიერო პირების ოჯახის წევრებიც, რა ჟურნალზეა საუბარი. ქალი უნდა შეიმოსოს, ხორცი არ უნდა უჩანდეს, აი ესაა, ოქროპირის სიტყვებია ,,არაარს განსხვავება ერისკაცთა გინა მონაზონთა თვინიერ ქორწინებისა-ო. აი, დათესეთ მონაზვნური სულისკვეთება. მოაცილეთ მრევლი საცურაო კოსტიუმებსა და ჯინსებს, მოტმასნილ და გამჭირვალე სამოსს, მანიკურებს, პედიკურებს, პომადებს, საღებაცებს. აი ეს თემები წამოწიეთ. როგორ უნდა ჩაისახოს წმინდად ადამიანი იმაზე ისაუბრეთ რომ განათლდეს ერი. რატომ უნდა გვაჯობოს ჩაცმის კულტურით სხვა სარწმუნოების წარმომადგენლებმა? განა დედა ღვთისას არ უნდა ბაძავდეს ქართველი ქალი? აი მიზანი. უნდა აღდგეს ძირძველი მართლმადიდებლური აზროვნება. ამას უნდა ემსახუროთ დებო და ძმებო.
14.06. 2018
მამუკა
გამარჯობათ. ქრისტიანი ხომ დაწუნებულია ამ სოფელში. ის კი არაა უბედურება რომ ჟურნალი არ აინტერესებთ, ჟურნალი კი არა მშობლები აღარ აინტერესებს ახალგაზრდა თაობას. მშობლის უპატივცემულობით იღუპება ჩვენი ერი. მე ვფიქრობ, რომ ჟურნალმა ძირითად მიზნად უნდა დაისახოს ადამიანების გამორკვევა უღრმეს საღვთისმეტყველო საკითხებში. აი თუნდაც ყველაზე მთავარი საკითხი, განღმრთობის საკითხი. რა არის განღმრთობა. ეს საკითხი თავად უმეტეს სასულიერო პირებსაც კი არ ესმით. ინტერვიუები უნდა ჩაწეროთ სწორედ ასეთ მდგომარეობაში მყოფ პიროვნებებთან. უნდა ეძებოთ თქვენ ასეთი პიროვნებები და მათი სიბრძნისა და სიწმინდის წყაროსაგან ასვათ ხალხს, ერს. ან ნახეთ ასეთი პიროვნებები და მათგან აიღეთ კურთხევა. მაგალითად, რატომ არ ეძებთ სულიწმინდის ჭურჭლებს საერო ცხოვრებაში? თქვენ რომ მოგეძებნათ ეს ხალხი და ისინიც, რომლებიც ამ წმინდანებს იცნობენ და დაწერილიყო ამ ჟურნალში მათი საოცარი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ინტერესი გაღვივდებოდა. თუნდაც რომ მივახვედროთ ერს, რა არის ეკლესია. რომ წმინდანის გარეშე მიწიერი ეკლესიის წარმომადგენლებს ძალა არააქვთ. ამ ჟურნალს უნდა აკურრთხევდეს განღმრთობილი პიროვნება და ღერძი უნდა იყოს ადამიანის განღმრთობა, სიცოცხლეშივე, აქვე, ჩვენს გვერდით, ცოცხალ მაგალითს უნდა ხედავდეს ხალხი, და ჟურნალმა უნდა უზრუნველყოს ერის სულიერი გამოღვიძება და ეროვნული მართლმადიდებლური მოძრაობის ჩამოყალიბებაში მიიღოს მონაწილეობა. ერო უნდა დარაზმოს ჟურნალმა აი ამ განღმრთობილი პიროვნებების სადარაჯოთ, მათ დასაცავად. იმიტომ რომ არ გააჩნია ერს იმაზე დიდი სიმდიდრე ვიდრე განღმრთობილი პიროვნება, მადლით ღმერთი, უვნებელი, და როგორც სვიმეონ ღვთისმეტყველი ამბობს ყველაფრის მიმღებელი გარდა ღვთიური არსისა. განა ასეთ ადამიანზე ძვირფასი არის რამე? ქვეყანაში სადაც წინასწარმეტყველი დაწუნებულია, რაღატომ გვიკვირს რომ ჟურნალიც დაწუნებული იყოს? ეროვნული მოძრაობა უნდა დაიწყოს წმინდანების დასაცავად. მაშინ კარიბჭეც რიგითი ქართველი იქნება და არა ცალკე ორგანიზაცია, რომელიც კოტრდება. დაუდექით გვერდით ცოცხალ წმინდანებს, ეძებეთ ისინი, მიიღეთ მათგან კურთხევა და ნახავთ თუ დაიხურება. არ ვიცი უწმინდესთან რამდენად გაქვთ ურთიერთობა, ისი ჩემი აზრით განღმრთობილია და კითხეთ მას, ან ნახეთ სხვა მამები, რომლების რეალურ რჩევებს მოგცემთ იღვაწოთ ერის და ბერის სასარგებლოდ. შემინდეთ. ნუ ღელავთ. მეც ერთ დროს თქვენმა ჟურნალმა ზალიან ბევრი მომცა და გმადლობთ ამისთვის. გფარავდეთ მამების ლოცვა, დედა ღვთისმსობლის მეოხება და მაცხოვრის წყალობა
13.06. 2018
ჯერ იქნებ ფასი მოუმატოთ? თქვენი ერთგული მკითხველი (მათ შორის მეც ვარ), ალბათ, 2 ლარსაც გადაიხდის და მეტსაც. თუ არ გაიყიდება, დახურვას მერეც მოასწრებთ.
ჯერ იქნებ ფასი მოუმატოთ? თქვენი ერთგული მკითხველი (მათ შორის მეც ვარ), ალბათ, 2 ლარსაც გადაიხდის და მეტსაც. თუ არ გაიყიდება, დახურვას მერეც მოასწრებთ.
13.06. 2018
თბილისელი
ახალი სისხლის გადასხმა გჭირდებათ. დიდი ხანია უკვე ახალი არაფერი აღარ იბეჭდება. ერთიდაიგივე მეორდება მალმალე და რათქმაუნდა რო დაიხურებით. უნდა მოიძიოთ კარგი მარკეტოლოგი,კარგი მენეჯერი და შეადგინოთ გეგმა,თუნდაც იმ იეჰოველებისგან აიღოთ მაგალითი, როგორ მართავენ მთლიან სექტორს. (დასანახად არ გინდათ ის იეჰოველები,მაგრამ საქმეს როგორც სჭირდება,ისე უნდა გააკეთოთ)
13.06. 2018
ელენე
არ ვიცი ვის აწუხებს ამ ჟურნალის გამოცემა. მართლა მოახლოებულია მეორედ მოსვლა. რატომ ასეთი აგრესია ეკლესიაზე, მართმადიდებლობაზე და ქრისტიანობაზე. ვისაც არ უნდა ისედაც არ იყიდის ამ ჟურნალს. ვისაც რწმენა აქვს ჟურნალის არსებობა მისთვის არ წარმოადგენს აუცილებელ წყაროს.ვისაც რწმენა აქვს მისთვის მთავარია აზროვნება.
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ვიდრე ივერიის ღვთისმშობლის ხატზე ვიტყვით რამეს, ჯერ ათონის წმინდა მთაზე ვისაუბროთ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler