"კარიბჭის" რედაქტორი მკითხველს მიმართავს: თქვენ წყვეტთ - გჭირდებათ თუ არა ჟურნალი
"კარიბჭის" რედაქტორი მკითხველს მიმართავს: თქვენ წყვეტთ - გჭირდებათ თუ არა ჟურნალი
ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:
მინდა გაცნობოთ ერთი სამწუხარო ინფორმაცია - ჟურნალი "კარიბჭე" სექტემბრის თვიდან ალბათ დაიხურება და აღარ გამოიცემა.
ამის მიზეზი კი ის არის, რომ ჟურნალის ტირაჟმა დაიკლო და მეორე წელია, წამგებიანი პროექტი გახდა. ძალიან გვტკივა გული: დღეს, როცა ასეთი საყოველთაო შეტევაა ეკლესიაზე, მართლმადიდებლობაზე, ალბათ არ არის ჟურნალის დახურვისთვის შესაფერისი დრო. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჟურნალი ყოველთვიურ გამოცემაზე გადავიდა, ჩვენ გამომცემელთან ერთად ვეძებთ გამოსავალს, მაგრამ ამაოდ.

ძნელი დასაჯერებელია ჩვენთვის, რომ ეს ყველაფერი ისტორიას ჩაბარდება და "კარიბჭე" მართლა აღარავის სჭირდება. ჟურნალი ჯერ კიდევ შედის ციხეებში, მიდის მონასტრებში, იგზავნება ეპარქიებში. მისი ფასი გამოცემის დღიდან არ შეგვიცვლია და უკვე 14 წელია, "კარიბჭე" 1 ლარი ღირს. მოდი, დავფიქრდეთ, რა ღირს დღეს კიდევ 1 ლარი? და ეს ფასი ჟურნალს იმის შედეგად შევუნარჩუნეთ, რომ რედაქციის წევრები ფაქტობრივად მოხალისეებად მუშობდნენ თქვენთვის, გამომცემლობა კი მეორე წელია ინახავს ზარალზე მყოფ ჟურნალს. რომ იცოდეთ, რა ანაზღაურების ფასად იქმნებოდა ჟურნალი ამ წლების განმავლობაში, ალბათ გაოცდებით. მაგრამ ამის მიუხედავად, თავდაუზოგავად ვშრომობდით, რადგან მიგვაჩნდა, რომ ეს აუცილებელი იყო ქვეყნისთვის, ერისთვის, ჩვენთვის და თქვენთვისაც. დღეს კი გვეუბნებიან, რომ ეს აღარავის სჭირდება. რომ სჭირდებოდეს - გაიყიდებოდაო. ალბათ ასეც არის. და ეს ყველაზე მეტად გვტკენს გულს.

აი, ეს ადამიანები არიან "კარიბჭელები", ნეტავ იცოდეთ, როგორი გულწრფელები, ქვეყნისა და ეკლესიის ერთგულები, სიყვარულით ანთებულები. უფლის ნებით და წყალობით, ამ ადამიანების ხელით კეთდებოდა საოცრებები ამ წლების განმავლობაში. მათ შექმნეს ჟურნალის უნიკალური არქივი, რომელიც ჩვენს საიტზე ეტაპობრივად იტვირთება, მათ შექმნეს არაერთი ორიგინალური რუბრიკა, რომელიც ხშირად პროექტად ყალიბდებოდა და წიგნებადაც გამოიცემოდა.

რედაქციაში მზადდებოდა ის წიგნები, "კარიბჭის" საოცარი ბიბლიოთეკის სახით რომ შემოვიდა თქვენს ოჯახებში ჟურნალთან ერთად. გადავხედოთ ამ პროექტებს:  "კარიბჭე ბავშვებისათვის", სინოფსისი, პროექტი ყმაწვილთათვის - "ქრისტეს გზა", იაკობ გოგებაშვილის "საღმრთო ისტორია", "საქართველოს იმედი", "თვენი". ახლა კი გამოდის მეტად საჭირო პროექტი "მეგზური სიკეთის სამყაროში". მაგრამ ალბათ მოგვიწევს ამ პროექტის შეჩერებაც.

აი, ამ გულანთებული გუნდის დაშლა დღეს არის ყველაზე ცუდი რამ. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა ჩვენი გამოცემის ისტორიაში, რომ ტირაჟის გაზრდის ან ანგარების მიზნით თუნდ ერთი პუბლიკაცია მაინც დაგვებეჭდოს ისეთი, მკითხველის სულს მიზანმიმართულად რომ დააზიანებდა, ეკლესიას რომ ზიანს მიაყენებდა. გვქონდა შეცდომები - უშეცდომო კი არავინაა, მაგრამ თუ რამე გვეშლებოდა, მხოლოდ უნებლიედ და ამ შეცდომებისთვის შენდობას გთხოვთ, ჩვენო მკითხველო.
ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, დარჩა 1 თვე და ამ თვის გაყიდვების მონაცემები გადაწყვეტს "კარიბჭის" ბედს. ამ წერილით უბრალოდ გვინდა გაცნობოთ, რა ხდება ჩვენთან, დანარჩენი კი თქვენთვის მომინდია, ჩვენო მკითხველო. თქვენ წყვეტთ - გჭირდებათ თუ არა ჟურნალი.

P.S.: ველოდებით თქვენგან გამოხმაურებებს - იქნებ გამოსავალი ერთად ვიპოვოთ.
ბეჭდვაელფოსტა
14.06. 2018
მამუკა
უნდა იყოს ერთი ჟურნალი, საერთო, ეკლესიური. რა საჭიროა ამდენი ჟურნალი? თუკი რაიმეს დაწერენ მაგალითად სხვა ჟურნალში და მიუტან და წააკითხებ მღვდელს, გეტყვის ეს მაგათი ჟურნალიაო. ანუ თავად იერარქიაში არ ენდობიან ერთმანეთს. მაცხოვარმა კი თქვა ამით გიცნანო რო ჩემი მოწაფეები ხართო, რომ გიყვარდეთ ერთმანეთიო. შეიძლება ბიზნესი იყოს ქვეყანაში სულიერობით? ეს ხომ ვაჭრობაა იგივე სულიწმინდით. საერთოდ რა საჭიროა თუნდაც ერთი ლარი ღირდეს ჟურნალი? უნდა იყოს უფასო. ასეა, ფულზე ხურდავდება ყველაფერი. საეკლესიო გამოცემების მიმართ თავად იერარქიაშიაუნდობლობა და რაღა მოვთხოვოთ მრევლს? პირადი ამბიციებისგან როდის უნდა გათავისუფლდეს იერარქია? უნდა იყოს ერთსულოვანი ჟურნალი. ამის კურთხევით, იმის კურთხევით, მერე მრევლიც გაყოფილია. უნდა იმსჯელონ ამაზე. შეიკრიბოს ყველა ჟურნალის რესაქტორი და იმსჯელონ, შეთნხმდნენ რომ არ გამოიწვიონ ერის გაყოფა. რაზე გვწყდება გული? რომ იხურება დავუშვად კარიბჭე, მერე და რა მოხდა? მაგალითად ქვაკუთხედი ხომ არ იხურება ან კიდე სხვა? რა საჭიროა ამდენი ჟურნალი? მართლმადიდებლობას ყოფთ, ამის და იმის მრევლად. მოციქულები რას ამბობდნენ რომ ჩვენო ყველანი ქრისტესი ვართო. ეს კონკურენცია სულიერებაში მაინც არ უნდა იყოს ჩემო კარგებო. შევთანხმდეთ რომ გამოიცეს მხოლოდ ერთი საერთო ჟურნალი, უნდა შეიქმნას კომისია პატრიარქის კურთხევით რომელიც უხელმძღვანელებს რედაქციას და გაუწევს მეთვალყურეობას. ამ კომისიამ უნდა გადახედოს ყველაფერს სანამ დაიბეჭდება. არ შეილება სულით ვაჭრობა. მე არ ვამბობ რომ რომელიმე რედაქცია ბოროტად იყენებს გამომცემლობას მაგრამ მეჩვენება რომ ასე გამოგვდის ჩემო კარგებო. ერთად ვიყოთ და ერთი გვქონდეს. თუმცა, თუკი უწმინდესის კურთხევით არ შეიქმნება კომისია და არ იქნება ერთი ჟურნალი, ჯობია საერთოდ აუქმდეს ყველა ჟურნალი. ან დარჩეს მხოლოდ ის, რომელსაც აკონტროლებს გამოცდილი, სულიერი ხედვის მქონე პიროვნებები, ისინი რომლებიც უვნებლები არიან და აქვთ სუულიწმინდის ნიჭები. უვნებლობა კი მოგეხსენებათ რა არი. არ შეილება ჟურნალის რედაქტორი იყოს საერო პიროვნება, რომელიც თანაცხოვრებაშია მეუღლესთან, ასეთი ხომ ჯერ კიდევ არ არის უვნებელი, ე.ი შეილებ რაღა გამოეპაროს. უვნებელ და წმინდა ადამიანებს ჩავაბაროთ გამომცემლობა, იმათ, რომლებიც უშუალოდ ჭვრეტენ ღმერთს და განღმრთობილები არიან, იმყოფებიან განღმრთობის უმაღლეს საფეხურზე. ანუ იმათ, რომლებიც ფლობენ ყველაფერს, გარდა ღვთიური არსისა (სვიმეონი). ალბათ გამიგეთ. შემინდეთ
14.06. 2018
კიტი
უდავოდ საჭირო ჟურნალია.
14.06. 2018
შეგვინარჩუნეთ ჟურნალი "კარიბჭე"!
შეგვინარჩუნეთ ჟურნალი "კარიბჭე"!
14.06. 2018
ირაკლი
კარიბჭის მკითხველი ვარ გამოცემიდან დღემდე ,შეიძლება ითქვას აქ შეძენილმა ცოდნამ მომცა საშუალება სასულიერო სემინარიაში ჩამებარებინა, დიდი მადლობა ამისთვის მთელ რედაქციას,!!! იქნებ თავად მოგვაწოდონ იდეა როგორ დავეხმაროთ რიგითი ადამიანები ?!
14.06. 2018
მამუკა
ისევ, ხომ შეილება ელექტრონული გვერდი შეინარჩუნოთ და იქიდან იქადაგოთ. ვიღას აინტერესებს ჟურნალი. ბენიებსაც უკვე ანდროიდები აქვთ. რატომ გვიკვირს? მოაცილებინეთ ხალხს ტელევიზორები ოჯახებიდან. ბერი ეფრემ კატუნაკელი რას ამბობს? მხოლოდ იესოს ლოცვას ძალუძს ოჯახიდან ტელევიზორის განდევნაო.
სხვა სიახლეები
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
27.02.2022
ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს - ვლოცულობთ მათთვის და მშვიდობისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,
24.02.2022
საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler