ღირსისა მარტინიანე პალესტინელისა (V);
ღირსისა ევლოგისა, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსისა (607);
ღირსისა სტეფანესი, ბერობაში სვიმეონისა, სერბეთის მეფისა, მირონმდინარისა (1200);
მოციქულთა და მოწამეთა: აკვილასი და პრისკილასი (41-51);
წმინდა მარტინე ტურელი ეპისკოპოსი, მოწყალედ წოდებული;
წმინდა ტიმოთე I ალექსანდრიელი (IV); წმინდა გრიგოლი, მოგილევოს მთავარეპისკოპოსი (XVIII);
წმინდა სერაფიმე (სობოლევი), ბოგუჩარის მთავარეპისკოპოსი (+1950); მღვდელმოწამეები: ვასილი ტრიუმფოვი და გაბრიელ პრეობრაჟენსკი (1919), მღვდელმოწამე სილიბისტრო (ოლშევსკი) ომსკის მთავარეპისკოპოსი (1920), ზოსიმე ტრუბაჩევი, ნიკოლოზ დობროლუბოვი, ვასილი გორბაჩევი, იოანე პოკოროვსკი, ლეონტი გრიმალსკი, ვლადიმერ პოკროვსკი, პართენი გრუზინოვი, იოანე კოსინსკი, იოანე კალაბუხოვი, მიქაელ პოპოვი, დიაკონი ევგენი ნიკოლსკი, ღირსმოწამე ანა (კორნეევი), მორჩილები ვერა (მოროზოვი) და ირინე (ხვოსტოვი), მოწამე პავლე სოკოლოვი (1938). წმინდა მოწამენი მამა და ძე მისი, ჯვარცმით აღსრულებულნი;
ღირსი კასტორ კარდენელი (IV);
ეპისკოპოსი მოდომნოკი ოსორელი (+550).
დღის ლოცვა
ღირსი მარტინიანეს
ტროპარი: ალი მაცთურისა და საბრხენი მისნი ცრემლითა შენითა დაშრიტენ, სანატრელო, და ზღვისა ღელვანი და მხეცთა ზახებანი დააყუდენ, და ესრეთ ღაღადებდ უფლისა მიმართ: უფროისად დიდებულ ხარ შენ, ყოვლადძლიერო ღმერთო, რომელმან ცეცხლისა და მახვილისაგან მიხსენ მე.
კონდაკი: ვითარცა ღმრთისმსახურებისა გამოცდილსა მოღუაწესა და ვნებათა აღმრჩეველსა პატიოსანსა, და უდაბნოსა ცხორებისა დამამკვიდრებელსა, ღირსად გალობით ვაქებდეთ მარტინიანეს, მარადის სანატრელსა, რამეთუ მან გველი დასთრგუნა.