ათასწლეულის უმთავრესი ცოდვა ადამიანთა გაციება ერთმანეთის მიმართ და, საზოგადოდ, შეუბრალებლობაა
ათასწლეულის უმთავრესი ცოდვა ადამიანთა გაციება ერთმანეთის მიმართ და, საზოგადოდ, შეუბრალებლობაა
მარხვაში უფრო ლაღად ვგრძნობ თავს და თავისუფალი ვხდები
1. როდიდან მისდევთ მარხვას და ყველაზე მეტად რომელი მარხვის დაცვა გიჭირთ?

2. წლის განმავლობაში ყოველთვის ახერხებთ ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვების დაცვას თუ ზოგჯერ რაიმე გაბრკოლებთ?

3. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარჩება ქართველი ერის ისტორიაში?

4. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა მოძღვართან?


ანკეტის კითხვებს უპასუხებენ ინჟინერი პოლინა-პელაგია გრიგორევა, ეკონომისტი ზაზა ოქიტაშვილი და ექიმი ირმა ზავრადაშვილი.


პოლინა-პელაგია გრიგორევა, 61 წლის, ინჟინერი, ამჟამად უმუშევარი, ჰყავს შვილები: ნიკოლოზ და გურამ მეფარიშვილები.

1. 90-იან წლებში უახლოესი მეზობლის ბავშვი გარდაიცვალა, მისმა დიდმა სიყვარულმა და ამ ტრაგიკულმა ამბავმა გადამაწყვეტინა, მარხვა დამეცვა და შემეცვალა ცხოვრების წესი. ჩემი პირველი მარხულობა დიდმარხვას დაემთხვა და არ გამიჭირდა ისე, როგორც მოველოდი. გახსოვთ ალბათ ის პერიოდი, როცა სინათლე არ იყო, სწორედ მაშინ ვკითხულობდი სახარებას - ამ სასწაულებით აღსავსე ღვთიურ წიგნს. კითხვის დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი სწორი ეწერა ამ წიგნში და აქ მოთხრობილი ამბები ნამდვილად მოხდა, სწორედ ამან გამიიოლა მარხვის შენახვა. მიუხედავად რთული ტიპიკონისა, დიდმარხვის დაცვა უფრო მეადვილება, ვიდრე სხვა მარხვებისა. როდესაც პირველი მარხვა დავიცავი, მეტეხის ტაძარში ჩავაბარე მოძღვარს აღსარება და მისგან ნებართვა მივიღე შვიდგზის ზეთისცხებისა. ალბათ ყველა მარხული გრძნობს, რა სულიერი სიმშვიდე შემოდის ამ დროს მასში - ხორციც წყნარდება და სულიც და როცა ასეთი წესით ცხოვრებას იწყებ, რაც დრო გადის, სიამოვნებით ელი მორიგი მარხვის დაწყებას.

2. 20 წელზე მეტია, ღვთის შემწეობით, ყოველწლიურად ვახერხებ ეკლესიის მიერ დადგენილი მარხვების დაცვას. სიხარულით ველოდები მის დადგომას, მეტიც, მარხვაში უფრო ლაღად ვგრძნობ თავს და თავისუფალი ვხდები, რადგან როდესაც სხეული შედარებით დასვენებულია ვნებებისგან, სულიც იწმინდება და თავისუფლდება სხეულებრივი მოთხოვნილებებისგან.

3. 1989 წლის 9 აპრილი დარჩა ჩემს მეხსიერებაში ყველაზე ცუდ მოგონებად და ტრაგიკულ დღედ.

4.
ჩემი სულიერი მოძღვარია მეუფე იოანე გამრეკელი, ვცდილობ, ჩემთვის საინტერესო ყველა საკითხზე მასთან ვისაუბრო.


KARIBCHEზაზა ოქიტაშვილი, 31 წლის, რუსთავის აზოტის ქარხნის ეკონომისტი, ჰყავს მეუღლე - ზეინაბ მანჯგალაძე. ახლახან შეეძინათ ვაჟი - იოანე.

1. მე-12 წელია, რაც ეკლესიურად ვცხოვრობ, მარხვას 2000 წლიდან ვიცავ. დგება შენს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, როდესაც ამის შინაგანი მოთხოვნილება გიჩნდება, მაგრამ პატარა ბიძგი თავიდან დედაჩემმაც მომცა. ამას ჩემი მონდომებაც დაერთო და ღვთის შემწეობით, თანდათანობით მივედი უფლის რწმენამდე, რაშიც ყველა მარხვა ძალიან დამეხმარა.

ყველაზე მეტად მიჭირს ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვის შენახვა, რადგან, ჩემი აზრით, ამ დღეებში უფრო ნაკლებად ვარ მობილიზებული.

2. რაც აქტიურად ჩავერთე ეკლესიურ ცხოვრებაში, მიჭირს, მაგრამ მაინც ვახერხებ ეკლესიის მიერ ყოველწლიურად დადგენილი მარხვების დაცვას. თავიდან მქონდა ამ მხრივ რაღაც პრობლემები, მაგრამ მოძღვრის დახმარებით შევძელი დაძლევა, სინდისის ხმა მაფრთხილებს, რომ მარხვის დარღვევა არ შეიძლება.

3. ილიას მკვლელობის შემდეგ ყველაზე დიდი სირცხვილი გასული საუკუნის 90-იანი წლების ძმათამკვლელი ომი იყო. ამ არეულობამ მოიტანა ის, რომ დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ამაზე მტკივნეული რა არის ჩვენი ქვეყნისათვის? როგორც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბრძანებს, ეს უმძიმესი ცოდვაა, რომელიც გვაწევს კისერზე. ერმა უნდა მოვინანიოთ, ერთმანეთის სისხლი რომ ვღვარეთ თბილისში, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში და ვილოცოთ ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად.

4. ჩემი მოძღვარია დეკანოზი გიორგი დორეული, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი ყველასგან მაინტერესებს. როგორ შეიძლება ბოლო ჟამს ადამიანმა სული გადაირჩინოს და ცხონდეს?


KARIBCHEირმა ზავრადაშვილი, 42 წლის, ექიმი, სამუშაო ადგილი - კარდინალ პიო ლაგის საქველმოქმედო ფონდი. მეუღლე - ჟურნალისტი არჩილ ჩხარტიშვილი, შვილი - ნინო-მარიამ ჩხარტიშვილი.

1. ღმერთის არსებობა და მისი ყოვლისშემძლეობა ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვირწმუნე. მახსოვს, დედა გამიხდა ძალიან ავად და საავადმყოფოში მოათავსეს. ძალიან მენატრებოდა და სულ ვტიროდი, ღმერთს ვთხოვდი, კარგად მიმყოფე-მეთქი. მაშინ უფალმა შეისმინა ჩემი ბავშვური ვედრება და ორ კვირაში დედა დამიბრუნა. არასოდეს დამავიწყდება, როგორ ავანთე სანთელი და უფალს ამისთვის მადლობა გადავუხადე. მაშინ მხოლოდ 7 წლის ვიყავი. იმ დროიდან ვმარხულობ, როცა სტუდენტი პირველად მძიმე ავადმყოფთან მოვხვდი და მივხვდი, რომ ცხოვრება არც ისე იოლი იყო, როგორიც მეგონა. თუმცა მაშინდელმა მარხვამ და პირველმა ზიარებამ არ მომცა ის განცდა, რასაც ველოდი. ამ გადასახედიდან მიმაჩნია, რომ იმ ზიარებას უფრო რიტუალური დატვირთვა ჰქონდა.

2. დღესდღეობით უნდა ვაღიარო, რომ, ჩემდა სამარცხვინოდ, დიდი ხანია ზიარება არ მიმიღია. ამაზე ბევრს ვფიქრობ და აუცილებლად გამოვასწორებ, მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია. არის პერიოდები, როცა ჩემი ასეთი მდგომარეობა ობიექტურად მიმაჩნია, რადგან პატარა შვილი მყავს და უამრავი ხელისშემშლელი სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემაც არ არის უცხო ჩემთვის. ხშირად მგონია, რომ სირაქლემას პოზიციაში ვარ - უბრალოდ, მეშინია და ეს არის რეალური მიზეზი. რაც უფრო მეტი ინფორმაცია მიგროვდებოდა რელიგიური თვალსაზრისით, მით უფრო ნათლად გავაცნობიერე, რომ მხოლოდ საკვების შეზღუდვა და დილა-საღამოს ლოცვა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მაზიარონ... ასე რომ, წლის განმავლობაში ძირითადად სულ ვახერხებ გარეგნულად მარხვის დაცვას, თუ, რასაკვირველია, ამას მარხვა ჰქვია.

3. საუკუნის ცოდვად არ მიმაჩნია ცალკეული პიროვნების მკვლელობა, მიუხედავად დიდი ილიას მიმართ ჩემი მოწიწებისა და მადლიერებისა, ან მსგავსი სისასტიკის სხვა ინდივიდუალური გამოვლინებები. მიმაჩნია, რომ საუკუნის და შესაძლოა, ათასწლეულის უმთავრესი ცოდვა ადამიანთა გაციება ერთმანეთის მიმართ და ზოგადად, შეუბრალებლობაა. მე ექიმი ვარ და თანაც ყველაზე გაჭირვებულ და მძიმე მდგომარეობაში მყოფთა ექიმი. ყოველდღე მიწევს ამ სიცივისა და შეუბრალებლობისთვის, გულგრილობისთვის თვალებში ჩახედვა. ვფიქრობ, რაც გვჭირს, გარკვეული ფორმით სასჯელია (ალბათ, განწმენდისთვის) ჩვენივე სისასტიკის გამო და იმის ნაცვლად, რომ ამას მივხვდეთ, ვცადოთ შეცვლა, პირიქით, გაჭირვებისა თუ მძიმე ავადმყოფობის გამო კიდევ უფრო ღრმად ვეფლობით სისასტიკისა და ამპარტავნების მორევში. იქმნება მანკიერი წრე - ცხოვრების არასწორი წესი შობს სასჯელს, რომლის შედეგად გაკვეთილები ვერ გამოგვაქვს და დანაშაულს დანაშაულს ვუმატებთ. ჩემი დაკვირვების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ხშირად მძიმე სენი აუცილებელი ხდება იმისათვის, რომ ადამიანმა უფალი ირწმუნოს. ადამიანებს ხშირად გვავიწყდება, რომ ქედმაღლობა - დაცემის, ამპარტავნება კი დაღუპვის წინაპირობაა. ამიტომ დამნაშავეს ვეძებთ სხვაგან, სხვაში და არა საკუთარ თავში.

4. მოძღვართან ყოველდღიურად ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი კითხვა მიჩნდება, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს მოძღვრებს არ აქვთ საშუალება, თითოეულ ადამიანს ამდენი დრო დაუთმონ. მაინც ვეცდები, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვით მივმართო: რატომ მაქვს განცდა იმისა, რომ ზიარება უფრო მკაცრი კრიტერიუმებით უნდა დაიშვებოდეს? ყველა აუცილებელ მოთხოვნას ვაკმაყოფილებ, შინაგანად რატომ არ მაქვს შეგრძნება, რომ ამ ზიარებით უფალმა მაზიარა? რატომ მაქვს მუდმივად დაუკმაყოფილებლობის გრძნობა და უღირსად ზიარების განცდა? ყოველი ზიარების წინ ვიცავ მარხვას, ვკითხულობ ლოცვებს, დავდივარ ტაძარში და არ ვარღვევ ტიპიკონს, მაგრამ ეს განცდა მაინც თან მდევს. თითქმის ყოველთვის მაქვს გრძნობა, რომ მარტო არ ვარ და ჩემთან ერთად არის ვიღაც, ვინც ჩემს ყოველ აზრს, სიტყვას და მოქმედებას აკონტროლებს. ცოდვა გამხელილი სჯობია და ამის მეშინია კიდეც. კეთილად მშურს იმ ადამიანების, რომლებიც აღსარებაზე ტოვებენ თავიანთ ცოდვებს და ზიარების შემდეგ სიმსუბუქის შეგრძნება ეუფლებათ. მე კი მუდმივად მეშინია, მეშინია უფლისა.


KARIBCHEთემის განხილვაში მონაწილეობს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი გიორგი რაზმაძე.

- მამა გიორგი, რას ურჩევდით საქართველოს ეკლესიის მრევლს დიდმარხვის წინ, განსაკუთრებით მათ, ვინც იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას?

- მოგეხსენებათ, არსებობს ქრისტეშობის, ღვთისმშობლის მიძინების, მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს, ერთდღიანი - ოთხშაბათისა და პარასკევის ყოველკვირეული, ასევე იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის, ჯვართამაღლებისა და სხვა მარხვები, მაგრამ აღდგომის მარხვა ყველაზე მძიმე და რთულია. დიდმარხვა ხანგრძლივობითაც გამოირჩევა სხვა მარხვებისგან. ჩვენ ვიცით, რომ 1-40 დღე განასახიერებს მაცხოვრის ნათლობის შემდეგ 40-დღიან მარხულობას უდაბნოში. ამას ემატება ვნების კვირეული, რომელსაც განსაკუთრებული მისტიკური დატვირთვა აქვს და ამიტომ უფრო მკაცრად ვიცავთ ბოლო კვირას.

ადამიანი, როდესაც ეკლესიაში მოდის, მას უკვე მტკიცედ უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილი, შეუძლია თუ არა ატაროს ის უღელი, რასაც ქრისტიანული ცხოვრება ჰქვია, ამ დროს ყველა მოძღვარი ვალდებულია, სწორ გზაზე დააყენოს ახალმოსული და აუხსნას მას, თუ რა სირთულეების გადატანა მოუწევს. მან უნდა იცოდეს, რომ მოძღვარი მრევლს თავის გამონაგონს კი არ ასწავლის, არამედ მისი მოთხოვნები უფლის მცნებებიდან, საღვთო სჯულიდან გამომდინარეობენ, რომლებიც უფლის მოციქულების, წმინდა მამებისა და მსოფლიო საეკლესიო კრებების სწავლებებით არიან განმტკიცებულნი. ამიტომ ტაძარში ახალმოსულ ადამიანებს ამას ყველაფერს ვუხსნით და ლოცვა-კურთხევას ვაძლევთ, დაიცვან ის, რაც ეკლესიის მიერ დადგენილია.

წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს, რომ მარხვა არ უნდა ემსახურებოდეს სხეულის მოკვდინებას, პირიქით, იგი ჰარმონიულად უნდა იყოს შერწყმული ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. ძალიან ხშირად გვსმენია, თითქოს მარხვა ადამიანებს ჯანმრთელობას ართმევს და აუძლურებს ადამიანის სულს, ეს ურწმუნო დამოკიდებულებაა ეკლესიის მიმართ, გარკვეული წლების განმავლობაში ხომ ადამიანები მოწყვეტილი იყვნენ სარწმუნოებას, არ ცნობდნენ ღმერთს, არ იცავდნენ მის მცნებებს, სწორედ აქედან მოდის ამგვარი შეხედულება, რაც არასწორია. ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება თანდათანობით უბრუნდება ეკლესიის წიაღს და ვდგებით დიდი წინაპრების გზაზე. მე ყოველთვის მომყავს ჩვენი სასიქადულო მეფის, წმინდა ლუარსაბ მეორის შემთხვევა, როდესაც ის შაჰ-აბასმა დიდმარხვის პერიოდში თავისთან მიიწვია და თევზის ჭამა შესთავაზა, ქართველთა მეფემ მტკიცედ განაცხადა: "დღეს მომთხოვ მარხვა დავარღვიო თევზით, ხვალ ხორცის ჭამას შემომთავაზებ, ზეგ კი ქრისტეს უარყოფასაც მიბრძანებო". მარხვა ეკლესიამ იმიტომ დაადგინა, რომ ეს ხელს უწყობს თავშეკავების გამომუშავებას, რაც აუცილებელია ადამიანის სულის ფორმირებისთვის. მარხვის დროს ადამიანის სული ისე ყალიბდება, რომ ამ დროს სხეული კი არ ბატონობს სულზე, პირიქით, ადამიანის სულიერ მოხოვნილებას ემორჩილება სხეული, რაც მთავარია, ადამიანის სულის განსაწმენდად. მარხვა არა მხოლოდ საჭმლისაგან თავშეკავებას გულისხმობს, არამედ სანახაობებიდან და სხვადასხვა გასართობიდან თავშეკავებასაც. ამ დროს ძლიერდება ადამიანებისადმი მოწყალება, მისადმი თანაგრძნობა და გვერდში დგომა. საოცარია სინანულის მამის, წმინდა ეფრემ ასურის ლოცვა, რომელიც დიდმარხვაში იკითხება: "მომეცი, უფალო, განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა".

- მამა გიორგი, როგორ უნდა დაიცვან მარხვა მოზარდებმა, ავადმყოფებმა და მოხუცმა ადამიანებმა, რომლებიც ისედაც უძლურებაში იმყოფებიან?

- გავიხსენებ ერთ ეპიზოდს დანიელ წინასწარმეტყველის ცხოვრებიდან. როცა იგი სამ ყრმასთან ერთად ბაბილონის ქვეყანაში გადაასახლეს, ამ ქვეყნის წარმართმა მეფემ უბრძანა მათ, ნაკერპავი ხორცი ეჭამათ. ბავშვები ღვთის იმედს არ კარგავდნენ, ლოცულობდნენ, მარხულობდნენ და ქურუმებზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ამიტომ, ჩემი აზრით, მარხვა მოზარდებშიც აუცილებელია, მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში, როდესაც ისედაც არ ვიცით, რას ვჭამთ და ვსვამთ. ბავშვის ხორცი თუ ყალიბდება, ასევე საჭიროა მისი სულის ფორმირებაც. ის სიყრმიდანვე უნდა ეჩვეოდეს თავშეკავებას, რაც შემდგომ პერიოდს გაუადვილებს, მარხვის დროს თავაშვებული ცხოვრება კარგს არაფერს მოუტანს. ისედაც ყოველი ადამიანი ახალგაზრდობის წლებში ბევრ ცოდვას სჩადის, წმინდა დავით მეფსალმუნე სულ ამას ტიროდა: "ცოდვასა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ნუ გამიხსენებ, უფალო". ზრდასრული ადამიანი უფრო აცნობიერებს იმას, რაც ახალგაზრდობაში არ უნდა ჩაედინა, რადგან მეტ პასუხისმგებლობას სწავლობს, უფრო მეტად უფიქრდება ამ ყველაფერს და ცოდვებსაც ერიდება, ამიტომ თუ რაიმე ავადმყოფობას არ უჩივიან, ჩემი აზრით, აუცილებელია, მათ მარხვა შეინახონ, ეს უკვე მოძღვართან ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია.

არის ისეთი შემთხვევები, რომელიც განსაკუთრებულია, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. მაგალითად, ფეხმძიმე ქალბატონებს, უძლურებაში მყოფ ადამიანებს ისედაც უმსუბუქებს მოძღვარი მარხვას, რადგან ეს მათი ჯანმრთელობისთვის საზიანო არ გახდეს და მათზე აღარ მოქმედებს აკრივიის კანონი. "აკრივია" ბერძნული სიტყვაა და ღვთის კანონების ზედმიწევნით შესრულებას გულისხმობს. "იკონომიაც" ბერძნული სიტყვაა, რომელიც შემსუბუქებას გულისხმობს და სწორედ ამ კანონს ვიყენებთ ავადმყოფ და ასაკოვან ადამიანებთან მიმართებით. მეც მყავს მრევლში ხანდაზმულები, რომელთაც დიდმარხვაში ვაძლევ ნებას, მიიღონ სამარხვო კარაქი, შოკოლადი, მაიონეზი, ოთხშაბათობითა და პარასკეობით აღდგომის მარხვის დროს მათ ვაკურთხებთ, ზეთიანი საკვები ამ დღეებშიც ჭამონ. ეს ყველაფერი მოძღვართან შეთანხმებით უნდა მოხდეს, რასაკვირველია. სახარებაში წერია: შემავალი კი არ შეაგინებს ადამიანს, არამედ გამომავალი. მორიელს, რომელიც ქვეწარმავალთა რიგს მიეკუთვნება, შეუძლია 150 დღე არაფერი ჭამოს, მაგრამ შემდეგ, როდესაც მსხვერპლს დაესხმება თავს, სასიკვდილოდ დაკბენს, ამიტომ ადამიანის მარხვა მორიელის მარხვას არ უნდა ჰგავდეს. მარხვის პერიოდში განსაკუთრებით უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, თუ როგორ ვასიამოვნოთ სხვებს, მეტი სიყვარულთა და თანაგრძნობით განვიმსჭვალოთ ურთიერთის მიმართ, განსაკუთრებულად შევიყვაროთ ღმერთი და მოყვასი, რადგან, როგორც სახარება გვასწავლის, ყველაფრის ქვაკუთხედი სიყვარულია.

- ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ მარხვის დროს სულიერი ბრძოლებიც მეტია და ზოგჯერ ადამიანებს უჭირთ მათი გადატანა.

- რა თქმა უნდა, ბრძოლები მატულობს. ერთი წმინდა მამის გამონათქვამი გამახსენდა, როდესაც ზღვის ნაპირას მივდივართ და ვხედავთ უამრავ ლამაზ კენჭს, რომ ვკითხოთ, საიდან გაქვთ ასეთი სილამაზეო, ლაპარაკი რომ შეეძლოთ, გვეტყოდნენ "გამუდმებული დარტყმებისგანო". ასეა, ადამიანმაც ბევრ დარტყმას უნდა გაუძლოს ცხოვრებაში, რადგან ბრძოლაში იწრთობა მისი სული, იწმინდება და ღმერთს უახლოვდება, განსაცდლების გარეშე შეუძლებელია წუთისოფელში ცხოვრება. გავიხსენოთ, როგორი ცხოვრება ჰქონდათ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, უფლის მოციქულებს და წმინდანებს და ჩვენი ბრძოლები მათთან შედარებით აღარაფრად მოგვეჩვენება.

- მარხვის დროს ადამიანს ზიარების მეტი საშუალება ეძლევა, არა?

- რა თქმა უნდა. ვიტყოდი, რომ ზიარების საკითხი განა მარტო მარხვის დღეებში, ისედაც მნიშვნელოვანია. უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კურთხევაა, ადამიანი რაც შეიძლება ხშირად ეზიარებოდეს ჩვენს დროში. მე ყოველ კვირა დღეს და ყოველ დიდ დღესასწაულებზე ვაზიარებ ჩემს მრევლს, რა თქმა უნდა, თუ ისინი იქნებიან მზად ამისთვის. უფალი ბოროტი არ არის ჩვენს მიმართ და მისი წმინდა სისხლი და ხორცი ადამიანს როგორც მიუტევებს ცოდვებს, ისე აახლოებს ღმერთთან. სჯულის კანონში პირდაპირ წერია, ის ადამიანები, რომლებიც კვირაობით არ ეზიარებიან, ვალდებულნი არიან, მივიდნენ მოძღვართან და აუხსნან, რის გამო არ ეზიარებიან და თუ რაიმე გამამართლებელი მიზეზი არ ექნებათ, მოძღვარმა მათ ეპიტიმია უნდა დაადოს. ბასილი დიდი ამბობდა: "ქრისტიანები ოთხშაბათობით იმიტომ უნდა ეზიარებოდნენ, რომ ამ დღეს იუდამ გასცა უფალი და ჩვენც რომ გამცემობაში მისი თანამონაწილენი არ გავხდეთ, პარასკევს უფლის ჯვარცმასა და მის ვნებებს უნდა ვიზიარებდეთ და ამიტომ უნდა ვიღებდეთ უფლის წმინდა სისხლსა და ხორცს, შაბათს, ჩვენს მიცვალებულებს ვიხსენიებთ და თანაზიარი რომ გავხდეთ მათთან მომავალ ცხოვრებაში, ამისათვის არის ზიარება საჭირო, კვირა კი აღდგომის დღეა უფლისა და ამ დღეს რომ ქრისტიანი ევქარისტიას არ მიიღებს, ეს ანტიქრისტეს ტოლფასი ცოდვა არისო". ამიტომ დიდმარხვაში მაინც ვეცადოთ ამას, ამაზე დიდი მადლი რა უნდა იყოს ჩვენთვის. ხშირი ზიარება, თუ ადამიანს ეპიტიმია არ ადევს (ეს უკვე მოძღვართან პირადად განსახილველი საკითხია), აუცილებელი მოთხოვნაა და ისე უნდა დავიცვათ, როგორც ეკლესიის განაწესი, ყოველი მოძღვარი კი ვალდებულია, ღვთის კანონებს ემორჩილებოდეს, რადგან ღვთისგანაა დადგენილი და, აქედან გამომდინარე, მისი მრევლიც ამ მორჩილებაში უნდა იყოს.

- მამა გიორგი, რადგან ამ საკითხს შევეხეთ, მინდა შევეხოთ ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტის შეკითხვას, რომელსაც ყოველი ზიარების შემდეგ ეუფლება ისეთი განცდა, რომ უღირსად ეზიარა. რა იწვევს ამ განცდას და რა პასუხს გასცემდით მის შეკითხვას?

- უღირსების განცდა ყოველი ზიარების წინ უნდა გვქონდეს, ადამიანი რომ ბარძიმთან ფიქრობს, უღირსია ქრისტეს წმინდა სისხლისა და ხორცის მიღებისა, ასეთ შემუსვრილ სულს უფალი ყოველთვის იწირავს, მაგრამ არის მეორე მომენტიც, როცა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რჩება ზოგიერთს ზიარების მომენტში, რადგან ვერ აცნობიერებს იმას, რომ უფალს ეზიარა. ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ეშმაკი მას საშუალებას არ აძლევს განიცადოს თავისი ცოდვები. სილუან ათონელს აქვს ასეთი სიტყვები: ადამიანმა ყოველთვის ამყოფოს გონება ჯოჯოხეთში, ოღონდ ღვთის იმედი არასოდეს დაჰკარგოსო. ამიტომ, რადგან ვეზიარეთ, მადლობა ღმერთს, ჩვენ ხომ მას ზიარების წინ ვთხოვთ, არა დასაწველად და დასასჯელად იქნეს წმინდა ზიარება, არამედ საკურნებლად სულისა და ხორცისა და ცოდვათა მისატევებლადო.

- როდესაც ადამიანი ზიარების შემდეგ ვერ იღებს მადლს, ეს იმის გამო ხომ არ ხდება, რომ აქვს მას დაფარული ცოდვები და აღსარებისას ვერ იხსნება მოძღვართან ბოლომდე?

- დიახ, ზოგჯერ ასეც ხდება. აღაპი კრეტელი აღწერს ერთ-ერთი მორწმუნე დედაკაცის ცხოვრებას, რომელსაც დაფარული ცოდვა ჰქონდა და ვერ აღიარებდა ამას მოძღვართან. იგი სთხოვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ისე არ გასულიყო ამ წუთისოფლიდან, რომ მოძღვრის წინაშე ეს ცოდვა არ ეღიარებინა. მაგრამ გარდაიცვალა და დაკრძალვის დღეს, როცა ეკლესიაში დაასვენეს და მოძღვარი წესის აგებას შეუდგა, უცებ გაცოცხლდა და თქვა: "როდესაც ბოროტი სულები ჯოჯოხეთში მიმაქანებდნენ ერთი დამალული ცოდვის გამო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოჩნდა და თავისი კაცთმოყვარებით თავის ძესა და ჩვენს ღმერთს სთხოვა: "უფალო, დავაბრუნოთ ეს ადამიანი, რადგან ყოველთვის მევედრებოდა, ჩემი მოძღვრის შენდობის გარეშე ამ წუთისოფლიდან არ გამიყვანოო". ამის შემდეგ მან უთხრა მოძღვარს აღსარება და ისევ გარდაიცვალა. ასე რომ, დამალული ცოდვა, როგორც დანა, ადრე თუ გვიან ზურგში ჩაეცემა ადამიანს ეშმაკისაგან. როცა აღსარებაზე ვდგავართ, იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, შევამსუბუქოთ ჩვენი ცოდვები, იმისათვის, რომ კარგი შეხედულება შევქმნათ ჩვენზე. პირიქით, მოძღვარს მაშინ გავახარებთ, როცა სრულიად გავიხსნებით მის წინაშე. ის კმაყოფილია იმითაც, რომ პატარა მარცვალმა, რომელიც მან ამ ადამიანის გულში ჩადო, ნაყოფი გამოიღო. ჩვენ ხომ ადამიანებს არ განვიკითხავთ მათი ცოდვის ხარისხის მიხედვით. პირიქით, როდესაც მძიმე ცოდვას აღიარებს, ეს ხომ ღვთის დიდი წყალობის შედეგად ხდება. ადამიანს როდესაც ცოდვების გამო სინდისი ქენჯნის და გულს უღრღნის, რა თქმა უნდა, ეს დასაფასებელია, მაგრამ ეს ცოდვა მან მოძღვარს უნდა უთხრას, რომ ზიარების მადლი მიიღოს. ასეთი რამ მოხდა ბიზანტიის ისტორიაში, კონსტანტინოპოლის იმპერატორმა კონსტანციმ თავისი ძმა აიძულა, მონოზონი გამხდარიყო. მას დიაკვნადაც დაასხეს ხელი, მაგრამ რადგან კონსტანცი მაინც შიშობდა, ძმა ტახტს შემეცილებაო, ის მონასტერში მოაკვლევინა. ერთხელ დაესიზმრა, რომ მისი ძმა მივიდა მასთან ბარძიმით ხელში, რომელშიც მისი სისხლი ესხა და უთხრა: "აი, ძმაო, მიიღე ჩემი სისხლი, რომელიც შენ ასე გეწადაო". შეძრწუნებულმა გაიღვიძა კონსტანციმ. სხვა ოთახში შევიდა დასაძინებლად, მაგრამ ჩვენებამ არ მოასვენა. ყოველ ღამე ერთი და იგივე მეორდებოდა. შეწუხებულმა დატოვა კონსტანტინოპოლი და სიცილიაში გადავიდა საცხოვრებლად. ხილვა მის ტრაგიკულ აღსასრულამდე გაგრძელდა - იგი აბანოში მოკლეს შეთქმულებმა. ეს იმიტომ მოვყევი, რომ სინდისის ხმა ჩაუხშობელია ადამიანში, რომელსაც წმინდა მამები იოანე ნათლისმცემლის ხმას უწოდებენ, იგი მიტევებისკენ მოუწოდებდა უდაბნოში მასთან მისულ ადამიანებს: "მოინანიეთ, რადგან მოახლოებულია სასუფეველი ცათა". ამიტომ ადამიანმა ეს ხმა არ უნდა ჩაიხშოს. აღსარების დროს სინდისი რაც უფრო მეტად გვამხელს, მით ნაკლები იქნება სასჯელი მომავალ ცხოვრებაში, ამ წუთისოფელში კი პირიქითაა, რაც მეტად ხდება დანაშულის აღიარება, სასჯელიც მით მკაცრია. ქრისტეს სამსჯავროზე მოძღვრის წინაშე აღიარებული მძიმე ცოდვა უმსუბუქებს ადამიანს მდგომარეობას და აახლოებს ცხონებასთან. ამიტომ ღვთის წინაშე არაფერი უნდა დავმალოთ, ჩვენ თუ ერთ მოძღვართან შეგვრცხვება ცოდვის აღიარება, წარმოიდგინეთ, რა მოხდება საშინელ სამსჯავროზე, როცა ყველა ჩვენი უღიარებელი ცოდვა გაცხადდება და ამას ყველა დაინახავს. ამიტომაც დააწესა ღმერთმა აღსარების საიდუმლო, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, არაფერი დავმალოთ მოძღვართან.

- ისედაც ხდება, რომ ზოგჯერ ზიარების შემდეგ მეტი აქვს ადამიანს სინანულის განცდა, ვიდრე მანამდე ჰქონდა.

- ეს იმიტომ, რომ ამ დროს ღმერთი სტუმრობს ადამიანს, მადლში სინდისის ხმა ამხელს და ძრწის შინაგანად ცოდვათა გამო. როდესაც ეკლესიურ ცხოვრებას ვიწყებდი, პეტრე-პავლეს მარხვის შენახვის შემდეგ ისეთი შეხედულება მქონდა, ერთხელ უნდა ეთქვა ადამიანს აღსარება და ერთხელ ზიარებულიყო, მაშინ მეტი არ ვიცოდი. მოძღვარმა, რომელთანაც მივედი (იმ მოძღვრის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ), აღსარების გარეშე მომცა კურთხევა, ვზიარებულიყავი. ჩავდექი რიგში და ვეზიარე. თითქოს ჯვარზე გამაკრა და მიმალურსმა ამ ზიარებამ, სინდისი ამიშფოთდა, ვეღარ ვპოულობდი ადგილს ცხოვრებაში, სანამ მეორე მოძღვართან არ მივედი, რომელთანაც გულწრფელად ვთქვი აღსარება, მერე ვეზიარე და როგორც იქნა, ვიპოვე სიმშვიდე. ამიტომ სინანულს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ მოძღვართან გაიხსნები და შენს ცოდვებს გააშიშვლებ, მაშინ შემოვა შენში აღსარებისა და ზიარების მადლი.

- მამა გიორგი, მართლაც ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება. ბოლო ჟამს როგორ უნდა გადაირჩინოს სული ადამიანმა, რომ ცხონება მიიღოსო? - გვეკითხება ერთ-ერთი რესპონდენტი.

- ეს კითხვა, ალბათ, ყველა მორწმუნეს აწუხებს. 1999 წელს პირველად მოვხვდი ათონის მთაზე. ვცდილობდი მენახა ისეთი ბერ-მონაზონი, რომელიც ამ კითხვაზე მიპასუხებდა. ვათოპედის მონასტერთან ახლოს არის სკიტი, რომელშიც მამა იოსებ ვათოპედელი მოღვაწეობდა, ეს უდიდესი მამა იყო, რომელიც შარშან გარდაიცვალა. მისი მოღიმარი სახე ინტერნეტშიც კი დაიდო. მე საშუალება მომეცა მასთან გასაუბრებისა. მან სულით იგრძნო, რომ ამ კითხვის დასმას ვაპირებდი, რადგან ადამიანების აზრებს კითხულობდა და როგორც კი დამსვა, იმავე წუთას მითხრა, "ყველა ცხონდება და გადარჩება, ვისაც სინანული ექნებაო". უფალს ერთადერთი, რაც ჩვენგან უნდა, სინანული და საკუთარი თავის შეცნობაა. მთავარია, დავინახოთ საკუთარი უძლურება, ბოლომდე მივენდოთ უფალს და აუცილებლად გადავრჩებით...

- მადლობას მოგახსენებთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat