დღევანდელ საზოგადოებაში გავრცელებულია გულგრილობა, როცა ეს უპატიებელ ცოდვად ითვლება ღვთისათვის
დღევანდელ საზოგადოებაში გავრცელებულია გულგრილობა, როცა ეს უპატიებელ ცოდვად ითვლება ღვთისათვის
1. რა გაბრკოლებთ ყველაზე მეტად სარწმუნოების გზაზე?

2. ილიას მკვლელობის შემდეგ რა მიგაჩნიათ საუკუნის ცოდვად, რომელიც შავ ლაქად დარGება ქართველი ერის ისტორიაში?

3. რას შეეკითხებით მოძღვარს?

ანკეტის შეკითხვებს უპასუხებენ ბიოლოგი დავით ბეკოშვილი, მსახიობი თინა მგალობლიშვილი და პოეტი ზაზა ქინქლაძე.

დავით ბეკოშვილი, 54 წლის, ბიოლოგი, მუშაობს ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული ზოოლოგიის ინსტიტუტის ტერარიუმში ჰერპეტოლოგად. დაუქორწინებელია.

1. საერთოდ, ჩემი აზრით, ადამიანს ალბათ ყველაზე მეტად საკუთარი ცოდვები აბრკოლებს სარწმუნოების გზაზე. არც მე ვიქნები გამონაკლისი. რომელიმე კონკრეტულ ცოდვაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან ეს სხვადასხვა სახისაა. მთავარია, ცოდვათა მონანიების სურვილი გვამოძრავებდეს, რადგან მონანულ ცოდვებზე ეშმაკი ვერ მოგვიწყობს განსაცდელს. ყველა ადამიანს თავისი სისუსტე აქვს და მათ საფუძველზე ეცემა. ამიტომ, ამ შემთხვევაში ალბათ არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ვისთვის რომელი სისუსტე იქნება დამაბრკოლებელი. მგონია, რომ ნებისმიერი დაბრკოლება მოუნანიებელი ცოდვებისგან მომდინარეობს. როცა ადამიანი ხშირად ინანიებს ერთსა და იმავე ცოდვას, იმას ნიშნავს, რომ ის მისთვის გადაულახავ დაბრკოლებად იქცა. ეს ჩემი საკუთარი აზრია და შესაძლებელია, ვცდებოდე.

2. საუკუნის ცოდვად მიმაჩნია, როცა კომუნისტებმა საზოგადოების ცნობიერებაში სულიერი სამყაროს შესახებ არასწორი შეხედულებები ჩაანაცვლეს ტრადიციული კულტურის სანაცვლოდ და ადამიანები ღმერთს დააშორეს. ამ პერიოდში ქართველი ერი ისევ ძველმა ქართულმა კულტურამ დაიცვა, რომელიც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ხალხში ტრადიციების სახით.

დღესაც ამ ცოდვას ვიმეორებთ, ხდება ჩვენი კულტურის ჩანაცვლება ამერიკული და ევროპული უცხო კულტურებით, ვერ ავცდით ათეისტურ გავლენებს, რაც გვაშორებს ღმერთს და გზას გვიღობავს უფლის მადლის და მფარველობის მიღებაში.

3. მოძღვართან ასეთი შეკითხვა მექნება: რით განსხვავდება დასმენა მხილებისაგან?


KARIBCHEთინა მგალობლიშვილი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ტელე და რადიოდიქტორი, გახმოვანებული აქვს 600-ზე მეტი ქართული და უცხოური ფილმი. ჰყავს მეუღლე - ტელერეჟისორი ამირან ბარდაველიძე და ქალიშვილი მაკა ბარდაველიძე, თეატრის მსახიობი.

1. დამაბრკოლებელი სარწმუნოების გზაზე არის ჯანმრთელობა. როცა თავს კარგად ვერ გრძნობ, ვერ ახერხებ მოძღვართან შეხვედრას და გიხდება წირვა-ლოცვის გაცდენა, ვერ ასრულებ სრულად იმ განაწესს, რაზეც კურთხევა გაქვს. თანაც ჩვენს ეკლესიებში არ არის მიღებული მჯდომარე ლოცვა. ადამიანები იმდენად ცოდვილები ვართ, ზოგჯერ სრულიად ვერ ვამჩნევთ საკუთარ ცოდვებს, ესეც მაბრკოლებს სულიერ წინსვლაში, რადგან მეც ჩვეულებრივი ცოდვილი ვარ და ჩემი ადამიანური სისუსტეები მახლავს, უცოდველი ხომ მხოლოდ ღმერთი იყო ამქვეყნად.

2. საუკუნის ცოდვად მიმაჩნია 90-იანი წლების სამხედრო გადატრიალება და საქართველოს პირველი ეროვნული პრეზიდენტის ჯერ სამშობლოდან განდევნა და შემდეგ მისი მკვლელობა. ეს იყო პუტჩი, რომელმაც შეიწირა კანონიერად არჩეული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიცოცხლე.

და რა მივიღეთ პუტჩის სანაცვლოდ? - დანგრეული, გავერანებული და დანაწევრებული საქართველო, რომლის შემდეგაც ვეღარ გაიმართა წელში ჩვენი ქვეყანა.

3. ჩემი შვილიშვილი ელენე ჯერ არასრულწლოვანია. მაინტერესებს მოძღვრის აზრი: რამდენად მართებულია დაიცვას მარხვა მოზარდმა, ვიდრე ის სრულწლოვანი არ გახდება?


KARIBCHEზაზა ქინქლაძე, აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი. მეუღლე - გულნაზ მამულაშვილი; შვილები: თამთა და ქეთი.

1. თუ ამაში ეკლესიური ცხოვრება იგულისხმება, პასუხი მარტივია - მაბრკოლებს საერო ცხოვრება თავისი მსხვილმან-წვრილმანებით. ათეისტური სიჭაბუკისგან განსხვავებით, სულ უფრო მიძლიერდება ღვთისმოშიშება. შეძლებისდაგვარად, ჩემი შემოქმედებით ვცდილობ, ვემსახურო და ვეთაყვანო შემოქმედს. თითოეული ლექსი და მოთხრობა აღსარებაა. არ დავმალავ, ყოველთვის სევდას მგვრის იმის გაფიქრება, რომ სამოთხე-სასუფეველი მხოლოდ იქ არის, ხოლო აქ საამისოდ ასე ცოტას ვაკეთებთ.

ჩვენი ცოდვებით ცას ვიჯანყებთ, ღრუბლებით ვფარავთ, მზე სისხლს მოასხამს, სულს უხუთავს ქვეყნიერებას, თუკი ოდესმე არ ვიცრუებთ, არ მოვიპარავთ, ღვთივ ვქმნით ერთმანეთს, მოვიპოვებთ ბედნიერებას. კიდევ იმიტომ მიყვარს სიცოცხლე, რომ მასში ბევრია ლამაზიც, კეთილიც, ხალისიანიც. თანაც უჯაფო, უოფლო ლუკმა არ მეგემრიელება. არც უომო მშვიდობაა ჯეროვანი. მონურ კეთილდღეობას ისევ გაჭირვება, ბრძოლა და იმედი მიჯობს, რომელსაც ხანდახან მაინც მოჰყვება ხოლმე გამარჯვებები.

2. ილიას მკვლელობის შემდეგ საქართველოს ისტორიაში საუკუნის ცოდვად მიმაჩნია მე-2 მსოფლიო ომში ყირიმის საბრძოლო ოპერაციის დროს მეხლისის მიერ ათასობით ქართველის გაგზავნა ისეთ საზღვაო-საბრძოლო ოპერაციაში, რომ ამდენი ადამიანი სულ ტყუილად დაიხოცა.

3. ბუნებაში ყვავილი იქნება, ცხოველი თუ ფრინველი, თავის სამოსს არ იცვლის, - ყველა თავისებურად მშვენიერი და ლამაზია. მხოლოდ ადამიანის სამოსი ექვემდებარება ცვალებადობას. მაინტერესებს მოძღვრის განმარტება ამ საკითხზე.


თემის განხილვაში მონაწილეობა ვთხოვეთ დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ ანტონ ხანთაძეს.

- მამა ანტონ, რა არის თანამედროვე მრევლისთვის უფრო დამახასიათებელი ცოდვა, რა აბრკოლებთ მათ ყველაზე მეტად სარწმუნოების გზაზე და როგორც მოძღვარმა იქნებ გვირჩიოთ, როგორ იპოვოს ადამიანმა ის გასაღები, რომელიც დაეხმარება წინააღმდეგობათა გადალახვაში?

KARIBCHE
- უპირველეს ყოვლისა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყოველი დაბრკოლება ღვთის მცნებების შეუსრულებლობიდან მომდინარეობს. არცთუ შორეულ წარსულში ათეისტურ ეპოქაში გვიხდებოდა ცხოვრება და ყველას გვახსოვს, საეკლესიო რიტუალები წარმართობის დონეზე იყო შემორჩენილი ხალხში, რადგან 10-15 ეკლესიის გარდა, ტაძრები და მონასტრები ყველგან დახურული იყო, რომელსაც მხოლოდ 50-მდე მღვდელი ემსახურებოდა. ყოველივე ამან თავისი დაღი დაასვა ჩვენს სულიერებას, იმ სითბოსა და მოსიყვარულე გულის მიუხედავად, რაც ქართველ კაცს წინაპრისგან მოსდგამდა. დღეს, მართალია, ტაძრების სინაკლულეს აღარ განვიცდით, მაგრამ შეინიშნება ერთგვარად გულგრილობა, რაც მცირედმორწმუნეობის და სულიერი გაუთვითცნობიერებლობის ბრალია. ამიტომ, პირველ რიგში, ალბათ სწორი ცოდნა უნდა შევიძინოთ სარწმუნოებაზე, რომელიც ქრისტეს მცნებებით უნდა იყოს გაჯერებული. სწორ გზაზე რომ დავდგეთ და თავი დავაღწიოთ უამრავ საცდურს, ამისათვის ლოცვაა საჭირო. მე არ ვამბობ, რომ მრევლმა დღედაღამ ილოცოს, რადგან კარგად მესმის, დღევანდელ დროში ძნელია ხანგრძლივი ლოცვისთვის დროის გამონახვა, მაშინ როცა ადამიანს უამრავ საზრუნავზე უხდება ფიქრი. არიან ბერ-მონაზვნები და სასულიერო პირები, რომელთაც ღმერთმა ხანგრძლივი ლოცვა დაუდგინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერისკაცმა არ უნდა ილოცოს. ლოცვა სხვადასხვა გავლენისგან თავდაცვის ერთ-ერთი პირობაა. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ერში მცხოვრებლებმა უნდა ისწავლონ მოკლე ლოცვების წარმოთქმა, ვთქვათ, "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე", ეს ძალიან ძლიერი ლოცვაა და თუ ამ ლოცვას ხშირად გავიმეორებთ გულში ღვთის რწმენითა და მასზე მინდობით, შევძლებთ გულის განმშვენებას და ღვთისაგან მადლის მიღებას. ლოცვის დროს სიტყვების სიმრავლეს კი არ ენიჭება მნიშვნელობა, არამედ იმას, თუ რამდენად სწორად ვლოცულობთ, თუ არ ვიქნებით სხვათა განმკითხველი და მეზვერესავით უბრალოებითა და საკუთარ ცოდვათა განცდით ვილოცებთ, სწორედ ამ შემთხვევაში შეისმენს ღმერთი ჩვენს ვედრებას და დაგვეხმარება წინააღმდეგობათა დაძლევაში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმთავრესი ქრისტიანული მცნება სიყვარულია, რაც სიკეთის კეთებისკენ უნდა გვიბიძგებდეს. წმინდა გიორგი მთაწმინდელი ერთ ეპისკოპოსზე ამბობდა, რომ იგი ძირითადად ეკლესიებს აშენებდა და მოწყვეტილი იყო სხვა კეთილი საქმის კეთებას, რასაც ძალიან განიცდიდა - "მე ეკლესიის შენება-შემკობას ძალიან დიდი დრო დავუთმე, მაგრამ ადამიანებს ვერ დავეხმარეო". ყოველი ადამიანი ხომ თვითონაა ცოცხალი ტაძარი, რომელიც თავის შემოქმედს უნდა ადიდებდეს, ხოლო მისი ხელით აგებული ტაძარი მხოლოდ დამხმარე საშუალებაა მისი სულის განსაწმენდელად, ამიტომ ადამიანი, როგორც ღვთის მიერ შექმნილი არსება, რომელიც უფლის შემოქმედების გვირგვინია, ყოველგვარ ტაძარზე აღმატებულია თავისი უკვდავი სულით.

წმინდა ანტონი დიდი ლოცვასთან ერთად შრომასაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა და როცა ლოცვით დაიღლებოდა, მერე შრომითა და ხელსაქმით იყო დაკავებული. მეორე უკიდურესობაა, როდესაც მრევლის ერთი ნაწილი მხოლოდ ლოცვით იფარგლება, შინაც და ტაძარშიც, ლოცვაზე არიან გადართულნი, საქმეს კი არ აკეთებენ. ვფიქრობ, ეს არასწორია. ლოცვასთან ერთად, ადამიანს შრომის მოთხოვნილებაც უნდა გააჩნდეს, თუ უნდა, რომ საქმე კეთილად წარემართოს და ეკლესიაში მიტანილ შესაწირსაც ამ შემთხვევაში ექნება მისთვის მადლი.

ადამიანმა ლოცვითა და მოძღვრის კურთხევით უნდა დაიწყოს საქმის კეთება, სათანადო ცოდნის საფუძველზე კი ის სიმშვიდის უნარსაც მოიპოვებს უფლისაგან. როგორც წმინდა სერაფიმე როუზი ეკლესიის მამათა გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობდა, ცოდვით დაცემამდე პირველი ადამიანი ვნებათაგან უბიწო იყო და მისი გონება მაღალი სამყაროს სადიდებლად იყო მიმართული, იგი აბსოლუტურად ანგელოზებრივ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დღევანდელ პირობებში ძნელია ადამიანმა ასეთ სულიერ მდგომარეობას მიაღწიოს, რადგან მან დაზიანებული ბუნება მიიღო ცოდვით დაცემის შემდეგ, მაგრამ იგი თავისი უკვდავი სულით მაინც ღვთისკენ მიისწრაფვის. ღირსი ეფრემ მცირეს განმარტებით, ცოდვით დაცემამდე ადამსა და ევას არც შიშის და არც სირცხვილის გრძნობა არ ჰქონდათ. "მათ იმიტომ არ რცხვენოდათ, რომ დიდებით იყვნენ შემოსილნი". იმავეს ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი: "მათ არ რცხვენოდათ, ვიდრე ცოდვამ და ურჩობამ არ სძლიათ, სწორედ იმიტომ, რომ ისინი უზენაესი დიდებით იყვნენ შემოსილნი, ცოდვით დაცემის შემდეგ კი სირცხვილის და შიშის გრძნობაც წარმოიქმნება". მეტიც, ადამიანები ვნებებისგანაც ისეთივე უბიწონი იყვნენ, როგორიც უფალი. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ "ადამზე ღვთის მიერ შექმნილი არც ერთი სტიქია არ მოქმედებდა, არც წყალში იძირებოდა, არც ცეცხლი წვავდა, ვერც მიწა შთანთქავდა და ვერც ჰაერი ავნებდა რაიმე ზემოქმედებით. მას, როგორც ღვთის რჩეულს, ყოველივე ემორჩილებოდა, როგორც მეფის ქმნილებას, სამყაროს მფლობელსა და ქმნილებათა სრულყოფილ გვირგვინს, ყოველივე მას ეტრფოდა და ღმერთმა მას დაავალა ყველაფრისთვის დაერქმია სახელი", - განმარტავს წმინდა სერაფიმე საროველი.

ცოდვით დაცემამდე ადამიანს შრომაც არ სჭირდებოდა, რადგან მუდმივ ზებუნებრივ მადლში იმყოფებოდა. დაცემის შემდეგ მიეცა კურთხევა ღვთისგან: "ოფლითა შენითა მოიპოვებდე და სჭამდე პურსა შენსა". ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ ლოცვით, არამედ შრომითაც უნდა ვადიდებდეთ უფალს იმისათვის, რომ ვნებებისგან ცოტათი მაინც განვთავისუფლდეთ და სამოთხისეულ მდგომარეობას მივუახლოვდეთ.

- მამა ანტონ, დაახლოებით 30 წელია, რაც სასულიერო პირი ბრძანდებით და ამ ხნის განმავლობაში მრავალი ხელობა შეისწავლეთ: მშენებლობა, მეფუტკრეობა, მებაღეობა, ერკვევით სოფლის მეურნეობის საკითხებში, რომ აღარაფერი ვთქვათ საოჯახო საქმიანობაზე...

- მართალს ბრძანებთ, მე დაინტერესებული ვიყავი, თითქმის ყველა საქმე შემესწავლა. შემიძლია მშენებლობა საძირკვლიდან დავიწყო და ბოლომდე მივიყვანო - შელესვა იქნება ეს, შეღებვა თუ კარ-ფანჯრების გამოყვანა. ჩემს მეზობელს, რომელსაც საიმისო თანხა არ აღმოაჩნდა, შენობა ჭერქვეშ მოექცია, მე გადავუხურე სახლი და ამას მშვენივრად გავართვი თავი. რა თქმა უნდა, წიგნის კითხვა აუცილებელია. ადამიანმა ამისთვისაც უნდა გამონახოს დრო და მეც ვახერხებ, მაგრამ მხოლოდ კითხვაც არ უშველის საქმეს. როგორც მოძღვარს, წიგნთან ერთად, სხვადასხვა სპეციალობაში გარკვეულობა დიდად მეხმარება, რომ მრევლს სასარგებლო რჩევა მივცე. ადამიანთა გარკვეული კატეგორია ხშირად ვერ აბამს თავს საქმის დაწყებას, ზოგჯერ დაიწყებს და ვეღარ ამთავრებს. ამ შემთხვევაში თუ მოძღვარს სათანდო გამოცდილება გააჩნია და მისი ცოდნა მხოლოდ წიგნიერებაზე არ არის დამყარებული, მისი დარიგებაც ბევრად უფრო სასარგებლო იქნება და აუცილებლად კეთილ ნაყოფს გამოიღებს.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ჩვენი დროისთვის ყველაზე დამახასიათებელი და გავრცელებულია საკუთარი ცოდვების დაუნახაობა.

ძალიან ხშირად თვითკმაყოფილების გრძნობით შეპყრობილი ადამიანები ვერ ამჩნევენ საკუთარ ცოდვებს და სულ მუდამ სხვის ნაკლოვანებაზე საუბრობენ, რაც მადლის უქონლობიდან გამომდინარეობს.

დღევანდელ საზოგადოებაში გავრცელებულია გულგრილობა, როცა ეს უპატიებელ ცოდვად ითვლება ღვთისთვის, თუ ადამიანმა არ მოინანია. მახსოვს, ამას წინათ ჩვენი პატრიარქი ბრძანებდა, ჩემი მეგობარი დაიჭირეს, მე ხმა არ ამოვიღე, როდესაც კიდევ უფრო ახლობელი დაიჭირეს, მაშინაც არ ამოვიღე ხმა, ხოლო როცა ჩემს დასაჭერადაც მოვიდნენ, მაშინ უკვე ხმის ამოღება დაგვიანებული იყოო.

ერთმანეთის მიმართ გულგრილი, უპატივცემულო დამოკიდებულება, სხვისი ტკივილის გაუზიარებლობა, გაკილვა, ადამიანებში მხოლოდ ნაკლის დანახვა და თანაგრძნობის უნარის არარსებობა ყველაზე დამახასიათებელი ცოდვებია ჩვენი დროისთვის. თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთაც შეუძლიათ უანგაროდ დაეხმარონ გაჭირვებულ თანამემამულეებს. როდესაც ციხეებში შევდივარ, მიხარია, რომ იქ ბევრი სასულიერო პირი მხვდება, პატიმრებისთვის ხომ ერთადერთი იმედი მოძღვართან შეხვედრაა, რომელიც სწორ რჩევას აძლევს მათ, როგორ უნდა მოიქცნენ შექმნილ ვითარებაში.

ასევე გავრცელებული ცოდვაა, როდესაც ადამიანი, მოუცლელობის მიზეზით, ყველაფრისთვის ნახულობს დროს, ლოცვისა და ეკლესიაში სიარულის გარდა. თუ დროს სწორად ვერ გაანაწილებ, ვერ მოიპოვებ სულიერ სიმშვიდეს, სილაღესა და სიმსუბუქეს, რაც ადამიანს ლოცვისა და ეკლესიური ცხოვრების შედეგად ეძლევა. თუ შენი შრომა ღვთის სადიდებლად და მისადმი მადლიერების გამოსახატავად არ იქნება მიმართული, მაშ, რისთვის გინდა ის, რასაც ქმნი, აკეთებ, ან რა აზრი ექნება შენს შრომას?.. ხშირად გაიგონებთ: "აი, მე ამას გავაკეთებო", მაგრამ ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ, ჩქარობენ, უყურადღებოდ, ზერელედ ეკიდებიან საქმეს, რადგან არ ამოძრავებთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ამიტომ, ჩემი დაკვირვებით, რაც უფრო მეტად არის ადამიანი ღმერთზე მინდობილი და სწორად ლოცულობს, მით უფრო წარმატებულია თავის საქმიანობაში და საზოგადოებისთვისაც მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია.

- დაბოლოს, იქნებ რესპონდენტების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხოთ.

- განკითხვის ცოდვა დღეს ძალიან არის გავრცელებული საქართველოში, არადა, ეს უდიდეს ცოდვად ითვლება. სახარება გვასწავლის: "ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი". ნაცვლად იმისა, რომ ყველამ თავის ცოდვებზე იფიქროს, სხვებს ამხელენ და განიკითხავენ. როგორ შეიძლება ადამიანი იქამდე დაეცეს, სულ სხვის ნაკლზე ლაპარაკობდეს, საკუთარ ნაკლს კი სიკეთედ წარმოაჩენდეს ან, უკეთეს შემთხვევაში, თავს იმართლებდეს.

რაც შეეხება მხილებას, სახარების მიხედვით, როდესაც ვხედავთ, რომ მოყვასმა შესცოდა, ჩვენი მოვალეობაა, მაშინ ვამხილოთ იგი, როდესაც ერთმანეთის პირისპირ მარტო აღმოვჩნდებით და ყოველნაირად შევეცადოთ შეისმინოს ჩვენი. "უკეთუ შეისმინოს, შეიძინე ძმაი იგი შენი", ხოლო თუ არ შეისმენს, უნდა მოგიყვანოთ ორი ან სამი მოწმე და მხილებაში მათაც მივაღებინოთ მონაწილეობა. "უკეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარი კრებულსა, ხოლო უკეთუ კრებულისაც არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა ვითარცა მეზვერე და წარმართი".

რა თქმა უნდა, ადამიანს ისე უნდა ვუთხრათ სიმართლე, რომ გული არ ვატკინოთ. ამ შემთხვევაში შეისმენს იგი ჩვენსას: წმინდა მარკოზ განშორებულის განმარტებით, "სხვაა შურისძიების ბოღმით მხილება და სხვაა - ღვთის შიშითა და ჭეშმარიტებით". ამიტომ მხილების დროს დიდი სიფრთხილე და წინდახედულების გამოჩენა გვმართებს. სახარებაში ამაზე გასაგებად არის ნათქვამი, ამოიღე თვალისა შენისაგან დვირე და მერე დაინახე ბეწვი შენი ძმის თვალშიო. ვინ მოგვცა ჩვენ სხვისი განსჯისა და განკითხვის უფლება, მით უმეტეს, დასმენის?! სამწუხაროდ, დასმენა ჩვენს დროში იმდენად გავრცელებული ცოდვაა, როგორც უწმინდესმა ბრძანა, დამსმენი ადამიანი შეიძლება სასჯელიდანაც კი გაათავისუფლონ. ეს მომაკვდინებელი ცოდვაა. ადამიანმა იმაზე კი არ უნდა იფიქროს, რომ დასმენით ჯილდო მიიღოს, სხვას კი განსაცდელი შეამთხვიოს, პირიქით, განსაცდელისაგან უნდა დაიხსნას იგი. განკითხვა, მით უფრო დასმენა, ადამიანის წარმართული სულიერი მდგომარეობაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქრისტიანულ ზნეობასთან, რასაც ვერ ვიტყვით მხილებაზე. ჩვენი ვალდებულებაა, ვამხილოთ მოყვასი, ოღონდ სიყვარულისა და ზომიერების ფარგლებში.

ჩემი აზრით, ბავშვებს ქრისტიანობა მარხვით კი არა, შეგონებითა და შემეცნებით უნდა დავაწყებინოთ. როდესაც დროთა განმავლობაში იგი გააცნობიერებს, რომ ოთხშაბათს ქრისტე გასცეს, პარასკევს კი აწამეს, თვითონ გაუჩნდება მარხვის მოთხოვნილება. როდესაც მაცხოვარს ეკითხებიან, რატომ არ მარხულობენ შენი მოწაფეებიო, პასუხობს, სანამ სიძეა ქორწილში, მარხვა საჭირო არ არისო. ეს შეიძლება ბავშვებზეც გავრცელდეს. უფალი ხომ ყველაზე შემწყნარებელი იყო მათ მიმართ. ამიტომ არ არის საჭირო ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენა ჩვენგან. როდესაც ბავშვი ზიარებისთვის ემზადება, მაშინ შეიძლება ერთი დღე მოვარიდოთ მძიმე საკვებს, თუ ბავშვი ფიზიკურად სუსტია, გონიერი მოძღვარი მას შესაბამის რჩევებს მისცემს და ბავშვს და მის მშობლებს იმაზეც ესაუბრება, რომ მარხვის დაცვა მარტო ჭამა-სმაში კი არ გამოიხატება, არამედ ზომიერ და თავშეკავებულ ცხოვრებაში. ასე რომ, ყველაფერი მაინც მოძღვრის კურთხევით უნდა მოხდეს.

მოძღვარზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. სხვათა შორის, ძალიან ხშირად ემსგავსება მრევლი თავის მოძღვარს. ზოგიერთ სასულიერო პირს მცდარი შეხედულება აქვს ამა თუ იმ საკითხზე და თვითონაც არ გამოირჩევა დიდი სულიერებით და მცნებების დაცვით. ზოგს ჰგონია, რომ სიმკაცრით უფრო დაუახლოვდება მისი მრევლი უფალს, რასაც პირადად მე ვერ დავეთანხმები. ადამიანს მხოლოდ სიყვარულით შეუძლია ღმერთთან მიახლოება, იოანე ღვთისმეტყველიც ხომ ამას შეგვაგონებს; ღმერთი სიყვარულია და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, რომ ღმერთს დავუახლოვდეთო. ლოცვა, მარხვა და ეკლესიური ცხოვრება მხოლოდ დამხმარე საშუალებებია ამ მიზნის მისაღწევად.

ვიდრე დაეცემოდა, ადამიანს ესმოდა ყველა ცხოველისა თუ ფრინველის და ცოცხალ ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობა ჰქონდა. მონასტერში მცხოვრებ ადამიანებსაც დღესაც განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ სამყაროსთან. ალბათ გაგიგონიათ პატრიარქის ქადაგებიდან - როგორ მოუტანა დათვმა მონაზვნებს სიმინდის ტაროები. ამით მან მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ მონაზვნებმა მას იარა მოურჩინეს. ამას წინათ ვნახე გადაცემა სპილოებზე, რომლებიც უდაბნოს სიცხეში ასეულობით მილს გადიოდნენ. წინამძღოლი სპილო ბგერებით ატყობინებდა მისგან კილომეტრებით დაცილებულ ახალგაზრდებს, რა გზით უნდა წამოსულიყვნენ. საოცარია ისიც, რომ როდესაც სპილოები იმ ადგილას მოხვდებიან, სადაც დაღუპული სპილოს ძვლები ყრია, ხორთუმით ეფერებიან მას, მერე ყველა ძვალს ერთ ადგილზე მოუყრიან თავს და ისე ტოვებენ. ზოგჯერ ადამიანები, დაცემულობის გამო, ვერ ვხედავთ, თუ რამდენად ამაღლებული განცდები და შეგრძნებები აქვთ ცხოველებს, ფრინველებსა და მწერებს.

როდესაც მეფუტკრეობა შევისწავლე, მივხვდი, რომ მწერებსაც საინტერესო სამყარო აქვთ. წაკითხული მაქვს, რომ განსაკუთრებულ პატივში ჰყავთ დედა ფუტკარი. მას დაახლოებით 200-300 ფუტკარი დაჰყვება, შეიძლება მეტიც. მის გარშემო გამუდმებული შრომაა, ზოგი საკვებს აწვდის, ზოგი შესასვლელში დგას და უნიავებს, რომ ნორმალური ტემპერატურა შეინარჩუნონ. განსაკუთრებით დაუღალავად შრომობს მუშა ფუტკარი, მათგან ზოგი ნექტარს აგროვებს. შეთანხმებულად მოქმედებენ და ყველას ისე აქვს შრომა განაწილებული, როგორც ღმერთმა ჩადო მათში. ადამიანს ცოდვით დაცემის შემდეგ მათთან მიახლოებაც არ შეუძლია. ფუტკრებს მხოლოდ იმათი ესმით, ვინც მათ უვლის და ეხმარება და ცდილობს, სარგებლის გარდა, არავითარი ზიანი მოუტანოს მას.

ჩვენ გვყავს ეკლესიის ეზოში ათამდე ქათამი, რომლებიც მრევლმა შემოგვწირა და არ დაგვიკლავს. მათ შორის ერთი ქათამი, რაც უნდა მშიერი იყოს, პირველ რიგში დედლებს დაუგდებს საკვებს და მათი დანაყრების შემდეგ იწყებს ჭამას. გასაკვირი ის არის, რომ ადამიანმა ვერ ისწავლა ამდენი, ცხოველთა და ფრინველთა სამყაროში კი, რაც ღმერთმა დააწესა, იმ დღიდან იმ წესებით მოქმედებენ. ამიტომ ალბათ მათგანაც ბევრი უნდა ვისწავლოთ. მართალია, ჩვენ ღმერთმა მოგვცა ბოროტისა და კეთილის შეცნობის უნარი, მაგრამ დაზიანებული ბუნების გამო ხშირად ვნებები გვმართავენ და ბევრ ცოდვას ვჩადით. ადამიანს არ სჭირდებოდა ხელოვნური შესამოსელი, რადგან უფლის ნათლით ვიყავით შემოსილნი და ჩვენზე არც ტემპერატურული ცვალებადობა მოქმედებდა - თოვლი, ყინვა, სიცივე ცოდვით დაცემის შემდეგ შემოვიდა სამყაროში. მას შემდეგ განვიცდით სიცხისა და სიცივის შეგრძნებას და ამიტომაც ვატარებთ სეზონურად ტანსაცმელს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat