არ არსებობს ადამიანი, სიყვარული რომ არ ჰქონდეს
არ არსებობს ადამიანი, სიყვარული რომ არ ჰქონდეს
ვან გოგი წერდა: "მსურდა, ჩემი ნახატებით რაღაც სანუგეშო მეთქვა, სანუგეშო, როგორც მუსიკა. ადამიანები ისეთნაირად დამეხატა, მათ შემხედვარეს მარადისობა გახსენებოდა, მარადისობა, რის სიმბოლოდაც შარავანდედს სახავდნენ ხოლმე... შენს დაწერილ წიგნში, შენს საქციელში, შენს დახატულ სურათში სიცოცხლე რომ იგრძნოს ვინმემ, სიცოცხლე შენში უნდა იყოს". მართლაც, თუ მხატვარმა მთელი თავისი გული, გრძნობა და შესაძლებლობა არ ჩააქსოვა ნამუშევარს, სხვებისთვის მისი მხატვრობა ახლობელი ვერ გახდება.

ჩვენი სტუმარი გახლავთ მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი. სარწმუნოებრივი მსოფლაღქმა, გულწრფელი ხედვა და განცდა - აი, რაზე მეტყველებენ მისი ნამუშევრები. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ქალბატონმა რუსუდანმა ხატწერის ტრადიციაც შესანიშნავად აითვისა და სახარების მინიატიურები შექმნა. იგი მხატვრის და, საზოგადოდ, ადამიანის მთავარ ღირსებად გულწრფელობას მიიჩნევს, "მხატვარი ფუნჯს რომ იღებს, უნდა იყოს აბსოლუტურად გულწრფელი, აბსოლუტურად ნამდვილი. მხოლოდ მაშინ ექნება შენს ნამუშევრებს მადლი", - ამბობს ქალბატონი რუსუდანი და დასძენს, რომ ამ თვისებების შეძენაში ადამიანს ქრისტიანობა და ეკლესიური ცხოვრება ეხმარება.

- რამდენადაც ვიცი, თქვენი წინაპრები სასულიერო პირები (დეკანოზები) იყვნენ. თქვენი აზროვნებისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე როგორი გავლენა მოახდინა ოჯახურმა გარემომ?

- ჩემი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ მე-17 და უფრო ადრინდელი საუკუნეებიდან. უკანასკნელი დეკანოზი ჩვენს საგვარეულოში ბაბუაჩემის მამა გახლდათ. ასე რომ, ჩვენს ოჯახში სარწმუნოებას ყოველთვის მოწიწებით ეპყრობოდნენ. ჩვენს სახლში ყოველთვის იყო ხატები და ენთო კანდელი. ეკლესიური ცხოვრება, აღსარება, ზიარება უფრო გვიან დავიწყეთ, თუმცა მანამდე ყველამ ვიცოდით, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს, მის გარეშე ცხოვრება უაზრობაა, რომ თუ სარწმუნოებას არ დაეყრდენი, ნიადაგი გამოგეცლება. სარწმუნოება ერთადერთია, რომელიც იძლევა მუდმივობის შეგრძნებას - შეგრძნებას, რომ ამ უზარმაზარ, უსასრულო სამყაროში მარტო არა ხარ, რომ შენ ებარები ღმერთს და იგი ზრუნავს შენზე. ადამიანი, რომელსაც წარმოსახვის უნარი აქვს, აუცილებლად მიხვდება, რომ ამ უკიდეგანო სამყაროში ერთადერთი საყდარი სარწმუნოებაა.

- სარწმუნოება გეხმარებათ ცხოვრებაში, ხალხთან ურთიერთობაში, შემოქმედებაში...

- ეკლესია, ჩემი აზრით, თავმდაბლობას, გულწრფელობას გვასწავლის, ეს კი გვეხმარება იმაში, რომ ბუნებრივი მდგომარეობა შევინარჩუნოთ. როდესაც ადამიანი ბუნებრიობას, გულწრფელობასა და სინამდვილის შეგრძნებას კარგავს და ხელოვნურ ჩარჩოებში ექცევა, აღარც სიყვარული გააჩნია და აღარც წრფელი გრძნობები. ამიტომ, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, მთავარი სიყვარულია. იგი ერთადერთი რამ არის, რაც არ ქრება. "სულიწმინდის სამი ნიჭი არსებობს: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული, მაგრამ ამ სამს შორის უდიდესი სიყვარულიაო", - გვმოძღვრავს მოციქული. ყველაფერს, რასაც აკეთებ, მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, თუკი მას სიყვარული ახლავს თან.

- სიყვარულის შეძენა ხშირ შემთხვევაში "თავის იძულებასაც" გულისხმობს. გერმანელი პოეტი რაინერ მარია რილკე ამბობდა: "სიყვარული ძნელი სამუშაოა, რომლის აღსრულებაც უნდა შევძლოთ".

- ზოგ ადამიანს სიყვარული ბუნებრივად აქვს მომადლებული, ზოგს კი მის შესაძენად მუშაობა სჭირდება. პავლე მოციქული ამბობს, რომ ბუნებრივად ადამიანი ღვთის კანონების დამცველია, მაგრამ თუ გონებით მიიწევ წინ და ცდილობ, სარწმუნოება და სიყვარული შეიძინო, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს. არ არსებობს ადამიანი, სიყვარული რომ არ ჰქონდეს; შეიძლება, უბრალოდ, გაღვიძება სჭირდებოდეს ამ გრძნობას ან რაღაც მომენტში იგი გაღიზიანებამ გადაფაროს. საკუთარ თავზე მუშაობა, რა თქმა უნდა, ყველას გვჭირდება.

- ცოტა ხნის წინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ხელნაწერი სახარებისთვის მინიატიურების შექმნა შემოგთავაზათ, რასაც ბრწყინვალედ გაართვით თავი. რა შეცვალა ამან თქვენს ცხოვრებასა და შემოქმედებაში?

- 13 წლისა რომ ვიყავი, ჩემს პერსონალურ გამოფენაზე ბრძანდებოდა მისი უწმინდესობა, რომელმაც შემდეგ თავის რეზიდენციაში მიმიწვია, დავითის "ფსალმუნნი" და ჯვარი მაჩუქა. მას შემდეგ ეს ჯვარი არ მომიხსნია. ერთხელ, შვიდი წლის წინ, მონაზონ თებრონიას (ერობაში - მაია სეფერთელაძის, ჩემი მეგობრისა და თანაკლასელის) სანახავად საპატრიარქოში მივედი და მის უწმინდესობას შევხვდი. იმ დროს იქმნებოდა უნიკალური სახარება, რომელიც სასულიერო პირების ხელით იწერებოდა. საჭირო იყო მინიატიურების გაკეთება. მისმა უწმინდესობამ შემომთავაზა, ამ საქმეში მონაწილეობა მეც მიმეღო. ძალიან გამიხარდა, მაგრამ ცოტა შემეშინდა კიდეც. მისმა უწმინდესობამ მაკურთხა, რომ საზედაო ასოების ჩანახატები გამეკეთებინა. ეს ერთ დღეში შევასრულე. თითო ასო თითო თავის შინაარსს ასახავდა; ყოველ საზედაო ასოში მინიატურული ფიგურები იყო ჩახატული. მის უწმინდესობას ძალიან მოეწონა და მაკურთხა, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე დამეწყო მუშაობა. მაგრამ ვიდრე მუშაობას დავიწყებდი, ბიბლიოთეკიდან ბიზანტიური მინიატიურების სამტომეული მომცა, რომელშიც ქართული და რუსული მინიატიურებიც იყო შეტანილი. უცნაური ის გახლდათ, რომ სანამ მისი უწმინდესობა სახარებაზე მუშაობას შემომთავაზებდა, დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ ბიბლიას, სახარებას ვკითხულობდი.

ან შინ უნდა მემუშავა, ან საპატრიარქოში. მე საპატრიარქოში ვარჩიე მუშაობა, რათა სათანადო გარემოში ვყოფილიყავი. დილით ვესწრებოდი წირვას და მერე გვიანობამდე ვმუშაობდი. შემდეგ სხვა მხატვრებიც შემოგვიერთდნენ.

სხვათა შორის, სახარებაზე მუშაობა 10 წლის წინ დაიწყო, მერე კი საქართველოში მომხდარი ცნობილი მოვლენების გამო დროებით შეჩერდა... საბოლოოდ შეიქმნა მხატვართა ოცკაციანი ჯგუფი და სამუშაო ძალიან მალე დავამთავრეთ.

- რამდენ ხანს მუშაობდით და რამდენი მინიატიურა შექმენით?

- პირადად მე სამი წელი ვმუშაობდი, მეტი არაფერი გამიკეთებია, ყველა შეკვეთაზე უარი ვთქვი, არც გამოფენებში მიმიღია მონაწილეობა და არც საკუთარი გამოფენისთვის შემიმატებია რამე. მთელი არსებით ამაზე ვიყავი გადართული. სულ 600-მდე მინიატიურა შევასრულე.

- სახარებაში წერია: "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ". ხატწერას თავისი კანონიკა აქვს, მაგრამ ხატმწერები პიროვნულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, აქვთ განსხვავებული ხედვა, ხელწერა. გაძლევთ თუ არა კანონიკის ჩარჩოები თავისუფლების საშუალებას?

- მინიატიურებზე მუშაობისას, განსხვავებით ფრესკისა და ხატისაგან, თითქმის სრული თავისუფლება მოგვეცა. რა თქმა უნდა, ზოგიერთი ჩარჩო აქაც იყო, მაგრამ ლავირების საშუალებას იძლეოდა. სამწუხაროდ, ეკლესიებში უმთავრესად ხატების მექანიკურ კოპირებას ახდენენ. ალბათ, ესეც იმის ბრალია, რომ სიყვარული გვაკლია. მათ, ვინც ამ ხატებს ქმნიდა, შეიძლება ხატვაც კი არ იცოდნენ, მაგრამ ჰქონდათ ღვთის დიდი მოწიწება და სიყვარული, რომელიც ამ ხატებში გადმოიტანეს. მათი გრძნობა და ხედვა წრფელი იყო. რაც გულიდან მოდის, გულისკენ მიდის.

- ხატის შექმნას, ალბათ, სათანადო განწყობაც სჭირდება...

- მთავარი მაინც სიყვარულია. თუ სიყვარული გაკლია, არც მორწმუნე გეთქმის და არც მხატვარი. სიყვარული და რწმენა ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგანან. სიყვარულით სავსე გული თბილი და ღიაა, უამრავ კეთილ ინფორმაციას იღებს და გასცემს. ასეთი ხატები ღვთის მადლის მატარებელია და ამიტომაც სიკეთის მომტანი.

- თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს ხელოვნება ადამიანის სულიერ აღზრდაში?

- ხელოვნება ადამიანის ბუნებას აფერადებს, არბილებს, სინაზესა და სინატიფეს სძენს, ხვეწს. რელიგია და ხელოვნება ერთმანეთს ეხმარება, ერთ მთლიანობას ქმნის.

- სამწუხაროდ, ჩვენს ღარიბ ქვეყანაში ხელოვნებისთვის ნაკლებად სცალიათ, შეიცვალა დამოკიდებულებაც მხატვრობის მიმართ...

- ხალხს ეს არც გაემტყუნება. ჩვენთვის, მხატვრებისთვისაც არ არის იოლი - გვიჭირს მასალების შეძენა, მაგრამ, საბედნიეროდ, გვაქვს ნამუშევრების გამოფენის საშუალება - არსებობს თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ქარვასლა, სადაც გამოფენებს უანგაროდ აწყობენ. ჩემი და უფროსი თაობის მხატვრებს საზღვარგარეთ გასვლის საშუალებაც აქვთ. მე უფრო ბავშვების ბედი მადარდებს, რომელთაც უსახსრობისა და მასალის უქონლობის გამო შეიძლება ვერ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი. თუმცაღა არსებობს ბავშვთა ხელოვნების გალერეა, სადაც შეუძლიათ კონსულტაციები მიიღონ, გამოფენები მოაწყონ. ეს ყველაფერი იქაც უანგაროდ კეთდება.

- მიუხედავად არასტაბილური მდგომარეობისა, ჩვენს ქვეყანაში უამრავი ეკლესია აშენდა, მრევლმაც იმატა. თუმცა ადამიანებს მაინც გვაკლია სიმშვიდე, წინაპართა მსგავსი ზნეობრივი სიმტკიცე...

- სტაბილური მდგომარეობა, ხვალინდელი დღის იმედი სიმშვიდის საფუძველს მაძლევს. მომწონს, რომ ამდენი ტაძარი შენდება. კორპუსებს შორის ჩადგმულ ეკლესიებს რომ ვხედავ, ჩემი სოფელი მახსენდება. დედაჩემის დედა გურამიშვილი იყო. მათ სათავადაზნაურო კარმიდამოში პატარა ეკლესია იდგა, სადაც დღესასწაულების დროს მთელი სოფელი მოდიოდა და ლოცულობდა. ჩემი ნატვრაა, ისეთი სახლი მქონდეს, რომ დილით ეკლესიის ზარების რეკამ გამაღვიძოს. მაგრამ მთავარი მაინც მრევლია - ადამიანები, რომლებიც აშენებენ და პატრონობენ ამ ყველაფერს. მათ არ უნდა გააკეთონ ისეთი რამ, რაც ქრისტიანს არ შეშვენის, რადგან ვისაც მეტი მიეცა, მეტიც მოეკითხება.

- რას უსურვებდით ჩვენს ჟურნალს?

- რაკი სულ სიწრფელეზე იყო საუბარი, თქვენს ჟურნალსაც ვუსურვებდი, იყოს ძალიან წრფელი, ნამდვილი, ჯანსაღი, ხალასი, ცეცხლოვანი სიტყვის მატარებელი და ჰყავდეს ძალიან კარგი მკითხველი, რომელიც ამ ყველაფერს შეაფასებს, დააფასებს და მადლიერი დარჩება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat