ჯერ მხოლოდ მივდივარ, მივდივარ, მივდივარ ღმერთისკენ
ჯერ მხოლოდ მივდივარ, მივდივარ, მივდივარ ღმერთისკენ
ბატონ ჯემალ მონიავას, მარჯანიშვილის თეატრის ღვაწლმოსილ მსახიობს, რამდენიმე პიესის ავტორსა და დამდგმელს, ყველა კარგად იცნობს. ვისაც მისი მოთხრობების ციკლი "კავთისხევური კიდობანი" წაუკითხავს, დარწმუნდება, რომ ბატონი ჯემალი ქართული მწერლობის ღირსეული წარმომადგენელიცაა. დღეს ბატონი ჯემალი "კარიბჭის" სტუმარია და არა როგორც მსახიობი და მწერალი, არამედ როგორც ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი.

- ბატონო ჯემალ, მორწმუნე ადამიანი ბრძანდებით. ათეისტური იდეოლოგიის პირობებში გაზრდილს რამ აღგიძრათ გულში რწმენა?

- მიუხედავად იმისა, რომ მოძღვარიც მყავს, ეკლესიაში წირვა-ლოცვებს ვესწრები, ლოცვებსაც ვკითხულობ და რამდენიმე ტაძრის აღდგენაშიც ვმონაწილეობდი, ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არა ვარ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, ჯერ მხოლოდ მივდივარ, მივდივარ, მივდივარ ღმერთისკენ. ჩემმა თაობამ საშინელი წლები გამოიარა - საბჭოთა პერიოდს ვგულისხმობ. მიუხედავად იმისა, რომ აღდგომასა და შობას წირვა-ლოცვებზე დასწრებას გვიშლიდნენ, ზოგჯერ საკმაოდ სერიოზულ რეპრესიებსაც კი მიმართავდნენ, ჩვენ არ ვუშინდებოდით და მაინც ვახერხებდით ეკლესიაში მისვლას. მაგრამ ეს არ მომდინარეობდა ჭეშმარიტი რწმენიდან, ეს იყო უფრო ახალგაზრდული პროტესტის გამომსახველი ქცევა, "აკრძალული ხილის" ფენომენი და "კომსომოლების" გასაღიზიანებელი ნაბიჯი. გამიკვირდა კიდეც, "კარიბჭისთვის" ინტერვიუ რომ მთხოვეთ. ვიფიქრე: ნეტა რითი დავიმსახურე ამხელა პატივი-მეთქი. ღვთის წინაშე ყველა ცოდვილი ვართ და მათ შორის მე - მგონი, უფრო მეტად. გზა ტაძრისაკენ ძალიან ხანგრძლივია და დიდი რუდუნებით გასავლელი. მომიტეოს ყველამ, შეიძლება ვცდები კიდეც, მაგრამ განსაცდელის გამო რწმენამდე მისვლა რაღაც იძულებით მოქცევას მაგონებს. რასაკვირველია, რწმენა და ეკლესია უბედურების დროს დიდი ნუგეში და სასოწარკვეთილებისგან ხსნაა, მაგრამ მგონია, რომ ჭეშმარიტ რწმენამდე რომ მიხვიდე, ჯერ სათანადო სულიერი შემზადება გესაჭიროება. ჩემი აზრით, ეკლესიურობა უნდა იყოს ადამიანის მოთხოვნილება და არა რაღაცით გამოწვეული. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ შეიძლება ვცდები და ძალზე მოკრძალებულად ვამბობ ამ ჩემს აზრს.

უამრავი მეგობარი მყავს ღვთისმსახურთა შორის, საბედნიეროდ, უწმინდესთანაც ვყოფილვარ რამდენიმეჯერ, დავულოცივარ, თავზე ხელი დაუდვია, მკერდშიც ჩავუკრივარ. აფხაზეთის თემაზე ჩემს მიერ დადგმული სპექტაკლის "ჯვარცმული ბედნიერების" პრემიერასაც დაესწრო გორში და დიდი სითბო გვაგრძნობინა. უწმინდესმა და უნეტარესმა მოგვცა ლოცვა-კურთხევა და შარშან მარტვილში ჩავატარეთ "ჭყონდიდლობის" გრანდიოზული დღესასწაული. ასე რომ, ძალიან ვახლობლობ ღვთისმსახურებთან, მოწიწებით ვარ მათდამი განწყობილი და ბევრ რამეს ვწავლობ მათგან. თუმცა არ მინდა ამ ურთიერთობებით ვისარგებლო, პირიქით, მინდა უფრო ღრმად შევიდე რწმენაში. ვცდილობ, სულიერად იმდენად მოვემზადო ეკლესიურობისთვის, რომ იქიდან გამოსვლა არასდროს მომინდეს.

- ბრძანეთ, რამდენიმე ტაძრის აღდგენაში ვმონაწილეობდიო, მატერიალურს გულისხმობთ?

- არა, ფიზიკურ შრომას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, არ მაქვს იმდენი შემოსავალი, რომ ფინანსურად მივიღო მონაწილეობა ჩვენი სიწმინდეების აღდგენაში. მამა ირაკლის (კალანდაძის) გვერდზე დგომითა და ლოცვა-კურთხევით ვმონაწილეობდი ჯვრისმამის, წმინდა ნიკოლოზის და კარსანში წმინდა ნინოს სახელობის ტაძრების რესტავრაციაში.

- თქვენს ოჯახში რა ადგილი უჭირავს რწმენას?

- გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩემი მეუღლე, ნანა კასრაძე, პროფესიით ფიზიკოსი, სამაგალითო ღვთისმოსავი და საინტერესო პიროვნებაა. მგონი, მის კისერზე გადადის ჩვენი ოჯახის წევრების ცოდვების სიმძიმე. ის ჩვენს 14-კაციან ოჯახს თავისი ქცევით უდიდეს მაგალითს გვაძლევს და ეკლესიურობისაკენ გვიბიძგებს. მამა ირაკლის და ნანას დამსახურებაა, რომ ორივე ქალიშვილი ეკლესიის მრევლია, შვილიშვილები მარხულობენ, დადიან ეკლესიაში. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ნანა ჩემზე უკეთ ახერხებს ეკლესიურ ცხოვრებას. მე კი ვერ ვახერხებ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, საღამოობით დრამის მსახიობები და რეჟისორები რარიგ დაკავებულნი არიან. გარდა ამისა, ხშირად საეკლესიო დღესასწაულებზე, როცა მრევლი ტაძარში უნდა ლოცულობდეს, ჩვენ რეპეტიციები გვაქვს. თუმცა მყავს მეგობრები, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოუცლელნი არიან, ტაძარში სიარულის დრო ყოველთვის აქვთ. ასე რომ, მოუცლელობა გამართლება არ არის. ბევრჯერ გამიგონია, მავანზე უთქვამთ, მორწმუნეა, მაგრამ დრო არ რჩება ეკლესიური ცხოვრებისთვისო. ეს არ არის მყარი არგუმენტი. რასაკვირველია, ღმერთი შენში უნდა იყოს და მაშინ სულ სხვა პიროვნება ხდები, მაგრამ ადამიანი, ეს ცოდვის შვილი, დამოუკიდებლად, ეკლესიაში სიარულისა და ღვთისმსახურების დახმარების გარეშე ვერ შეძლებს მთელი იმ "კონსტიტუციის" აღსრულებას, რომელიც ათ მცნებაშია ჩამოყალიბებული. ოჯახში ყველას უნდა გვქონდეს პატარ-პატარა ტაძრები, მაგრამ მარტო ეს საკმარისი არ არის. ეკლესიებისადმი დამოკიდებულება, მინდა, ჩემი შესანიშნავი მეგობრისა და კოლეგის, მწერალ ნუგზარ შატაიძის ერთ-ერთი ფრაზით გამოვხატო: ,,სვეტიცხოვლის ეზოში შესულს გეჩვენება, რომ სამშობლოში დაბრუნდი". დაუკვირდით, რამხელა აზრი ჩადო ესოდენ მცირე ფრაზაში ამ კაცმა. სამების ტაძარში ასვლისას ყოველთვის უდიდესი სიამაყე მეუფლება, სიამეყე იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ გაჭირვების ჟამს შეძლო ასეთი კოლოსის აშენება. აღმაფრთოვანებელია მისი სიდიდე, სიდიადე. თითქოს სამების ტაძარი მთელ საქართველოს გადაჰყურებს და იფარავს. ასეთი გრანდიოზული ტაძრის აღმართვას ჩვენზე გაცილებით დიდი და მდიდარი ერები ვერ დაადგამდნენ თავს.

თუ ურწმუნო ხარ ადამიანი, მაშინ შენი არსებობა დედამიწაზე არაფერს არ წარმოადგენს. მართლმადიდებლობა ქართველი ერის ცხოვრებაა. ერთადერთი ხელშესახები, რაც ძველთაგან გამოგვყვა, ჩვენი ტრადიციებია, თუმცა კი დროთა განმავლობაში ცოტათი შელახული... ჩემი აზრით, ამას რომ არ გავუფრთხილდეთ და ჩირაღდანივით არ ვატაროთ, დანაშაულია და არა მარტო ღვთის, არამედ ქვეყნის, ოჯახის და მომავლის წინაშე. ქართველებს მართლმადიდებლური სარწმუნოება ძალზე ლამაზად და საინტერესოდ ჰქონდათ შესისხლხორცებული. ჩვენთვის რელიგიისა და ეროვნების გამოცვლა ერთმანეთის ტოლფასი იყო. მე არც ერთ რელიგიას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, პირიქით, პატივსაც კი ვცემ, თუმცა ქართველების ბედნიერებაცა და უბედურებაც სწორედ ჩვენს ტოლერანტობაში მდგომარეობდა, რამაც ბევრ სიხარულთან ერთად ბევრი მწუხარება და უბედურებაც მოგვიტანა, მაგრამ როდესაც ვხედავ, რომ ზოგი, რაღაც მატერიალურის გამო, მართლმადიდებლობას უარყოფს და სექტებში ერთიანდება, ბრაზი მიპყრობს. მართალია, აგრესიულობიდან ძალიან შორს ვარ, მაგრამ ეს დაუშვებლად მიმაჩნია და მასთან შეგუებაც არ შემიძლია. ისეთ ბუმბერაზ ადამიანს, როგორიც სულხან-საბა ორბელიანი იყო, ქართველმა ხალხმა ვერ აპატია ის, რაც ერის კეთილდღეობისთვის ჩაიდინა, ვერ აპატია კათოლიკურ რწმენაზე გადასვლა. დღეს კი რას შვრება ზოგი? ბოდიში და, 3 კილო შაქრის გულისთვის რომ გამოიცვლი რწმენას და ამის გაკეთებას ოჯახის წევრებსაც აიძულებ, ეს უდიდესი სიბნელეა, სხვა რომ არაფერი დავარქვა.

- თქვენი წინაპრები მორწმუნეები იყვნენ?

- მათ ცხოვრება მოუწიათ საბჭოთა რეჟიმის დროს, როცა ეკლესიურობა დანაშაულად ითვლებოდა. მახსოვს, დედაჩემის დედა, ჩვენ როცა დაგვაძინებდა, შემდეგ იწყებდა ჩუმად ლოცვას. კარადაში ჰქონდა დამალული ხატები. ლოცვის დროს გამოაღებდა კარადის კარს და დაიწყებდა ლოცვას, მერე გადაიწერდა პირჯვარს და დაწვებოდა. კომუნისტები ცდილობდნენ, ხალხისთვის რწმენა წაერთმიათ და ამისთვის ყოველნაირ საქციელს ჩადიოდნენ. ბოსლებად და საწყობებად გადააქციეს ტაძრები. ერთი ცნობილი ფაქტი მახსენდება: ტაძარში ერთი კაცი მიადგა ხატს. ჩაქუჩს ურტყამდა, თვალებს ჩიჩქნიდა და თან ყვიროდა, - თუ სასწაულის მოხდენა შეუძლია ამ ხატს, გამაგიჟოსო. ერთმა ღვთისმოსავმა ამოსძახა: შვილო, უკვე გაუგიჟებიხარ და მეტი რაღა გინდაო. დაუკვირდით, რამხელა სიბრძნეა ამ სიტყვებში. ამ პერიოდგამოვლილმა ხალხმა მაინც შეინარჩუნა რწმენა. დღეს გულს უხარია, რომ ყველა უბანში ეკლესიაა, რომ ტაძრები მრევლს ვერ იტევს. ქობულეთის აღმართზე მთავრდება შესანიშნავი ტაძრის მშენებლობა, თბილისის გასასვლელში, ხელმარცხნივ, ზაჰესის წინ, მონასტერი აშენდა, ამას წინათ გახლდით ბათუმში და გამაოცა მთის წვერზე აზიდულმა ტაძარმა... რომელი ერთი ჩამოვთვალო. მგონი, საქართველოში რენესანსის პერიოდში, შოთა რუსთაველისა და ბექა ოპიზრის დროს არ შენდებოდა ამდენი ეკლესია-მონასტერი. ეს მხოლოდ ჩვენი უწმინდესის დამსახურებაა. ჩვენ მისმა უდიდესმა გარჯამ და მხურვალე ლოცვამ შეგვაძლებინა შეუძლებელი. ეკლესია-მონასტრები ხომ ერის კულტურული მემკვიდრეობაა, უამრავი რამ წარიხოცება, ტაძრები კი გაუძლებს საუკუნეებს და დარჩება ჩვენს მომავალ თაობებს.

- როდის მოინათლეთ?


- ბავშვობაში. მოსანათლად ბებიამ და ბაბუამ წამიყვანეს ქაშუეთის ეკლესიაში, მაგრამ ბაბუა არ შემოგვყვა, გარეთ იდგა და აქეთ-იქით იყურებოდა შეშინებული - არავინ დაგვინახოსო. მღვდელმა ჩემი სახელი რომ გაიგო, შეწუხდა - ჯემალი ხომ არამართლმადიდებლური სახელიაო და ბებიას უთხრა, - სახელი უნდა გადავარქვათო. გამოვიდა ბებია გარეთ, ეკითხება ბაბუაჩემს: ამბოსი, რა დავარქვათ ბავშვსო. ის კი აჩქარებს: რაც გინდა, დაარქვით, ოღონდ ჩქარა გამოდით, არავინ დაგვინახოსო. ბებიას უცებ თავში მამამისის, იოანეს სახელი წამოუტივტივდა და ჩემი ნათლობის სახელიც სწორედ იოანე გახლავთ.

- დღეს კინოს და თეატრს ძალიან უჭირს. თქვენი აზრით, ამის მიზეზი მხოლოდ ფინანსების უქონლობაა, მხოლოდ ეს გვიშლის ხელს, რომ ქართულმა კინომ და თეატრმა კვლავინდებურად გააოცოს მსოფლიო?

- რასაკვირველია, მიზეზი უფულობაა. ქართულ კინოს და თეატრს არ აკლია არც ნიჭიერი მსახიობი, რეჟისორი, არც ოპერატორი, არც გამნათებელი და გრიმიორი. მართლაც, ყოველთვის დიდი გამოხმაურება ჰქონდა საზღვარგარეთ ქართული თეატრის გასტროლებს. მახსენდება, სოხუმის თეატრმა როგორ აღაფრთოვანა მოსკოველი მაყურებელი, ქუთაისის თეატრალურ დასს ჩეხოსლოვაკიაში სცენიდან არ უშვებდნენ. არაფერს ვიტყვი თბილისი თეატრების წარმატებებზე. გავიხსენებ მხოლოდ ერთს: ჩვენ, მარჯანიშვილის თეატრის დასი, ედინბურგში ვიყავით. იქ უკვე ნამყოფი იყო რუსთაველის, კინომსახიობთა და რეზო გაბრიაძის (მარიონეტების) თეატრები. ჩვენ "მეფე ლირი" წარვუდგინეთ მაყურებელს. და აი, როგორ გამოგვეხმაურა მეორე დღეს პრესა: რა ხდება ასეთი თბილისის ცაზე, რა კოსმოგონური სხივები იყრის თავს, რომ ამდენი ბრწყინვალე მსახიობი და რეჟისორი ჰყავთო. დღეს კი არ გვაქვს ფული. მითხარით, სად და როგორ გავიტანოთ ჩვენი შემოქმედება? არადა ფული ყველაფერს სჭირდება - მგზავრობას, დეკორაციებს, ბოლოს და ბოლოს, მსახიობებს თუ სხვა თანამშრომლებს არსებობა ხომ უნდათ? იგივე მდგომარეობაა კინოში. ქართული კინო ერთ-ერთი საუკეთესო და საოცარი ფენომენი იყო მსოფლიოში და ეს ქართველი კინემატოგრაფისტების ნათქვამი კი არა, საყოველთაოდ აღიარებული აზრია. თუ უსახსრობის გამო ვერ გადავიღებთ, საჩვენებელიც არაფერი გვექნება. ახლახან გადამიღეს ერთ-ერთ ქართულ სერიალში. იქ იმდენი ნიჭიერი მსახიობი, რეჟისორი, ოპერატორი თუ გამნათებელი მონაწილეობდა, რომ გაგიკვირდებოდათ. ეს ის ხალხია, რომლებიც წლების განმავლობაში ვერაფერს აკეთებდნენ და ახლა იძულებული არიან, ამ ტელესერიალებში მიიღონ მონაწილეობა. ასე რომ, ქართული კინოსა და თეატრის აღორძინება მხოლოდ სახელმწიფოზე და დაფინანსებაზეა დამოკიდებული. რამდენ ხანს უნდა დაგვეხმაროს ის ღვთისნიერი კაცი, რომელიც მუდამ გვიკრძალავს მისი ქველმოქმედების გამოაშკარავებას? ალბათ მიხვდით, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე რომ ვლაპარაკობ. იგი ქართული ხელოვნებისთვის - იქნება ეს კინო, თეატრი, მუზეუმი, ანსამბლები თუ სხვა - უდიდეს საქმეს აკეთებს. სახელმწიფო კი ამას ვერ ან არ ახერხებს. მართალია, აუცილებელი და კარგია უფასო სასწრაფო დახმარება, არაკორუმპირებული პატრული, მისასალმებელია ახალი გზების დაგება, მაგრამ თუ ხალხს სულიერი საზრდო არ მიაწოდე, თუ ხალხი ეკლესიამდე ვერ მიიყვანე, მაშინ რად გვინდა გზა, რომელიც ტაძრამდე ვერ მიგვიყვანს?

- რა სურვილი გაქვთ?


- ძალიან მინდა იერუსალიმში წასვლა და იქაურ სიწმინდეებთან მიახლება. და მგონი, რომ ეს ჩემი ოცნება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამის საშუალება არ მაქვს, მაინც განხორციელდება. ბოლო წლებში ვერ წარმომედგინა, თუ სადმე მომიწევდა წასვლა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად, შარშანწინ მე და ვანო ჩხიკვაძე ამერიკაში გახლდით. გორში ვანოს პიესის ("ორი მდინარის შესართავთან") მიხედვით დავდგი მონოსპექტაკლი და ვითამაშე კიდეც. სწორედ ამ მონოსპექტაკლით მიგვიწვიეს ამერიკაში ქართული დიასპორის ჩამოყალიბებისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე. იქ ერთი თვე დავრჩით. მქონდა ჩვენს ქართველ მართლმადიდებელ მრევლთან საკმაოდ საინტერესო შეხვედრა როგორც ბრუკლინში, ასევე მანჰეტენზე.

ესაუბრა
ნინო ჩარგეიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat