მინდა, ჩემს მიწაზე ვიყო ბედნიერი
მინდა, ჩემს მიწაზე ვიყო ბედნიერი
დღეს ჩვენი სტუმარია ცნობილი სპორტსმენი, სპორტის დამსახურებული ოსტატი ტყვიის სროლაში, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ევროპის შვიდგზის ჩემპიონი, სეულის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს სუპერთასის შვიდგზის მფლობელი, მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენი, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის სახელობის II და III ხარისხის ორდენთა კავალერი ნინო სალუქვაძე.

- ქალბატონო ნინო, როგორ მიხვედით ეკლესიამდე, ნუთუ საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრებს ღმერთზე ფიქრი არ გეკრძალებოდათ?

- ყველგან, ყოველთვის, ყველა გამოუვალ ვითარებაში მეხმარებოდა რაღაც არაამქვეყნიური, ზებუნებრივი ძალა. პატარაობისას ვერ ვაცნობიერებდი, რა ძალა იყო ეს, მაგრამ უკვე ზრდასრული მივხვდი: ღვთის თვალი დამყვებოდა მცველად; მივხვდი, რომ ამქვეყნად ყველაფერი ნებაა უფლისა.

ტაძრამდე რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევას არ მივუყვანივარ, მაგრამ ის, რომ ღმერთის შემწეობას მუდამ ვგრძნობდი, განა სასწაული არ არის?

ჩემი მშობლები უპატიოსნესი ადამიანები იყვნენ, მაგრამ რწმენით, როგორც მათ თანამედროვეთა უმრავლესობა, არ გამოირჩეოდნენ. ალბათ არც გაემტყუნებათ - მათ ხომ ათეისტურად ზრდიდნენ. ვერ ვიტყვი, რომ საბჭოთა წყობილების დროს ვინმე რელიგიური თვალსაზრისით მავიწროებდა ან კატეგორიულად მიკრძალავდა რამეს, მაგრამ მაინც იყო გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრს ჯვარი არ უნდა ეტარებინა (თუმცა არავინ მამოწმებდა, მეკეთა თუ არა).

მართალია, ამ ბოლო დროს საქართველოში ბევრი უმსგავსობა ხდება, მაგრამ აშკარაა და ძალიან მახარებს ჩვენი ერის ეკლესიისკენ შემობრუნება. მართლმადიდებელი მრევლი დღითიდღე იზრდება. სანამ რწმენა ცოცხალია, ქართველი ერი არ გადაშენდება, მჯერა, რომ ჩვენს ლოცვებს უფალი შეისმენს და ივერია გაბრწყინდება.

- ბრძანეთ, გამოუვალ ვითარებაში უფლის თანადგომას ვგრძნობდიო. შეჯიბრებაზეც გიგრძნიათ მისი მფარველობა?

- ყოფილა შემთხვევები, როცა მიგრძნია, რომ მხოლოდ საკუთარი ძალით ვერაფერს გავხდებოდი და ღმერთს შევვედრებივარ შეწევნას. ასეთ დროს უფალი ყოველთვის მაძლევდა ბიძგს და ეს გამარჯვებისთვის საკმარისი ხდებოდა.

- ხომ არ გიჭირთ ეკლესიური ცხოვრება, მორწმუნეს ხომ მრავალ ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უხდება უარის თქმა?

- ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. თუ რამეს ხელი მოვკიდე, ის საქმე ჩემი ხდება, ვცდილობ, სრულყოფილად ავითვისო და ვემსახურო. როცა ადამიანი მორწმუნედ მიიჩნევ თავს, უნდა იცხოვრო კიდეც ეკლესიურად, ისე უფალი როგორ შეგეწევა? მყავს მოძღვარი, ვამბობ აღსარებებს, ვეზიარები, ვლოცულობ, ვცდილობ, შევასრულო ათი მცნება. ადამიანები უცოდველნი ვერ ვიქნებით, მაგრამ ცდა არ უნდა დავაკლოთ, უნდა შეგვეძლოს შეცდომების აღიარება და მონანიება. თუ გულით მოინანიებ ცოდვას, მომავალში ნაკლებ შეცდომას დაუშვებ.

გამოგიტყდებით, ჩემი ცხოვრების წესის გამო ხშირად მიჭირს მარხვის შენახვა - მე ხომ მეტწილად ტურნირებზე მიწევს სიარული, ნახევარჯერ გზაში ვარ... მაგრამ მარხვა მხოლოდ გარკვეული ტიპის საკვების მიუღებლობა ხომ არ არის?

- როგორც ვიცი, საკმაოდ კარგად ხატავთ და ქარგავთ. რატომ არ აირჩიეთ პროფესიად ხელოვნების ეს დარგი?

- ხატვა ბავშვობაში დავიწყე, უფრო ადრე, ვიდრე სპორტს მოვკიდებდი ხელს. სხვათა შორის, ძალიან მიყვარდა ტაძრების ხატვა, მოგვიანებით ქარგვასაც მივყავი ხელი. ჩემივე ნახატებს ვქარგავდი. ჩემს თოჯინებს, ჩემი ხელით შეკერილ-მოქარგული ისეთი მდიდარი გარდერობი ჰქონდათ, რომელსაც გნებავთ დედოფალს შეშურდებოდა. შემდეგ, როცა სპორტში ჩავები, ხატვა-ქარგვას თანდათან თავი მივანებე. ქარგვა და ხატვა, ტყვიის სროლის მსგავსად, თვალის დაძაბვას მოითხოვს, ამიტომ ეს ორი საქმიანობა შეუთავსებელია. არჩევანი სპორტის სასარგებლოდ გავაკეთე და მიმაჩნია, რომ არ შევმცდარვარ.

- არაერთხელ გითქვამთ, რომ სპორტში მამამ მოგიყვანათ...

- მართალი ბრძანდებით, სპორტის ამ სახეობისკენ მამამ მიბიძგა. მამაჩემი, ვახტანგ სალუქვაძე, მწვრთნელია, ის საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი გახლდათ, საკმაოდ რთული გზა გაიარა და შესანიშნავ მწვრთნელად ჩამოყალიბდა. მან ყველაფერი მზამზარეული მომაწოდა, თავისი შეცდომების გამეორების უფლება არ მომცა, მთელი თავისი გამოცდილება და ცოდნა ჩემში ჩადო. სწორედ ამიტომ მივაღწიე ამდენს ასე მალე.

- მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ევროპის შვიდგზის ჩემპიონი, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი პრიზის მფლობელი ბრძანდებით, მაგრამ ყველა თავმდაბალ ადამიანად გიცნობთ. ამდენმა წარმატებამ თავბრუ როგორ არ დაგახვიათ?

- მამა ყოველთვის მასწავლიდა, რომ მოგება და წაგება ძმები არიან. მთავარი ადამიანობაა. აი, ამ სულისკვეთებით მზრდიდნენ მშობლები.

- დამარცხებას როგორ ხვდებოდით?

- ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა წარუმატებლობამ ძალიან დამწყვიტა გული. ატლანტაში ოლიმპიურ თამაშებზე მეორე შედეგი მქონდა, ფინალში გაუგებრობა მოხდა, აირია ელექტრონული სისტემები, ქულები სწორად არ დაითვალეს და ამის გამო დავკარგე მედალი. თანაც ოლიმპიადისთვის უმძიმეს პირობებში ვემზადებოდი... გავიფიქრე, ასე ნეტავ რა ცოდვებისთვის მსჯის-მეთქი ღმერთი... მაგრამ ეს წამიერი სისუსტე იყო, ისე კი, კიდევ გავიმეორებ, სპორტსმენმა უნდა იცოდეს, რომ გამარჯვება და დამარცხება ხელიხელჩაკიდებულები დადიან.

- რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

- წარმატებისთვის აუცილებელია შრომისმოყვარეობა, საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნელობა, კრიტიკულობა, პასუხისმგებლობა და თავის, უპირველეს ყოვლისა კი უფლის რწმენა.

- ყოველდღიურად, ალბათ, საათობით გიწევთ ვარჯიში. არ იღლებით?

- ტყვიის სროლა ისეთი სპორტია, ვარჯიშზე დიდ ფიზიკურ დატვირთვას არ მოითხოვს, დგახარ და ისვრი, მაგრამ მაინც იღლები, რადგან ამ ხნის მანძილზე გამუდმებით დაძაბული ხარ, ყურადღება მაქსიმალურად გაქვს მობილიზებული. ვარჯიშიდან ისეთი გადაღლილი ვბრუნდები, ძალ-ღონის მოსაკრებად სამ-ოთხსაათიანი დასვენება მაინც მჭირდება.

- საბჭოთა პერიოდში ეროვნების გამო არ გავიწროებდნენ?

- მამა ყოველთვის მეუბნებოდა, სხვებზე ათი თავით მაღლა უნდა იდგე, რომ კონკურენციას გაუძლოო. 1988 წელს ევროპის ჩემპიონატზე, ოლიმპიადის წინ არ წამიყვანეს. არადა, საბჭოთა კავშირის 7 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მქონდა. სხვა გოგონა წაიყვანეს, მე კი, თუმცა მასზე გაცილებით ძლიერი ვიყავი, ახალგაზრდულ გუნდში ჩამრიცხეს.

ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, 4 ქულით მეტი მქონდა, ვიდრე მოზრდილთა გუნდის ჩემპიონს, ხოლო გუნდურ შეჯიბრში ,,პატარებმა" "დიდებს" 11 ქულით ვაჯობეთ. ოლიმპიადის წინ კი მსოფლიო რეკორდი დავამყარე და იძულებულნი გახდნენ, წავეყვანე, თუმცა სათადარიგო სპორტსმენი მაინც გამომაყოლეს.

მიუხედავად ასეთი კონკურენციისა, ნაკრებში ყველა ვმეგობრობდით, არ ვიცოდით, რა იყო შური და შუღლი.

- თქვენი მეუღლე და შვილებიც ეკლესიურად ცხოვრობენ?

- ჩემი მეუღლე, გოჩა მაჭავარიანი, მორწმუნეა და, უნდა გამოგიტყდეთ, ჩემზე გაცილებით უკეთესი ქრისტიანი. შვილები, ნინო და ცოტნე, 7 და 4 წლისანი არიან, დაგვყავს წირვა-ლოცვებზე, ჰყავთ მოძღვარი, ეზიარებიან, ყოველ დილა-საღამოს ლოცულობენ, ნინო ოთხშაბათს და პარასკევს მარხულობს კიდეც. მე და ჩემს მეუღლეს ძალიან გვინდა, ჩვენი შვილები ჭეშმარიტ ქრისტიანებად აღვზარდოთ.

- სპორტი მათაც მშობლებივით უყვართ?

- ჯერჯერობით ტანვარჯიშსა და ცურვას მისდევენ. გარდა ამისა, გოგონა - ქართულ ცეკვებს, ვაჟი კი ფანდურის დაკვრას ეუფლება. პარალელურად სწავლობენ ინგლისურ და რუსულ ენებს.

- გინდათ, რომ შვილები თქვენს გზას გაჰყვნენ?

- პირველ რიგში, მინდა, იყვნენ ჯანმრთელნი, ღვთისმოშიშნი და კაცთმოყვარენი. მინდა, მივცე განათლება და პროფესიის შეძენაში დავეხმარო. თუ სპორტის რომელიმე სახეობაში განსაკუთრებულ ნიჭს გამოავლენენ, ხელს შევუწყობ, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც სწავლას დავაყენებ, რადგან ახლო მომავალში საქართველოში სპორტი ისე არ დაფასდება, რომ ადამიანმა მხოლოდ მისი მეშვეობით შეძლოს თავის რჩენა.

- თქვენ, ტყვიის მსროლელი, რა აზრის ბრძანდებით იარაღის ტარების თაობაზე?

- იარაღი ჩემთვის მხოლოდ სპორტული ინვენტარია, საბრძოლო იარაღი კი მხოლოდ თავდაცვის საშუალება უნდა იყოს. ვისურვებ, საქართველოში არათუ დასჭირდეს, არამედ აზრადაც არავის მოუვიდეს იარაღის შეძენა. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ისეთი განსაცდელისგან, რომ ხალხს იარაღით მოუხდეს ქუჩაში სიარული.

- ადრე საქართველოს უამრავი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი თუ პრიზიორი ჰყავდა, დღეს კი საქმე სხვაგვარადაა...

- ბოლო 10-15 წელი ქართული სპორტისთვის ურთულესი პერიოდი გახლდათ, ეს წლები დაკარგულადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ და თუ რაიმე მიღწევა მაინც გვქონდა, უფრო ინერციით. სპორტსმენი კარგად რომ მოემზადოს, აუცილებელია სათანადო დონეზე აღჭურვილი სავარჯიშო ბაზა, ამისთვის კი ფინანსებია საჭირო. ძალიან კარგი ბაზები აქვთ ევროპის ქვეყნებში, შვეიცარიაში ტყვიის სროლა სპორტის სტრატეგიულ სახეობადაც კია გამოცხადებული, მაგრამ არ ჰყავთ კარგი სპორტსმენები და ეს იმიტომ, რომ არ ჰყავთ კვალიფიცირებული მწვრთნელი. ჩვენ კი ამ სახეობაში არაჩვეულებრივი სკოლა გვაქვს, ვიცით, როგორ უნდა ვიმუშაოთ სპორტსმენებთან, როგორ ვივარჯიშოთ, მაგრამ არ გაგვაჩნია ბაზები, ყველაფერი დაძველდა და დაიმტვრა, ახალი კი... სულ ახლახან ტირი გავხსენით. მართალია, ძალიან პატარაა - სულ ხუთი დანადგარი გვაქვს. აქ თავადაც ვვარჯიშობ და სხვებსაც ვავარჯიშებ. სხვათა შორის, მისი გახსნიდან სამ თვეში ჩვენი გოგონები პირველად საქართველოს ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორები გახდნენ გუნდურ შეჯიბრში. ეს წარმოუდგენელი მიღწევა იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, დავამარცხეთ გუნდები, რომელთა წევრებიც ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიადების ჩემპიონები და რეკორდსმენები იყვნენ.

- როგორ საქართველოში ისურვებდით ცხოვრებას?

- ტექნიკური პროგრესი კარგია, მაგრამ ადამიანები რობოტებად არ უნდა ვიქცეთ. ამიტომ მინდა, ერთმანეთის სიყვარული, გატანა, თანადგომა ისეთივე ვიცოდეთ, როგორიც ქართველებს დასაბამიდან გვჩვევია. ყველა მეკითხება, რატომ არ წავედი უცხოეთში. მართლაც მქონდა შესაძლებლობა - არაერთგან მიმიწვიეს, თანაც საზღვარგარეთ უამრავი მეგობარი მყავს, თან მყვებიან, ხელისგულზე მატარებენ, მაგრამ, მამაჩემის სიტყვებით რომ გითხრათ, მინდა, ჩემს მიწაზე ვიყო ბედნიერი. აქ, ჩემს ღატაკ სამშობლოში, უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე სხვის აყვავებულ ქვეყანაში. მე ხომ საქართველოში მყავს ყველა ნათესავი, ყველა მეგობარი. რა იქნება ჩვენი ცხოვრება საყვარელი ადამიანების გარეშე?

ესაუბრა
ნინო ჩარგეიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat