თამაშით გამდიდრებული და გზაზე დამდგარი კაცი არ არსებობს
თამაშით გამდიდრებული და გზაზე დამდგარი კაცი არ არსებობს
დიდი ვნებანი ბუნების ძალებს ემსგავსებიან - სასარგებლონი ან მავნენი ხდებიან იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით წავლენ. სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება, უმეტესწილად, ცდუნებისკენ არის მიდრეკილი, ხშირად ახასიათებს თავდავიწყებით გატაცება - თამაშით, ნადირობით... ალბათ, თქვენც გსმენიათ ნაცნობებისა და ახლობლებისგან თითქოსდა უცოდველი ფრაზა - რა აზარტული ვყოფილვარო. ასეა, ყოველ ადამიანში იმალება აზარტი და ელის ხელსაყრელ წამს, როცა შეძლებს, თავი იჩინოს... და ვაი მას, ვინც დაემონება ვნებას და მის ყურმოჭრილ ყმად იქცევა.

გორში უაღრესად განათლებული და საინტერესო კაცი ცხოვრობს, ვისგანაც ბევრს შეიტყობთ ქალაქის ცხოვრების შესახებ. სწორედ ამ ადამიანს, 76 წლის ბატონ ფუცოს, ვესტუმრეთ ჩვენთვის საინტერესო თემაზე სასაუბროდ.

- ბატონო ფუცო, ამქვეყნად დიდხანს გიცხოვრიათ და ბევრიც გექნებათ გასახსენებელი ქალაქის ცხოვრებიდან. რომელ აზარტულ თამაშებს მისდევდნენ ძველად?


- ჩვენ ისეთ პერიოდში მოგვიწია ცხოვრებამ, როცა ადვილად შეიძლებოდა, ახალგაზრდა გზას ასცდენოდა. ბევრს ასეც დაემართა...

მოთამაშეთა შორის პროფესიონალებიც იყვნენ და მოყვარულებიც. მაგრამ მაშინ ძირითადად შავი სამყაროს ხალხი თამაშობდა.

რკინიგზის სადგურზე, ორჯონიკიძის ქუჩაზე ვცხოვრობდით. დიდი ეზო გვქონდა. ეზოს ბოლოში იკრიბებოდნენ და ზარს თამაშობდნენ. მახსოვს კასპელი შალვა, იმისი ჯგუფი. ბავშვები ხშირად იქ ვტრიალებდით. ხან წყალზე გაგვაგზავნიდნენ, ხან - პურზე. თამაშის დროს უცხოს ახლოს არ მიუშვებდნენ.

ერთი თანაკლასელი მყავდა, ჯონდო. მამამისი ნავთობსადენის დირექტორი იყო. სკოლისთვის სთხოვდა ხოლმე მამას 2-3 ლიტრ ნავთს. შემდეგ მოტყუება დაუწყო და დიდი ბიდონით ართმევდა. ყიდიდა და თამაშობდა. არადა, მშობლები პატიოსანი ხალხი ჰყავდა. მაგრამ ბიჭმა ცდუნებას ვერ გაუძლო და თამაშის გზას გაჰყვა. მერე ქურდობაც დაიწყო. ოჯახის მაღაზიიდანაც კი მოიპარა სურსათი.

მამამისმა დასაშინებლად პროკურატურაში აღძრა საქმე. მერე თანამდებობის პირებთან ჩავიდა ბრალდების მოსახსნელად, მაგრამ შვილს ვეღარ უშველა - ჩემი მეგობარი დაიჭირეს. მაშინ 15-იოდე წლის იყო, ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ჯანმრთელი.

შვიდი წელი მიუსაჯეს. ამას ისიც დაემატა, რომ ციხეში კაცი მოკლა და საბოლოოდ თვრამეტი წელი გაატარა საკანში. გამოვიდა იქიდან სრულიად გაუბედურებული.

ერთხელაც ნარკოტიკისთვის აფთიაქი გატეხა. დაიჭირეს და ციხეში მოკლეს...

ადრე თამაში ისჯებოდა. თუმცა ისეც ხდებოდა, რომ მილიცია საქმის კურსში იყო, მაგრამ თვალს ხუჭავდა. ერთ-ერთი ცნობილი გორელი მილიციელი მახსენდება. თავისი ინფორმატორები ჰყავდა. როცა მოთამაშეები აზარტში შევიდოდნენ, თავს წაადგებოდა და ფული მიჰქონდა. ზოგიერთი თანამდებობის პირი, მილიციელიც თამაშობდა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩუმად ხდებოდა.

ბევრს, თუმცა თამაშობდა, მაგრამ ვაჟკაცობა მაინც შერჩენოდა. ყველანაირად გვერდით დაგიდგებოდნენ - ფინანსურად, მორალურად...

იყო შემთხვევები, სახლები და ცოლებიც კი წაუგიათ...

საერთოდ, რაც მე მინახავს და გამიგია, თამაშით გამდიდრებული და გზაზე დამდგარი კაცი არ არსებობს და ალბათ ვერც ვერავინ ნახავს.

- თუ ყოფილა შემთხვევა, რომ მოთამაშეს ცხოვრების სტილი შეუცვლია და სწორი გზით გაუგრძელებია ცხოვრება?

- სათამაშოდ, ძირითადად, წრე გითრევდა და, როგორც ყველა მოთამაშე, თამაშობდი მოგების იმედით. შედარებით ჭკვიანი წაგებაზეც ფიქრობდა...

ვინც ქურდულ სამყაროსთან იყო დაკავშირებული, არავინ შემობრუნებულა. ვისაც ახალი დაწყებული ჰქონდა თამაში, ის თუ ახერხებდა თავის დახსნას.

გორში ერთი მოთამაშე ცხოვრობდა - ილია. ქურდობისთვის დაიჭირეს და გადაასახლეს. დაბრუნებული ოჯახს მოეკიდა, მორწმუნე ქალი შეირთო და ყველაფერს თავი დაანება. მისი მოკვლას კი სცადეს, მაგრამ ვერაფერმა გაჭრა - რაკი ერთხელ დაანება თამაშს თავი, ისე გარდაიცვალა, ამ საქმისთვის ხელი აღარ მოუკიდია.

- რა ხდება დღეს? აწმყო წარსულს შევადაროთ და იქნებ გამოსავალიც მოვძებნოთ...

- დიდი განსხვავებაა დღევანდელობასა და იმ ძველ დროებას შორის. მაშინ ინფორმაცია იმ ხალხშივე რჩებოდა, ვინც ამ საქმეს ეწეოდა - ეშინოდათ, თუ გახმაურდებოდა, დაიჭერდნენ. შემდეგ შიში გაქრა, რადგან თვითონ სამართალდამცავები ჩაერთნენ თამაშში.

დღეს ათი-თერთმეტი წლის ბავშვები უკვე თამაშობენ. ფულს თვითონ ხომ ვერ იშოვიან და ან მშობლებს უნდა მოჰპარონ, ანდა ისესხონ. ასე, უმეტესად, ცნობილი მშობლების შვილები იქცევიან, რომლებსაც თავისუფლად ასესხებენ ფულს. მერე ვალის გადასახდელად მშობლები დარბიან...

ადრე ახალგაზრდები სპორტს მისდევდნენ, იყო წრეები, ტარდებოდა ოლიმპიადები... დღეს კი რა ხდება? თითქოსდა საჯარო გახდა ინფორმაცია, იხსნება კაზინოები, ტოტალიზატორები, ადამიანებს მეტი თავისუფლება მიეცათ... მიუხედავად პატრიოტული ბანაკებისა და სხვადასხვა ღონისძიებისა, მოზარდები დაკავებულნი არ არიან. თითქოს წინაპრებისა და, საერთოდ, უფროსების პატივისცემაც დაკარგეს, შიში და მოკრძალება აღარ აქვთ. ვაჟკაცობა, მეგობრობა უფრო ზერელე გახდა.

წინათ რწმენა მოჩვენებითი არ იყო. თუ ნამდვილად გსურდა და მოინდომებდი, მიუხედავად აკრძალვისა, ეკლესიაში ივლიდი. ახლა კი ბევრი პირჯვარს იწერს და მრუშობს, ძალადობს...

გამოსავალი? მთავარი ნებისყოფაა. რწმენა უნდა გქონდეს და წესიერი და პატიოსანი მიმთითებელი გყავდეს, რომელიც ჭეშმარიტ მაგალითს მოგცემს.

ინტერვიუს დასასრულს ჩვენმა რესპონდენტმა ერთი უჩვეულო შემთხვევის შესახებ გვიამბო, რომელიც, ვფიქრობ, არც თქვენთვის იქნება უინტერესო:

- მეზობლის ოჯახს კალათით ბავშვი მიუგდეს. როგორც კალათზე ეწერა, ანდრონიკა ერქვა. იზრდებოდა ამ ოჯახის ხუთ შვილთან ერთად.

პატიოსნად ცხოვრობდნენ, მაგრამ ანდრონიკა გზას ასცდა.

გორიჯვრის ეკლესიაში პატარა ხის ყუთში ხალხი შესაწირავს აგროვებდა. ავიდოდა ანდრონიკა ეკლესიაში და რადგან ფულს პირდაპირ ვერ იღებდა, - ღვთისა და ეკლესიის ეშინოდა! - აიტანდა კამათელს და ვირტუალურად ეთამაშებოდა ღმერთს (შემინდე, უფალო, მკრეხელობა!). თუ წააგებდა, უკან ხელცარიელი ბრუნდებოდა, მაგრამ თუ მოიგებდა, იტყოდა: რა ვქნა, მოგიგეო... შეუცნობელია ადამიანის ბუნება!..

დაბოლოს, საუბარს წმინდა მამების შეგონებებით დავასრულებდი:

თუ ცუდი საქმით მოგებას იღებ, ეს უბედურების საწინდრად ჩათვალე.

ერიდე ადგილებს, სადაც შესაძლოა დაეცე, რადგან, როცა ვერ ხედავ აკრძალულ ხილს, არც ისე ძლიერ გინდება.

არ არის ამქვეყნად უფრო დიდი გამარჯვებული, ვიდრე ის, ვინც საკუთარ თავზე იმარჯვებს და საკუთარ ვნებებზე ბატონობს.

ესაუბრა
დემეტრე ტლაშაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat