ყოველი დღე ღვთის მიერაა ნაჩუქარი და ჩვენც მის მიერ ნაბოძებ თითოეულ წამზე პასუხისმგებელნი ვართ
ყოველი დღე ღვთის მიერაა ნაჩუქარი და ჩვენც მის მიერ ნაბოძებ თითოეულ წამზე პასუხისმგებელნი ვართ
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ქალბატონი მაია გოთუა ალერგიული პრობლემების მქონე ადამიანებისათვის ნაცნობი პიროვნებაა. ამ ღვთისნიერ ადამიანს პაციენტები ახასიათებენ როგორც თავისი საქმის უბადლო მცოდნე და გულისხმიერ ექიმს. ერთი სიტყვით, ქალბატონი მაია სულით ხორცამდე მკურნალია. დღეს იგი "კარიბჭის" სტუმარია თავისი ეკლესიური ცხოვრების წესის გამო.

- ქალბატონო მაია, რა არის თქვენთვის მართლმადიდებლური სარწმუნოება და როდის ეზიარეთ მას?

- არაჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე. ბაბუაჩემის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის პართენ გოთუას, ოჯახი ცნობილი იყო ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთებით და ამიტომაც არ დაკლებია საბჭოთა ხელისუფლებისაგან რეპრესიები და უსამართლო დევნა. ბაბუამ ოდესის უნივერსიტეტის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ მიიღო კარგი დასავლეთევროპული განათლება, მუშაობდა პედაგოგად, იყო ნაციონალურ-დემოკრატიული ორიენტაციის სხვადასხვა გაზეთის რედაქტორი, პუბლიცისტი, მწერალი, ქველმოქმედი, ცენტრალური და საქალაქო ბანკების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. ბებიამ და ბაბუამ ერთმანეთი პარიზში გაიცნეს. ბაბუა ლუვრის ბიბლიოთეკაში მუშაობდა, ბებია კი მამასთან, ცნობილ კომერსანტთან გრიგოლ კემულარიასთან ერთად მოგზაურობდა. ბებიაჩემის დედა იყო ნინო ნიკოლაძე, გამოჩენილი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის და და ნიკო ნიკოლაძის ბიძაშვილი. ბებიას ძმა, იოსები, 1920 წელს, საქართველოს გასაბჭოების წინ, წავიდა საფრანგეთში. მან ლევან ზურაბიშვილთან და ილამაზ დადეშქელიანთან ერთად მონაწილეობა მიიღო პარიზში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის დაარსებაში, რომელიც დღესაც ქართული სათვისტომოს სულიერი ერთიანობის სავანეა. იოსების ვაჟი, კლოდ დე კემულარია, საფრანგეთის განსაკუთრებულად წარჩინებული საერთაშორისო მნიშვნელობის დიპლომატია.

მამაჩემს, ალექსანდრე გოთუას, 9 დედმამიშვილი ჰყავდა, რომელთაგან ოთხი შედარებით ადრე გარდაიცვალა, ხოლო დარჩენილი ხუთი ღირსეულად ემსახურა საქართველოს. მამაჩემი ძალიან განიცდიდა სამშობლოსა და საკუთარი ოჯახის უბედურებას. მისი ეს გულჩათხრობილი სიყვარული ჩვენზე, ბავშვებზე, შთამბეჭდავ ზეგავლენას ახდენდა. მამა იყო ღვაწლმოსილი ენერგეტიკოსი, მისი ხელმძღვანელობით მრავალი ჰიდროელექტროსადგური აშენდა საქართველოში და პირველი ანთებული ნათურები ფშავსა თუ ხევსურეთში, თრუსოსა თუ დარიალის ხეობებში მის უძილო ღამეებთან და დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული. ის საქართველოს მიწა-წყალს კარგად იცნობდა, მთად თუ ბარად მრავალი ძმადნაფიცი ჰყავდა და ჩვენც, შვილები, ხშირად თან მივყავდით ბარისახოსა და შატილში, ყაზბეგში, რიცეულჰესზე ჩვენი მამულის სიყვარულის ანაბანას დასასწავლად. არმაზის საგვარეულო აგარაკზე ბევრი საინტერესო ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის ბიძაჩემთან, ლევან გოთუასთან, ხშირად მოდიოდნენ ხოლმე სამთავროს დედათა მონასტრის მონაზვნები. მათ მორთმეულ ნაკურთხ ხილს დიდი მოწიწებით გვირიგებდნენ ბავშვებს. არმაზში იმართებოდა საუბრები სამშობლოზე, სულიერებაზე, ცხოვრების არსზე, რაც ჩემზე წარუშლელ კვალს ტოვებდა. ჩემი ოჯახის წევრებს რწმენისადმი ყოველთვის სათუთი დამოკიდებულება ჰქონდათ. დედა, წინაპართა გადმოცემით, დავით და კონსტანტინე მხეიძეების შთამომავალია და ბუნებრივია, რომ გვინერგავდა ღვთის რწმენასა და სიყვარულს, ამიტომაც, ეკლესია და მართლმადიდებლობა ჩემთვის ბავშვობიდანვე ახლობელი და ძვირფასი იყო.

რწმენა ჩვენს გულებში იმიტომ მობრძანდება ხოლმე, რომ ადამიანი უფლის მიერაა ხმობილი. ბავშვობაში, როდესაც აკაკის "ჩემი თავგადასავალი" წავიკითხე და შევიტყვე, რომ აკაკი ძილის წინ ყოველთვის ამბობდა ხალხურ ლოცვას - "დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება", მეც წესად გავიხადე და ისე არ დავიძინებდი, რომ ეს არ მეთქვა. შემდეგ გმირთა ვარამი" წავიკითხე, სადაც ერთ-ერთი გმირი "მამაო ჩვენოს" ამბობს და სურვილი გამიჩნდა, დამესწავლა საუფლო ლოცვა.

ჩემთვის რელიგია არის რწმენა, ჩვენი არსებობის წესი, ჩვენი ქართველობა. ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება, მით უმეტეს, როცა ექიმი ხარ. ექიმს, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის სჭირდება უფლის დახმარება. ადამიანი ხომ არა მარტო სხეული, არამედ სულიცაა. არ შეიძლება მის მიმართ კადნიერი, მხოლოდ მატერიალური დამოკიდებულება გვქონდეს და ექიმმა უმკურნალოს მხოლოდ ხორცს, მან სულიერი მხარეც უნდა გაითვალისწინოს. ეს კი უპირველესად ეკლესიური ცხოვრების წესს ითხოვს, სხვანაირად შეუძლებელია დავინახოთ ის, რაც არსებობს, მაგრამ არ ჩანს. ღვთის შეწევნით უნდა ვცადოთ ამ უხილავის თანდათან დანახვა. რაც შეეხება გულისხმიერებას, ცოდნასა და ყოველდღიურ შრომას, ცხადია, უამისოდ წარმოუდგენელია პროფესიონალიზმი. აუცილებელია ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავება, თორემ იმასაც დავკარგავთ, რაც გაგვაჩნია. ყოველი დღე ღვთის მიერაა ნაჩუქარი და ჩვენც მის მიერ ნაბოძებ თითოეულ წამზე პასუხისმგებელნი ვართ, ამიტომაც შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, დავეუფლოთ ჩვენი ცხოვრების გონივრულ მართვას. ზოგჯერ დაფიქრდები და ხვდები, რამდენად უმნიშვნელო ხარ მარადისობასთან შედარებით და შეიძლება შეგეშინდეს კიდეც, მაგრამ გაგახსენდება უფლის განუსაზღვრელი სიყვარული და მზრუნველობა თითოეული ჩვენგანის მიმართ, ამ შიშს უკუაგდებ და, ღვთის მადლით, ყოველდღიურ ჯაფას სიხარულით იტევ. გიხარია, რომ კიდევ ერთი დღე გათენდა და შესაძლებლობა გეძლევა, სულ ცოტათი მაინც გახდე საკუთარ თავზე უკეთესი.

- ეკლესიური ცხოვრება როდის დაიწყეთ?

- ჩემი აზრით, ადამიანი შეგნებულად უნდა აკეთებდეს ყველაფერს. ჩვენ ყველანი ეკლესიის წევრები ვართ, მაგრამ ჩემი აქტიური მოსვლა ეკლესიურ ცხოვრებაში მოხდა 1989 წლიდან, როდესაც მეტი საშუალება მომეცა, უფრო ღრმად გამეცნო მართლმადიდებლური ლიტერატურა, დავსწრებოდი სასულიერო აკადემიაში ჩემი მოძღვრის, პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელის ლექციებს და შეძლებისდაგვარად გავრკვეულიყავი მართლმადიდებლობის საფუძვლებში. ერთია რწმენა, რომელიც თავისთავად წმინდაა, მაგრამ, გარდა სიყვარულისა და მორჩილებისა, მეტად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გააზრებული და ცოდნით გაჯერებული იყოს. ასე უფრო მეტ ჰარმონიას, სილამაზეს, თანაგრძნობასა და სიღრმეს ხედავ. გიხარია, როცა აღმოაჩენ მართლმადიდებლობის, ეკლესიური ცხოვრების წესის უკიდეგანო და საინტერესო სამყაროს, რომელსაც, ღმერთმა ქნას, ყველა ადამიანი ეზიაროს.

- ოდესმე რწმენაში ხომ არ დაბრკოლებულხართ?

- არა, პირიქით, რაც დრო გადის, მით უფრო მეტ გამოცდილებასა და ცოდნას იძენ და მეტი მორიდება გიჩნდება, უფრო გრცხვენია საკუთარი შეცდომების და უფრო მეტი მადლიერებით ივსები. ყველა ადამიანს აქვს ის, რაც მისთვის განსაკუთრებით სათუთია. ასეთი ბევრია ცხოვრებაში, მაგრამ ეკლესია ყველასა და ყველაფერს აერთიანებს, ერსა და ბერს, აწმყოსა და წარსულს, პირადულსა თუ საზოგადოს... ის დიდი სიყვარულია, რომლითაც უფრო და უფრო ივსები. ეკლესიური ცხოვრება და მოძღვრის სულიერი შვილობა ხომ უდიდესი პასუხისმგებლობაა.

- ზოგი მართლმადიდებლობის რეფორმირებასა და გათანამედროვებაზე ლაპარაკობს. თქვენ რა აზრის ბრძანდებით ამასთან დაკავშირებით?

- ცხადია, მართლმადიდებლობის რეფორმირება არ შეიძლება, ეს უდიდესი კადნიერებაა, რადგან ჩვენი ისტორიული წარსული და ჭეშმარიტი რწმენა უფლის სიბრძნესა და უსაზღვრო მადლზეა დაფუძნებული, მართლმადიდებლობის არა თუ ხელშეხებაა დაუშვებელი, არამედ ამის გაფიქრებაც სამარცხვინოა და საზიანო.

- თქვენი ოჯახის წევრები ეკლესიურად ცხოვრობენ?

- დაიხ, ჩვენი ოჯახი ეკლესიურად ცხოვრობს.

- თქვენ რა გააკეთეთ შვილების გულში რწმენის გასაღვივებლად?

- ბავშვები მშობლების მაგალითზე იზრდებიან. ისინი სუნთქავენ იმ გარემოთი, სადაც ცხოვრობენ; ამიტომ, როდესაც მშობლები ეკლესიურად ცხოვრობენ, ესწრებიან წირვა-ლოცვებს, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან, ბავშვებიც ბუნებრივად ამ მოვლენების თანაზიარნი ხდებიან, თუმცა რწმენის გაღვივებაში ხელისშეწყობაც საჭიროა, ოღონდ ძალდაუტანებლად. თუ ადამიანი პატარაობიდანვე შეზრდილია ეკლესიას, ეს სამყარო მისთვის ისეთივე მშობლიური ხდება, როგორიც სახლი, სადაც ცხოვრობს, და კიდევ უფრო მეტად ახლობელი, რადგან ეკლესია მარადიული სახლია.

- გაიხსენეთ ბიძათქვენი ლევან გოთუა...

- ლევან გოთუა იყო სამაგალითო თავისი პიროვნული თვისებებითა და შემართებით, რითაც გაუძლო 22-წლიან გადასახლებას. დამცირებისა და უსამართლობის მიუხედავად, შეძლო ადამიანური ღირსების შენარჩუნება და გაუსაძლის პირობებში საქართველოს ისტორიული წარსულის ამეტყველება. "გმირთა ვარამი" იქმნებოდა შორეული ციმბირის ბანაკში და, ხის მორების ფუღუროებში ფურცელ-ფურცელ შეპარებული, საიდუმლოდ იგზავნებოდა საქართველოში. ლევან გოთუამ 66 წლის ჯვარცმული ცხოვრებიდან ერთი მესამედი სამშობლოსაგან შორს, მავთულ-ხლართების მიღმა გაატარა, მიუხედავად ამისა, მან დაძლია სივრცისა და დროის საზღვრები და საქართველოს წარსულსა და მომავალს მარადისობაში შეუერთდა. ამა წლის 10 მარტს, წმინდა ასურელი მამის, შიო მღვიმელის ხსენების დღეს, ლევან გოთუას შეუსრულდა დაბადებიდან 100 წელი. სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმონაზონმა ადამმა (ახალაძემ) აღავლინა პანაშვიდი მისი სულის მოსახსენებლად და საოხად. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მამა ადამი განათლებით ექიმია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიხარია, რომ უფალმა ინება, ამ დღეს მამა ადამის მიერ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, ტანჯული მწერლის მოხსენიება და მისი ღვაწლისთვის პატივის მიგება.

ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში ლევან გოთუამ დიდი როლი ითამაშა, ისევე, როგორც ჩვენი ოჯახისა და სამშობლოს წარსულმა და სულიერმა საუნჯემ. ყველა ადამიანი რაღაცას ან ვიღაცას მიჰყავს ტაძარში. სევდანარევი სიყვარული და მადლიერება არის ის ანთებული სანთლები, რომლებიც იმედიანად გვინათებენ ეკლესიისკენ მიმავალ გზას. ჩვენი ცხოვრება ჩვენი დიდი წმინდანების, მირონცხებული მეფეების, პატრიარქების, სამღვდელოებისა თუ გმირ ქართველ წინაპართა მადლზე დგას. მადლობა მინდა შევწირო ყველა ჩვენს წინაპარს, ასევე, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს სამღვდელოებასთან ერთად და ჩემს სულიერ მოძღვარს, მამა გიორგის, რადგან მათი დახმარების გარეშე ჩემთვის ეკლესიის კარი ვერ გაიხსნებოდა.

- როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მორწმუნე ქალი?

ამ კითხვაზე ქალბატონმა მაიამ გვიპასუხა თავისი ლექსით "მანდილი":

- ჩვენ დაგვავიწყდა მანდილის არსი,
მისი სიწმინდე და სათნოება,
მისი შემოსვის სიმშვიდის ფასი
და მორჩილებით ღმრთის სასოება...
ცოდვილ სოფლისგან განდგომის რიდე,
კეთილკრძალული თავსაბურველი,
გულისხმიერი ლოცვის სიმაღლე
და სიფაქიზე მუნ სასურველი...
ჩვენ გავაშიშვლეთ სულები ჩვენი,
კადნიერებით ვდგავართ უფალთან,
დაგვავიწყდა, რომ მხოლოდ მანდილი
ჩვენ გადაგვაქცევს მანდილოსანად...
ჩვენ დაგვავიწყდა მანდილის მადლი,
ჩატეხილ ხიდის გამთლიანება,
ღვთივკურთხეული ლოცვის სიმაღლე
და სიყვარულის ათინათება...

დედათა ცხოვრება მანდილის ღირსეული ტარებაა...

- რას აძლევს ადამიანებს ეკლესიური ცხოვრება?

- მართლმადიდებლური ეკლესიური ცხოვრებით ადამიანები უერთდებიან მარადისობას.

- რას უსურვებდით "კარიბჭის" მკითხველს და მთელ ქართველ ერს?

- ღვთის, ღვთისმშობლისა და ზეციური მხედრიონის წყალობას, სულიერ და ფიზიკურ სიჯანსაღეს, გამთლიანებასა და ნათელ მომავალს.

ესაუბრა
ნინო ჩარგეიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat