ბავშვის გულში რა ხდება, არავინ იცის
ბავშვის გულში რა ხდება, არავინ იცის
საბჭოური სასკოლო განათლების სისტემა ჩვენ თვალწინ ფორსირებულად ინგრევა. მას ახალ-ახალი - ფილოსოფიური თუ კონფესიური, ეკონომიკური თუ სოციალური - სრულიად განსხვავებული სასკოლო მიმდინარეობები ენაცვლება და წარმატებითაც. თანამედროვე სკოლა აღარ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც ბავშვი სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებს განყენებულად შეისწავლის. ეს ის გარემოა, სადაც მომავალი თაობის მსოფლმხედველობის, სულიერების ჩამოყალიბება ხდება. ამიტომ დღეს მშობლებს განსაკუთრებული ყურადღება, სიფხიზლე მართებთ სკოლის შერჩევისას. ბავშვის სასკოლო აღზრდასთან დაკავშირებით საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზიის დირექტორი, ბატონი კახა ჟღენტი:

- ბატონო კახა, თქვენი სასწავლებელი ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური გიმნაზიაა პოსტსაბჭოთა საქართველოში. როდის და როგორ შეიქმნა იგი?


- პირველები ჩვენ არ ვყოფილვართ. პირველი მართლმადიდებლური გიმნაზია გაიხსნა ბათუმში 1991 წელს, მომდევნო წელს კი თითქმის ერთდროულად გაიხსნა თბილისში ორი გიმნაზია - ჩვენი და ილია მართლის სახელობისა (ბუაძის გიმნაზია). გიმნაზიის შექმნის წინაპირობა ასეთი იყო: მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი ვიყავით. მე სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი, ბავშვები ჩვეულებრივ, კარგ საერო სკოლაში დადიოდნენ, მაგრამ, ეკლესიური თვალსაზრისით, იქაური გარემოს მიმართ უკმაყოფილებას ვგრძნობდით. აქედან გამომდინარე, გაჩნდა ახალი სკოლის შექმნის იდეა (მრევლი ხშირად ვსაუბრობდით, რა კარგი იქნებოდა, მართლმადიდებლური სკოლა რომ ყოფილიყოო) და მრევლის რესურსებზე დაყრდნობით, ასე ვთქვათ, მშობლებმა შვილებს დავუარსეთ სკოლა. კურთხევა მოგვცა და დიდად დაგვეხმარა ჩვენი მოძღვარი მამა გიორგი (გამრეკელი), რომელიც იმ დროს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი იყო. რა თქმა უნდა, ლოცვა-კურთხევა მივიღეთ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისგანაც.

- რა ძირითადი განსხვავებაა თქვენს გიმნაზიასა და საერო სკოლას შორის?

- დღეს, როგორც საბაზრო ეკონომიკაშია მიღებული, ვინმემ რომ მკითხოს, რა გაქვთ, რას ყიდითო, მივუგებდი: გარემო გვაქვს-მეთქი. სახელმწიფო სასწავლო პროგრამას ჩვეულებრივად ვასრულებთ, მაგრამ მთავარი სპეციფიკა არის ის, რომ ყველა მასწავლებელი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრია, ეს კი სწავლებაზე აისახება, რადგან მთელმა სასწავლო პროცესმა ეკლესიური ელფერი მიიღო. სწორედ ადამიანები ქმნიან შიდა გარემოს. ამგვარი სწავლების შემადგენელი ნაწილებია საეკლესიო კალენდრით ცხოვრება, ლოცვა, ყოველკვირეული პარაკლისები, წმინდა ადგილების მოლოცვა. რაც შეეხება პროგრამის სპეციფიკას, აქ შედის სახარება, სამოციქულო, ძველი და ახალი აღთქმა, წმინდანთა ცხოვრება, მსოფლიო და საქართველოს ეკლესიის ისტორიები. ამასთან ბიჭები ხეზე კვეთას ეუფლებიან, გოგონები - ხელსაქმეს. თავისი ხელით ამზადებენ გობელენს, თექას, ქარგავენ... აქცენტი კეთდება ხატვაზე, სიმღერაზე, გალობაზე. გარდა ამისა, დაწყებით კლასებში სწავლება გახანგრძლივებულია: I-დან IV-მდე - სავალდებულო, V-VI-ში - ნებაყოფლობითი. გიმნაზიას თავისი მოძღვარი ჰყავს - პროტოპრესვიტერი გიორგი (გამრეკელი), საღმრთო სჯულს უფროს კლასებში მართლმადიდებელი მოძღვრები ასწავლიან. ეს ყველაფერი ერთად ქმნის იმ გარემოს, რომლის შესახებაც მოგახსენეთ.

სხვათა შორის, როდესაც დასავლეთის მოწინავე ქვეყნების სასკოლო გამოცდილებას ვეცნობოდით, ვნახეთ, რომ შვედეთში, შოტლანდიაში, ჰონკონგში, ლატვიაში სახელმწიფოს მიერ სკოლის შეფასების მთავარი კრიტერიუმი სწორედ სკოლის გარემოა. იქ არ არის ლაპარაკი ეკლესიურობაზე, უბრალოდ, ყველა სკოლას, მიზნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული შინა გარემო უნდა ჰქონდეს. დღეს სასკოლო საქმიანობაში ბევრი რამის გადახედვა ხდება: იქმნება სამეურნეო საბჭოები, ღია სკოლების კონცეფციები და სხვა მრავალი. აღმოჩნდა, რომ ეკლესიური ცხოვრების კანონებიდან და ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენი სკოლა ბუნებრივად, ურთიერთპატივისცემით, კრებითი (რასაც ახლა დემოკრატიას ვუწოდებთ, ეკლესიურად კი კრება ჰქვია) აზრის გათვალისწინებით უფრო ადრე მივიდა აქამდე.

რაც შეეხება საგნებს, რომლებიც დღეს პოპულარული თემაა განსჯისთვის, მაგალითად, ბიოლოგიაში პროგრამასთან ერთად აუცილებლად შევასწავლით სამყაროს შექმნას ბიბლიური სწავლების საფუძველზე; ისტორიაში, სადაც სახელმძღვანელოები ისტორიული მოვლენების განვითარების მხოლოდ ადამიანურ მოტივებს განიხილავენ, ჩვენ ბავშვებს ვაწვდით ეკლესიურ ხედვას; ასევეა ფიზიკის, ქიმიის... სწავლებისას. ფაქტობრივად, ყველა საგანში იკვეთება წრე საკითხებისა, რომლებიც ბავშვს მორწმუნე ადამიანად ჩამოყალიბებაში ეხმარება. ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ ესაა.

- ბრძანეთ, გიმნაზიის ყველა მასწავლებელი ეკლესიურიაო. ხომ არ გექმნებათ პრობლემები პედაგოგების შერჩევისას?

- პრობლემები, რა თქმა უნდა, არის. პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა იყოს პროფესიონალი და მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, ჰქონდეს გარკვეული ბიბლიური ცოდნა და, ბოლოს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ შედგება კონტაქტი მასა და სკოლას შორის. ამჟამად, დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, ფაქტობრივად ხელახლა ვქმნით სკოლის დებულებას, ვქმნით ერთგვარ, ასე ვთქვათ, შეთანხმებას, თუ რას წარმოადგენს სკოლა, რა კრიტერიუმებით ვუდგებით მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელს და ვადგენთ, რომ მხოლოდ ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მივიღებთ მასწავლებელს და თანაც გამოსაცდელი ვადით. ახლა განათლების სამინისტროს დადგენილებით სასწავლო წელი სამ ეტაპად - ტრიმესტრებად დაიყო, თუმცა ეკლესიური ცხოვრების ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ ადრეც ასე ვმუშაობდით: შობამდე, შობიდან აღდგომამდე და აღდგომიდან სასწავლო წლის ბოლომდე. ახალ მასწავლებელს გამოსაცდელად სწორედ ერთ ტრიმესტრს ვაძლევთ. სკოლისთვის, ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია როგორც პედაგოგის დაფასება, ისე, თუკი მას რაიმე დაბრკოლებები გადაეღობა, მათი დაძლევა, რათა შემდგომში დაძაბულობა არ შეექმნას კლასთან.

- ბატონო კახა, თქვენ წელს მეექვსე თაობას გამოუშვებთ. თქვენი დაკვირვებით, მართლმადიდებლურ გარემოში აღზრდილ ბავშვებს შემდგომში პრობლემები ხომ არ ექმნებათ არცთუ მარტივ გარესამყაროსთან ადაპტაციის პერიოდში?

- ადაპტაციის პრობლემა საერთოდ არ არსებობს. პრობლემა ის არის, თუ რამდენად შევძლებთ მათ დარწმუნებას, რაც შეიძლება ადრე მივიდნენ, ახლა უკვე საკუთარი არჩევანით, ეკლესიაში. ბავშვში VIII-IX კლასიდან უკვე იწყება პირადი არჩევანის ძიება. ისინი ხომ თავისი ნებით არ მისულან ეკლესიაში, ოჯახებმა მიიყვანეს, მოძღვრებიც კი ოჯახებმა შეურჩიეს. გარდატეხის ასაკში კი ძიება იწყება: ზოგი სხვა მოძღვარს ირჩევს, ზოგი შორდება ეკლესიას. ამბობს: დამაცადეთ, მე თვითონ დავბრუნდებიო. სკოლის შექმნისას, რა თქმა უნდა, ვფიქრობდით, სათბურში ხომ არ გავზრდიდით ბავშვებს, მაგრამ დღეს გარესამყაროს გავლენა იმდენად ძლიერია, რომ ილუზიაა, ვიფიქროთ, თითქოს შევძლებთ, სრულად დავიცვათ ისინი ამ ზეგავლენისაგან. მართალია, უკეთესიც გვინდა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ყველა გამოშვებამ გვიჩვენა: საკუთარი თავი ვიპოვეთ, ჩვენმა მიდგომამ გაამართლა, ბავშვების უმრავლესობა ეკლესიის წიაღში დარჩა. ზოგი მუდმივად იქ ტრიალებს, ზოგი შეიძლება 2-3 თვე გადაიკარგოს, არ გამოჩნდეს, შემდეგ კი პირადი განსაცდელის დროს ან რომელიმე დღესასწაულზე მოვიდეს ტაძარში, რაც ძალიან გვახარებს. მნიშვნელოვანია, არ გამოგვეპაროს მათში თვითგამორკვევის პროცესის დასაწყისი, თორემ შეიძლება მოულოდნელად აღმოაჩინო, რომ სკოლის გარეთ, ვთქვათ, შაბათ-კვირას ბავშვი სხვანაირია, სკოლაში კი - სხვანაირი. ზოგჯერ ბავშვს უჭირს ოჯახში ისეთი რამის გამხელა, რასაც, იცის, რომ არ მოუწონებენ. ამიტომ მშობლებისგან ფარულად ვითარდება მისი შინაგანი სამყარო, უმრავლდება პრობლემები და ისიც ნელ-ნელა წყდება ეკლესიას ისე, რომ ამას ვერავინ ამჩნევს. სკოლაში ამა თუ იმ საგნის სწავლების პროცესში მოულოდნელად მჟღავნდება, რომ ის თურმე უკვე სულ სხვანაირად უყურებს ცხოვრებას, თუმცა, ამავე დროს, ყოველ შაბათ-კვირას დადის ეკლესიაში. აი, ეს არის ნამდვილი პრობლემა და არა ის, რომ ბავშვს გარესამყაროში ადაპტაცია უჭირს. ეს ზეგავლენა ძალიან დიდია, ჩვენ კი ვცდილობთ გავაჩეროთ და შიგნით არ შემოვუშვათ, მაგრამ ბავშვის გულში რა ხდება, არავინ იცის. იქ ისეთივე ბრძოლაა, როგორიც აქ.

- როგორც ბრძანეთ, გიმნაზიას ჰყავს მოძღვარი - მამა გიორგი. როგორია მოძღვრის ფუნქცია მართლმადიდებლური გიმნაზიის ცხოვრებაში?

- ხშირად სკოლას დირექტორის სახელს არქმევენ ხოლმე. ჩვენზეც უთქვამთ, კახას სკოლაო. მე კი ვიტყოდი, რომ ასეთი ტიპის სკოლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არის მოძღვარი. ზოგიერთ სიტუაციაში გადამწყვეტი სიტყვა სწორედ მან უნდა თქვას. მამა გიორგი თვითონ არის ისეთი პიროვნება, რომ მისი მხრიდან არანაირი, ასე ვთქვათ, ზეწოლა არ იგრძნობა. ის ჩვენ სრულ თავისუფლებას გვანიჭებს და ამა თუ იმ საკითხზე თავის აზრს ძალზე ფაქიზად, რჩევის სახით გვაწვდის. მეორე მხრივ, სკოლაში ერთგვარი შეთანხმება გვაქვს: ნებისმიერი შინა უთანხმოების, სულ მცირე გაუგებრობის შემთხვევაშიც კი, მოძღვარს უნდა მივმართოთ და მისი კურთხევის თანახმად მოვიქცეთ. ეს ხომ ნებაყოფლობითია: ჩვენ მივდივართ სასულიერო პირთან, ვთხოვთ, იყოს ჩვენი მოძღვარი და თუ პედაგოგთა მხრიდან არ არის მზადყოფნა, რომ მათი ყოველი მოქმედება, სკოლის ეკლესიური სულით ცხოვრება მოძღვარმა აკონტროლოს, ძალიან ცუდია. ჩვენ ხომ სხვადასხვა აზრი გვებადება, ბევრი იდეა გვიჩნდება, რომელთაგან ზოგი შეიძლება სასარგებლო იყოს, ზოგი - მიუღებელი. როცა ამას სასულიერო პირი, მოძღვარი აფასებს - სულიერად "ცხრილავს" ყოველივეს და სწორ გზაზე გვაყენებს. რა თქმა უნდა, მასწავლებლები ერთი მოძღვრის მრევლიდან არ არიან. მათ შორის, შესაძლოა, ბევრმა ადამიანურმა გაუგებრობამ იჩინოს თავი. ამიტომ ყველა იმ მართლმადიდებლურ გიმნაზიაში, სადაც მოძღვრის ყოფნა სულიერად იგრძნობა, წარმატებით სძლევენ პრობლემებს და წინსვლა აშკარაა, ხოლო სადაც ერთი მოძღვარი ვერ დადგინდა და ცვალებადობაა, ჩემი აზრით, ყველაფერი რიგზე ვერ არის. ერთი სულიერი თავის ყოლა უმნიშვნელოვანესია ქრისტიანული გიმნაზიისთვის.

- ბატონო კახა, თქვენ მართლმადიდებლური გიმნაზიის დირექტორი, ამასთან რვა შვილის მამა ბრძანდებით. რამდენად გიადვილებთ თქვენი და თქვენი აღსაზრდელების ეკლესიურობა მათთან ურთიერთობას და, საერთოდ, რა სპეციფიკა სდევს ამას თან?

- ხან გიადვილებს, ხან გირთულებს. მოდით, ასე ვთქვათ: ეს არის ჩემი არჩევანი და ამ არჩევანის სისწორეში უნდა დავარწმუნო ბავშვები. ყველაზე ძნელი კი სწორედ მათი დათანხმებაა. კი, გეთანხმება იმაში, რომ ხელთ კარგი არგუმენტაცია გაქვს, მაგრამ ეს არგუმენტაცია შიგადაშიგ მხოლოდ სიტყვებია, შენი მხრიდან საქმით ვერდადასტურებული. თუმცა ყველაზე დიდი შეწევნა - ეკლესიური ცხოვრების, ხშირი ზიარების გზით მათში ღვთის მადლის მოქმედებაა. მაშინაც კი, როცა ისინი გარკვეული დროით შორდებიან ეკლესიას, ზუსტად იციან, სად არის სიმართლე, სად არის ჭეშმარიტება და როცა გამუდმებით ვცდილობთ მათ დარწმუნებას, ირკვევა, რომ სურთ საკუთარი გზა თავად, დამოუკიდებლად გაიარონ. დაე, გაიარონ!

როცა არანაირი არგუმენტი აღარ ჭრის, ვიცი რა ლოცვის უდიდესი ძალის შესახებ, სასოწარკვეთილებაში არ ვვარდები.

ეკლესიის სწავლებაა: თუ სწორ პასუხს ზუსტად, მართებულად გამოიყენებ, "მოწინააღმდეგეს" განაიარაღებ, მაგრამ ამას უკურეაქციაც მოსდევს ხოლმე: "კარგი რა, შენ ყველაფერზე პასუხი გაქვს..." და ეკლესია მათთვის ზოგჯერ ამკრძალავ ორგანოსთან ასოცირდება. ეს, ცხადია, კარგი არ არის, მაგრამ ამქვეყნად იმდენი ბოროტებაა, რომ გამოდის, თითქოს მართლაც არაფერი შეიძლება. აქ სერიოზულ დაბრკოლებას ვაწყდებით. იმის გამო, რომ ბავშვს რაღაც სიამოვნებს, ღვთის წინაშე ხომ ვერ დათმობ სიმართლეს, ხომ ვერ ეტყვი, ეკლესია ამას იწონებსო?! შენ სიმართლე უნდა უთხრა, რაც მას, შესაძლოა, არ მოეწონოს... მაგრამ ეკლესიის ლოცვითა და ღვთის მადლით, როცა გგონია, ჩიხში შეხვედი, სწორედ მაშინ გამოჩნდება ხოლმე გამოსავალი და ბავშვი მართებულ დასკვნებს აკეთებს.

ერთი საინტერესო მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: ერთ საღამოს ტელევიზორთან ვსხედვართ და სკოლებში რელიგიის სწავლების შესახებ მიმდინარე დებატებს ვუყურებთ. უცებ ჩემი ქალიშვილი მომიბრუნდა და მეკითხება: "მამა, რა უნდათ ჩვენგან?" ცოტა არ იყოს, დავიბენი: "ვის რა უნდა?" - ვეკითხები. "აი, ამათ რა უნდათ?" "ვისგან რა უნდათ?" "მართლმადიდებლებს რატომ გვერჩიან?" გამეცინა. შემდეგ კითხვა შევუბრუნე: "მარიამ, რატომ აცვეს იესო ქრისტე ჯვარს?"

მე იმის თქმა მინდა, რომ 14 წლის გოგონამ, რომელიც ყოველნაირად ჩვეულებრივი ბავშვია თავისი მიდრეკილებებითა და ნაცნობ-მეგობრებით, უეცრად იგრძნო, რომ ეს ხალხი (რელიგიის სწავლების მოწინააღმდეგეები იგულისხმება) მისი მტერია, მას ერჩიან. "კარგი გაკვეთილი გამოგვივიდა რომის იმპერიასა და იმდროინდელ ქრისტიანებზე", - ვუთხარი მარიამს. ალბათ ასევე გამოდიოდა რომის სენატში ვიღაც და ამბობდა: არ მივაკაროთ ქრისტიანები ჩვენს შვილებს, გადააჯიშებენო. რომაელებსაც კანონში შავით თეთრზე ეწერათ, თუ რა უნდა გაეკეთებინა ყოველ სამოქალაქო პირს. სამოქალაქო სამსახურში იყვნენ წმინდა გიროგი, თეოდორე ტირონი და ბევრი სხვა, მაგრამ მათთვის მიუღებელი იყო რომაული კანონები. არც დიოკლეტიანეს ჰქონია ახირება, ისიც სენატის დადგენილებას, კანონს ასრულებდა... გასაგებია, რომ სხვა სარწმუნოების ბავშვს სახარება და ქრისტიანული ლოცვა ძალით არ უნდა ასწავლო, მაგრამ სად გადის ზღვარი ქადაგებასა და უბრალოდ ქრისტიანულ ცხოვრებას შორის? როგორ მოვიქცე, დავუმალო ბავშვს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის სიხარული? ვთქვათ, საერო სკოლაში არ არის სავალდებულო გაკვეთილის ლოცვით დაწყება, მაგრამ არც პირჯვრის გადაწერა შეიძლება?! კარგი კითხვა დასვა ამას წინათ ფიქრია ჩიხრაძემ: "დავუშვათ, სკოლაში "შუშანიკის წამებას" ვასწავლი. ბავშვი ტაძარში შევიყვანე და პირჯვარი გადავისახე. ამით ვიქადაგე და კანონი დავარღვიე?" ასე დაწვრილმანება არ შეიძლება. შესაძლოა ეს განგებ არ კეთდება და არც აქვთ გააზრებული, მაგრამ არც რომაელ როგორც სენატორებს ჰქონიათ გააზრებული, რა მოჰყვებოდა მათ მიერ მიღებულ კანონებს. მარკუს ავრელიუსიც კანონს ასრულებდა - ათიათასობით ქრისტიანი მხოლოდ იმისათვის აწამა და ჯვარს აცვა, რომ არაკანონმორჩილნი იყვნენ, სენატის დადგენილებებს არ ასრულებდნენ, მაგალითად, მსხვერპლს არ სწირავდნენ.

- დაბოლოს, გამოცდილი მამა და პედაგოგი, რას უსურვებდით მშობლებს, რომელთაც შვილების მართლმადიდებლურად აღზრდა სურთ?

- უპირველესად, ჩვენს შვილებთან ვიყოთ გულწრფელები, ისეთები, როგორებიც სინამდვილეში ვართ. იმიტომ, რომ თუ მათგან რელიგიური წესების ფორმალურად დაცვას მოვითხოვთ, ისინი ამას შეასრულებენ - მაგალითად, ყოველ შაბათ-კვირას დაესწრებიან წირვა-ლოცვას, - მაგრამ გულით სრულიად სხვაგან იქნებიან. ეს ძალზე სერიოზული პრობლემაა. ჯობს შევეგუოთ, რომ მათგან ყოველნაირი აზრი მოვისმინოთ და შევეცადოთ, ყველაფერი, რასაც ვეუბნებით, დავუსაბუთოთ. თან უნდა გვახსოვდეს, რომ მათ პირად მაგალითს ვერ ვაძლევთ. მე, ვთქვათ, ყველაზე მეტად მინდოდა ჩემი შვილებისთვის კარგად მესწავლებინა წმიდა წერილი, მაგრამ მათ ჩემგან სულ სხვა, ყველაზე ბუნებრივი ჩვევები შეითვისეს. ანტონი დიდი ამბობს, ყველაზე დიდი უსამართლობა ისაა, როცა სხვას სთხოვ იმას, რასაც თვითონ არ ასრულებო. ჩვენ კი მუდმივად ასე ვიქცევით. და თუ იოანე ოქროპირის დარიგებას გავიხსენებთ, რომელიც გვასწავლის, მამა შვილისადმი მომთხოვნი უნდა იყოსო, ისიც უნდა გაგვახსენდეს, რომ ჩვენც უნდა შევიცვალოთ. ჩვენ ხომ ჩვენს საქციელს ხშირად სხვადასხვა მიზეზით ვამართლებთ, შვილებისგან კი მკაცრად ვითხოვთ და ისინიც ეჩვევიან ორმაგ ცხოვრებას. ორმაგი ცხოვრება კი სწორედ ის პრობლემაა, რომელსაც განხეთქილება შემოაქვს ეკლესიაშიც. ეს იწვევს რწმენის პროფანაციას, ფარისევლობას. დღეს ტაძრები იხსნება, ბევრი დადის ეკლესიაში, მაგრამ... აი, ბავშვებს რომ დავაკვირდეთ - როგორც კი წაკინკლავდებიან, ქრისტიანული არგუმენტები მაშინვე ქრება და მათ ადგილს ქუჩური, ამსოფლიური არგუმენტები იკავებს, რომელთაც თითქოსდა გავექეცით სკოლაში.

მშობელს შვილისთვის კეთილდღეობა სურს, მაგრამ გვაქვს კი გააზრებული, რა გვინდა? ვინ თქვა, რომ თუ ქრისტეს შევუდგებით (ჩვენი ღმერთი ჯვარს აცვეს!), კარგ სამსახურს ვიშოვით, უპრობლემოდ ვიცხოვრებთ და ყველაფერი გვექნება? როცა ბავშვი რაიმე სიძნელეს აწყდება, მშობელი კი ცდილობს წმინდანთა მაგალითებით შეაგონოს. ბავშვი გულდაწყვეტით ამბობს: "ის ხომ წმინდანი იყო?!" მას წმინდანთა ცხოვრება ზღაპარივით ირეალურად, მიუწვდომლად ესახება, რეალობა კი ცალკე რჩება. აი, ეს არის, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საშიშროება.

- დიდ მადლობას მოგახსენებთ საინტერესო საუბრისთვის. გისურვებთ წარმატებებს.

ესაუბრა
ნიკოლოზ ლანჩავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat