თუ ბავშვი სულიერების გზას დაადგა, ის ცუდს არ ჩაიდენს
თუ ბავშვი სულიერების გზას დაადგა, ის ცუდს არ ჩაიდენს
გეოგრაფიის კაბინეტს ვკითხულობ. მიჩვენებენ. ვაღებ კარს და სანთელ-საკმევლის სურნელი მეგებება... აღმოსავლეთ კედელზე სამლოცველო კუთხეა მოწყობილი. ხატების პირდაპირ ქართველი მეფეებისა და საზოგადო მოღვაწეების სურათები კიდია. უკანა კედელი წიგნების კარადას უკავია. მის წინ ტანსაცმლითა და სათამაშოებით სავსე პარკებს ვამჩნევ. ეს მოსწავლეების მიერ შეგროვილი ძეგვის ბავშვთა სახლში გასაგზავნი შემოწირულობებია...

ყოველივეს ქალბატონი ნორა ტარიელაშვილის სათნო სული ატყვია.

ქალბატონი ნორა მოსწავლეებს მხოლოდ გეოგრაფიას კი არა, სამშობლოსა და სარწმუნოების სიყვარულსაც ასწავლის. როცა შეიტყო, მისგან ინტერვიუს აღება გვინდოდა, შეყოყმანდა - განა მე სხვისთვის მაგალითად გამოვდგები? ქართველ ერს უამრავი საამაყო შვილი ჰყავს, აი, მათი წარმოჩენა კი ნამდვილად მადლიანი საქმე იქნებაო...

- ქალბატონო ნორა, როგორ მიხვედით ტაძარში?

- დიდი ხანია, დღიურს ვაწარმოებ - ვიწერ, რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა იმ დღეს ჩემი სადამრიგებლო კლასის ცხოვრებაში. უამრავ ასეთ სქელყდიან რვეულს ვინახავ და დროდადრო თვალს გადავავლებ ხოლმე. ახლახან ერთ მათგანს გადავხედე და გულში ლახვარივით მომხვდა ერთი ამბავი: თურმე ერთი მოსწავლისთვის ჯვარი ჩამომიხსნია... საბჭოთა წყობა იყო და ყველაფერი, რაც კი ეკლესიას უკავშირდებოდა, იკრძალებოდა. კლასის დამრიგებლებს მოწაფეების ათეისტურად აღზრდას გვავალებდნენ... ეს დღიური სხვა დროსაც გადამიკითხავს, მაგრამ ამ ამბისთვის ყურადღება არ მიმიქცევია - ეტყობა, ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნდა... ახლა, წარსულს რომ ვიხსენებ, ძრწოლა მიპყრობს - რამხელა ცოდვაში გვედგა ფეხი, თვალის ჩინი გვქონდა და ბრმებივით დავდიოდით! მადლობა ღმერთს, რომ ჭეშმარიტ რწმენას უზიარებელი არ წამიყვანა ამ ქვეყნიდან.

ერთხელ, იმ წლებში, როცა ეროვნული მოძრაობა ის-ის იყო ფეხს იდგამდა, ხელფასი ავიღე და ოჯახისათვის აუცილებელი ნივთების საყიდლად წავედი. უეცრად გულმა საეკლესიო მაღაზიისკენ გამიწია. მაცხოვრის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატები შევიძინე. იმავე დღეს ვაკურთხებინე დიდუბის ეკლესიაში და ისე მივიტანე შინ. მაშინ ეკლესიურად არ ვცხოვრობდი, ათასში ერთხელ თუ შევიდოდი ტაძარში სანთლის დასანთებად...

საოცრად მორწმუნე ბებია მყავდა. მღვდლის ოჯახში მსახურობდა. იქ ბევრი რამ ისწავლა, მათ შორის - მცენარეებით მკურნალობაც. მახსოვს, უამრავი ხელმოკლე ადამიანი მოდიოდა მასთან, ბებიაც ლოცვებს უკითხავდა და მკურნალობდა. ყოველღამე ლოცულობდა, თავისივე ხელით ჩამოქნილ სანთელს ანთებდა, პირჯვარს გადაისახავდა, ღმერთო, ყველა გაჭირვებულს უშველეო, იტყოდა და ისე იძინებდა. შვილიშვილები ყველა რელიგიურ დღესასწაულზე დავყავდით არბოში სალოცავად. ჩვენს სოფელში, ერედვში, ტაძარი არ იყო. წმინდა გიორგის ძველი ეკლესია კოლმეურნეობას საწყობად და საქონლის ბაგად ექცია...

ბებიასგან ვიცოდი, რომ იქიდან, სადაც მორწმუნეები სანთელს ანთებდნენ და შესაწირავს აწყობდნენ, ფულის აღება არ შეიძლებოდა. ეკლესიის ეზოში მდგარი კაკლის ხეების ნაყოფის წამოღებასაც კი გვიშლიდა - იქვე მიირთვით, შინ კი ნუ წამოიღებთო. გვასწავლიდა ტაძრების პატივისცემას, გვიყვებოდა, რა საშინლად დაისაჯა ყველა, ვინც ეკლესიები დაარბია, ზარები ჩამოყარა და ხატები შეურაცხყო. ჩანს, ბებიაჩემის დარიგებებმა უკვალოდ არ ჩაიარა - გვიან, მაგრამ მაინც გამიწია გულმა ეკლესიისკენ.

ბავშობაში მეფუტკრე დიმიტრიზე მეუბნენოდნენ, შენი ნათლიააო, მაგრამ სინამდვილეში მონათლული არ ვყოფილვარ. ამიტომ ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა ცისანა კანკავამ, ნანა წერეთელმა და ქეთინო ფირცხალავამ წამიყვანეს სიონში და მომნათლეს. ამის შემდეგ სხვადასხვა ეკლესიაში დავდიოდი, რამდენიმეჯერ აღსარებაც კი ვთქვი, მაგრამ ვერც ერთ ტაძარში ფეხი ვერ მოვიკიდე... ერთხელ - აღდგომის მეორე თუ მესამე დღე იყო - ჩემი 4 წლის შვილიშვილი ანჩისხატში წავიყვანე. შევედით ტაძარში და მუხლი მოვიყარეთ. როგორც ჩანს, მოძღვარმა შეგვამჩნია, უკვე წამოსვლას ვაპირებდით, რომ ჩვენთან მოვიდა, გამოგველაპარაკა და ბავშვს მიეფერა. პასუხი რომ გავეცი, მკითხა, ასეთი ბოხი ხმა რატომ გაქვსო. მივხვდი, მწეველი ვეგონე. არც ვეწევი და არც ვსვამ, ბავშვობაში ვიავადმყოფე და ხმის იოგები დამიზიანდა-მეთქი, ვუპასუხე. ცოტა ხანს კიდევ მესაუბრა. როცა შეიტყო, რომ მოძღვარი არ მყავდა, შემომთავაზა, თუ სურვილი გექნება, ჩვენთან იარეო. აი, იმ დღიდან გავხდი ანჩისხატის ტაძრის მრევლი.

- რა არის თქვენთვის სკოლა?

- მატერიალურად რაც არ უნდა უზრუნველყოფილი იყოს ადამიანი, სულიერი საზრდოს გარეშე მისი ცხოვრება არაფერია. სიცოცხლის ნახევარზე მეტი აქ, ამ კლასში გავატარე. სკოლაა ჩემთვის ოჯახი. საკუთარი ოჯახი არ შემიქმნია, ჩემს დას ვეხმარებოდი შვილის გაზრდაში, ახლა კი მის შვილს, პატარა თემურს ვზრდი. საკუთარი შვილებივით მიყვარს ჩემი მოსწავლეები. ვცდილობ, მარტო გეოგრაფია კი არ ვასწავლო, არამედ საქართველოც შევაყვარო. ხშირად დავდივართ ექსკურსიებზე. ადრე ზაფხულობით ლაშქრობებსაც ვაწყობდით. ფეხით გვაქვს შემოვლილი მთელი სვანეთი და რაჭა... სადმე წასვლას რომ დავაპირებთ, წინასწარ ვაძლევ ლიტერატურას, რათა დაწვრილებით გაეცნონ იმ ადგილის ისტორიას. ასე უფრო საფუძვლიანად და მეტი ხალისით სწავლობენ საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას.

- როგორ აზიარებთ ბავშვებს ლოცვას, რწმენას?

- სკოლაში დილაადრიან მივდივარ. თუ ცივა, ღუმელს ვანთებ, რომ ბავშვებს გამთბარი ოთახი დავახვედრო. შემდეგ ვანთებ სანთელს, კანდელს და საკმეველს ვაკმევ. გაკვეთილს ლოცვით ვიწყებთ. რასაკვირველია, ძალას არ ვატან, ბავშვები თვითონვე სიამოვნებით ასრულებენ ჩემს თხოვნას... წამიკითხავს, ადამიანს პირჯვრის გადასახვაც რომ ასწავლო, ისიც დიდი მადლიაო... ეს, უპირველეს ყოვლისა, ბავშვების სულიერებისთვის არის საჭირო, თანაც ლოცვების შემდეგ მეცადინეობაც უფრო ნაყოფიერია.

ბავშვებს ხშირად ვუყვები ერთ იგავს: ორი ახალგაზრდა მიადგა მდინარის ნაპირს, სადაც ნავი ება. ერთ ნიჩაბს ეწერა "იშრომე", მეორეს კი - "იმარხულე და ილოცეო". ამ ნიჩბის დანახვაზე ყმაწვილებმა მენავეს სიცილი დააყარეს. წყალში რომ შეცურეს, მენავემ მხოლოდ ცალი ნიჩბის მოსმა დაიწყო - იმისა, რომელსაც "იშრომეო" ეწერა. ნავი ერთ ადგილზე ტრიალებდა და წინ ვერა და ვერ მიდიოდა. ახალგაზრდებმა მენავეს უსაყვედურეს, მან კი უპასუხა: "თქვენ ხომ მარხვისა და ლოცვის ნიჩაბი მასხარად აიგდეთ! თუ ცხოვრებაშიც ასევე მოიქცევით - მარტო იშრომებთ, უფალს კი დაივიწყებთ, მუდამ ერთ ადგილზე იტრიალებთო".

ბავშვებმა უნდა იცოდნენ ქვეყნის ისტორია, უნდა იცოდნენ, რომ ქართველობა და მართლმადიდებლობა განუყოფელია ერთმანეთისგან. ძნელბედობის ჟამს რწმენა შევინარჩუნეთ და სწორედ ამან გადაგვარჩინა.

- ქალბატონო ნორა, ვისთვისაა განკუთვნილი ეს ტანსაცმელი და სათამაშოები?

- ჩვენი ყოფილი მოსწავლეები ძეგვის ბავშვთა სახლზე ზრუნავენ. ამ სახლის ფილიალი კარსანსა და ჯავახეთში მდებარეობს. იქაც ჩვენი ყოფილი მოსწავლეები მოღვაწეობენ. ყველა შესანიშნავად სწავლობდა, შეეძლოთ, არაჩვეულებრივი კარიერა გაეკეთებინათ, მაგრამ ობლების დახმარება არჩიეს. ექიმი ვანო ხარიშარიშვილი კვირაში რამდენჯერმე ადიოდა და სამედიცინო დახმარებას უწევდა ძეგველ ბავშვებს. დავით კიზირია ოჯახითურთ იქ ცხოვრობს, ყველანაირად ეხმარება და ასწავლის ბავშვებს. აქვთ საკუთარი მეურნეობა, ჰყავთ საქონელი. კვირაში ერთხელ თავიანთი ნაჭირნახულევი თბილისშიც კი ჩამოაქვთ და "კათარზისის" სასადილოებს სწირავენ. ღვთის შვილები სასულიერო აღზრდას ღებულობენ, მცხეთიდან მღვდელი ჩადის და წირვა-ლოცვებს ატარებს. დავითმა იმდენი იბრძოლა, გერმანიიდან ჰუმანიტარული დახმარება მოიპოვა და ბავშვებს, რომლებიც ადრე ქოხმახებში ცხოვრობდნენ, დღეს კეთილმოწყობილი ოთახები აქვთ. ჯავახეთის ფილიალში ძმები ხაფავები იღვწიან.

ჩემი მოსწავლეები კი საშობაოდ და სააღდგომოდ ძეგველ ბავშვებს შემოწირულობას უგზავნიან. მოაქვთ შინიდან ტანსაცმელი, წიგნები, სათამაშოები... ეს ქველმოქმედება, რასაკვირველია, მათთვისაც მნიშვნელოვანია, ვისაც ვეხმარებით, მაგრამ უფრო მეტად თავად შემოწირულობის გამღებს რგებს. ბატონმა აკაკი მინდიაშვილმა ჩემი თხოვნით ამას წინათ არაჩვეულებრივი საუბარი ჩაუტარა ჩემს მოსწავლეებს. ესაუბრა მოწყალების მნიშვნელობაზე, მოუყვა ამბებს წმინდა მამების ცხოვრებიდან... ვფიქრობ, თუ ადამიანები მოწყალების გაღებას ისწავლიან, ბოროტება აღარ იარსებებს. ამიტომაც ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებს რაც შეიძლება ხშირად ვუბიძგო სიკეთისკენ. დაიწყო თუ არა სამების ტაძრის მშენებლობა, შევაგროვეთ მოკრძალებული თანხა და საპატრიარქოში მივიტანეთ. ბავშვები იქ ხატებით დაასაჩუქრეს, დაათვალიერებინეს პატრიარქის რეზიდენცია. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაიხარეს. მოკრძალებული თანხა შეიკრიბა-მეთქი, გითხარით, მაგრამ თანხის რაოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა; მთავარი ის იყო, რომ ბავშვებმა ეს შესაწირი სულითა და გულით გაიღეს. ორჯერ მივიტანეთ შემოწირულობა მახათას მთაზე: პირველად - როცა ივერიის ღვთისმშობლის ხატის გამოცხადების შესახებ შევიტყვეთ, მეორედ - როცა იქ მამათა სავანე დაარსდა. ახლა მინდა, პატრიარქის მიერ დაარსებული ფონდის შესახებაც ვესაუბრო ბავშვებს, რათა შეძლებისდაგვარად ამ კეთილ საქმეშიც მივიღოთ მონაწილეობა.

- როგორ ფიქრობთ, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში რელიგია?

- რასაკვირველია, უნდა ისწავლებოდეს. ეს ხომ ჩენი ცხოვრებაა! ნიშნების დაწერა ამ საგანში არ შეიძლება; როგორ შევითვისეთ ეს გაკვეთილები, მომავალი გვიჩვენებს და შეფასებითაც ღმერთი შეგვაფასებს. მერწმუნეთ, ასეთი გაკვეთილების წყალობით სკოლაში წესრიგიც დამყარდება და აკადემიური მოსწრებაც გაცილებით მაღალი იქნება - თუ ბავშვი სულიერების გზას დაადგა, ის ცუდს არ ჩაიდენს.

- თქვენი მოწაფეები იყვნენ ბატონი პრეზიდენტი, ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენია დედა თეოდორა, ახლახან ტრაგიკულად გარდაცვლილი საქართველოს პრემიერი, ბატონი ზურაბ ჟვანია...

- გული მომიკლა მისმა გარდაცვალებამ... ერთხელ მოსწავლეები არმაზში წავიყვანე. აღმართზე ავდიოდით. უცებ ზურაბი შევამჩნიე. მანაც დამინახა, შეჩერდა და თავი გააქნია, თურმე უფიქრია, ნორა მასწავლებელი მომეჩვენაო. როცა დარწმუნდა, რომ მართლა მე ვიყავი, საოცრად გაუხარდა. შვილები გამაცნო, ესაუბრა ჩემს მოსწავლეებს, სკოლის დროინდელი ამბები გაიხსენა... გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ზურაბს თავისი კლასის ალბომი ვაჩუქე. ძალიან გაიხარა...

მიშა სააკაშვილს გვერდით ზარმაცი თანაკლასელი ეჯდა. ერთხელ თავისუფალი თემა მივეცი დასაწერად (ზოგჯერ გეოგრაფიის გაკვეთილს თავისუფალი თემების წერას ვუთმობდით). მან მთელი თემა ლექსად დაწერა, სადაც ზარმაც ამხანაგს ჭკუას არიგებდა.

ჩვენს სკოლაში უამრავი ცნობილი ადამიანი აღიზარდა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი პიროვნება დედა თეოდორაა - იგი ხომ ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს სავანეს უვლის.

ესაუბრა
ნინო ჩარგეიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat