მინდა, ხალხს ეშინოდეს ღვთისა
მინდა, ხალხს ეშინოდეს ღვთისა
ბატონმა ოთარმა იმ ოთახში მიმიღო, სადაც სალოცავი კუთხე აქვს მოწყობილი, "აქ ხშირად განვმარტოვდები ხოლმე და უფალს ვესაუბრებიო", - მითხრა.

ოთარ კობერიძეს - ადამიანს, რომელმაც ქართულ კინემატოგრაფიაში უდავოდ წარუშლელი კვალი დატოვა, ქართველი საზოგადოების წინაშე წარდგენა არ სჭირდება, თუმცა დღეს მას ვეწვიეთ არა როგორც მსახიობს, არამედ როგორც სამაგალითო მართლმადიდებელს.

წელს, 17 დეკემბერს, ბარბარობას, ბატონ ოთარს 80 წელი შეუსრულდება. ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ეს კეთილშობილი ადამიანი დიდი წმინდანის სახელობის დღესაა დაბადებული...

- ბატონო ოთარ, დიდი ხანია, ეკლესიურ ცხოვრებას ეწევით?

- ბებიაჩემი, დედით - მუხრანელ ბაგრატიონთა შთამომავალი, დიდად მორწმუნე ქალი იყო. კვირაობით დილაუთენია ადგებოდა, ჩიხტიკოპს დაიხურავდა და სიონში მიდიოდა. იმ დღეს არაფერს გააკეთებდა, გული და გონება ერთიანად ეკლესიისკენ ჰქონდა მიპყრობილი.

ხუთი-ექვსი წლისა ვიქნებოდი, სწორედ ბებიამ წამიყვანა პირველად ტაძარში.

პაპაჩემს ელიას მთაზე ჰქონდა ბინა, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულივით მოჩანდა. ბებია გადახედავდა ხოლმე ქალაქს, გადაისახავდა პირჯვარს და ფეხით ჩაბრძანდებოდა ტაძარში. მეც ფეხით ჩამიყვანა და მაზიარა ამ საოცრებას. დღემდე თვალწინ მიდგას მგალობლების მშვიდი, გასხივოსნებული სახეები. მთელი გულით და სულით, მთელი არსებით ადიდებდნენ ღმერთს... ბებიამ მხარზე ხელი დამადო და დამაჩოქა. ასე ვიყავი დიდხანს და სუნთქვაშეკრული ვუსმენდი გალობას...

ძალიან ცელქი ვიყავი, მაგრამ შინ ისე დავბრუნდი, მთელი გზა ხმა არ ამომიღია. ისიც კი არ მესმოდა, რამეს თუ მეუბნებოდნენ... ის დღე იყო და ის დღე - სხვა ადამიანად ვიქეცი. ვიგრძენი, ეს ყველაფერი ჩემიც გახდა... ისე არ დავწვებოდი, "მამაო ჩვენო" რომ არ წამეკითხა.

ოჯახში ყველა ღვთისმოშიში იყო და ბავშვებსაც ასე გვზრდიდნენ. პაპაჩემი სუფრასთან არ დაჯდებოდა, უფლისთვის მადლობა რომ არ შეეწირა. მე და ჩემი დაც პირჯვარს გადავისახავდით ხოლმე.

სოფიო ბებია დიდ ყურადღებას აქცევდა ჩვენს განათლებას. გვიკითხავდა ბიბლიას, ძველ საეკლესიო წიგნებს, "ვეფხისტყაოსანს"... მასწავლიდა: "წარმოთქმული პირითა შენითა უნდა იყოს სპეტაკი და სუფთა, არ უნდა შერყვნას ბაგენი შენნიო".

სულ მეუბნებოდა, როცა ოჯახში ორი ვაჟი ჰყავთ, ერთი დედისაა, მეორე კი სამშობლოსიო; შენ ერთი გვყავხარ და, რა თქმა უნდა, დედისა უნდა იყო, მაგრამ ქვეყანას უანგაროდ უნდა ემსახურო და თუ დასჭირდა, სიცოცხლეც კი არ უნდა დაინანო მისთვისო. ასეც ვცხოვრობ დღემდე...

- ადამიანი, რომელიც მუდამ საზოგადოების თვალთახედვის არეში იყო, კომუნისტური რეჟიმის დროს როგორ ახერხებდა ეკლესიურ ცხოვრებას?

- მე კომუნისტებისთვის სული არ მიმიყიდია, ისინი ჩემთვის არ არსებობდნენ. ომშიც რამდენიმეჯერ მოინდომეს ჩემი პარტიაში შეყვანა... ეს ის დრო იყო, როცა წინააღმდეგობა, ფაქტობრივად, სიკვდილს ნიშნავდა. მაგრამ უფალმა დამიფარა... უცნაური რამ მოხდა: პირველად, როცა ჩემი დოკუმენტები პარტიაში წარსადგენად გაამზადეს, შტაბი აფეთქდა და ყველა საბუთი დაიწვა. მერეც ათასი დაბრკოლება გაჩნდა... მოკლედ, ვერ "გამაპარტიულეს".

70-იან წლებში ლენინგრადში მიმიწვიეს როლზე. ვეფხვების მომთვინიერებელი უნდა მეთამაშა. ვეფხვებთან ურთიერთობას რუსი მომთვინიერებელი კონსტანტინოვსკი მასწავლიდა. მხეცებთან შესვლის წინ "მამაო ჩვენოს" ვკითხულობდი. კონსტანტინოვსკი გაკვირვებული მიცქერდა. არაფერი ესმოდა, მაგრამ თვითონ პროცესი ძალიან მოსწონდა. ერთხელ მკითხა, რას აკეთებო. მეც ავუხსენი, რას ნიშნავდა ეს სიტყვები. მოხდა საოცრება - მანაც დაიწყო ლოცვების კითხვა.

გადაღებები ახალი დასრულებული გვქონდა, რომ სასწრაფოდ თბილისში გამომიძახეს. ჩამოვედი. არც კი ამიხსნეს საქმის ვითარება, ისე მიმიყვანეს რაიკომში, დიდი შეხვედრა მომიწყვეს და დამაიმედეს, ყველაფერი რიგზე იქნებაო. იქიდან რომ გამოვედი, მერეღა მითხრეს, რომ პარტიაში შეყვანას მიპირებდნენ. აღვშფოთდი: მე არ მეკითხებით, მინდა თუ არა თქვენს პარტიაში შესვლა-მეთქი? გაეცინათ... ერთი სიტყვით, ძალისძალათი მაქციეს კანდიდატად, მაგრამ ეს კანდიდატობა იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ამასობაში საბჭოთა კავშირიც დაიშალა...

- როგორ ფიქრობთ, სჭირდება მართლმადიდებლობას რეფორმა?

- არავის აქვს სარწმუნოების რეფორმირების უფლება. სწორედ მართლმადიდებლობის მთავარმა დოგმატმა მოგვიყვანა დღემდე. ჩემს სცენარში დავით აღმაშენებელი ამბობს: "რამ გვაცოცხლა? ზნემ ჩვენმა, ჩვენმა უანგარო სიყვარულმა ერისა და სამშობლოსადმი". არსებობს სინოდი, რომელსაც უფლებაც აქვს საეკლესიო საკითხებზე მსჯელობისა და ევალება კიდევაც ეს.

დღეს, როგორც არასდროს, ერის ძლიერებისთვის საჭიროა ძველი ზნე-ჩეულებების აღდგენა. ადრე თუ მტერი აშკარად, ხმლით გვებრძოდა და გვილახავდა სარწმუნოებას, ახლა ფარული ხერხებით მოქმედებს. ნახეთ, რა ჩუმად, რა შეუმჩნევლად მომრავლდნენ სექტები და როგორ ცდილობენ, ხალხს ტვინი აურიონ. რა თქმა უნდა, მათ მიმართ ძალის გამოყენების წინააღმდეგი ვარ (ისევე, როგორც ნებისმიერი მართლმადიდებელი), მაგრამ არც უმოქმედობა შეიძლება. სექტების მომრავლება იმაზე მიუთითებს, რომ ერი დასუსტდა, ეკლესიამ მოადუნა ყურადღება, თუმცა ვერც გავამტყუნებთ, რადგან, დღევანდლამდე რომ მოეღწია, უზარმაზარ წინააღმდეგობათა გადალახვა მოუხდა. სამების ტაძრის აგება ნიშანია იმისა, რომ მართლმადიდებლობა გაიმარჯვებს.

ერს განწმენდა სჭირდება, ის მეტისმეტად გაჭუჭყიანდა კომუნისტების დროს, რომლებმაც გადაღებეს ფრესკები, გაანადგურეს ხატები, დაიტაცეს ეკლესიის სიმდიდრე, ერთიანად გაანადგურეს ერის რჩეული საზოგადოება და უღირსნი აღაზევეს. ამ შეცდომების გამოსწორება იოლი არ არის. ერთი აჭარელი პოეტია, ჯაყელი. აი, რას ამბობს:

"სად ავადუღო მირონი წმინდა, თავად მზეო და თავად წმინდაო,
ხსოვნის ამდენი ჯართი და წიდა სისხლიდან როგორ გამოვიტანო"...

ჩვენ, ქართველებმა, სწორედ სისხლიდან უნდა გამოვიტანოთ ჯართი და წიდა. რასაკვირველია, მიმტევებელნი უნდა ვიყოთ, - აკი, ამას გვასწავლის უფალი, - მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ვინმეს ჩვენი სარწმუნოების შელახვა ვაპატიოთ.

- ვიცი, რომ თქვენი მეუღლეც უაღრესად მორწმუნე იყო...

- არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ... ჩუმ-ჩუმად, მეც კი არ მეუბნებოდა, ისე, დადიოდა ციხეებში და პატიმარ ქალებს შუამდგომლობდა. მათხოვარს ისე არ ჩაუვლიდა, რომ არ განეკითხა. მეც, როცა რაიმე შემოსავალი გამიჩნდება, ნაწილს მოწყალების გასაცემად გადავდებ ხოლმე, ცალკე ჩემი და ცალკე ლიას სახელით, და სასაფლაოზე რომ მივდივარ და ჩემს ლიას აქედან ვესაუბრები, თითქოს მესმის, როგორ მიწონებს ამ საქციელს.

ლია "ბაში-აჩუკის" გადაღებებზე გავიცანი. მასთან ურთიერთობის დროს მივხვდი, რამხელა ხარვეზი დაეტოვებინა ომს ჩემს განათლებაში... ლიას 37-ში მამა დაუხვრიტეს, დედა კი 10 წლით გადაუსახლეს, მაგრამ ვერც ამ საშინელმა წლებმა ჩაუკლა სიკეთე, ღვარძლი ვერ დაულექა სულში... უსაზღვროდ უყვარდა საქართველო. დამოუკიდებლობა რომ მოვიპოვეთ, ინტერვიუ მიუცია ჟურნალისტებისთვის, უთქვამს, ჩემს სიხარულს საზღვარი არა აქვს, მაგრამ ამ მონაპოვარს გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდებაო. ვერ გავუფრთხილდით... მალე არეულობა დაიწყო... ამანაც გახადა ავად.

- საოცარია - ამ საყოველთაო გაუცხოების ეპოქაში თქვენ შეძელით და ბოლომდე შეინარჩუნეთ სიყვარული...

- ჭეშმარიტი სიყვარული არ კვდება... კვირაში ერთხელ მაინც ავდივარ ლიას საფლავზე და ვუყვები ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, ვთხოვ პატიებას, თუ რამ ჩემდაუნებურად დავუშავე. ლია წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ ჩვენს სახლში დღემდე ტრიალებს მისი სული.

- ზემოთ დავით აღმაშენებელზე დაწერილი სცენარი ახსენეთ...

- დიდი ხანია, მზად მაქვს დავით აღმაშენებელზე ექვსსერიიანი სატელევიზიო ფილმის სცენარი. პრეზიდენტსაც კი ვუჩვენე. შემდეგ სხვებმაც მოისურვეს ამ უდიდეს მეფეზე ფილმის გადაღება. მე აღწერილი მაქვს მისი ცხოვრება და მოღვაწეობა 16-დან 30 წლამდე, მათ კი დავითის მთელი ცხოვრების გადაღება სურთ, არადა, აღმაშენებელი სულ ბრძოლებში იყო, ესე იგი, საჭირო იქნება მასიური საბრძოლო სცენების გადაღება, ამას კი დიდი დრო და ფული სჭირდება. სხვათა შორის, ამ პროექტის ავტორებმა ბრძანეს, ბატონ ოთარს აქვს სცენარის განხორცილების უფლება - ის სატელევიზიო ფილმისთვისაა დაწერილი, ჩვენ კი დიდი ეკრანისთვის გვინდა სურათის გადაღება, ასე რომ, ეს ორი სცენარი ერთმანეთის კონკურენტები ვერ იქნებაო.

ახლახან სცენარი კათოლიკოს-პატრიარქს მივართვი წასაკითხად, რადგან რუის-ურბნისის კრება მაქვს აღწერილი და არ მინდა, უზუსტობა გამეპაროს.

- დაბოლოს, ბატონო ოთარ, თუ მეტისმეტ გულახდილობას არ გთხოვთ, რა არის თქვენი ოცნება?

- მინდა, ჩემს ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგუროს, მინდა, ჩემმა ერმა იცოდეს, რომ ის უფლის მიერაა მოვლენილი, რომ ღვარძლიანს არასდროს გაუხარია, რომ არ შეიძლება, ქართველობა გახლეჩილი იყოს... მინდა, ხალხს ეშინოდეს ღვთისა, უყვარდეს ერთმანეთი, უანგარად ემსახურებოდეს ქვეყანას, მინდა, ქართველობა იყოს გონიერი, განათლებული, ძლიერი, მინდა, მომდევნო თაობები ზნეობრივად ამაღლებულნი, ღირსეულნი დაიზარდონ და იცხოვრონ ისე, როგორც დავით აღმაშენებლის მოდგმას ეკადრება.

რედაქციისგან: ბატონი ოთარის სცენარს უთუოდ უნდა შეესხას ხორცი, - ასეთი ფილმები ჩვენს ხალხს დღეს ჰაერივით სჭირდება, - საქართველოს კი ნამდვილად ჰყავს ქველმოქმედი შვილები, რომლებიც, მჯერა, გულისხმიერებას გამოიჩენენ, დააფინანსებენ ამ პროექტს და ქართველობას სულიერ საზრდოს მისცემენ.

ესაუბრა
ნინო ჩარგეიშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat