ორი ბერის დედობა დიდი პასუხისმგებლობაა
ორი ბერის დედობა დიდი პასუხისმგებლობაა
მოძღვარი იქ უნდა იყოს, სადაც ხალხს ყველაზე მეტად უჭირს
ბავშვი თვალის ახელისთანავე დედ-მამის მზრუნველ სახეებს ხედავს და აქედან მოყოლებული, მისი სიცოცხლე ამ ორი ადამიანის თავდადებული და უანგარო სიყვარულით არის გამთბარი. მხოლოდ ამ სიყვარულის წყალობით არის ბედნიერი მისი ბავშვობა.

წლები გადის, შვილები იზრდებიან, მშობლებისთვის კი ცხოვრების დაღმართი იწყება... ასეთია კაცთა მოდგმის ადათი, ადამიანთა ცხოვრების უბრალო და სამართლიანი განაწესი. მაგრამ ზოგჯერ, რაღაც საბედისწერო მიზეზით, ეს კანონი ირღვევა...

ბელქანიებზე მინდა გიამბოთ, ოჯახზე, რომელმაც ორი ვაჟიშვილი აღზარდა. ორივემ ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა აირჩია. ორი შვილი და ორივე - ღვთისთვის შეწირული: არქიმანდრიტი ბენიამინი (მერაბი) და იღუმენი ელისე (ზურა). დედა, ქალბატონი ციალა ბერიძე, წარსულს ცრემლნარევი სიხარულით იხსენებს... ცრემლი მამა ელისეს ამ ქვეყნიდან წასვლამ დაუტოვა... სევდას მისი ფოტოსურათები და დედისთვის მიწერილი წერილები უქარვებს.

"ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ჩემო საყვარელო მშობლებო!

ვსარგებლობ შემთხვევით და წინასწარ გილოცავთ წმინდა ბარბარეს, წმინდა ნიკოლოზის, ყველა წმინდანის, შობა ახალი-წლის და ნათლისღების დღესასწაულებს. ძალიან მიყვარხართ და მენატრებით. ადრეც ხომ მიყვარდით, მაგრამ, კარგად მოგეხსენებათ, მხოლოდ სიტყვით, საქმეს კი არ "უჩანდა სახე". ნეტავ აწი მაინც შემაძლებინოს ღმერთმა თქვენი სიყვარული საქმით, რაც მხოლოდ ღვთისსათნო ცხოვრებითაა შესაძლებელი. ვითხოვ თქვენს ლოცვებს, შემინდეთ და დამლოცეთ. სიყვარულით მომიკითხეთ მურადი ოჯახით და მეზობლები, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გფარავდეთ.

თქვენი უღირსი შვილი +იღ. ელისე
15.12.2000

ერთი სანთელი ჯულის მიეცით, ერთიც თქვენ. ეს ორი თევზი მამამ გასინჯოს, თუ მოეწონება, მერე კიდევ გამოვუგზავნი.

დედა, წაიკითხე იღუმენ ნიკონის "წერილები სულიერ შვილებს". მამა ბენიამინს ექნება და გამოართვი".


- ძალიან გაგვიჭირდა მე და ჩემს მეუღლეს ორივე შვილის ბერად აღკვეცასთან შეგუება. არაფერი ვიცოდით, მცხეთაში შემთხვევით ჩასულებს ორივე აღკვეცილი დაგვიხვდა... ჩემი მეუღლე მე მადანაშაულებდა - შვილები დამიღუპეო. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ამ ამბავს ვერ შეურიგდა. მეც ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ხმა არ ამომიღია. მამა ელისემ მთხოვა, დედა, იცოდე, ისეთი არაფერი თქვა, რაც გულში დამრჩებაო...

- როგორი ბავშვები იყვნენ მამა ბენიამინი და მამა ელისე?

- ორივე დამჯერი და ადვილად გასაზრდელი იყო. დედ-მამას თვალებში შემოგვციცინებდნენ. ახლა რომ ვიხსენებ, მამა ბენიამინი ნამდვილად ბერობისთვის იყო დაბადებული.

სოხუმში ვცხოვრობდით, საკუთარი ხელით აშენებულ სახლში. მამა ბენიამინი რვა წლამდე ისეთი ჯანმრთელი იყო, ფრჩხილი არ წამოსტკივებია. რვა წლისა გაცივდა და არასწორი მკურნალობის გამო ასთმა ჩამოუყალიბდა.

მამა ელისე რვა კლასის შემდეგ ხელიდან გამექცა. მაფრთხილებდნენ, აცვენილ ბიჭებთან დადისო. მერე დაიჭირეს - ერთხელ, მეორედ... კოლონიაში ერთ პატიმარს "მამაო ჩვენო" და მფარველი ანგელოზის ლოცვა უსწავლებია. მისი მოქცევაც ამით დაიწყო. როცა ვინახულე, ისეთი სხვანაირი მეჩვენა, გავოგნდი. დამარიგა - ეკლესიაში იარე, ახალი აღთქმა იყიდე, დღეში თითო თავი წაიკითხე და მამასთან ჯვარი დაიწერეო.

მართლაც, მივედი ეკლესიაში. როგორც შემეძლო, ვლოცულობდი, მარხვასაც ვინახავდი და წირვა-ლოცვასაც ვესწრებოდი, ოღონდ ისე, მეუღლეს რომ არ დავენახე. მამა ელისეს უთქვამს, დედის ლოცვამ გადამარჩინაო. მადლობა უფალს, ჩემი ლოცვა-ვედრება რომ შეისმინა...

სახლში რომ დაბრუნდა, ერთი წელიწადი შინიდან არ გასულა, მობეზრებული ჰქონდა საერო ცხოვრება. ნატრობდა, ნეტავ ისეთ ადგილას მამყოფა, სადაც კაციშვილი ვერ მნახავსო...

***
ერთ დღეს სოხუმში, წირვა-ლოცვაზე მდგარ დედა-შვილთან მეუფის გაგზავნილი კაცი მისულა და ქალბატონი ციალასთვის უთხოვია, სტიქაროსნები არ მოვიდნენ და თუ შეიძლება, ზურა დაგვეხმაროსო. მეუფის კურთხევას დედა წინ როგორ აღუდგებოდა...

KARIBCHE- ტაძარში ერთი ქალბატონი გავიცანი, შვილმკვდარი დედა (ახლა ის იღუმენია ნინოა). თვალცრემლიანი მიყვებოდა თავის ამბავს. მეც ვუამბე ჩემი ზურიკოს შესახებ. ანაზდად მითხრა: აი, თურმე რას მოუყვანიხართ ტაძარში - თქვენი ვაჟი ბერად უნდა აღიკვეცოსო. ამის გაგონებაზე ასე მეგონა, გულში დანა ჩამცეს-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ მეუფე დანიელმა დამიბარა და მითხრა, თქვენი შვილი სულიერად ისეა მომზადებული, ბევრ ჩემს მორჩილს შეშურდება; ისეთი ნიჭიერია, ცოდვაა მისი უსწავლელობა, მომეცით, მამა სერაფიმეს (ახლა უკვე - მეუფე სერაფიმეს) გავაყოლებ და მასწავლებლებს მივუჩენო. უნებურად წამომცდა, ბერად რომ აღიკვეცოს, რა ვქნა-მეთქი?! მეუფემ მიპასუხა, ყველაფერი ღვთის ნებააო... ერთი სიტყვით, დამიყოლია.

***
ფოკის მამათა მონასტერში რწმენაში უფრო განმტკიცდა და მონაზვნურ ცხოვრებასაც გაეცნო. შავნაბადას მამათა მონასტრის წინამძღვარს მამა შიოს ძალიან უყვარდა მამა ელისე და ყოველნაირად ეხმარებოდა. ფოკაში ტაძრის მშენებლობა დასრულდა თუ არა, საპატრიარქოდან შეატყობინეს, რომ კოდორის ხეობაში გადაჰყავდათ. იმხანად ხეობას დროგამოშვებით ბომბავდნენ...

- კოდორის ხეობაში მისი გადაყვანის წინააღმდეგი ვიყავი. შინაგანად რაღაცის მეშინოდა. ვემუქრებოდი, საპატრიარქოში მივალ და არ ვიცი, რას ვიზამ-მეთქი. იცოდა, რისი გამკეთებელიც ვიყავი და მშვიდად მომიგებდა: არა, დედიკო, შენ ამას არ იზამო. საოცრად მოსიყვარულე და ალერსიანი იყო.

რომ შევიტყვე, მისი გადაყვანა გადაწყვეტილი იყო, მეუფე დანიელთან დარეკვა გადავწყვიტე. მინდოდა მეკითხა, რატომ მიჰყავდათ შუა ზამთარში ასეთ ადგილას ისედაც ჯანმრთელობაშერყეული მამა ელისე. ვერაფრით დავუკავშირდი. მამა ელისეს რომ ვკითხე, მაინცდამაინც შენ რატომ მიჰყავხარ რთულ რეგიონში-მეთქი, გაიცინა - ჩემი ცოდვების გამოო. თანაც მოძღვარი იქ უნდა იყოს, სადაც ხალხს ყველაზე მეტად უჭირსო.

ხუთი წელიწადი მსახურობდა კოდორში. ნათლავდა, ჯვარს სწერდა და იქაურებისგან აღსარებებს იბარებდა.

ერთხელ სამი თვით საბერძნეთში გაგზავნეს. მამა ელისემ იცოდა, რომ სხვა მღვდელს არ მიიღებდნენ და ძმას სთხოვა იქ წასვლა. მამა ბენიამინი იხსენებდა მერე - სასულიერო პირის მიმართ ასეთი მოწიწება არსად მინახავსო.

საბერძნეთიდან ჩამოსვლის შემდეგ მამა ელისე კოდორში დაბრუნდა. ოჯახს, სადაც ცხოვრობდა, ტყიდან შეშა უნდა მოეტანა. ოჯახის წევრებს არ ნდომებიათ მოძღვრის წაყვანა, მაგრამ მას უთქვამს, მე იმისთვის მოვედი, რომ თქვენ გემსახუროთო. შეშას აღმართზე ჭრიდნენ. მამა ელისე ცოტა ქვემოთ მდგარა. მოულოდნელად დიდი მორი დაცურებულა და მამა ელისესთვის გადაუვლია... სამიოდე წუთში დაცლილა სისხლისგან.

კოდორელებს მამა ელისეს თავიანთ მიწაზე დასაფლავება ნდომებიათ, მაგრამ მისი უწმინდესობის კურთხევით მამა ელისე ანტონ მარტომყოფელის მამათა მონასტერში დაკრძალეს. სასახლე კი იქაურმა მრევლმა გაუკეთა.

მამა ელისეს გარდაცვალებას ვერ ვეგუებოდი. სულ ვკითხულობდი: "რატომ?!" ლოცვის მიტოვებაც კი მინდოდა, მაგრამ, ღვთის წყალობით, ყველაფერი დავძლიე.

სულ მესიზმრება. ერთხელ ვთხოვე, დედა, თუ ჩვენთან ხარ და ყველაფერს ხედავ, კიდევ ერთხელ დამესიზმრე და მეტს აღარ შეგაწუხებ-მეთქი. იმ ღამეს მართლაც ვნახე. შუა ოთახში იდგა, ირგვლივ ჩანთები ეწყო და რაღაცას აკეთებდა... ასე მგონია, სულ ჩვენს გვერდითაა და ყველგან თან დამყვება, მამხნევებს, მაძლიერებს.

მამა ელისეს გარდაცვალებიდან ორი თვე იყო გასული. ძალიან მიჭირდა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ერთ დილით ადგომა გამიჭირდა, წამიერად ჩავთვლიმე. მამა ელისე გამომეცხადა ანაფორით, ხელში ზეთი და ფუნჯი ეჭირა, უსიტყვოდ მომიახლოვდა, ჯერ თვითონ იცხო შუბლზე, მერე მე მცხო და გაუჩინარდა.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მამა ელისეს პანაშვიდზე ბრძანა: მამა ელისე მზად იყო და უფალმა წაიყვანაო. მეც ამ აზრით ვსულდგმულობ... მჯერა, რომ ნათელშია, უფალთან და ჩვენთვის ლოცულობს.

მიუხედავად იმ ტკივილისა, რაც მამა ელისეს ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მოგვაყენა, მე ვმადლობ უფალს. ვმადლობ, რომ მე ცოდვილი ასეთი შვილების ღირსი გამხადა. ორი ბერის დედობა დიდი პასუხისმგებლობაა... ვთხოვ უფალს, ჩემი მამა ბენიამინი გააძლიეროს ჭეშმარიტებაში, სულიერად და ფიზიკურად, და ღირსეულად ატარებინოს ჯვარი, რომელიც დააკისრა.

KARIBCHE

ქალბატონი ლამარა შვილებთან

უფალს ვთხოვ, ყველა ქართველი მოიყვანოს ტაძარში. მჯერა, ჩვენი უწმინდესის ლოცვით, უფლის, ღვთისმშობლის შეწევნით მრავალი დაადგება ჭეშმარიტ გზას...

***
საერთო ნაცნობებისგან გამეგონა, რომ ქალბატონი ციალა დროდადრო ლექსებში აქსოვდა ნაფიქრალს და ვთხოვე, ისინი "კარიბჭის" მკითხველისთვისაც გაეცნო. უარი ვერ გვითხრა და რამდენიმე მათგანი მოკრძალებით გადმოგვცა.

***
დედა ვარ, დარდი ვარ,
არ ვიმჩნევ, ვიცინი, ისე კი,
მოთმენით დაღლილი დავდივარ...
შვილების ალერსი მწყურია,
გამიგეთ - დედა ვარ, ქალი ვარ.
მე ჩემს წილ სიხარულს მოვითხოვ,
გულში წვიმს, მღიმარი სახით ვარ,
შვილებზე დღედაღამ ვლოცულობ,
მე მათთვის მუდმივად ვანთივარ.
ოცნებით ცის კიბეს ავდივარ,
ტირილით მდინარედ დავღვრილვარ,
შვილებზე ზრუნვაში დავცლილვარ,
დედა ვარ, ქალი ვარ, დარდი ვარ.


***
ღამის სიჩუმე, თეთრი პეპლები
გულს აკვდებოდნენ ნაჯაფარ მიწას...
მეძინა ჩემთვის საწოლში თბილად
და... მიწის კვნესამ გამომაღვიძა.
1989 წელი

***
მე მაინც მჯერა შენი, ჩემო სისხლო და ხორცო,
მე მაინც მჯერა შენი, ჩემო თვალო და გულო,
ჩემო ვეება დარდო, ფიქრო და აზრო სრულო,
გამწამებელო ჩემო და დიდო სიხარულო.

***
მამა ბენიამინს საუბარზე რამდენიმე დღით ადრე შევუთანხმდი. თბილისში რომ ჩამოვალ, თავად დაგიკავშირდებიო, მიპასუხა. გულწრფელად გეტყვით, არ დავიჯერე. გავიდა რამდენიმე დღე და მამა ბენიამინმა დამირეკა. თავმდაბლად და მოკრძალებით შემითანხმა შეხვედრის ადგილი და დრო...

- დედაჩემი, რაკი ჩემი სულიერი შვილი გახდა, ცდილობს, ჩემი კურთხევა ზედმიწევნით შეასრულოს, მაგრამ დედაა მაინც და ხანდახან მეუფროსება, შენიშვნებს მაძლევს, - ღიმილით მიყვება მამა ბენიამინი, - მეც, რომ არ ვაწყენინო, ზოგჯერ ვუჯერებ. თვითონაც ყველაფერს მე მეკითხება. ხანდახან, როგორც სულიერ შვილს, ვუჯავრდები კიდეც. განსაკუთრებით მაშინ, როცა მამა ელისეს საფლავთან ტირის... ჩემი ძმა ღმერთთან არის-მეთქი, ასე ვამხნევებ. ახლახან მის ფოტოს მირონი წამოუვიდა, რაც იმის დასტურია, რომ მამა ელისე სასუფეველშია. ვმადლობ უფალს, რომ წაიყვანა, როგორც ღვთისმსახური.

KARIBCHEმშობლების ლოცვას დიდი ძალა აქვს. დარწმუნებული ვარ, დედაჩემის ლოცვა, წირვებში მოხსენიება შეგვეწია მე და ჩემს ძმას. არაფერს ვაშავებდი, მაგრამ ეკლესიისგან შორს ვიყავი. აფხაზეთის ომის დროს ძმებმა იარაღის აღება ვერ შევძელით - აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთთან საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ბევრი აფხაზი რუსეთში გადაიხვეწა და იარაღს არ მოჰკიდა ხელი. წირვის დროს, მიცვალებულთა მოხსენიებისას, ჩემს ახლობლებთან ერთად გარდაცვლილ აფხაზებსაც ვიხსენიებ. მჯერა, სიყვარული სძლევთ აფხაზებსაც და ქართველებსაც და ჩვენს შორის მშვიდობა დაისადგურებს.

რაკი ომის დროს განზე გავდექით, შევწუხდით, სინდისის ქენჯნამ არ მოგვასვენა. აფხაზეთის მიტროპოლიტთან მეუფე დანიელთან მივედით. ვთხოვეთ, საშუალება მოეცა, ეკლესიისთვის მცირედი დახმარება მაინც გაგვეწია. მეუფის კურთხევით, აფხაზეთში დარჩენილი მოხუცებისთვის პური მიგვქონდა. მაშინ მე 34 წლის ვიყავი, ჩემი ძმა - 28-ის.

აფხაზეთიდან იძულებით წამოსვლისას ჩვენთან ერთად იყვნენ ახლა უკვე შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა მიქაელი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია. აფხაზეთის ტრაგედიამ ბევრი აქცია ღვთისმსახურად. მეც, ომი რომ არა, ბერობაზე ალბათ არასდროს ვიფიქრებდი... აფხაზეთიდან წამოსულები პირდაპირ მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტერში მივედით. ხუთი თვის შემდეგ სვეტიცხოვლის მონასტერში გადამიყვანეს. იმხანად მამა გაბრიელი (ურგებაძე) ცოცხალი იყო, სულიწმინდით აღვსილი ჩემს დაფარულ ზრახვებს ხედავდა და რჩევებს მაძლევდა.

ჩემი ძმა კოლონიაში მოექცა. სასჯელს იხდიდა, როცა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მამა დავითმა (ამჟამად - მეუფე დანიელმა) პატიმრებისთვის სალოცავი კუთხე მოაწყო. ჩემმა ძმამ სახარება წაიკითხა და სრულიად შეიცვალა, ღვთისკენ შემობრუნდა, ციხიდან გამოვიდა, ჩემზე ადრე გახდა მრევლი და ჩემზე ადრე წავიდა მონასტერში. მეუფე დანიელის ლოცვა-კურთხევით, ფოკაში დაიწყო მოღვაწეობა. რთულ პირობებში ცხოვრობდა - ის და მამა სერაფიმე (ახლა - მეუფე სერაფიმე) ერთ ვაგონში ათევდნენ ღამეს. მონასტერში ახლაც არიან მამა ელისესთან მორჩილებაში მყოფნი - ახლა უკვე ბერი ელისე და მღვდელმონაზონი ილია.

- თურმე დედამ თქვენი ბერად აღკვეცა შემთხვევით შეიტყო...

- მშობლებმა მართლაც არაფერი იცოდნენ და როცა გაიგეს, ძალიან განიცადეს. მამას უფრო მეტად გაუჭირდა ამასთან შეგუება. მშობლების უმრავლესობას სურს, შვილები დააოჯახოს, შვილიშვილებს მოესწროს... მაგრამ ბერობა ღვთის ნების გარეშე არ ხდება, ამიტომ მშობლები უნდა შეეგუონ შვილთან ფიზიკურ განშორებას და კარგი იქნება, თუ მისთვის ილოცებენ, რადგან მშობლების ლოცვას დიდი ძალა აქვს.

- ღმერთთან სიახლოვისთვის მონასტერში ყოფნა აუცილებელია?

- სულის ცხონება ერშიც შეიძლება, მაგრამ მონასტერში მეტი დროა ღმერთთან განმარტოებისთვის. თორმეტი წელიწადია, ღვთაების მონასტერში ვარ. მონასტრიდან გამოსვლა თუ მომიხდა, ერთი სული მაქვს, უკან როდის დავბრუნდები. ზოგს ჰგონია, განდეგილობა უფრო ადვილია, ვიდრე ძმებთან ერთად ცხოვრება... ნათქვამია, განდეგილის მიმართ ეშმაკს ვეფხვის ძალა აქვს, ხოლო მონასტერში მცხოვრების მიმართ - კატის ძალაო. თუმცა მონასტერში ცხოვრებაც არ არის საკმარისი, თუ არ იქნები გახსნილი და გულღია სულიერ მოძღვართან.

სულიწმინდის მადლის მოსაპოვებლად მარტო ბერი კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ ერისკაციც. ძალიან ვწუხვარ, როცა ადამიანები არ ერიდებიან, თუნდაც, უზნეო გადაცემებს - მათ ხომ სცილდებათ მადლი, ღვთის წყალობა და მფარველი ანგელოზი. თუ ღმერთს არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით, ცხოვრების წესითაც ვაღიარებთ, უფალი შეგვეწევა და საქართველოს მთლიანობაც აღდგება. ღმერთმა მოგვანიჭოს სიყვარულის ნიჭი და განცდა თვისთა ცოდვათა. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
06.10. 2017
Manana
Madloba gmerts, rom am qveyanas mama beniamini mouvlina,es adamiani martla gvtis saswaulia. Ufals vtxov, janmrteloba da didxans sicocxle misces chvens usayvarles mammas
12.03. 2017
ვერიკო
ბედნიერი, ღმრთისგან გამორჩეული, ორი ბერის ღირსეული დედა
03.02. 2017
სოფო
ვიცნობდი მამა ელისეს ფოკის მონასტრიდან. უსათნოესი და უსაყვარლესი ადამიანი იყო. ბოლო გზაზეც გავაცილე მარტყოფის მონასტერში. მისმა გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ დიდება უფალს მისი სული ნათელშია. მამა ელისე და მამა ბენიამინი ბერობის და ღვთისმორჩილების მაგალითები არიან. მადლობა მათ დედას ასეთი შვილებისათვის
02.02. 2017
ზურა
ბედნიერებაა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა მამა ბემიამინი ერქვას შენს სულიერ მოძღვარს ..
07.10. 2014
ია
მამა ბენიამინი,ამ მოძღვარზე ძალიან ბევრი რამ მაქვს გაგონილი,სკეთის, სიყვარულის და თავმდაბლობის მაგალითია ბერებისათვის.ღმერთმა გაგაძლიეროთ მამა ბენიამინ.
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat