"და ნუ დაითვრებით ღვინითა", სვით ზომიერად, რათა "აივსოთ სულითა"
"და ნუ დაითვრებით ღვინითა", სვით ზომიერად, რათა "აივსოთ სულითა"
სიცოცხლის ხელახალი აღორძინება დედამიწაზე ვაზით დაიწყო
ტრაპეზი, რომელიც, მამათა თქმით, საღვთო ლიტურგიის გაგრძელებაა, ადრე ისეთი არ იყო, როგორიც დღეს არის. სუფრასთან წინათ ერთმანეთის დასალოცად, სიყვარულის გასაზიარებლად იკრიბებოდნენ, დღეს კი ის თრობისა და ნაყროვანების ადგილად ქცეულა. ქართული სუფრა უღვინოდ წარმოუდგენელია. ქართული ღვინო ხომ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, თუმცა ქრისტიანებისთვის, მით უფრო - ქართველი მართლმადიდებლებისთვის, ღვინო მხოლოდ სასმელი როდია...

ქართულ ღვინოზე გვესაუბრება საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეღვინეობის განყოფილების გამგე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალ "ვაზი და ღვინოს" რედაქტორი თეიმურაზ ღლონტი.

- ბატონო თეიმურაზ, რამდენი ვაზის ჯიშია საქართველოში და შემოგვრჩა თუ არა ეს ჯიშები დღემდე?

- ქართული ვაზის ჯიშები უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ ისინი ადგილობრივი წარმოშობისაა და გამოყვანილია ასწლეულების და ათასწლეულების განმავლობაში ხალხური სელექციის გზით.

ქართული ვაზის ამპელოგრაფიაში აღწერილია 525 ვაზის ჯიში. საბჭოთა კავშირის ამპელოგრაფიისა ათტომეულში კი 414 ჯიში. სამწუხაროდ, ყველა ჯიში კოლექციებში დღემდე არ გაგვაჩნია, ზოგიერთი მათგანი დღესაც მოსაძიებელია. საქართველოს სხვადასხვა კუთხის ნიადაგურ-კლიმატურმა მრავალფეროვნებამ, ვაზის ჯიშთა გამორჩეულმა ასორტიმენტმა ქართველ მევენახესა და მეღვინეს მისცა ორიგინალური, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული უნიკალური ღვინოების დაყენების საშუალება. ასე შეიქმნა სახელგანთქმული ღვინოები წინანდლური, კარდანახული, ენისელური, ანაგური, ახმეტური, ზნაური, წარაფებისა, გუმბათებისა, მუხრანული, ატენური, მეჯვრისხეული, ხიდისთაური, სვირული, ბაღდადური დიმური, ალადასტური, ხვანჭკარა, თეთრა, უსახელოური, ჩხავერი, ოჯალეში და მრავალი სხვა.

საუკუნენახევრის წინ კახეთში უპირატესად ხუთი საუკეთესო საღვინე ვაზის ჯიში იყო გავრცელებული: რქაწითელი საფერავი, კახური მწვანე, ხიხვი, კახური მცვივანი, რომლებიც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას იძლეოდა. სამწუხაროდ, ამჟამად ხიხვის ჯიშის ვაზი თითქმის გამქრალია, ერთეულ ძირებსღა ითვლის კარდენახისა და რუისპირის მიკროზონებში, კახური მცვივანის ნარგაობა კი არ გაგვაჩნია. იგი კარდაკარ არის საძებარი. შემცირებულია ისეთი უნიკალური ვაზის ჯიშთა ფართობები, როგორიცაა კრახუნა, ჩხავური, ოჯალეში, გორული მწვანე.

ვარაუდობენ, რომ უნიკალური ვაზის ჯიში საფერავი ტაო-კლარჯეთში წარმოიშვა, თუმცა დღეს მის სამშობლოდ კახეთი მიიჩნევა. სწორედ აქ წარმოაჩინა ვაზის ამ ჯიშმა თავისი განუმეორებელი თვისებები. იგი თითქმის ერთადერთია მსოფლიოში გავრცელებული ვაზის ჯიშებს შორის, რომლის მარცვლის რბილობი წითლად არის შეფერილი. ეს ჯიში ნამდვილი შედევრია.

- რა ასაკისაა ქართული ვაზი და ქართული ღვინო?

- შულავერის კულტურის არქეოლოგიური გათხრების მონაცემებმა დაადასტურა ბოტანიკოსების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველო მარცვლეული კულტურებისა და ვაზის გაკულტურების მთავარი რეგიონია. არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ძვ. წ. VII-V ათასწლეულებს) შულავერში აღმოჩნდა ყველა შინაური ცხოველის ნეშტი, ხორბლის ცხრა და ქერის ხუთი სახეობა. შვრიის, ბარდის, ოსპის, ჭვავის ნაშთები, სამიწათმოქმედო იარაღები, თიხის დერგი ვაზის მტევნების ფერადი სტილიზებული გამოსახულებით. თიხის ჭურჭლის ნამტვრევზე პენსილვანიის სპეციალიზებულ ლაბორატორიაში დადასტურდა ღვინის მჟავის ნაშთის არსებობა. აქვე აღმოჩენილია კულტურული ნიშნების მქონე ყურძნის წიპწები, რომლებიც ძვ. წ. VI-IV ათასწლეულებით თარიღდება. შულავერის კულტურის არქეოლოგიური მონაპოვარის მნიშვნელობა სცილდება არქეოლოგიური განძის ფარგლებს, მას ზოგადსაკაცობრიო და ზოგადისტორიული მნიშვნელობა აქვს. ამ მდიდარმა და უძვირფასესმა არქეოლოგიურმა მონაპოვარმა ამხილა მითი სამყაროს ევოლუციური განვითარების შესახებ. როცა ჩვენ ხელთ გვაქვს უტყუარი, თვალხილული დასტური V-VII ათასწლეულში ყველა შინაური ცხოველის, მრავალფეროვანი მარცვლეული კულტურებისა და ვაზის არსებობისა, მითს კაცობრიობის ევოლუციური განვითარების შესახებ ყოველგვარი საფუძველი ეცლება. შულავერის კულტურის არქეოლოგიურმა მასალებმა პირდაპირი მტკიცებულებით დაადასტურა ბიბლიური ჭეშმარიტება სამყაროს ღვთიური წარმოშობის შესახებ.

- როგორ იყო გაცნობიერებული ვაზის კულტურა ძველად საქართველოში და რა მნიშვნელობა ჰქონდა მას ერის ცხოვრებისთვის?

- "და იწყო ნოე კაცმან საქმედ ქუეყანისა, და დაასხა ვენახი და ღვინო მისგან და დაითრო" (დაბადება, 8:20-21), - მოგვითხრობს ბიბლია და ამით გვამცნობს, რომ სიცოცხლის ხელახალი აღორძინება დედამიწაზე ვაზით დაიწყო და ეს მოხდა ღვთის ნებით. უზენაესის მიერ ნოესთვის ნაბოძები ვაზი სიცოცხლის აღორძინებისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ იქცა.

წმინდა იოანე ოქროპირის თქმით, ვენახი მცნებათა აღსრულების ის წიაღია, სადაც ამ ვენახის პატრონი მუშაკებს იწვევს საღმრთო საქმიანობისთვის. ვენახში მუშაობით ხდება საკუთარი სულის სრულყოფა (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი).

ვენახის დამუშავება წმინდა წერილის ანუ ღვთის წერილის შესწავლა და წმინდა მცნებათა აღსრულებაა.

ამგვარი გააზრება ვენახისა, როგორც უზენაესი კატეგორიის ცნებისა, ადამის მოდგმას დასაბამიდან მოსდგამს. ამ გარემოებამ განაპირობა ვენახისადმი ადამიანის უფაქიზესი მიმართება. ვენახის მიმართ ამგვარი ზნეობრივ-ფსიქიკური განწყობა კარგად გამოხატა ქართველმა მევენახემ: "ვენახის სათოხნელადა გული დამიწყებს ღიღინსა". როცა მევენახის მძიმე ფიზიკური შრომა ამგვარ ზეამაღლებულ ნეტარებად მოიაზრება. ვენახი ჭეშმარიტად იქცევა წმინდა წიაღად, სადაც მევენახე ღვთის სადიდებლად მუშაობს.

ვენახის ცნებაში უნდა მოვიაზროთ ორი საწყისი: სულიერ-ზნეობრივი და ყოფითი, მატერიალური. "ხე-სიცოცხლისა" - ვაზი თავის თავში იმთავითვე მოიცავს ერთსახედ განსრულებულ ამ ორ საწყისს.

ქრისტიანობის შემოსვლამ და დამკვიდრებამ საქართველოში კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა ქართველი კაცის ყოფიერება-ცნობიერებაზე. თუკი ქრისტიანობის წინა სამყარო ითავსებდა თრობის როგორც რეალური ყოფიერების ელემენტს ("ამით მიერ აკურთხე ღმერთი, რომელმან დაგათრო შენ კეთილთაგან მისთა", - ამბობს სიბრძნე ისო ზირაქისა), ქრისტიანობამ თრობა სიბილწის წყაროდ გამაოცხადა: "და ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლისგან არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" (ეფეს. 5:8). თუმცა ისო ზირაქისეული სიბრძნის მთელი არსი შეუძლებლად მიიჩნევს მენადიმეთა, ისევე როგორც სუფრის წინამძღვრის თრობის, უღირსად მოქცევის და ფსიქიკური წონასწორობის დაკარგვას.

- ბატონო თეიმურაზ, ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას ღრმად ტრადიციული ფესვები აქვს. ევროპული ტექნოლოგიები საქართველოში ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დამკვიდრდა. რა განსაკუთრებული ღირსება აქვს ქართულ ღვინოს და ხსენებულმა სიახლეებმა რა გავლენა მოახდინა ტრადიციულ მეღვინეობაზე - დადებითი თუ უარყოფითი?

- ცნობილი რუსი მეცნიერ-ენოლოგი პროფესორი მ. გერასიმოვი მაღალ შეფასებას აძლევდა კახური ტიპის ღვინოს და მისი წარმოების გაფართოებას მოითხოვდა. "კახური ტიპის ღვინოებს სრული უფლება აქვთ არსებობისა საქართველოს სხვა ხარისხოვანი ღვინოების გვერდით. არ არის მართებული ყოფილ საუფლისწულო მამულში გავრცელებული ტენცენცია ღვინის ადგილობრივი წესით დაყენების გაუქმებისა და სანაცვლოდ ევროპული ტიპის ღვინოების დანერგვისა. ყოველმხრივ უნდა მივესალმოთ "სამტრესტის" მისწრაფებას ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ კახური ტიპის ღვინის არა მარტოოდენ შენარჩუნებას, არამედ მისი წარმოების გაფართოებას".

2000 წელს ლონდონის ვინოპოლისის მუდმივმოქმედი გამოფენის ღვინის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის დირექტორმა, ქალბატონმა სოფია კილიეტმა აღნიშნა: "საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დიდი პოტენციური შესაძლებლობები გააჩნია. თქვენ ორიგინალური, მაღალი ხარისხის ღვინოები და დიდი ტრადიციები გაქვთ. მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს ღვინის წარმოება დამყარებულია თქვენს საკუთარ, მაღალ ღირებულებათა მქონე ენდემურ ჯიშებზე, რაც თქვენს მეღვინეობას ორიგინალურ და განაკუთრებულ იერსახეს ანიჭებს. ჩვენ გვჯერა ქართული მეღვინეობის დიდი მომავლის". სტივენ სპურიერმა, მეღვინეთა ჟურნალ "დეკანტერის" კონსულტანტ-გამომცემელმა, თქვა: "ქართული ღვნოები არა მარტო სასიამოვნო და გემრიელია, არამედ მდიდარი შემადგენლობის წყალობით დიეტური და კვებითი თვისებებით გამოირჩევა, განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ქართული ღვინის ადგილობრივ საკვებთან თანაწყობის ფაქტორს. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ადგილობრივი ღვინოები ისე არ ეთანაწყობა ადგილობრივ საკვებს, როგორც საქართველოში".

საფრანგეთის "პერნო-რიკარის" ჯგუფის მეღვინეობის საერთაშორისო განყოფილების დირექტორმა 1993 წელს ამგვარად შეაფასა საქართველოს მეღვინეობა და ტრადიციები: "საქართველოში, ძირითადად კახეთის რეგიონში, ორი ჯიშის ყურძენი დომინირებს: თეთრი რქაწითელი და შესანიშნავი წითელი საფერავი, ღვინის ქარხნებში ძალიან კარგად იციან მეღვინეობა და ღვინის ქიმია. მიკვირს, ასეთ ტექნოლოგიურ ბაზაზე როგორ ამზადებენ შესანიშნავ სუფრის ღვინოებს, ჩვენი აზრით, საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე ადვილი იქნება მუშაობა მეღვინეობის დარგში, რადგან აქ ღვინის დამზადების და სტუმარმასპინძლობის კულტურა საუცხოოა, ქართველი ხალხი აჩვენებს მაღალ ეთიკურ სტანდარტებს, რაც დაფუძნებულია ძლიერი ქრისტიანული ოჯახის გავლენაზე".

მაინც რაშია საიდუმლო კახური ღვინის ორიგინალურობისა და მაღალი ხარისხისა? კახური ტიპის ღვინის დაყენების ტექნოლოგია უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. ხალხური სელექციისა და ტექნოლოგიური ოსტატობის მაღალმა დონემ განაპირობა თავისებურად გამორჩეული სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლების მქონე ტექნოლოგიის ჩამოყალიბება.

ვაზისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და მოკრძალებით გამსჭვალულმა ქართველმა მევენახემ ღვთის ნებით შეძლო ამოეცნო დიდი საიდუმლო - ვაზის მტევნებში ჩაბუდებული მზის მაცოცხლებელი ენერგია მოექცია მიწის გულში ღრმად ჩაფლულ თიხის ქვევრში და სასწაულმოქმედი ხელებით ვაზის პოტენცია მაკურნებელ ღვინოდ გარდაექმნა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ღვინო ცისა და მიწის ორგანული კავშირის ნაყოფია. რაც შეეხება ევროპულ ტექნოლოგიებსა და ტექნიკურ სიახლეებს, საქართველოში მათ შემოტანასა და დანერგვას დიდი სიფთხილით უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ეს სიახლეები არ არის მორგებული და გათვალისწინებული ქართული ღვინოების ტექნოლოგიებისთვოს და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისის გარდა კახური ტიპის ღვინოს აღარ აყენებენ. ან კი სად უნდა დააყენონ, როცა ქვევრები მიწით ამოავსეს, და ეს ვანდალური აქტი აღსრულდა ქართველთა ხელით.

- რას იტყოდით ტრადიციულ ქართულ სუფრაზე?

- ძველი და ახალი აღთქმისეული პრინციპები ვენახის, ვაზის, ღვინის სიმბოლური გააზრების, დანიშნულებისა და როლის შესახებ ქართულმა სამყარომ აღმატებულად შეითვისა და გაითავისა. ამის უპირველესი დასტურია ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართული სუფრა.

KARIBCHEგადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართული სუფრის განრიგება ფორმითაც და შინაარსითაც ბიბლიური პრინციპების განახლებაა ყოფით სფეროში.

ტრადიციული ქართული სუფრა ოთხგვარია: ყოველდღიური, საქორწინო, კალენდარული და რელიგიური დღეობებისა, თალხი ანუ ჭირისა (სამგლოვიარო). ტრადიციული ქართული სუფრის ეს ოთხი სახე შეიძლება პირობითად ორგვარად: ლხინისა და ჭირის სუფრად დავახასიათოთ. ჭირი და ლხინი ხომ კაცთა ცხოვრების მუდმივად ურთიერთმონაცვლე მოვლენებია, რომელთა მიმდინარეობა სუფრის გარეშე არ არსებობს, მათი ურთიერთგანმასხვავებელი ნიშანი რიტუალის მხოლოდ შინაარსობრივ თავისებურებებში მჟღავნდება, რაც განსაზღვრავს მის გარეგნულ ფორმასაც, წესი და თადარიგი ჭირისა და ლხინის სუფრებისა მკაცრად რეგლამენტირებული და დახვეწილია, თანამეინახეთა სულიერ-ზნეობრივი განწყობის ადეკვატურად გამომხატველი.

თალხი ანუ ჭირის სუფრა გარეგნული ფორმით სადა, მკაცრი, ერთგვარად დაუნჯებული და მოთოკილია, შინაგანი არსით კი მეტად დაყურსული. თალხი სუფრა მადლია ფერისცვალებისა, ამქვეყნიური ცხოვრებიდან წასული კაცისადმი გაცემული, ღვინით დამბალი პური კი მისი სულისა და ხორცის გარდასული ერთიანობის გასიმბოლოებული შეგრძნებაა.

ბუნებრივია, თალხი სუფრა ითხოვს სადღეგრძელოთა შემჭიდროებულ რიგს, ლაკონურობასა და სიბრძნეს, ეს კი როგორც თამადის, ისე სუფრის თითოეული წევრისგან ემოციურ-ფსიქოლოგიურსა და ზნეობრივ სიმდიდრეს მოითხოვს.

რელიგიური რწმენის შებღალვამ და დაკნინებამ ადამიანის ზნეობრივ სამყაროს საფუძვლები შეურყია. თანდათანობით დაიკარგა გაცნობიერება თალხი სუფრის დანიშნულებისა, აირია ქელეხის, ორმოცისა და წლისთავის სუფრების თადარიგი, დაკნინდა მათი არსი. ჭირისუფალთა მანუგეშებელი და გამამხნევებელი რიტუალი მათ შემაწუხებელ და შეურაცხმყოფელ მოვლენად იქცა. ჭირის სუფრაზე შვიდი, იშვიათად ცხრა სადღეგრძელო ისმებოდა, დროცა და სასმელიც ზომიერად იხარჯებოდა. ასევე შეზღუდული იყო წრე იმ ადამიანებისა, ვინც ჭირის სუფრაზე იკრიბებოდა - ეს იყო, უპირველეს ყოვლისა, ახლო ნათესაობა, ოჯახთან დაახლოებული ხალხი.

ქართული სუფრა ტრადიცულად ღვთის სადიდებელი სადღეგრძელოთი იწყება. მას მოსდევს მშვიდობის სადღეგრძელო (განსაკუთრებით - გურიასა და ბასკეთში), საზოგადოდ, ქართული სუფა გაჟღენთილია "კაცთა შორის სათნოებით", ყოველი სადღეგრძელო სუფრის თანამეინახეთა ურთიერთმიმართებას ამჟღავნებს და სათნოებით არის აღბეჭდილი. ის, ფაქტობრივად, საღვთო ლიტურგიის მიმდინარეობას ემთხვევა: უფლის დიდება, ცოცხლების დღეგრძელობა, გარდაცვლილთა გახსენება, ურთიერთის მოსიყვარულება, გურიაში ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი სადღეგრძელო ხელისუფლებისა (ძველ დროში უფლისა და საქართველოს შემდეგ, ადღეგრძელებენ მეფე-დედოფალს), დაბოლოს, სუფრის დამაგვირგვინებელი სადრეგრძელო.

ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა, სხვაგვარად - საყოვლადწმინდო. გავიხსენოთ ლოცვა, რომლითაც მთავრდება მთავრდება დილისა და ძილად მისვლის ლოცვები: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, ლოცვითა ყოვლადწმინდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ". ცხადზე ცხადია, ეკლესიური ცხოვრების წესმა, ქრისტიანულმა ცნობიერებამ ქართული სუფრაც ამაღლებულ სულიერ-ზნეობრივ ყალიბში მოაქცია. სუფრის დაწყება ღვთის სადიდებელი სადღეგრძელოთი და სუფრის დამთავრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ყოველთა წმიდათა სადღეგრძელოთი ამის უტყუარი დასტურია.

ამიტომაც არის, რომ ღვინოს, ამ ღვთიურ სითხეს, რომელიც "ახარებს გულსა კაცისასა" და "აღავსებს სულითა", განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანთა ურთიერთობაში. ნადიმის სუფრაც ხომ გარკვეულწილად საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროა, მხოლოდ არა ჩვეულებრივი, ყოფითი, არამედ ამაღლებული, სულიერ-ზნეობრივი მუხტით აღბეჭდილი, რომელიც ადამიანში აღვიძებს და აძლიერებს ღვთისთვის სათნო აზრებსა და გრძნობებს. ღვინოს ადამიანის სულში შეაქვს დიდი ღვთიური მადლი, ამიტომაც მასთან მიახლოება და ხმევა დიდი კდემით და თავმდაბლობით უნდა ხდებოდეს; ამიტომაც გვმოძღვრავს წმინდა პავლე მოციქული: "და ნუ დაითვრებით ღვინითა", სვით, იხმიეთ ზომიერად, რათა "აივსოთ სულითაო". მარად გვახსოვდეს ბრძენი სულხან-საბას შეგონებაც: "განეკრძალენით ზედასა-ზედა ღვინის სმასა და მარადის სიმთვრალეს უსჯულოებასა ზედა უსჯულოებისა. სტუმარი ისტუმრენით სიხარულითა, სვით ღვნო ზომიერად და ჭამეთ ტაბლა კეთილად. მოყვასნი შეიყვარენით უცოდველად და კეთილსა უყოფდეთ და ბოროტსა".

- როგორი იყო ღვინის მოხმარების კულტურა ძველად და როგორია ის დღეს?

- ღვნის ზომიერი სმა უმთავრესი ნიშანი იყო ქართული სუფრისა. თრობა და "ზედასა-ზედა ღვინის სმა" არაქართული, არაქრისტიანული მოვლენაა. იგი თავისი არსით არ ესადაგება ტრადიციული ქართული ლხინის რიტუალს.

აკაკი წერეთელი ასე გადმოგვცემს ძველი ქარული ლხინის, ნადიმის მახასიათებელ თვისებებს: თურმე ძველმა ქართველებმა "მთვრალობა და სადღეგრძელო სათვითოო არ იცოდენ". ეს ორი ნიშანი ქართული ლხინისა უპირველეს ყოვლისა ქართველი კაცის ცნობიერი, სულიერ-ზნეობრივი იერსახის გამოხატულებაა.

რას უნდა ნიშნავდეს "სადღეგრძელო სათვითოო"? ეს არის ის, რასაც დღეს პირად სადღეგრძელოს ვუწოდებთ. რატომ არ იყო მიღებული ძველად ქართულ ყოფაში "სათვითოო სადღეგრძელოების" თქმა და საიდან დამკვიდრდა ეს ჩვეულება ჩვენს ყოფაში?

კარგად თუ ჩავუკვირდებით, "სათვითოო სადღეგრძელოების" მიუღებლობა ერთ-ერთი ძირითადი ქრისტიანული თვისების - თავმდაბლობის გამოხატულება უნდა იყოს. "ნუ მაღლოინ, კაცო!" - დავით წინასწარმეტყველის ეს მცნება იყო ამოსავალი ყოველი ქრისტიანისთვის და ქართველი კაცი, როგორც ღრმად მორწმუნე ქრისტიანი, მას ზედმიწევნით იცავდა.

XIX საუკუნეში სურათი უკვე მკვეთრად შეცვლილია. იმდენად, რომ აკაკი გულისტკივით წარმოთქვამს: ძველ ქართველებს "ჩვენი ლხინი რომ ენახათ, სირცხვილითაც დაიწვოდენო".

როცა დიდი აკაკი გულისტკივილით ჩივის XIX საუკუნის მეორე ნახევარში უკვე შესამჩნევ ზნეობრივ გადახრაზე, რაღა უნდა ვთქვათ ჩვენ, დღევანდელ ე.წ. "ლხინის სუფრების" შემყურეთ?

ტრადიციული ქართული სუფრა ქრისტიანული ზნეობით იყო გაჟღენთილი. კვლავ აკაკის მოვუსმინოთ: თურმე ძველად

"პირველ სმაზე ახსენებდენ
საქართველოს და უფალსა
დრეგრძელობით თაყვანს სცემდნენ
მეფესა და დედოფალსა".

ქართული სუფრის უმნიშვნელოვანესი ელემენტი სადღეგრძელო გახლავთ. ის თამადისა და თანამეინახეთა შორის ურთიერთობის წარმმართველი, ლხინისთვის შინაარსისა და მიმართულების მომცემი, თანამეინახეთა შემოქმედებითი პოტენციის გამჟღავნების უპირველესი ფაქტორია. სადღეგრძელოს მარტოოდენ გარეგნული მჭევრმეტყველებითი ეფექტი არ უნდა ახასიათებდეს. იგი უპირველესად აზრობრივი სიღრმით უნდა იყოს დატვირთული.

სადღეგრძელო თავისი არსით რთული ფენომენია. შემთხვევითი არ გახლავთ ის ფაქტი, რომ ის ღვინით შევსებული სასმისის გარეშე არ წარმოითქმება. სადღეგრძელო და ღვნო ერთი მთლიანობაა, რამეთუ უღვინოდ სადღეგრძელო არ ითქმის. ღვინო ანიჭებს სადღეგრძელოს ღვთიურ ძალას, სადღეგრძელოს წარმომთქმელს - დალოცვის უნარს. სადღეგრძელო ხომ ღვთისადმი მიმართული ლოცვაა სიკეთის, სიუხვის, მშვიდობის, გამრავლების, სიყვარულის დასამკვიდრებლად და გასამრავლებლად ადამიანთა შორის.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.05.2016
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება!
11.04.2016
რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო ის ადამიანია, რომლის გაცნობამ და მოსაზრებებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მომინდა, სხვებისთვისაც გამეცნო.
25.01.2016
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი.
17.01.2016
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს.
23.03.2015
გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):
15.03.2015
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ქრისტინე (კოპაძე).
03.10.2014
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.
04.07.2014

აბჯროსანი
ამას წინათ  ქართულ ენაზე ვფიქრობდი და უნებურად მერაბ ელიოზიშვილი გამახსენდა. უცებ დამიდგა თვალწინ ჩვენი საუბრები, იმისი ძარღვიანი, გემრიელი ქართული სიტყვა და მივხვდი, რომ ძალიან ცოტანი, ან ცოტანიც აღარ ლაპარაკობენ ქართულად.

21.11.2013
1. როდის მიხვედით პირველად ტაძარში?

2. დიდ საეკლესიო დღესასწაულებსა და ყოველ შაბათ-კვირას ახერხებთ წირვა-ლოცვაზე დასწრებას, თუ რაიმე გაბრკოლებთ?
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat