რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?
რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):
-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია. მისი უპირველესი მოვალეობაა, იქადაგოს. სწავლება, ზოგადად სარწმუნოება არანივთიერია. ადამიანს შეიძლება ძალიან მარტივად აჩვენო რაიმე მატერიალური საგანი, ამას რწმუნებაც არ სჭრიდება, მაგრამ რწმენის, უხილავის, არაყოფიერის გააზრება და მითუმეტეს ამ რთულ სამყაროში, როდესაც "ყველა" იჩემებს ჭეშმარიტების არსობას, ეს ძალიან რთულია. სამწუხაროდ დღეს იმდენად გამიწიერდა ადამიანის აზროვნება, რომ მან დაკარგა მარადისობასთან კავშირი. მისთვის უფრო კომფორტულია იცხოვროს მატერიასთან კავშირში, ვიდრე იაზროვნოს, იფიქროს, განიცადოს უხილავი და მარადიული. არადა სწორედ იქაა ჭეშმარიტება. ამიტომაც, დღევანდელ ახალგაზრდობასთან სწორედ ეს გვექნება სათქმელი, რომ მოდით შევხედოთ საკუთარ თავს არამხოლოდ როგორც მატერიას, ფიზიკურ ადამიანს, არამედ ამის მიღმა განვიცადოთ, დავინახოთ ღრმა სული, ჭეშმარიტად ხატება და მსგავსება ღვთისა. თუ მატერიის იქით არ გაიხედე, ბუნებრივია არც სულს იწამებ, არც ღმერთს, არც საიქიოს და პრინციპი იქნება ის, რითაც არსებობენ წარმართები. ჭამა, სმა, გართობა, პირადი სიამონებების დაკმაყოფილება და ასე შემდეგ. როდესაც უკვე შენ არ კმაყოფილდები ნივთიერის არსებობით, გებადება კითხვა, ნუთუ მხოლოდ ესა ვარ? ნუთუ ამიტომ შემქმნა ღმერთმა და ამიტომ არის ამხელა სამყარო, რომ მე ბიოლოგიური არსება რამდენი წელიც არ უნდა ვიცხოვრო, მერე პირუტყვივით მოვკვდე. მერე უკვე იწყება ძიება, ამიტომაც მინდა, ყველას მოვუწოდო, ვეძებოთ უფალი პირველ რიგში საკუთარ თავში, ვითხოვოთ და უფალი როგორც მოწყალე მამა, თავად გაგვიხსნის გზას. თუკი ადამიანი გულწრფელად, ჯანსღად ითხოვს, თუნდაც გულუბრყვილოდ და ბავშვივით და დადგება თუნდაც სახლში, რადგან ჯერ ტაძრამდე შორია და იტყვის: მე, არ მინდა დავრჩე, როგორც მხოლოდ სისხლი და ხორცი. არამედ, უფალო, მომეცი ძალა, შეწევნა, მომეცი გონება, სული შენი სიწმინდისა, რომ მოვიდე შენამდე. როგორ შეგიცნო, შენ. ყველას მოვუწოდებ, რომ კითხვა დასვან საკუთარ თავში,-ვინ ვარ, მე? რა არის სამყარო? რა არის ღმერთი? შემდეგ უკვე ღვთის სული მიიყვანს ჭეშმარიტებისკენ სავალ გზაზე. თუკი ადამიანი არ კრავს ღმერთს ხელს, უფალი ყველა ადამიანთან, ყველა დროში არის მასთან. ამიტომაც არის, რომ ადამიანის ქრისტიანად შედგომა იწყება მაშინ, როცა ის ინათლება. როდესაც მირონს ცხებს ღვთისმსახური მას მიენიჭება ბეჭედი სულისა წმინდისა. რატომ არის ეს საჭირო? იმიტომ, რომ ამ სულმა უწინამძღვროს მას, მიეტევოს ადამის პირველქმნილი ცოდვა, რომ ადამიანი არ დარჩეს მხოლოდ მატერია, სხეული. დაბადებიდანვე მასში ღვთის სულია ჩადებული, მაგრამ აღბეჭდვა, ძალმოსილება, მოქმედება სულიწმინდის მადლისა ხდება რომ ადამიანმა თავისი გასავლელი გზა, ღვთის შეცნობისა პიროვნულად გააზრებულად წუთისოფელში თავად შეძლოს.
ბეჭდვაელფოსტა
29.10. 2018
თამარი
ღვთის მადლი და წყალობა ქონდეს ყველა ქართულ ოჯახს.დიდება და მადლობა უფალს ყოველივესთვის....
27.10. 2018
ბადრი
ზოგიერთ ადამიანს,სამწუხაროდ მიჩნია რომ მისი ცხოვრება მხოლოდ მიწიერით შემოიფარგლება და მის იქით აღარ იხედება რაც არა რეალურია და სწორად რომ ეფემერულიცაა.„ბინდისფერია სოფელი ესე თურ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების.“
24.10. 2018
vaxo
sackali nunuka!
24.10. 2018
მაია
ბედნიერია ის ადამიანი ვინც ამქვეყნად იხარჯება საყვარელი და სასიკეთო საქმეების კეთებით,როდესაც თავადაც გრძნობ რომ შენი თავის რეალიზებას სწორად ახერხებ.პირადად მე ამას ვერ ვახერხებ და ძალიან ვწუხვარ.ჩვენ ყველანი უნდა ვცდილობდეთ ის საგზალი მოვაგროვოთ,რომელიც იმქვეყნად გასვლისას და იქ შეგვიმსუბუქებს ყოფას და ესაა მთავარი.აბა აქ თუგინდ 100 წელი ვიცხოვროთ მაინც ჩვენს მშობლიურ ადგილას ვბრუნდებით და აქ იმიტომ ვართ რომ ის ენერგია შევზინოთ სულს რაც ურცხვინველად წარგვადგენს სამსჯავროზე.ჩვენ კი აქ მეტი და მეტი გვინდა ჩვენი სურვილით თუ სხვისი წამხედურობით.ამ დროს ქრება იმითი ტკბობის უნარი რითაც ბედნიერი უნდა ვიყოთ და რაც გაგვაჩნია ისიც რომ სრულიად საკმარისია ადამიანისთვის.
28.04. 2018
მზია
ნუნუკასნაირად ვინც ფიქრობთ, რატომ კითხულობთ ამ ჟურნალს, მოტივაცია სხვისი დაბრკოლებაა ალბათ.
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat