ფობიები
ფობიები
შიში დაცემული ადამიანის თვისებაა
ჯერ არ დაბადებულა ისეთი ადამიანი, რამის რომ არ შეშინებოდეს. შიში, უმეტესად, ბუნებრივი რეაქციით წარიმართება, მაგრამ ზოგჯერ ამ ზღვარს გადადის, აკვიატებული ხდება და ადამიანს ცხოვრებას უმწარებს. დღეს 500-მდე ფობიაა ცნობილი. შიშების ჩამონათვალში შეხვდებით არა მხოლოდ ჭექა-ქუხილის, თაგვისა თუ ობობას, არამედ გრძელი სიტყვების, თეთრი ფერისა და კიდევ მრავალი უცნაური რამის შიშს.

ფობიების შესახებ გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე.

- როდის გაჩნდა შიში ადამიანის ცნობიერებაში და არის თუ არა ის ცოდვა?

- სამოთხეში ადამიანი განსაკუთრებულ ნეტარებას განიცდიდა; მას არც შიმშილი აწუხებდა, არც სიცივე და არაფრის ეშინოდა. ის ყოველდღე ხედავდა უფლის სახეს და მარადიულ სიხარულში მყოფს საფრთხის შეგრძნება არ ჰქონდა. შეცოდების შემდეგ კი დაეცა, მოკვდავი და ხრწნადი გახდა, იგრძნო თავისი სიშიშვლე და პირველად შეშინდა. ეს შიში - შიში უფლისა ადამიანს თავმდაბლობით რომ შეეგრძნო და ამპარტავნებაში არ ჩავარდნილიყო, სამოთხესაც არ დაკარგავდა.

წმინდა მამების განმარტებით, დიდი სიბრძნეა შიში უფლისა. ის არ შეედრება მრისხანე მმართველის ან სხვა ნებისმიერი ადამიანის შიშს; ეს არის უფალთან განშორებისა და მისი პირისგან განგდების შიში. მის გარდა თითქმის ყველა სხვა შიში ცოდვაა. მაგრამ, ცხადია, ისიც ბუნებრივია, ადამიანს ტყეში ნადირის დანახვისას შეეშინდეს. კაცის ბუნებას თან ახლავს შიში. ადამიანური ბუნებით თვით მაცხოვარი გაიქცა ეგვიპტეში. უფლისთვის არ იქნებოდა შეუძლებელი, ანგელოზთა დასს იქვე დაეცვა იგი და არ გაქცეულიყო, მაგრამ ღვთიურ ბუნებასთან ერთად მან თავისი ადამიანური სრულყოფილებაც გვიჩვენა.

- როგორ განიხილავენ შიშს სამედიცინო თვალთახედვით?

- სამედიცინო თვალსაწიერიდან შიში განიხილება როგორც აკვიატებული მდგომარეობის (ანუ ობსესიური) ნევროზი. აკვიატებული იმიტომ ეწოდება, რომ ადამიანს თავისი ნების გარეშეც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული აზრები, მოგონებები, წარმოდგენები, ეჭვები და მოქმედებებიც კი.

ძალზე ხშირად ასეთი აკვიატებულობა გაერთიანებული დემონური ძალისმიერი შედეგია. წმინდა მამები აღნიშნავენ, რომ ბოროტი სულები ისეთი ეშმაკობით აწარმოებენ ბრძოლას ადამიანის წინააღმდეგ, რომ მათ მიერ მოწოდებულ აზრებსა და ოცნებებს სული თავისივე წიაღში შობილად იღებს და არა უცხოდ, ბოროტი სულის მიერ კარგად შენიღბულად.

ადამიანები ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ მხოლოდ "აზრებით" იგვემებიან; სინამდვილეში ისინი ეშმაკების ზემოქმედებას განიცდიან. როცა ცდილობენ, აზრს აზრითვე დაუპირისპირდნენ, ხედავენ, რომ ეს აზრები უბრალო კი არა, აკვიატებული და მოუცილებელია და მათ წინაშე ადამიანი უძლურია. ისინი არ ექვემდებარებიან ლოგიკას და პიროვნებისთვის უცხონი და საძულველნი არიან. მაგრამ თუ ადამიანი არ ცნობს ეკლესიას, მის მადლს, წმინდა საიდუმლოებებსა და სიკეთეებს, მაშინ ვერ შეძლებს, თავი დაიცვას ასეთი შემოტევებისგან. როცა გული და სული ცარიელია თავმდაბლობისა და ყოველი სხვა სიკეთისგან, შემოდიან დემონები და გონებასა და სხეულს თავიანთი სურვილისამებრ ექცევიან.

ეს სიტყვები კლინიკურადაც მტკიცდება. ნევროზის სხვა ფორმებთან შედარებით ობსესიური ნევროზი ყველაზე რთულად იკურნება და ხშირად უკურნებელიც კია. ადამიანები გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან, მათი ჭეშმარიტი განკურნება კი მხოლოდ ღვთის მადლს ძალუძს.

- რას უწოდებენ ფობიებს?

- დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს, რა არის შიში. შიში დაცემული ადამიანის თვისებაა, რომელსაც ინსტინქტურად ეშინია გარე ზემოქმედების. შიშის თემას მრავალი სამეცნიერო კვლევა მიეძღვნა. არსებობს ღვთისმეტყველური მსჯელობაც. ჩვენ ამ რთული თემის მხოლოდ ზოგიერთ ასპექტს შევეხოთ.

ფსიქოლოგები შიშს უწოდებენ ემოციას, რომელიც წარმოიშობა ინდივიდუალური სიტუაციისას, როცა ადამიანს რაღაც ემუქრება. შიშს მრავალი ხარისხი აქვს: საშიშროება, შიში, შეშინება, საშინელება. შიშის არაადეკვატურ რეაქციებს ფობიებს უწოდებენ.

ფობია (ბერძ. Phobos - შიში) ძალიან გავრცელებული მოვლენაა. იგი მკვეთრად გამოხატული აკვიატებული შიშებია, რომლებიც განსაზღვრულ სიტუაციებში წარმოიქმნება, შეუქცევადია და ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება. ადამიანს ეშინია და გაურბის განსაზღვრულ ობიექტებს, მოქმედებას თუ სიტუაციას.

არსებობს ფობიების სხვადასხვა ფორმა. მაგალითად, ნოზოფობია (ავადმყოფობის შიში), აგორაფობია (ღია სივრცის შიში), კლაუსტროფობია (დახურული სივრცის შიში), ერეითროფობია (სიწითლის შიში), მიზოფობია (დაბინძურების შიში) და სხვა. ყოველივე ეს მაგალითია პათოლოგიური ანუ არარეალური საფრთხის შიშისა.

ფობიები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: მარტივი ფობიები, როგორიცაა სიმაღლის, ჩაკეტილი სივრცის, სამედიცინო ან სტომატოლოგიური კაბინეტების, მწერების, ქვეწარმავლების, ფრინველების, ძაღლების შიში, და სოციალური ფობიები - სხვისი თანდასწრებით საუბრის, ხელმოწერის, ჭამის, დალევის შიში.

- როგორია ადამიანის რეაქცია ფობიების დროს?

- ფობიურ სიტუაციებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. პანიკაში ჩავარდნილ ადამიანს შიშის შეტევა შეიძლება გამოუვლინდეს დეზორიენტაციით, არარეალობის შეგრძნებით, შინაგანი მდგომარეობისა და გარემოს გაუკუღმართებული აღქმით; ფიზიკური შეგრძნებებიდან - თავბრუხვევით, წონასწორობის დაკარგვით, გულისცემის გახშირებით, მხედველობის, სმენის, ყლაპვის, სუნთქვის დარღვევით, ზოგჯერ ღებინებით, მუცლის ტკივილით, შარდის გამოყოფის ან დეფეკაციის პრობლემებით, კუნთების დაჭიმულობით, კანკალით ან დამუნჯებით. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული.

- რა ითვლება ფობიების ჩამოყალიბების მიზეზად?

- ფობია დაავადებად არ ითვლება. ის შეიძლება განვითარდეს გადატანილი შიშის შედეგად. ცნობილია შიშებისადმი მემკვიდრული განწყობაც. ფობიები ვითარდება სტიმულის დანახვის ან გახსენების დროსაც კი. მაგალითად, ოდესღაც ძაღლისგან დაკბენილი ადამიანი შესაძლოა ნებისმიერი ძაღლის დანახვამ შეაშინოს.

საზოგადოდ, ფობიები იმიტომ ვითარდება, რომ ტვინმა ერთხელ მეხსიერებაში გარკვეული საგნისა თუ მოვლენის შესახებ არასწორი უარყოფითი ინფორმაცია შეინახა.

ფსიქოლოგები განიხილავენ ე.წ. მშობლებისგან მომავალ შიშს, რომელიც შვილებს გადაეცემა. ამის მაგალითებია: სიმაღლის შიში, თაგვების, ძაღლების, მწერებისა და სხვა მრავალი შიში.

განასხვავებენ სიტუაციურ შიშს, რომელიც მუქარის ან საფრთხის მომენტში წარმოიქმნება; პირადულ შიშს, რომელიც ხასიათის თავისებურებებს უკავშირდება.

წმინდა იოანე დამასკელი თავის ნაშრომში "მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემა" მიუთითებს, რომ "შიში ასევე არსებობს ექვსი სახის: გაუბედაობა, მორცხვობა, სირცხვილი, საშინელება, განცვიფრება და აღშფოთება". გაუბედაობა არის შიში მომავალი ქმედების წინ; სირცხვილი - შიში მოსალოდნელი დატუქსვის წინ. ეს საუკეთესო გრძნობაა; მორცხვობა - უკვე ჩადენილი სამარცხვინო საქმის გამო. არც ეს გრძნობაა ცუდი ადამიანის გადარჩენისთვის; საშინელება - შიში რომელიმე დიდი მოვლენის წინაშე; განცვიფრება - შიში რაიმე უჩვეულო მოვლენის წინაშე; აღშფოთება - შიში წარუმატებლობის ან გაუმართლებლობის წინაშე.

თუ სულიერი თვალით შევხედავთ, ფობიები სულმოკლეობისა და მშიშარობისგან მოდის. სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი შეიძლება განუვითარდეს ბავშვს, რომელსაც წამდაუწუმ აფრთხილებენ: "ხელი არ ახლო", "არ შეიძლება", "არ მიეკარო" და ა.შ.

- როგორ დავიცვათ შიშებისგან ბავშვები, რომლებიც ჩვენთან შედარებით ბევრად მგრძნობიარენი არიან?

- ბავშვთა ასაკის შიშებს ერთგვარი კანონზომიერება ან ეტაპობრიობა ახასიათებს.

ერთიდან სამ წლამდე ასაკში ბავშვს შესაძლოა შეეშინდეს, როცა ახლობელ ადამიანებს, პირველ რიგში დედას, სცილდება. შიში ასევე შეიძლება გამოიწვიოს სტერეოტიპის ან დღის რეჟიმის უეცარმა ცვლილებამ.

სამიდან ხუთ წლამდე ბავშვებში ზემოხსენებულს ემატება წარმოსახვითი შიშები (ზღაპრის პერსონაჟები, ბავშვის ცნობიერებაში ამოტივტივებული შთაბეჭდილებები, მისთვის საშიში ისტორიები...). სწორედ ამიტომ უნდა შემოვზღუდოთ ბავშვის სული და თვალები ყოველგვარი სიბინძურისა და გახრწნილებისგან. მისი სული კი ღვთის მადლით გამოვკვებოთ.

ხუთიდან შვიდ წლამდე ბავშვებში ხშირად წამოიშობა სიკვდილის შიში. ბავშვის სული არ ეთანხმება სიკვდილს, რომელიც მას არაბუნებრივად ეჩვენება. მაგრამ ყურადღებას თუ მივაქცევთ, ეკლესიურ ოჯახებში მცხოვრები მორწმუნე ბავშვები ასეთ შიშს, ფაქტობრივად, არ განიცდიან, რადგან იციან, რომ სიკვდილი მარადიული ცხოვრების დასაწყისია.

დაუშვებელია ბავშვის ჩაკეტვა ბნელ ოთახში ან საკუჭნაოში, მისი შეშინება "ბოროტი ბიძიებით", "გუდიანი კაცით", გაშვილებით, ინტერნატში გაშვებით, ქუჩაში გაგდებით და ა.შ. ამ ფსევდოპედაგოგობას ცუდი შიშის გარდა არაფერი მოაქვს.

- მოზრდილებში განსაკუთრებით ხშირია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შიშები. რა არის ამის მიზეზი?

- გავიხსენებ ერთი ექიმის ჩანაწერს. იგი კონსულტაციებს უწევდა კანცეროფობიით (კიბოს შიშით) შეპყრობილ დედა-შვილს, რომლებიც ერთმანეთს ამ შიშს უძლიერებდნენ. ისინი მუდმივად ითვალიერებდნენ სხეულს, ეცნობოდნენ უამრავ ონკოლოგიურ ლიტერატურას და ამით დათრგუნულები და გაწამებულები იყვნენ. ონკოლოგთან კონსულტაციის შემდეგ ორივე ჯანმრთელი აღმოჩნდა და შიშიც გაუქრათ. მაგრამ ახლა ახალი შიში წარმოიქმნა - ინფარქტისა, მისი გაქარწყლების შემდეგ კი - ავტოკატასტროფისა. ამ ყველაფრის თავიდათავი მათი ურწმუნოება გახლდათ. როცა სულში რწმენა და ღვთის შიში არ არის, იქ მთელი სიმძაფრით "გაიფურჩქნება" სხვა - მტკივნეული, უაზრო, აკვიატებული შიშები. თვითონ სული ბუნებით ქრისტიანია, ამიტომ ურწმუნო გარემოში ყოფნას თავისებურად განიცდის და ნებისმიერი საბაბით "კანკალებს".

როგორც ბერი პაისი ამბობს, ყველაზე საშინელი ავადმყოფობა ის არის, როცა ადამიანი იჯერებს, რომ ავადაა. ეს აზრი ახრჩობს, ანგრევს, უკარგავს ჭამის მადას და ძილს, აიძულებს მიიღოს წამლები და, ბოლოს და ბოლოს, სრულიად ჯანმრთელმა შესაძლოა თავი დაიავადმყოფოს. იგი ასეთ ადამიანებს საკუთარი წარმოსახვით ავადმყოფებს უწოდებს.

ერთ პაციენტს მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ სიკვდილის შიში დასჩემდა. ღვთის შეწევნით, ავადმყოფი ფიზიკურად გამოჯანმრთელდა, მაგრამ სიკვდილის მტანჯველი შიში მაინც არ ტოვებდა. ეს შიში განსაკუთრებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საზოგადოდ, დახურულ სივრცეში უძლიერდებოდა. ეს ადამიანი მორწმუნე იყო და იცოდა, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი დაემართებოდა. ამიტომ ექიმთან საუბრის შემდეგ გაბედული გადაწყვეტილება მიიღო - თუ უფლის ნება იქნებოდა, თანახმა იყო გარდაცვლილიყო. ამის შემდეგ მას სიკვდილის შიში გაუქრა.

- არსებობს თუ არა "ეკლესიური" შიშები?

- დიახ, სამწუხაროდ, გვხვდება შიშები, რომლებიც მართლმადიდებლობის არსის გაუაზრებლობით წარმოიშობა. მაგალითად: "ძალიან შევცოდე - მარცხენა ხელით დავანთე სანთელი", "სანთელს სული შევუბერე და ხელით არ ჩავაქრე", "ნათლობის ჯვარი დამეკარგა - დავიღუპე!", "დილის ლოცვის დროს კანდელიდან ზეთი დამეღვარა. ეს, ალბათ, საშინელებაა!". ეს ყოველივე ცრურწმენაა. ასეთივე ცრურწმენაა შავი კატის გადარბენის, მარცხენა ფეხზე ადგომის, მარილის დაბნევისა და სხვა მსგავს ნიადაგზე აღმოცენებული შიში. ასეთი შიში ცოდვაა და მას მონანიება სჭირდება.

- როგორ შეიძლება ფობიებისგან თავის დაღწევა?

- "ჭეშმარიტი სიბრძნე ღვთის შიშია" (იობ. 28,28), - ნათქვამია წმინდა წერილში. თუ სულში ღვთის შიში არ არის, მაშინ მასში, როგორც წესი, ნევროტული შიშები იბუდებს - ჭეშმარიტების ადგილს სუროგატი იკავებს. წმინდა წერილში ასევე წერია: "შიში არა არს სიყვარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაი აქუს; ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა" (1 იონ. 4,18). ადამიანის სულსა და გულში შიშის არსებობა უსიყვარულობას ან მის უკმარისობას ნიშნავს.

წმინდა მამები ხშირად მიუთითებენ, რომ შიშის უკან პატივმოყვარეობა დგას. ამის კარგი მაჩვენებელია საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის ან ურთიერთობის შიში. ეს იმითაა გამოწვეული, რომ სულის სიღრმეში ადამიანს ეშინია, საზოგადოების წინაშე ნაკლებად ჭკვიანი ან ნიჭიერი აღმოჩნდეს. როდესაც გაიაზრებს ამ მდგომარეობას და თავმდაბალი ხდება, თავს შეცდომების დაშვების უფლებასაც აძლევს. ამ დროს იმას კი აღარ ფიქრობს, როგორ იტყვის, არამედ - რას იტყვის, რომ უპირველეს ყოვლისა სათნო ეყოს ღმერთს. ასეთი გამოსვლის დროს ადამიანში სიმშვიდე ისადგურებს.

ასე რომ, ვინც ეკლესიურად იცხოვრებს და კარგად ექნება გაცნობიერებული სინანულის, თავმდაბლობის, აღსარების, ზიარების მნიშვნელობა, ფობიები არ შეაწუხებს.

ღმერთმა დაგლოცოთ!


დამატებითი ინფორმაცია:
ფსიქოლოგთა მონაცემებით, ფობიის დამარცხება გაცილებით ადვილია მისი გამოვლინების დასაწყისში. დროთა განმავლობაში კი შესაძლოა ის ფსიქიკაში გამყარდეს და იქ ადგილიც დაიმკვიდროს.

ფობიაზე საუბრობენ, თუ ერთი და იმავე მიზეზით გამოწვეული შიშის გამო ადამიანს ჩამოთვლილიდან ოთხი სიმპტომი მაინც უვითარდება:

* ყელში სპაზმის, მოხრჩობის შეგრძნება;

* გულისცემის გახშირება (გული თითქოს მკერდიდან ამოვარდნას ლამობს);

* სხეულის სისუსტე, გაშეშება;

* გონების დაკარგვის შეგრძნება ("ცოტაც და გონებას დავკარგავდი");

* ცივი ოფლი;

* ძლიერი შიშის განცდა;

* სხეულის კანკალი;

* ღებინება ან ფაღარათი (კუჭის აშლა);

* სხეულის დაუმორჩილებლობა, თითქოს სხვას ეკუთვნოდეს;

* ჭკუიდან გადასვლის შეგრძნება.



ფობიების ლექსიკონი

აიქმოფობია
- წვეტიანი საგნების, მათი სხეულთან მიტანის აკვიატებული შიში

ამატოფობია - მტვრის შიში

აპიფობია - ფუტკრების და კრაზანების შიში

ასტროფობია - ცაზე ვარსკვლავების შიში

აეროაკროფობია - სიმაღლის შიში

ჰედონოფობია - ტკბობის შიში

გინეკოფობია - ქალის შიში

გლენოფობია - თოჯინას შემოხედვის შიში

ეირეთროფობია - გაწითლების შიში

ზოოფობია - განსაზღვრული სახეობის ცხოველის შიში

თალასოფობია - ზღვის (ბანაობის, მოგზაურობის) შიში

კლაუსტროფობია - დახურული სივრცის შიში

კლიმაკოფობია - კიბეზე სიარულის შიში

კრისტალოფობია - მინის ნივთების შეხების შიში

მიკროფობია - მცირე ზომის ნივთების შიში

ნეკროფობია - ცხედრისა და დასაკრძალი ნივთების შიში

ნეოფობია - ყოველივე ახლის აკვიატებული შიში

ნოზოფობია - რაიმე სნეულებით დაავადების შიში

პატროიფობია - მემკვიდრეობის, განსაკუთრებით მემკვიდრული დაავადების შიში

პელადოფობია - გამელოტების შიში

პენიაფობია - გაღატაკების შიში

სპექტროფობია - სარკეების შიში

თანატოფობია - სიკვდილის შიში

ტელეფონოფობია - ტელეფონით სარგებლობის შიში, უმეტესად არასასიამოვნო ამბის გაგების მოტივით

ტრისკაიდეკაფობია - 13 რიცხვის შიში

ფაგოფობია - საკვების მიღების შიში დახრჩობის შიშით

ფობოფობია - შიშის ნიშნების გამოვლენის შიში

ქრემატოფობია - ფულის შეხების შიში

ჰაპტოფობია - გარშემომყოფ ადამიანებთან შეხების შიში

ჰიპნოფობია - დაძინების შიში ძილში გარდაცვალების მოტივით

ჰიპოპოტამომონსტროსესკვიპედალიოფობია - გრძელი სიტყვების შიში

ჰომილოფობია - გარშემომყოფებთან ურთიერთობის შიში, საკუთარი არაქმედითუნარიანობის, სასაცილოდ ან საეჭვოდ წარმოჩენის, ყურადღების მიპყრობის გამო

ჰომიციდოფობია - მკვლელობის ჩადენის შიში


ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
30.05. 2019
ობსესიურ კომპულსიური აშლილობა
გონება მეთიშება სისუსტეს ვგრძნობ მგონია რომ ჩემი ფიქტებით სხვას ზიანს ვაყენებ ახლა ამს თუ გააკეთრბ ეს მოხდება ახლა იმას თუ გააკეთებ ის მპხდება და რო ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო რეალობაში სულ რაღაც ხდება საშინელება და ვაკავშირებ ერთმანეთთან ყველაფერს რაღაცეები ისე ემთხვევა რომ შეიძლება ჭკუიდან გადავიდე გთხოვთ დამეხმარეთ
29.05. 2019
ყოველ დილით იმაზე ფიქრში რო რა ჩავიცვა დავიღალე აღარ შემოძლია ყცელაფერს ერთმანეთთან ვაკავშირებ უაზროდ ამეკვიატა რამდენი მე შარვალზე ესენი არ ჩაიხვა თორე ასე და ასე მოუვათო კონკრეტული ადამიანეჯი მახსენდება მერე ამ შარვალს თუ ჩაიცმევ და მერე სხვებს ძან ახლობელ ადამიამზე მეფიქრება იმას მოუვა რაომეო კიდე გადმოვიღე სხცა და თუ ამას ჩაიცმევო ღმერთზე მეფიქრება ცუდი მერე ათასი დამთხვევა მომხდარა ჩემ ცხოვრებაში და ძალიან მეშინია გაორებული ვარ ამ აკვიატებების ძალიან მეშინია და უფლისაც მეშინია აღარ ვიცი რა ვქნა ვერაფერს ვწრ ვიცმევ და ბოლოს ვირჩევ იმ შარვალს რომელიც ახლობელზე მეფიქრება რატომ? არ ვიცი ალბათ იმიტომ რომ მეშინია ღმერთზე რო მეფიქრება იმ შარვალს თუ ჩავიცმევ მგონია ღმერთი განრისხდება რა ვქნა არარ შემიძლია ლექციებზე მაგვიამდება ცოტა არასწორადაც გადმოგეცით საშუნელიშეგრძნებაა ვერ აღგიწერთ
03.11. 2016
nana
dzalian mometsona, gmadlobt
11.02. 2016
თეა
ყურადსაღებია ! გმადლობთ, მამაო საინტერესო სტატიისთვის.
19.12. 2015
Es statia ki ara, samesniero nashromia! Madloba mamaos!
Es statia ki ara, samesniero nashromia! Madloba mamaos!
სხვა სიახლეები
26.02.2018
ზოგადად, მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა, ეს დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდია.
12.09.2013
ეკლესიის დამოკიდებულებას სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი კარგად გამოხატავს მაღალღირსი ბარსანოფი დიდის წერილი
29.08.2013
ხალხური მედიცინა
ცნობილი ექიმი, სამედიცინო ფსიქოლოგი და რელიგიათმცოდნე კ. როზინი ბიბლიურ ცოდნაზე დაყრდნობით ამბობდა:
04.08.2011
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ
04.08.2011
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევათ ადამიანებს ავადმყოფობა?
04.08.2011
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
04.08.2011
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცდუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან...
04.08.2011
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.
04.08.2011
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია.
04.08.2011
ვინც წმინდანთა ცხოვრებებში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ ბევრ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა განკურნებისა, ბრმათათვის თვალთა აღხილვისა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat