როცა ოჯახში ჩვილი ბავშვია
როცა ოჯახში ჩვილი ბავშვია
სიხარულთან ერთად ბავშვის დაბადებას მრავალი სიძნელეც ახლავს, თუმცა ყველაფერი მოგვარდება, თუ მათ სიბრძნით მივუდგებით. ადრეული ასაკის პრობლემებზე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა კონსტანტინე გიორგაძე გვესაუბრება.

- ახალშობილი უფროსი შვილისთვის ხშირად ეჭვიანობის მიზეზი ხდება. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ ბავშვმა ეჭვიანობა გადალახოს და პატარა დედმამიშვილის მიმართ სიყვარული გაუჩნდეს?

- ბავშვი ამისთვის დედის ორსულობის დროიდანვე უნდა შევამზადოთ. გონიერი მშობლები თავიანთ პატარას უხსნიან, რომ მას მალე დაიკო ან ძამიკო ეყოლება, რომ მის აღზრდაში ისიც უნდა მიეხმაროს დედას. როდესაც დედა მუცლადმყოფ შვილს ესაუბრება, უფროსს უნდა აუხსნას, რომ დაბადებამდე ისიც დედიკოს მუცელში ცხოვრობდა და დედა მასაც სწორედ ასე ესაუბრებოდა და ეფერებოდა.

დაბადების შემდეგ ჩვილი უფროსის საზრუნავიც უნდა გახდეს, მშობლებმა მას პასუხისმგებლობა უნდა დააკისრონ - თვითონ ხომ უკვე დიდია, ახალშობილი კი პაწია.

- ხშირად ეჭვიანობის საბაბი ახალშობილისადმი სტუმრების ან ოჯახის სხვა წევრების გადამეტებული ყურადღებაა...

- ცხადია, ეს მოქმედებს ბავშვზე, ამიტომ დედამ სტუმრებთანაც უნდა აღნიშნოს, რომ უფროსის დახმარების გარეშე ვერაფერს გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარას გამო უამრავი საზრუნავი აქვს, მაინც არ უნდა დაავიწყდეს ამის გათვალისწინება.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მამა როგორ ეხმარება დედას. მისი ფუნქცია მხოლოდ ფულისა და დოვლათის შინ მიტანით არ უნდა იწურებოდეს, ის სულიერად და ფიზიკურადაც უნდა მიეხმაროს მეუღლეს. თუ საჭირო გახდა, არც ჭურჭლისა და სარეცხის რეცხვა უნდა ითაკილოს - ასეთი საქციელი მის ვაჟკაცობასა და მამაკაცურ ღირსებას ჩრდილს არ მიაყენებს.

- პირველი შვილის სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ ახალბედა დედას ზოგჯერ თავგზა ებნევა - ბავშვის გაზრდასთან დაკავშირებით ოჯახში ყველას თავისი აზრი აქვს. ერთ მხარეს დგას დედის თეორიული მომზადება და ექიმის რჩევები, მეორე მხარეს კი ბებიების გამოცდილება.

- ძველად ქალი მეტად ადრეულ ასაკში თხოვდებოდა. ოჯახში მას სამი თაობა ხვდებოდა: დიდი პაპა-ბებია, პაპა-ბებია და დედამთილ-მამამთილი. მას ჰქონდა საშუალება, მათი სიბრძნე მიეღო და ამ ოჯახის ტრადიციებით გაზრდილიყო.

დღეს, რასაკვირველია, საქმე სხვაგვარადაა, მაგრამ ჭკვიანი დედა ბებიების გამოცდილებას გაითვალისწინებს, ხოლო თუ რაიმეს მიუღებლად ჩათვლის, კატეგორიულადაც არ შეეწინააღმდეგება, არ აწყენინებს მათ, მოითმენს და ამით ბავშვს უფროსების პატივისცემას პატარაობიდანვე ასწავლის. ასეთი დამოკიდებულების ნაყოფს თვითონვე მოიმკის - როგორც თვითონ მოექცევა შვილის ბებია-პაპას, ისევე მოექცევიან მასაც მომავალში.

რაც შეეხება ჰიგიენასა და ფიზიოლოგიას, ამ შემთხვევაში სჯობს, ექიმის რჩევით იმოქმედონ, რადგან მედიცინა წინ მიიწევს, ყველა სიახლეს კი თავისი გამართლება აქვს.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხშირად უფროსებიც ეჭვიანობენ, რაც ამპარტავნების შედეგია. თქვენც გაიგონებდით ასეთ ფრაზებს: როგორ, შენ მასწავლი?! მე ხომ ამდენი შვილი გავზარდე!..

ამიტომ უკეთესია, ქალმა დაიცვას ძველი ტრადიცია - მშობიარობიდან 40 დღე, როდესაც ფსიქოლოგიურად ლაბილურია, დედასთან გაატაროს. დედა შვილს მაინც სხვაგვარად უგებს. ამის შემდეგ ქმრის ოჯახში უნდა დაბრუნდეს და ზიდოს ჯვარი, რომელიც მის წინაპრებსაც უზიდიათ.

- უთანხმოების მიზეზი მშობლების ან ბებია-პაპების წამლებისადმი მეტისმეტი სიყვარულიც ხდება...

- ხშირად, დააცემინებს თუ არა ბავშვი, "გამოცდილი" ბებიები მაშინვე ანტიბიოტიკს უნიშნავენ, რაც საშინელი შეცდომაა. ანტიბიოტიკი ვირუსულ ინფექციაზე მაინც არ მოქმედებს, პირიქით, ორგანიზმის იმუნურ სისტემას აქვეითებს ვირუსთან ბრძოლისას. ანტიბიოტიკი ინიშნება მაშინ, როდესაც ვირუსული ციებ-ცხელება 5 დღეს ან მეტხანს გასტანს, იმ მიზნით, რომ არ დაერთოს მეორეული ბაქტერიული ფლორა. ანტიბიოტიკის თვითნებურად გამოყენება დაუშვებელია, ის მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მივცეთ ავადმყოფს, თუმცა მინდა ექიმები გავაფრთხილო, ფრთხილად იმოქმედონ ანტიბიოტიკების დანიშვნის დროს. მე შემხვედრია ანტიბიოტიკის მოყვარული უბნის ექიმი, რომლის პაციენტებიც დისბაქტერიოზს, ავიტამინოზსა და იმუნური სისტემის დაქვეითებას უჩივიან.

როდესაც ბავშვი ავად ხდება ან მაღალი სიცხე აქვს, მთავარია, ამ დროს უფროსები არ დაიბნენ. პირიქით, მშვიდად უნდა დადგნენ ხატების წინაშე, შემწეობა სთხოვონ უფალსა და მის წმიდანებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენონ სიცხის დამწევი თუ სხვა წამლები. ნუ შევშფოთდებით და მაშინვე წამლებს ნუ ვეცემით - სადაც სიმშვიდე არ არის, იქ განკურნებაც არ ხდება. აფორიაქებულ კაცს შესაძლოა წამალი ან მისი დოზები შეეშალოს კიდეც.

- ავადმყოფი ჩვილის გარეთ გაყვანა არ არის სასურველი. უნდა ვაზიაროთ თუ არა იგი ასეთ შემთხვევაში?

- თუ ჩვილი ავად არის და ტაძარში ვერ მიგვყავს, მისი ზიარება არ არის აუცილებელი. როდესაც მოზრდილ ადამიანს არ შეუძლია ტაძარში მისვლა, მღვდელი მასთან მიდის და აზიარებს. მაგრამ ზიარების სათადარიგო ნაწილებით ბავშვი ვერ ეზიარება - ჩვილებს მხოლოდ უფლის სისხლით აზიარებენ, ამ ნაწილებში კი ორივე - სისხლი და ხორცი ერთი მთლიანობაა. ავადმყოფი ბავშვისთვის შეიძლება პარაკლისის გადახდა, ზეთის ცხება. მოძღვრის მოსვლამდე დედამ ჩვილს ნაკურთხი წყალი უნდა დაალევინოს, აპკუროს, ცხოს ზეთი (შინ რომელი წმინდანისაც ექნება) და ილოცოს.

- რატომ არ უტარდებათ ჩვილებს შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო?

- ამ საიდუმლოში მონაწილეობისას ადამიანს დავიწყებული ცოდვები მიეტევება. ცოდვების მიტევებით იგი ხორციელადაც იკურნება. ჩვილს კი რა ცოდვები უნდა მოჰკითხო? ამ მიზეზით შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლო ბავშვებს არ უტარდებათ, თუმცა ზოგჯერ, როცა ავადმყოფი პატარა მოჰყავთ ეკლესიაში, მისთვის გამონაკლისსაც უშვებენ.

- რამდენად ხშირად უნდა ვაზიაროთ ჩვილები? გამიგონია - რაში სჭირდება ჩვილს ზიარება, ის ხომ თავადაც წმინდანიაო...

- ეს მცდარი აზრია. რაც უფრო ხშირად აზიარებენ პატარას, მით უკეთესია. მას არ სჭირდება ზიარებისთვის საგანგებო მომზადება, იგი ანგელოზებრივ მდგომარეობაშია და სიწმინდით მიეახლება უფლის სისხლსა და ხორცს. ზიარება აძლიერებს ბავშვს, იცავს ბოროტის ზემოქმედებისგან. ამიტომ იგი ხშირად უნდა ეზიაროს. ძალიან კარგია, თუ ამას უფროსები ყოველ კვირას მოახერხებენ.

- იწყება თუ არა ბავშვის აღზრდა ჩვილობის ასაკიდან?

- არათუ ჩვილობიდან, ჩასახვიდანვე იწყება. როცა ქალი ორსულობის შესახებ შეიტყობს, ამ ცნობას სიხარულით უნდა შეხვდეს და არა მწუხარებით. საუბედუროდ, ზოგიერთი დაუგეგმავ ორსულობას უსაშველოდ განიცდის. არადა, რაც უნდა მოულოდნელი იყოს ორსულობა, ქალს დიდ სიხარულს უნდა ჰგვრიდეს და მადლობას სწირავდეს უფალს ყველაფრისთვის. ნაყოფი, რომელიც დედას მუცელში ჰყავს, მისი სხეულის ნაწილი არ არის, ის ცალკე პიროვნებაა. შესაძლოა საკუთარი სხეულის ნაწილს უდიერად მოექცე, მაგრამ სხვა პიროვნებას, თუნდაც საკუთარ შვილს, ასე ვერ მოეპყრობი.

ბავშვის სულიერი და ხორციელი გაკაჟება თავიდანვე იწყება. იგი სიხარულით ისმენს დედის გალობას, ფსალმუნების კითხვას, ლოცვას. ამიტომ საოჯახო საქმეებით დაკავებული ქალი მუდამ უფალს უნდა ევედრებოდეს.

როდესაც ნაყოფი ორგანოგენეზს ასრულებს - ყალიბდება მისი ორგანოები, დედა უკვე მის ძვრასაც გრძნობს. ამ ეტაპზე უფრო მყარდება დედა-შვილის ურთიერთობა. ბავშვი არჩევს დედისა და მამის ხმებს, რეაგირებს ლოცვაზეც, ჩხუბსა და აურზაურზეც. ის ცოლ-ქმრის უდიერ ურთიერთმოპყრობასაც გრძნობს, ამიტომ მომავალმა მშობლებმა ესეც უნდა გაითვალისწინონ და მშვიდი გარემო პატარას მუცელშივე შეუქმნან. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ხორციელადაც ჯანსაღი დაიბადება და სულიერადაც.

დაბადების შემდეგ ბავშვის აღზრდა რეჟიმით იწყება. მედიცინაში დღეს კვების თავისუფალი რეჟიმია მიღებული, უარყოფილია მკაცრი საათობრივი კვება. ამგვარი მიდგომა სწორია. თუმცა კვებისა და ძილის გარკვეული რეჟიმი ბავშვს მაინც უნდა ჰქონდეს. უმჯობესია, დედამ დაახლოებით ერთსა და იმავე დროს გამოკვებოს ჩვილი, დაიცვას კვებათა შორის შუალედები, ერთსა და იმავე დროს დააძინოს.

ხშირად ჭირვეულობის დროს, ოღონდაც ბავშვი გაჩერდეს, დედა მას ხელში აძინებს. პატარა ამას ეჩვევა და მოზრდილ ასაკშიც იმავეს ითხოვს. დედა საქმეს ვეღარ აკეთებს, ღიზიანდება, ყვირის, ჩხუბობს. ეს რომ არ მოხდეს, ბავშვი თავიდანვე სიმკაცრეს უნდა მივაჩვიოთ.

- მაგრამ სიმკაცრით დედის სითბო ხომ არ მოაკლდებათ პატარებს?

- ეს ქართული პრობლემაა, საზღვარგარეთ ასე არ ხდება, იქ მარტივად წყვეტენ ამ საკითხს. ეტყვიან: "დაიძინეო" და ბავშვიც იძინებს.

რაც შეეხება სითბოს, მას ისედაც აგრძნობინებს დედა, განსაკუთრებით - ძუძუთი კვების დროს.

- ზოგჯერ დედა ცდილობს, მკაცრად აღზარდოს შვილი, მაგრამ შვილიშვილი ბებიას ეცოდება და ექომაგება...

- ბებია და ბაბუა შვილიშვილს უნდა მოეფერონ, მაგრამ არ უნდა გააფუჭონ. დედის საწინააღმდეგოდ არ უნდა მოიქცნენ. მაგალითად, არ მოეფერონ, როცა დედა სჯის. ეს ძალიან ცუდია - ბავშვი იფიქრებს, შემიძლია დედას აღარ დავუჯერო, ბაბუა-ბებია ჩემს მხარეს არიანო. სიყვარულის გამოვლენა კი სულაც არ ნიშნავს ბავშვის მანკიერ თვისებებზე თვალის დახუჭვას და ყველაფრის პატიებას.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
30.08. 2018
თეა
გმადლობთ სწორი რჩევებისთვის,მამაო.
სხვა სიახლეები
26.02.2018
ზოგადად, მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა, ეს დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდია.
12.09.2013
ეკლესიის დამოკიდებულებას სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი კარგად გამოხატავს მაღალღირსი ბარსანოფი დიდის წერილი
29.08.2013
ხალხური მედიცინა
ცნობილი ექიმი, სამედიცინო ფსიქოლოგი და რელიგიათმცოდნე კ. როზინი ბიბლიურ ცოდნაზე დაყრდნობით ამბობდა:
04.08.2011
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ
04.08.2011
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევათ ადამიანებს ავადმყოფობა?
04.08.2011
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
04.08.2011
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცდუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან...
04.08.2011
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.
04.08.2011
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია.
04.08.2011
ვინც წმინდანთა ცხოვრებებში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ ბევრ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა განკურნებისა, ბრმათათვის თვალთა აღხილვისა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat