ორსულმა დედამ უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვი მისი სხეულის ნაწილი კი არა, პიროვნებაა და იგი, საკუთარი თავის გარდა, ამ პიროვნებაზეც აგებს პასუხს
ორსულმა დედამ უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვი მისი სხეულის ნაწილი კი არა, პიროვნებაა და იგი, საკუთარი თავის გარდა, ამ პიროვნებაზეც აგებს პასუხს
ოჯახური ცხოვრების დასაბამს ახალი ემოციები ჩნდება - შეუღლებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ახალბედა ცოლ-ქმარი იგებს, რომ მალე მათ ცხოვრებაში პატარა ადამიანი გაჩნდება , ვისთვისაც უნდა გადადონ საკუთარი მე, ვიზეც უნდა იზრუნონ, უთენონ ღამეები, ვისაც უნდა ემსახურონ. თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ ორსულობისას იწყება.

ჩვენთან საუბარს განაგრძობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა კონსტანტინე გიორგაძე:

- ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის დროს მომავალი დედის განწყობას, ქცევას, მის გარემოს. ორსული სულიერ და ხორციელ სიმშვიდეში უნდა იმყოფებოდეს, ცხადია, არ უნდა ეწეოდეს თამბაქოს, არ უნდა სვამდეს ალკოჰოლურ სასმელებს, უნდა ლოცულობდეს... მნიშვნელოვანია ჩაცმულობაც. დღეს ხშირად ნახავთ ორსულებს, შიშველი მუცელი რომ უჩანთ. ერთია ასეთი ჩაცმის ესთეტიკური მხარე და მეორე - სამედიცინო. მსგავსი დაუდევრობის გამო ხშირია გაციება, ანთებითი პროცესები, ორსულობის ცუდი მიმდინარეობა, ტკივილები, მუცლის მოშლის საშიშროება, რის საფუძველზეც წოლითი რეჟიმი ინიშნება და ქალი მუდმივ დისკომფორტს განიცდის. სულიერი თვალსაზრისით კი, როდესაც ქალი უზნეოდაა ჩაცმული, მას სულიერი საფარველი ეცლება და ბოროტის მოქმედებაც ძლიერდება.

ორსულ ქალს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება როგორც სულიერად, ისე ხორციელად. დედა უნდა ლოცულობდეს, მუცლად მყოფ შვილს ფსალმუნებს, წმინდა წერილს უკითხავდეს, უგალობდეს, ხშირად ეზიაროს. ჩასახვის დღიდანვე ბავშვი პიროვნებაა, სულია. მასში უკვე ჩადებულია მთელი გენეტიკური მასალა, რომელიც შემდეგში გამოვლინდება. ამას მოფრთხილება სჭირდება. დედამ უნდა გააცნობიეროს, რომ ბავშვი მისი სხეულის ნაწილი კი არა, პიროვნებაა და იგი, საკუთარი თავის გარდა, ამ პიროვნებაზეც აგებს პასუხს.

- უნდა მარხულობდეს თუ არა ორსული?

- მარხვა ორსულ დედას არ სჭირდება. ბავშვს სრულყოფილად უნდა მიეწოდებოდეს ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ვიტამინების კომპლექსი. დედამ ნაყოფი არ უნდა ამარხულოს. საზოგადოდ, მარხვის მიზანია, ჯანმრთელმა ადამიანმა სხეული მოაუძლუროს, რათა ვნებებისგან დაიცვას თავი. ორსულობა, მართალია, ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, მაგრამ განსაკუთრებულია. ფეხმძიმე ქალი უძლურებაშია, უჭირს სუნთქვა, ბევრი რამ აწუხებს. ნაყოფი დედის ორგანიზმიდან ნივთიერებებს ხარბად ითვისებს, რაც ქალის ორგანიზმში მათ ნაკლებობას იწვევს. ჰოდა, რაღა მარხვაზეა ლაპარაკი?

ხორციელის სანაცვლოდ ორსულმა სულიერად უნდა იმარხულოს, გააორმაგოს სულიერი ღვაწლი, მეტი ილოცოს, ეცადოს, სათნოებებში წარემატოს. ამაში მას მეუღლე და ოჯახის სხვა წევრებიც უნდა დაეხმარონ.

- ცნობილია, რომ ორსულებს ზოგჯერ განსაკუთრებულად უნდებათ რაიმე საჭმელი. ეს ბოროტის მიერ აღძრული გემოთმოყვარეობა ხომ არ არის?

- ეს სავსებით ნორმალური ფიზიოლოგიური მოვლენაა. როცა ქალს რაიმე საკვების განსაკუთრებული სურვილი უჩნდება, ამ სურვილის შესრულებას უფალი ცოდვად არ შეურაცხავს.

- ორსულთა დეპრესიაც ფიზიოლოგიური პროცესია?

- არა, ეს უკვე ბოროტის მანქანებაა.

- მაგრამ ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში ხომ ჰორმონული ძვრები ხდება, რაც მის ფსიქიკას ლაბილურს ხდის?

- გეთანხმებით, თუმცა დეპრესიაში ადამიანი შესაძლოა ავადმყოფობამაც ჩააგდოს. მაგრამ როცა ავადმყოფი კი არ ღიზიანდება, არამედ ამბობს: მეტის ღირსი ვარ და შემინდე, უფალოო, - დეპრესია ვერ მოერევა. ეს ორსულებსაც შეეხება. ქალი შვილს ელოდება და დეპრესიის დრო არ უნდა ჰქონდეს. დეპრესიულ აზრებს თავმდაბლობითა და ეკლესიური ცხოვრებით უნდა გაუმკლავდეს. ლოცვებთან ერთად სანუგეშოდ ასევე შეუძლია, ნებისმიერ დროს მიიღოს ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი. ხოლო როცა მოლოგინების დრო მოვა, უნდა ეზიაროს. არის სპეციალური ლოცვები მშობიარე ქალისთვის, რათა მშვიდობით მოილოგინოს.

- ზოგიერთ ორსულს ზიარებაზე უზმოდ მისვლა არ შეუძლია - ეწყება ღებინება, აწუხებს კუჭის გაუსაძლისი წვა...

- ცხადია, უმჯობესია, ქალი უზმოდ ეზიაროს, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ არის, შეიძლება მოძღვარმა წახემსებულზე ზიარების ნება მისცეს, როგორც მძიმე ავადმყოფებს აძლევენ ხოლმე.

- რა სამედიცინო ჩარევები სჭირდება ორსულს?

- ორსულმა ქალმა რაც შეიძლება ნაკლები მკურნალობა უნდა ჩაიტაროს. ცხადია, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს - ისინი შესაბამის რეკომენდაციებს მისცემენ და მის ზოგად მდგომარეობას გააკონტროლებენ. მაგრამ ზედმეტი კვლევები, მით უმეტეს, როცა მათი აუცილებლობა არ არსებობს, არ არის რეკომენდებული. არც ხშირი ექოსკოპიაა გამართლებული, რადგან იგი არცთუ ისე უვნებელია.

- ცოდვაა თუ არა ნაყოფის სქესის გაგება?

- სქესის გაგება, თავისთავად, ცოდვა არ არის, მაგრამ ზოგიერთმა, თუ სქესი "არ აწყობს", შეიძლება ნაყოფი სასიკვდილოდაც გაიმეტოს. ეკლესიური ადამიანისთვის ყველა შვილი ღვთის საჩუქარია. პირადად მე ყოველთვის მერჩია, მოულოდნელი ყოფილიყო ბავშვის სქესი. ამიტომ ვფიქრობ, მაინც არ არის გამართლებული ამის წინდაწინ გაგება. სჯობს, რასაც უფალი მოგვცემს, მადლობით მივიღოთ.

- რამდენად აღიქვამს მუცლადმყოფი ბავშვი გარე სამყაროს?

- ის რეაგირებს მშობლების, განსაკუთრებით - მამის ხმაზე, ყველაფერს გრძნობს. მართალია, ვერ გვესაუბრება, მაგრამ მუცელს ურტყამს. ამიტომაც დედამ გალობა და ფსალმუნები უნდა მოასმენინოს, შეეცადოს, ტელევიზორთანაც ნაკლები დრო გაატაროს. ასეთ შემთხვევაში ბავშვი სულიერადაც და ხორციელადაც ჯანმრთელი დაიბადება.

- სჭირდება თუ არა ქალს მშობიარობისთვის ფსიქოლოგიური მომზადების კურსების გავლა?

- მშობიარობისთვის მომზადება ლოცვით, უფალზე მინდობით, ხშირი ზიარებით უნდა ხდებოდეს. ქალი უნდა შეეცადოს, მხნედ წავიდეს სამშობიარო სახლში.

რაც შეეხება ფსიქოლოგს, კარგია, თუ მართლმადიდებელი ფსიქოლოგი ორსულს სიტყვით დაეხმარება, თუმცა, როგორც წესი, თვითონ მეანები და ბებიაქალები მას იქვე შეამზადებენ. წინასწარ კურსებთან კი სიფრთხილეა საჭირო, თორემ ზოგიერთი მათგანი გულისხმობს მედიტაციებსა და სხვა ისეთ მეთოდებს, რომლებმაც შესაძლოა ქალი სულიერად დააზიანოს. ამიტომ, ჩემი აზრით, სჯობს, მას ისევ სამშობიაროში ვინმე გვერდით მყოფი დაეხმაროს.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.02.2018
ზოგადად, მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა, ეს დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდია.
12.09.2013
ეკლესიის დამოკიდებულებას სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი კარგად გამოხატავს მაღალღირსი ბარსანოფი დიდის წერილი
29.08.2013
ხალხური მედიცინა
ცნობილი ექიმი, სამედიცინო ფსიქოლოგი და რელიგიათმცოდნე კ. როზინი ბიბლიურ ცოდნაზე დაყრდნობით ამბობდა:
04.08.2011
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ
04.08.2011
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევათ ადამიანებს ავადმყოფობა?
04.08.2011
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
04.08.2011
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცდუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან...
04.08.2011
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.
04.08.2011
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია.
04.08.2011
ვინც წმინდანთა ცხოვრებებში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ ბევრ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა განკურნებისა, ბრმათათვის თვალთა აღხილვისა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat