დეპრესია - ადამიანის ცოდვიანი ცხოვრების შედეგი
დეპრესია - ადამიანის ცოდვიანი ცხოვრების შედეგი
დეპრესიას ხშირად უმართებულოდ უბრალო მოწყენილობას, პესიმისტურ განწყობილებას ვუწოდებთ, სინამდვილეში კი ეს საკმაოდ სერიოზული სამედიცინო დიაგნოზია, რომელსაც ფსიქიატრები სვამენ და მკურნალობენ. ამ დაავადების სულიერ მხარეს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე განგვიმარტავს.

- დეპრესია სულიერ დაავადებათაგან ყველაზე გავრცელებული სინდრომია - პლანეტის ზრდასრული მოსახლეობის 7-8% განიცდის სხვადასხვა დარღვევას და რაც დრო გადის, დეპრესიით დაავადებულთა რიცხვი იზრდება.

- რას ნიშნავს დეპრესია?

- დეპრესია (დეპრესსიო) ლათინური სიტყვაა და ზეწოლას ანუ დაბეჩავებას ნიშნავს. დეპრესია ვლინდება დაქვეითებული, დათრგუნული ხასიათით, რომელსაც უხალისობა, დაღლილობა, მოწყენილობა, ყველაფრის პესიმისტური შეფასება ახლავს. ამ სნეულებას კაცობრიობა უხსოვარი დროიდან იცნობს - მას შემდეგ, რაც ადამიანი ცოდვით დაეცა.

- რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას?

- კლინიკურად თუ განვიხილავთ, დეპრესია გახლავთ სინდრომი, რომელიც უამრავი ფსიქიკური და ნაწილობრივ სომატური (ხორციელი) დაავადებების დროს გვხვდება. მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან ერთი წლის შემდეგ პაციენტთა 90%-ს შესაძლოა განუვითარდეს დეპრესია. როგორც ფიქრობენ, ამის მიზეზია ცხოვრების აზრის დაკარგვა, უიმედობა.

დეპრესიის მიმდინარეობაში განარჩევენ დეპრესიულ ეპიზოდს, რეაქციას, მდგომარეობასა და ხანგრძლივ ავადმყოფობას.

რაც შეეხება კლინიკურ გამოვლინებებს, ფსიქიატრები გამოყოფენ დეპრესიულ ტრიადას. ეს გახლავთ: 1) დამდაბლებული, ნაღვლიანი განწყობილება;B2) შენელებული აზროვნება; 3) ფიზიკური მოძრაობის შენელება-დამუხრუჭება.

დეპრესიის სხვა გამოვლინებებია: უძილობა, ცუდი მადა, ემოციური რეაქციების დაკარგვა, არასრულფასოვნების შეგრძნება, თვითმკვლელობაზე ფიქრი.

- რას მიიჩნევენ ექიმები დეპრესიის მიზეზად?

- წარმოშობის მიხედვით დეპრესიებს ყოფენ: ნერვულ დეპრესიად, რომელიც ნერვულ ნიადაგზე დიდი ნერვული სტრესის დროს წარმოიქმნება; სომატოგენურად - როდესაც ფსიქიკური დარღვევები სომატური (ხორციელი) დაავადების შედეგად ვითარდება; ენდოგენურად - მას კონსტიტუციური ფაქტორები იწვევს. ამის მაგალითია შიზოფრენია,Mმანიაკალურ-დეპრესიული სინდრომი. ამ დროს ხდება პიროვნების უხეში დეზორგანიზაცია, ადამიანი მოწყვეტილია რეალურ სამყაროს. დაავადება სეზონურად - გაზაფხულსა და შემოდგომაზე მწვავდება.

არსებობს დაფარული (შენიღბული) დეპრესია, რომელიც სხვადასხვა ხორციელი ჩივილით (მაგალითად, თავის ან გულის, კუჭის არეში ტკივილით) ვლინდება. ამ შემთხვევაში დეპრესიას კი არ ახლავს ხორციელი უძლურება, არამედ ხორციელი უძლურება გვევლინება დეპრესიის გამოვლინებად.

- როგორია ამ დაავადების სულიერი მხარე?

- დეპრესიული მდგომარეობა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ცოდვიანი ცხოვრების შედეგი - სულის ვნებებით შეპყრობა, სასოწარკვეთილება და ნაღველი. წმინდა მამების განმარტებით, ამ ყველაფრის საფუძველი ამპარტავნებაა - სამედიცინო დიაგნოზს სულიერი დიაგნოზიც ახლავს.

შესაძლოა დეპრესიამ ადამიანს სხვა დაავადება შესძინოს და პირიქით - რომელიმე სნეულებამ ის დეპრესიაში ჩააგდოს - უიმედობის, ტკივილის, მოწყენილობის გამო სიკვდილის მეტი აღარაფერი სურდეს.

- ანუ იგი ადამიანს სასოწარკვეთილების ცოდვაში აგდებს...

- დიახ, ეს სრული სასოწარკეთილებაა. სტატისტიკის მიხედვით, დეპრესიით დაავადებულთა 75%-ს ერთხელ მაინც უფიქრია თავის მოკვლაზე, ხოლო 15%-მა დაასრულა კიდეც სიცოცხლე თვითმკვლელობით.

სამწუხაროდ, დეპრესია გაახალგაზრდავდა. ის უკვე არა მხოლოდ ახალგაზრდებში, ბავშვებშიც კი გვხვდება. დიაგნოზი "დეპრესია" იმდენად ხშირია და ისე მივეჩვიეთ, რომ ყურს აღარც კი გვჭრის. დეპრესიულ ადამიანთა მთელი ტალღა შეადგინეს ტოტალიტარული და ოკულტური სექტებისა და ორგანიზაციების ყოფილმა წევრებმა. მათ განსაკუთრებით აღენიშნებათ ფობიები (შიშები), განგაში.

დეპრესიული მდგომარეობა ასევე მეგზურია ლოთებისა და ნარკომანებისა. თანამედროვე საზოგადოების თანმხლები თვისება ხომ მოწყენილობა, უხასიათობა, მელანქოლია და აპათიაა, ამიტომაც დეპრესიას ცივილიზაციის დაავადებად მიიჩნევენ. არსებობს კიდეც გამოფიტვის დეპრესია, რაც უთუოდ დღევანდელ დაძაბულ, აჩქარებულ და მდუღარე ცხოვრებას უკავშირდება.

- რამდენად მიზანშეწონილია დეპრესიის მედიკამენტური მკურნალობა?

- რაც შეეხება დეპრესიის მკურნალობას, ენდოგენური დეპრესია, როგორც წესი, არ იკურნება მედიკამენტების გარეშე, რომლებსაც ფსიქიატრი ნიშნავს. ფარული და სომატოგენური დეპრესიები ასევე საჭიროებენ მედიკამენტურ ჩარევას, ხოლო ნერვული დეპრესია, რომელიც პიროვნების პრობლემაა, უფრო სულიერი და ფსიქოლოგიური საშუალებებით იკურნება. მართლმადიდებელი ადამიანისთვის - ეს არის ბრძოლა ვნებებთან, მოთმინება, მორჩილება, სიმშვიდე, სიყვარული. ამასთან ერთად აუცილებელი და სასარგებლოა სულიერი საუბრები, მცირედი დასვენება, ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, საკმარისი ძილი.

- ხშირად დეპრესიული ადამიანები პარაფსიქოლოგებს აკითხავენ...

- სასულიერო პირები აღნიშნავენ, რომ ხშირად ადამიანებს ტოტალიტარულ სექტებში, მჩხიბავებსა და ნათელმხილველებთან ურთიერთობის შემდეგ ემართებათ დეპრესია და ამის გამო მოდიან ეკლესიაში. პარაფსიქოლოგებს არ უნდა მივეახლოთ. ზოგი მათ "ბედის გასახსნელად" აკითხავს, ზოგიც - ავადმყოფობისგან განსაკურნებლად, მაგრამ, როგორც წესი, შედეგად დეპრესიას იღებენ. სწორედ ეს არის ბოროტის მანქანება.

- როგორ გავამხნეოთ დეპრესიაში მყოფი?

- დეპრესიით დაავადებულთა ნუგეში უფალია. თუ ისინი აგრესიულები არ არიან, უნდა მონაწილეობდნენ ეკლესიურ საიდუმლოებებში - აბარებდნენ აღსარებას, ეზიარებოდნენ. დილით უზმოზე სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს იღებდნენ, უტარდებოდეთ ზეთისცხება, დადიოდნენ სიწმინდეების მოსალოცად.

ღმერთმა დაგლოცოთ და განუგეშოთ!

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
28.03. 2018
ნინა
მამაოს რა კითხვაც დაუსვეს, იმის მიხედვუთ ძალიან სწირად და ნათლად გასცა პასუხი, აქ სხვა დეპრესიაზეა ლაპარაკი, საერთოდ ყოველი მეორე გაიძახის დეპრესია მაქვსო და ამ დროს საიდან როგორ რატომ, აი ამაზე გასცა პასუხი!!
09.12. 2017
მარიამი
ამას ჰქვია ავადმყოფზე წიხლის დაჭერა და უარეს დეპრესიაში ჩაგდება.
31.08. 2017
დავით ამირეჯიბი
მამაო, თუ გესმით რას წერთ, - 450 000 დევნილი გვაყვს! გადატანილი ომები, სიკვდილი, შეურაცხყოფა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური ტერორი, და თუ დეპრესიის წყარო ცოდვაა, მაშინ ეს ნამდვილად არაა გენოციდის მსხვერპლი ადამიანების ცოდვა!!! " დეპრესიული მდგომარეობა სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის ცოდვიანი ცხოვრების შედეგი - სულის ვნებებით შეპყრობა, სასოწარკვეთილება და ნაღველი. წმინდა მამების განმარტებით, ამ ყველაფრის საფუძველი ამპარტავნებაა - სამედიცინო დიაგნოზს სულიერი დიაგნოზიც ახლავს." -???
სხვა სიახლეები
26.02.2018
ზოგადად, მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა, ეს დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდია.
12.09.2013
ეკლესიის დამოკიდებულებას სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი კარგად გამოხატავს მაღალღირსი ბარსანოფი დიდის წერილი
29.08.2013
ხალხური მედიცინა
ცნობილი ექიმი, სამედიცინო ფსიქოლოგი და რელიგიათმცოდნე კ. როზინი ბიბლიურ ცოდნაზე დაყრდნობით ამბობდა:
04.08.2011
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ
04.08.2011
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევათ ადამიანებს ავადმყოფობა?
04.08.2011
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
04.08.2011
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცდუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან...
04.08.2011
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.
04.08.2011
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია.
04.08.2011
ვინც წმინდანთა ცხოვრებებში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ ბევრ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა განკურნებისა, ბრმათათვის თვალთა აღხილვისა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat