მართლმადიდებელი ექიმი
მართლმადიდებელი ექიმი
დაე, შემეწიოს უფალი ცხოვრებასა და საექიმო ხელოვნებაში
დღევანდელი ქართველები ბედნიერები ვართ, რადგან გვყავს ჭეშმარიტი მოძღვრები, რომლებიც, უფლისმიერი სიყვარულით სავსენი, ამ სიყვარულს უშურველად უნაწილებენ სამწყსოს. იმ ავბედით წლებში კი, რომლებმაც მრავალი სასულიერო პირი იმსხვერპლა, მოყვასზე ზრუნვის ტვირთი თითქოს თავს იდეს ექიმებმა. ამ დიდი მისიის შესრულებას ისინი პირნათლად შეუდგნენ, რასაც ძველი თაობის ექიმების კეთილშობილებაზე მოთხრობილი უამრავი ამბავიც გვიდასტურებს. გარკვეულწილად სწორედ მათი დამსახურება იყო, რომ ექიმობა საქართველოში განსაკუთრებულად საამაყო პროფესიად იქცა.

და მაინც, როგორია ღვთისგან მოწონებული მკურნალი - სწორედ ამის თაობაზე გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური კონსტანტინე გიორგაძე.

- წინა საუბრისას შევპირდი მკითხველს, რომ მე-14 საუკუნით დათარიღებულ მართლმადიდებელი ექიმის ფიცს შევთავაზებდი. ვისაც წაუკითხავს ჰიპოკრატეს ფიცი, ამ ორს შორის ბევრ მსგავსებას აღმოაჩენს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ექიმს სამედიცინო ცოდნის გარდა ზნეობაც მოეთხოვება.

მართლმადიდებელი ექიმის ფიცი
კურთხეულ არს ღმერთი, მამა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!

მე არ ვიცრუებ!

არ შევბღალავ საექიმო ხელოვნების სწავლებას!

არავის მივცემ, თუნდაც ამის მსურველს, მომაკვდინებელ ნაზავს და არც მისი გამოყენების გზას ვუჩვენებ. ასევე არც ქალებს მივცემ გარეგანი თუ შინაგანი ზემოქმედების სააბორტო საშუალებას.

უპრეტენზიოდ და შეთანხმების გარეშე ვასწავლი სამკურნალო ხელოვნებას მათ, ვინც ამას საჭიროებს.

ჩემი შესაძლებლობებისა და აზროვნების შესაბამისად მკურნალობის ყველა მეთოდს გამოვიყენებ ტანჯვაში მყოფთა დასახმარებლად.

წმინდად და სუფთად შევინარჩუნებ ჩემს ცხოვრებასა და ხელოვნებას.

რომელ სახლშიც არ უნდა შევიდე, მხოლოდ ავადმყოფთა დასახმარებლად შევალ. თავს შევიკავებ ყოველგვარი გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი უსამართლობისაგან - იმისგან, რასაც სიკვდილამდე და ტანჯვამდე მიჰყავს ადამიანი; ასევე დამოკიდებულ თუ თავისუფალ ადამიანებთან, მამაკაცთან თუ ქალთან სასირცხვილო კავშირისაგან.

რაც არ უნდა დავინახო ან გავიგონო მკურნალობის დროს (ასევე მის გარეშე ყოფით გარემოში), არ გავამხელ, რისი თქმაც არ შეიძლება, მას წმინდა საიდუმლოდ ჩავთვლი.

და თუ მე დავიცავ და არ დავარღვევ ამ ფიცს, დაე, შემეწიოს უფალი ცხოვრებასა და საექიმო ხელოვნებაში, მომანიჭოს ადამიანთა სამარადისო პატივისცემა. ხოლო თუ დავარღვევ მას, მომაკლოს უფალმა ეს ყოველივე!

- მამაო, ამ ფიციდან მართლაც კარგად ჩანს, რომ ექიმობა გარკვეული მორალია. გარდა ამისა, ექიმად დახელოვნება უდიდეს შრომას მოითხოვს. ვინ არის მოწოდებული ექიმობისთვის, ვინ უნდა აირჩიოს საექიმო გზა?

- ექიმი ღვთისგან დადგენილი და გამორჩეულია, ისევე, როგორც მღვდელი. ბევრი ამთავრებს სამედიცინო ინსტიტუტს, მაგრამ შემდეგ იცვლის პროფესიას, რადგან არ არის ამისთვის მოწოდებული. ექიმობა არ არის მხოლოდ თეთრი ხალათი და გულზე დაკიდებული ფონენდოსკოპი, არც მხოლოდ შემოსავლის წყაროა; იგი ძალზე რთული პროფესიაა, ძალზე მძიმე ჯვარია. თუ ადამიანს ექიმობა სურს, მზად უნდა იყოს თავდადებისთვის - სტუდენტობისას მორიგეობები, უძილო ღამეები, თავდაუზოგავი მეცადინეობა, შემდეგ უკვე ღამისთევები ავადმყოფის სასთუმალთან... ექიმი, ფაქტობრივად, საკუთარ ჯანმრთელობას წირავს სხვის დასახმარებლად.

შრომასა და თავდადებას სხვა პროფესიებიც მოითხოვს, მაგრამ ვინც ექიმობას ირჩევს, უნდა იცოდეს, რომ აქ მთავარია პრინციპი - ვინც დადოს სული თვისი მოყვასისათვის, მან მოიპოვოს იგი. თუ სტუდენტი ამას არ გაიაზრებს, სჯობს, მედიცინის შესწავლას ხელი არ მოჰკიდოს.

- თავდადების გარდა ექიმს მეტი პასუხისმგებლობაც ეკისრება...

- რა თქმა უნდა, ექიმს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან ადამიანებს ემსახურება. ხშირად აღგვინიშნავს სასულიერო პირებს, რომ ექიმებსა და ჩვენ შორის მჭიდრო კავშირი უნდა იყოს. ძველად მღვდელი იყო ექიმიცა და მასწავლებელიც, მაგრამ დღეს, როცა მედიცინა დამოუკიდებელი დარგი გახდა და ასე წარმატებულია, სჯობს, მღვდელმა და ექიმმა ითანამშრომლონ. ამ შემთხვევაში ექიმი გარკვეულწილად მოიხსნის პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე.

ექიმს პასუხი მოეთხოვება, თუ მან არაკეთილსინდისიერად ისწავლა ანუ უცოდინარია. ჰიპოკრატეს ფიცში პირდაპირ არის ნათქვამი - თუ მკურნალობა არ შეგიძლია, არ ავნო, არ დააზიანო მაინცო. პასუხს აგებს ის ექიმიც, რომელიც, შესაძლოა განსწავლულია, მაგრამ სიზარმაცისა და დაუდევრობის გამო ავნებს პაციენტს, ანდა გასამრჯელოს გარეშე არავის მკურნალობს.

ხოლო თუ ექიმი ავადმყოფის განსაკურნად საკუთარ შესაძლებლობებს სრულად იყენებს, ცხადია, მართალია ღვთის წინაშე.

ექიმი მხოლოდ ხორციელ კურნებას ეწევა, სულიერის განკურნება მას არ შეუძლია. ამიტომ, თუ ექიმი-რეანიმატოლოგი მომაკვდავ ავადმყოფთან მოძღვარს არ მიიწვევს, ეს ცოდვად შეერაცხება. მით უმეტეს, დღეს, როცა მღვდლის საავადმყოფოში შესვლას აღარავინ ზღუდავს. ამგვარად, ექიმს ღვთის წინაშე ეკისრება პასუხისმგებლობა, სნეულთან მანამდე მოიწვიოს სასულიერო პირი, ვიდრე იგი ტერმინალურ მდგომარეობამდე მივა.

- როცა ექიმებს არ ულხინთ, ხელფასი კი ვერ უკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნილებებს, შეუძლიათ თუ არა, ავადმყოფისგან დამატებითი საზღაური აიღონ?

- ექიმმა თანხა არავის უნდა გამოსძალოს; მაგრამ თუ რაიმეს სჩუქნიან, საჩუქარი მადლიერებით უნდა აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ამპარტავნებასა და ხიბლში ჩავარდეს, იფიქროს, რომ უვერცხლო მკურნალია. არც ჰიპოკრატეს ფიცშია მითითებული, ექიმი ალტრუისტი იყოსო. მასაც ხომ ჰყავს ოჯახი, აქვს ცხოვრებისეული მოთხოვნილებები. მაგრამ თუ უქონელს არ შეეწევა, ეს უკვე მიუტევებელი ცოდვაა - ექიმი ნებისმიერ პაციენტს უნდა დაეხმაროს, განურჩევლად კანის ფერისა, სქესისა თუ მრწამსისა.

- რა უნდა იყოს ექიმისთვის მთავარი?

- ექიმისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს ავადმყოფი და თავის უარყოფა. შესაძლოა, თავადაც სნეული იყოს, მაგრამ მაინც თავდადებით უნდა მიხედოს სხვას. თუმცა, რა თქმა უნდა, თავსაც უნდა გაუფრთხილდეს.

ცხადია, ექიმს უნდა ჰქონდეს ხელფასი. მაგრამ თუ კაპიკებს უხდიან, ის კი თავის საქმეს უფლის სიყვარულითა და მისი სახელით აკეთებს - სასუფევლის კარი გაეღება.

- ევალება თუ არა ექიმს, ილოცოს თავისი პაციენტისთვის? ვიცნობ ექიმებს, რომლებიც თავიანთ პირად ლოცვებში ყოველთვის იხსენიებენ პაციენტებს...

- ღმერთმა დალოცოს ისინი! ეს დიდებული საქმეა. თუ ექიმი არა მხოლოდ ხორციელად მკურნალობს, არამედ ლოცვითაც შეეწევა პაციენტს - გაათმაგებულ მადლს იღებს. თუმცა, მძიმე შემთხვევების დროს, როგორც აღვნიშნე, მან მღვდელი უნდა მოიწვიოს, რომელიც შესაბამის ლოცვებსა თუ მსახურებას აღასრულებს.

უმჯობესია, ნებისმიერმა ექიმმა, სანამ პროფესიულ საქმეს შეუდგებოდეს, პირჯვარი გადაიწეროს, უფალს სთხოვოს შემწეობა პაციენტის განკურნებაში და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. საკუთარ მაგალითს მოგიყვანთ: ჩემს მასწავლებლებს, შესანიშნავ ექიმებს, რამდენჯერმე გარდაცვლიათ ავადმყოფი საოპერაციოში. ადამიანის საოპერაციო მაგიდაზე გარდაცვალება კი საგანგებო მდგომარეობაა, იგი განხილვას ექვემდებარება, ისჯება, თუ ექიმი შესაბამის ჩანაწერს არ გააკეთებს. მე კი, ახალბედა ექიმს, რომელმაც მათი მეასედიც არ ვიცოდი, ავადმყოფი არც ერთხელ არ მომკვდომია. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ოპერაციაზე შესვლამდე ყოველთვის ვთხოვდი შეწევნას ხატს, რომელიც საორდინატოროში მქონდა. დიდება უფალს! მისი მეოხების გარეშე ხომ არაფერი ძალგვიძს - ჩვენი თითოეული ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა მასზეა დამოკიდებული, ჩვენი თმის თითოეული ღერი, თითოეული ნაბიჯი დათვლილია... ასეთია ბრძენი ექიმის პოზიცია.

- ხშირად პაციენტის გარდაცვალებაში მისი ახლობლები ექიმს სდებენ ბრალს. როგორ უნდა მოიქცეს იგი ასეთ შემთხვევაში?

- თუ დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ - ექიმები უფრო მეტად ლმობიერნი და ყურადღებიანნი რომ იყვნენ, ჭირისუფალს მსგავსი ეჭვი არ გაუჩნდება, თუნდაც ექიმი მართლაც დამნაშავე იყოს.

ექიმსა და პაციენტს შორის ისეთივე მეგობრული დამოკიდებულება და ნდობა უნდა იყოს, როგორიც აღმსარებელსა და მღვდელს შორის. ამასთან, თუ ექიმი ინტელექტითაც გამოირჩევა, ხასიათიც კარგი აქვს - იღიმება, ავადმყოფებს თბილად ექცევა, ამხნევებს, - პაციენტის განკურნების შესაძლებლობა უფრო მეტია, რადგანაც იგი მას ფსიქოლოგიურადაც ეხმარება.

- მკურნალი ექიმის არჩევისას რას უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება - მის პროფესიონალიზმს თუ ეკლესიურობას?

- როდესაც ადამიანი ხორციელ სამკურნალოში მიდის, უეჭველად პროფსიონალიზმს უნდა მიაქციოს ყურადღება, სულიერებაზე კი თავად იზრუნოს. აუცილებელია, ექიმს კარგად შეეძლოს ხორციელი დახმარება. და თუ ასეთი ექიმი მორწმუნეცაა და სასოებას უფალზე ამყარებს - ეს იდეალური შემთხვევა იქნება.

დაბოლოს, მინდა მივმართო ჩემს კოლეგა ექიმებს: ჩვენ ისეთ დროს მოგვიწია სამედიცინო ასპარეზზე გამოსვლა, როცა ეკლესიასთან ნებისმიერი კავშირი იკრძლებოდა და განკურნების ყველა შემთხვევას, თუნდაც კაცთა თვალთახედვით დაუჯერებელი ყოფილიყო, მხოლოდ ექიმის კვალიფიკაციას მიაწერდნენ. დღეს კი ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ნებისმიერი, თუნდაც მცირე წარმატება ღვთის დიდი შემწეობის შედეგია.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
12.08. 2016
ფიცი
სჯობდა, ფიცის ტექსტის ორიგინალი დაბეჭდილიყი.
სხვა სიახლეები
26.02.2018
ზოგადად, მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა, ეს დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდია.
12.09.2013
ეკლესიის დამოკიდებულებას სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი კარგად გამოხატავს მაღალღირსი ბარსანოფი დიდის წერილი
29.08.2013
ხალხური მედიცინა
ცნობილი ექიმი, სამედიცინო ფსიქოლოგი და რელიგიათმცოდნე კ. როზინი ბიბლიურ ცოდნაზე დაყრდნობით ამბობდა:
04.08.2011
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ
04.08.2011
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევათ ადამიანებს ავადმყოფობა?
04.08.2011
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
04.08.2011
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცდუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან...
04.08.2011
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.
04.08.2011
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია.
04.08.2011
ვინც წმინდანთა ცხოვრებებში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ ბევრ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა განკურნებისა, ბრმათათვის თვალთა აღხილვისა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat