"ჩუმი ყვირილი"
"ჩუმი ყვირილი"
მაღალღირსი მიტროპოლიტი ნიკოპოლისა და პრევეზისა მელეტი (კალამარასი) 1933 წელს ალაგონიაში (კალამატა) დაიბადა. ბერდიაკონია 1954 წლიდან. 1957 წელს დაამთავრა ათენის უნივერსიტეტი ღვთისმეტყველი-ფილოსოფოსის სპეციალობით. მღვდლად ხელი დაასხეს 1959 წელს. იყო მქადაგებელი მესინის მიტროპოლში, წმინდა სინოდის მდივანი ეკლესიათაშორის ურთიერთობებში. 1980 წლიდან ნიკოპოლის მიტროპოლიტია.

გთავაზობთ 1986 წელს საშობაოდ წმინდა სინოდის სხდომაზე მის მიერ წარმოთქმული მოხსენების ნაწილს.

***
რას გვეუბნება მედიცინა? მართლა არ არის ემბრიონი განსულიერებული და არა აქვს თავისი, საკუთარი, ავტონომიური ცხოვრება? თუ ის მხოლოდ სხეულის ნაწილია, მაშინ, ბუნებრივია, დედას უფლება აქვს, მოექცეს ამ ნაწილს ისე, როგორც უნდა. ანდა იქნებ ეს სრულიად დამოუკიდებელი ინდივიდია, სრულიად დამოუკიდებელი ცხოვრებით, რომელსაც ისეთივე ურთიერთობა აქვს დედის სხეულთან და იკვებება მისით, როგორც ჩვენ ვართ დამოკიდებულნი ჩვენს ირგვლივ არსებული სამყაროს მიერ მოწოდებულ საზრდოზე?

როდის იწყებს ემბრიონი სიცოცხლეს?
"ემბრიონი, სანამ არ დაიბადება, დედის სხეულის ნაწილია", - ამბობენ აბორტის მომხრეები. ისინი არ აღიარებენ, რომ ჩანასახს აქვს ავტონომიური ცხოვრება და, ამის კვალობაზე, უფლება, იყოს დაცული. თუ დღენაკლულ, 5-7 თვის ახალშობილს სათანადო პირობებს შევუქმნით, შესაძლოა, იცოცხლოს. რაგვარი ლოგიკა დაედება საფუძვლად იმის მტკიცებას, რომ ემბრიონი დედის მუცელში ხორცის ნაჭერია, მის გარეთ კი ცოცხალი არსება?

როგორც ქალის სხეულში მცხოვრები პარაზიტები და მიკრობები არ არიან მისი სხეულის ნაწილნი, არამედ მხოლოდ ცხოვრობენ და საზრდოს იღებენ მისგან, ასევეა ემბრიონიც. ამ საკითხზე ყოველგვარი ეჭვი განაქარვა სინჯარაში პირველი ბავშვის შექმნამ. ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ ემბრიონში სიცოცხლე ჩასახვიდან 12 კვირის შემდეგ იწყება. ამ თვალსაზრისმა ის ნაყოფი გამოიღო, რომ აშშ-ში აბორტთა უმრავლესობა (91%) 12 კვირის დასრულებამდე კეთდებოდა... კაცის ცნობიერებას უჭირს აღიაროს, რომ ჩანასახი დედის მუცელში მხოლოდ ხორცის ნაგლეჯია, რომლის მოშორებაც ნებისმიერ ქალს სურვილისამებრ შეუძლია.

აბორტი მხოლოდ იმ ხალხს როდი ეხება, ვინც მას აკეთებს; ეს ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი ცნობიერების საკითხია, ცნობიერება კი ვერ ითმენს უპასუხისმგებლო ქმედებებს.

მრავალი მეცნიერი დაფიქრდა პრობლემის ეთიკურ მხარეზე და სერიოზული სამეცნიერო გამოკვლევების შემდეგ მიხვდა, თუ რას სჩადიოდა. აბორტის მრავალი მომხრე მის მოწინააღმდეგედ იქცა. ასეთ მეცნიერთაგანია ამერიკელი მეან-გინეკოლოგი, აბორტის სპეციალური კლინიკის დირექტორი ბერნარდ ნათანსონი. მისმა კლინიკამ ორი წლის განმავლობაში 60 000 აბორტი გააკეთა, მაგრამ მერე დაფიქრდა თავისი საქციელის სამართლიანობაზე და ულტრაბგერითი, ემბრიონის გულის ელექტრონული გამოკვლევით, ემბრიოსკოპიით, რადიობიოლოგიით და სხვა საშუალებებით შეისწავლა, თუ როდის იწყებს ემბრიონი სიცოცხლეს. ნათანსონმა განაცხადა: "დღეს მხოლოდ რწმენის საქმე არ არის იმის თქმა, რომ ემბრიონი უკვე ფორმირებული ადამიანური არსებაა". თავისი დასკვნების დასამტკიცებლად მან ულტრაბგერითი კინოგადაღებით ფირზე ასახა თორმეტი კვირის ნაყოფის აბორტი. ამ ფილმს "ჩუმი ყვირილი" ჰქვია და გვიმტკიცებს, რომ: "ნაყოფი გრძნობს საფრთხეს, რომელიც მას აბორტის გასაკეთებელი ინსტრუმენტისგან ემუქრება. გრძნობს ამას და იმით გამოხატავს, რომ მოძრაობს სწრაფად, შეშფოთებული, მისი გულისცემა წუთში 140-200-მდე იმატებს, ფართოდ აღებს პირს, როგორც ყვირილისას... ჩუმი ყვირილისას".

ეს ფილმი ისეთი შემაძრწუნებელია, რომ ერთმა ექიმმა, რომელსაც 10 000 აბორტი ჰქონდა გაკეთებული, მისი ნახვის შემდეგ აბორტების კეთება შეწყვიტა. ერთმა ფემინისტმა რადიკალურად შეიცვალა შეხედულებები. სად არის შუასაუკუნეობრივი სიბნელე, სად არის მისი წარმომადგენელი? ყოველ შემთხვევაში, არა ეკლესიაში.

მეცნიერება წინ მიდის. ექიმ ნათანსონის დასკვნები დღეს უკვე მოძველდა. თანამედროვე ბირთვული მედიცინა დიდი ნახტომით განვითარდა. აი, რას გვეუბნება თანამედროვე ტექნიკის მეშვეობით ჩატარებული სამეცნიერო გამოკვლევები:

* ჩასახვის მეთვრამეტე დღიდან იგრძნობა ჩანასახის გულისცემა და მოქმედებაში მოდის მისი საკუთარი, სრულიად განსაკუთრებული სისხლის მიმოქცევის სისტემა.

* მეშვიდე კვირას (50-ე დღეს) აღინუსხება ჯერ დაუბადებელი ბავშვის ტვინის იმპულსები, ეს კი მეცნიერებაში საფუძველია იმის დადგენისა, ადამიანი ცოცხალია თუ მკვდარი. პატარა ადამიანს ჩამოყალიბებული აქვს შინაგანი და გარეგანი ორგანოები - თვალები, ცხვირი, ტუჩები, ენა.

* მეათე კვირის (70-ე დღე) ბავშვი ფლობს ყველა იმ მახასიათებელ ნიშანს, რაც აქვს დაბადების შემდგომ ცხრა თვის ბავშვს.

* მეთორმეტე კვირის (მე-3 თვე, 92-ე დღე) ნაყოფს სავსებით ფორმირებული აქვს ყველა ორგანო, თითის ანაბეჭდებიც კი, მხოლოდ უნდა გაიზარდოს. სამი თვის ნაყოფი იმ დონეზეა განვითარებული, რომ აბრუნებს თავს, მოძრაობს, მუშტს კრავს, მიმიკას იცვლის, პოულობს პირს და თითს წოვს.

მეანი ცოლ-ქმრის ვილკეების გამოკვლევები (ილუსტრირებულია 30 ფერადი სლაიდით) წმინდა სამედიცინო არგუმენტებით ამტკიცებს, რომ აბორტი გამიზნული მკვლელობაა. მეცნიერული თვალსაზრისით შეუძლებელია დავასაბუთოთ არსებობა იმ "ჯადოსნური წუთისა", სადამდეც ჩანასახი ხორცის ნაგლეჯია, მერე კი ადამიანი.

მეტად საინტერესოა ექიმ პაულ როკუოლის (ნიუ-იორკი, აშშ) მიერ ჩატარებული 8 კვირის ჩანასახის აბორტის აღწერა: "თოთხმეტი წლის წინათ ავადმყოფს საშვილოსნოსგარე ორსულობისას გამოვუწერე საანესთეზიო საშუალება. ჩანასახი ორი თვის იყო. ავიღე ხელში მომყოლი და დავინახე ყველაზე პატარა ადამიანი, რომელსაც კაცი ოდესმე შეხებია: ბუშტის სითხეში სწრაფად დაცურავდა მამრობითი სქესის ადამიანის მიკროსკოპული, 1,5 დუიმის (3,8სმ) სიგრძის სხეული. ეს ნამცეცა ადამიანი გრძელი, კონუსისებრი თითებით სავსებით იყო ჩამოყალიბებული, ტყავი თითქმის გამჭვირვალე ჰქონდა, თითის წვერებზე ჩანდა წვრილი არტერიები და ვენები. პატარა ძალზე აქტიური იყო - წამში ერთ წრეს უვლიდა. როცა პლაცენტა (მომყოლი) გასკდა, კაცუნაც გამოესალმა სიცოცხლეს... მომეჩვენა, რომ ჩემს წინ გარდაცვლილი ზრდასრული ადამიანი იწვა".

ცნობილი ფრანგი პროფესორი, პარიზის უნივერსიტეტის უჯრედოვანი გენეტიკის სპეციალისტი იერონიმ ლეჟანი წერს: "ადამიანის არსებობა მისი ჩასახვის მომენტიდანვე იწყება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასაკის ჩანასახის გამიზნული მოსპობა ადამიანის მკვლელობის ფარდია". იმავე პროფესორმა 1973 წელს განაცხადა: ადამიანური არსების სიცოცხლის დასაწყისი ემთხვევა მისი ჩასახვის მომენტს. ეს არსება ამ მომენტიდან სრულყოფილია და უნიკალური!.. ეს მიკროსკოპული ემბრიონი თავისი სიცოცხლის მეექვსე-მეშვიდე დღეს 1,5 მმ სიგრძისაა და უკვე შეუძლია ზრუნვა თავის თავზე, თავის ბედზე. მისი ჩასახვა უწყვეტს დედას თვიურ ციკლს და ამ სახით აიძულებს, ჩანასახი დაიცვას.

განა შეიძლება დავეჭვდეთ, რომ ჩანასახს აქვს თავისი ავტონომიური ცხოვრება, რომ ის დამოუკიდებელი, თვითმყოფადი, ჩამოყალიბებული ადამიანური არსებაა? და კვლავ ვკითხულობთ: სად არის პროგრესი? ვინ არის ბნელეთის მოციქული? ყოველ შემთხვევაში, არა ეკლესია.

უცხოელ კოლეგებს არც ბერძენი ექიმები ჩამორჩნენ.

ექიმი-გინეკოლოგი დოქტორი დ. პაპაევანგელუ წერს: "დღეს ფილოსოფიური და თეორიული გაგებიდან განყენებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი ჩასახვის მომენტიდან იწყებს არსებობას. ადამიანური არსების ცხოვრება არ იწყება მისი ორგანოების სრული ჩამოყალიბების შემდეგ (8-12 კვირა), როგორც ადრე ფიქრობდნენ. ჩანასახი არ არის ქალის სხეულის ნაწილი ან დანამატი.

პროფესორი აბრამადისი ამბობს: ჩანასახი არ არის ორსულის სხეულის ნაწილი. აქედან გამომდინარე, ქალს უფლება არ აქვს, მარტომ გადაწყვიტოს მისი ბედი, ისევე, როგორც ძალუძს, საკუთარი სურვილით მოიშოროს აპენდიქსი ანდა ნუშურა ჯირკვალი.

ბერძენ ექიმთა საბჭომ 1985 წელს, ყრილობაზე, შეცვალა თავისი წინანდელი გადაწყვეტილება და აღიარა, რომ "ადამიანის სიცოცხლის დასაწყისი თანხვდება განაყოფიერების მომენტს". ანალოგიური შეხედულება აქვს ამ საკითხზე ათენის სამედიცინო საბჭოს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აბორტი - ეს ფეხმძიმობის უსაფრთხო ხელოვნური შეწყვეტა კი არ არის, არამედ დამოუკიდებელი ადამიანური არსების სიცოცხლის შეწყვეტა და, აქედან გამომდინარე, მკვლელობაა. ცნობილი პროფესორი ნ. ლუროსი აბორტს განზრახ მკვლელობას უწოდებდა.

და კვლავ ვკითხულობთ: რაში გამოიხატება ბნელეთის მოციქულობა? ვინ არის მისი წარმომადგენელი? ყოველ შემთხვევაში, არა ეკლესია.

ემბრიონის სიცოცხლის ფასი
ადამიანის სიცოცხლის ფასი არ არის დამოკიდებული ვინმეს შეხედულებებზე, რა "მოწინავეც" არ უნდა იყოს ისინი.

ზოგადსაკაცობრიო შეგნება სიცოცხლეს უმაღლეს სიკეთედ იღებს.

ვის შეუძლია განსაზღვროს ჩანასახის სიცოცხლის ფასი? რა თქმა უნდა, არა ეგრეთ წოდებულ მოწინავე ადამიანებს, არამედ ზოგადსაკაცობრიო შეგნებას და საერთაშორისო სამართალს.

სოციოლოგი, პროფესორი კავადიასი წერს: "ერთხელ ნაცნობმა ქალმა მკითხა: "ვის რა უფლება აქვს, სხვის ცხოვრებაში ჩაერიოს და უთხრას, გაიკეთე აბორტი ან ნუ გაიკეთებო?" მე კი ამგვარად ვუპასუხე: "თუ რომელიმე კაცი ნარკომანი, ლოთი ან აზარტული მოთამაშეა, სახელმწიფოს უფლება აქვს, აუკრძალოს ამგვარი სურვილების დაკმაყოფილება. ეს სურვილები მხოლოდ მისი პირადი საქმეა და ყოველგვარი სახელმწიფოებრივი ჩარევა პიროვნების შეურაცხყოფაა, აქედან გამომდინარე, ეს მისი პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა იქნება.

თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია საკუთარი მოქმედების შედეგებზე. შეგახსენებთ დოსტოევსკის ფრაზას: "ვინც ჯვარს აცვამს ერთ ადამიანს დედამიწაზე, ეს ნიშნავს, რომ ის მთელ კაცობრიობას აცვამს ჯვარს". აქედან ვასკვნით: საზოგადოებას არათუ უფლება აქვს, არამედ მოვალეცაა, ჩაერიოს და დაეხმაროს ადამიანს, დაიცვას იგი".
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
26.02.2018
ზოგადად, მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა, ეს დიდი სულიერი ცვლილებების პერიოდია.
12.09.2013
ეკლესიის დამოკიდებულებას სამკურნალო საქმის მნიშვნელობისადმი კარგად გამოხატავს მაღალღირსი ბარსანოფი დიდის წერილი
29.08.2013
ხალხური მედიცინა
ცნობილი ექიმი, სამედიცინო ფსიქოლოგი და რელიგიათმცოდნე კ. როზინი ბიბლიურ ცოდნაზე დაყრდნობით ამბობდა:
04.08.2011
თუ ვინმეს ტკივილებსა და უძლურებაში ვიხილავთ, ცბიერებით კი არ დავიწყოთ ავადმყოფობის მიზეზების რკვევა, არამედ უბრალო და უანგარო სიყვარულით მივიღოთ და შევეცადოთ, როგორც საკუთარ თავს, ისე ვუმკურნალოთ
04.08.2011
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი გიორგი სხირტლაძე:

- მამაო, რატომ ეძლევათ ადამიანებს ავადმყოფობა?
04.08.2011
იმკურნალე, რადგან ღმერთმა შექმნა ექიმიც და წამალიც
ჩვენს ქვეყანაში მედიცინისა და რელიგიის, მართლმადიდებლობის ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს.
04.08.2011
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. განაგდე ცდუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისაგან...
04.08.2011
მოციქულის სწავლებით (რომ. 5,12), ამქვეყნად ცოდვა ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა, ხოლო ცოდვის გზით, როგორც მისგან გამომდინარე ბუნებრივი შედეგი - შემოვიდა სიკვდილიც, სხვადასხვა სნეულებასთან ერთად, რომლებიც წინ უძღვიან მას.
04.08.2011
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი, რომელიც პროფესიით ექიმი გახლდათ, მკურნალთ მოუწოდებს, მიემსგავსონ მუსიკალურ სიმს, რომელსაც თავისით ხმის გამოღება არ შეუძლია.
04.08.2011
ვინც წმინდანთა ცხოვრებებში ეძებს სულიერ საზრდოს, კარგად იცის, რომ ბევრ მათგანს სიცოცხლეშივე მიეცა ღვთისგან ხელმწიფება ეშმაკთა განსხმისა, სნეულთა განკურნებისა, ბრმათათვის თვალთა აღხილვისა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat