ისინი ხომ ნებაყოფლობით განერიდნენ წუთისოფლის ამაოებას
ისინი ხომ ნებაყოფლობით განერიდნენ წუთისოფლის ამაოებას
ლოცვით და მარხვით ხორც-უძლურქმნილი
ჰგვანდა წმინდანსა იგი წამებულს,
მრავალგზით ტანჯულს და ტანჯვათ ზედა
ძლევით მოსილსა და განდიდებულს.
ილია ჭავჭავაძე "განდეგილი"

ცხოვრების ასკეტური ფორმა ოდითგანვე იყო მიღებული სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და სარწმუნოების საზოგადოებებში. ელინისტურ სამყაროში სტოიკოსები აპათიას (უგრძნობლობას) ქადაგებდნენ, ეპიკურელები - ატარაქსიას (აღუშფოთებლობას); ბუდისტურ საზოგადოებაში ასამსკრატას (უცვლელობას) და ნირვანას (გაქრობას) მიელტვოდნენ. თითოეული ამ მიმდინარეობის სახელწოდება უარყოფის აღმნიშვნელ პრეფიქსს შეიცავს, რაც თვალნათლივ მიგვანიშნებს მათ არსზე: ისინი ამქვეყნიურ სიამოვნებებზე უარის თქმას, უკიდურეს თავშეკავებას, სხეულის დათრგუნვას ქადაგებდნენ და სრულყოფის გზად მიიჩნევდა. მაგრამ სინამდვილეში ყველა ეს მოძღვრება ზნეობრივი იდეალისკენ მისწრაფების მცდელობა უფრო იყო. მხოლოდ ქრისტიანობამ ჩადო განდეგილობაში სულიერი ცხოვრების სრულყოფის საზრისი, სარწმუნოებრივი შინაარსითა და სულის ხსნის იდეით აავსო იგი.

განდეგილური ცხოვრების წესი ქრისტიანულ სამყაროში იმთავითვე დამკვიდრდა. იორდანეს ტალღებში მონათლული მაცხოვარიც ხომ უდაბნოში განმარტოვდა. განდეგილობა თავდაპირველად აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, რადგან პირველ საუკუნეებში ქრისტიანები სასტიკ დევნასა და შევიწროებას განიცდიდნენ. ზოგი იძულებული ხდებოდა, თავის გადასარჩენად საცხოვრებელი ადგილი მიეტოვებინა და თავი დაუსახლებელი უდაბნოებისათვის შეეფარებინა. მადლმოსილი რწმენით აღვსილნი, ისინი თავიანთ იძულებით გაქცევას ნებაყოფლობით გმირობად აქცევდნენ. მაგრამ ეს მხოლოდ კერძო შემთხვევები იყო. წმინდა ათანასეს თქმით, "მონაზონი ჯერ არ იცნობდა დიად უდაბნოს". განდეგილობამ ფართოდ გავრცელება IV საუკუნიდან, იმპერატორ კონსტანტინეს დროიდან, დაიწყო, როცა რომი ქრისტიანული სახელმწიფო გახდა და მორწმუნეთა დევნა შეწყდა. უდაბნოში მორწმუნეთა მასობრივ წასვლას სწორედ გაქრისტიანებულ იმპერიაში დაედო დასაბამი. ეს არ იყო გაქცევა ყოფითი სირთულეებისაგან - უდაბნოში ცხოვრება ხომ გაცილებით უფრო ძნელია; რწმენით გამორჩეულნი გაჭირვებას კი არ გაურბოდნენ, არამედ კეთილდღეობას. მართლაც, წმინდა მამათა მკაცრი შეგონებით, "კეთილდღეობა უფრო მეტ საფრთხეს უქადის სულს, ვიდრე სიდუხჭირე".

განდეგილურ ყოფაში იმთავითვე ჩამოყალიბდა ორი ფორმა: კოლექტიური (კინოვია) და განმარტოებული (ანაქორია). ისინი ცხოვრების სხვადასხვა წესს ეფუძნებოდა. კინოვია განდეგილი ბერების კარგად ორგანიზებული თანაცხოვრება იყო, ხოლო ანაქორია ხსნის ინდივიდუალურ გზას წარმოადგენდა. ასკეტური განდეგილობა მხოლოდ ამქვეყნიური სიკეთისაგან თავის შეკავებას არ ნიშნავდა. იგი, უპირველეს ყოვლისა, საერო ცხოვრებიდან წასვლა, მასზე საბოლოოდ უარის თქმა იყო. ის, ვინც გამუდმებით საუბრობს ღმერთთან, ვერ გრძნობს მარტოობას. ამქვეყნიური ამაოებისთვის ზურგის შექცევით იგი სმენას იხშობს ცივილიზაციის ხმაურისგან, რათა ხელი არ შეეშალოს მის ცხოვრებაში მთავარ დიალოგს - დიალოგს ღმერთთან. "თუ ადამიანი ვერ გრძნობს, რომ ქვეყნად არსებობენ მხოლოდ ის და უფალი, იგი ვერ პოვებს სიმშვიდეს", - ამბობდა ამბა ალონიუსი. განდეგილობა მხოლოდ მას ძალუძს, ვინც ამაში უფლის ნებას ხედავს და არა საკუთარი სურვილის გამოხატვის თავდაჯერებულ მცდელობას, ვისაც ღვთისგან აქვს ნაბოძები რწმენის, მორჩილებისა და სულიერი სიწმინდის ძალა.

ანაქორეტთა დასახლებები პირველად ეგვიპტის უდაბნოებში გაჩნდა. აქ მომთაბარეთა კარვების მსგავს სადგომებში ლოცვითა და მარხვით ატარებდნენ განმარტოებულ ცხოვრებას პირველი განდეგილები. ზოგი ლერწმისგან დაწნულ კალათებსა და თოკებს ქალაქებში ყიდიდა, შრომის საფასურით კი იძენდა იმ მცირედს, რაც არსებობისათვის სჭირდებოდა. განდეგილები ყოველნაირად ცდილობდნენ, ხელი არ შეეშალათ ერთმანეთის განმარტოებისთვის, წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე იკრიბებოდნენ ერთად. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ათწლეულების განმავლობაში ადამიანის სახე არ ეხილათ.

მკაცრ უდაბნოში დასახლებულთა ცხოვრების ამბავი სწრაფად ვრცელდებოდა. ბევრ მორწმუნეს უჩნდებოდა სურვილი, თავადაც ეტვირთა განდეგილის მძიმე ღვაწლი. ეგვიპტის უდაბნოებში საცხოვრებლად აზიისა და დასავლეთის ქვეყნებიდან ჩადიოდნენ მორწმუნენი. თანდათან მატულობდა უფლისათვის სიცოცხლის მიძღვნის მსურველთა რიცხვი. თავდაპირველად განდეგილები გაურბოდნენ ახალმოსულებს და უფრო და უფრო ღრმად შედიოდნენ უდაბნოში, მაგრამ საბოლოოდ გამოუცდელებს უარს ვერ ეუბნებოდნენ დახმარებაზე და მათთან ერთად ცხოვრებას თანხმდებოდნენ ("იგია ჭეშმარიტი მონაზონი, ვინც მოყვასის ხსნას ისევე უყურებს, როგორც საკუთარს", - ამ დევიზმა მოაღწია იმ საუკუნეებიდან). ასე იქმნებოდა პირველი კინოვიები, განდეგილ ბერთა კოლექტიური დასახლებები. ბევრი ახალმოსული უარს ამბობდა საკუთარი ნებით ცხოვრების მოწყობაზე და სულიერ მოძღვარს სრულ მორჩილებას უცხადებდა. ისინი აღსარებას ყოველდღე ეუბნებოდნენ მასწავლებელს და მის დავალებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ. დროთა განმავლობაში ახალი განდეგილი თავად ხდებოდა სხვა ახალმოსულის მოძღვარი, მაგრამ დამოკიდებულება საკუთარ მასწავლებელთან ისეთივე რჩებოდა. განდეგილურ ყოფაში ყალიბდებოდა რელიგიური ცხოვრების ასკეტური იდეალი, რომელიც შემდგომში მონაზვნური ცხოვრების უმაღლეს ფორმად იქცა.

განდეგილობა თანდათან მთელ ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა. განსაკუთრებით ფართოდ მოიკიდა მან ფეხი წინა აზიაში. პალესტინელი განდეგილები უპირატესობას განმარტოებულ ყოფას ანიჭებდნენ და ცხოვრების უფრო და უფრო მკაცრ წესებს ამკვიდრებდნენ. სწორედ სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება. VII საუკუნის დასასრულს განდეგილთა რიცხვი უკვე მრავალ ათასს აღწევდა. ამიტომ 680 წელს, VI მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებითა და ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე პოგონატის დასტურით, სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტულ განდეგილ ბერებს საცხოვრებლად და სამოღვაწეოდ ათონის მთა გადაეცათ. ანაქორეტთა მრავალრიცხოვანი დასახლებები გაჩნდა სინაზე, შავ მთაზე, იერუსალიმის მახლობლად.

განდეგილობის დამკვიდრებას საქართველოში ასურელ მამათა შემოსვლამ მისცა დასაბამი. მათი სულიერი მოძღვარი, იოანე ზედაზნელი, სვიმეონ მესვეტის მოწაფე იყო. წმინდა მამები თავდაპირველად მცხეთის ახლოს, ზედაზნის მთაზე, დასახლდნენ და მთის მცენარეებით იკვებებოდნენ. მათი ასკეტური ყოფა მრავალი მორწმუნისთვის გახდა მისაბაძი და მალე ზედაზენზე განდეგილთა პირველი დასახლება გაჩნდა. რამდენიმე წლის შემდეგ ასურელი ბერები მამა იოვანეს დავალებით თითო მოწაფესთან ერთად მთელ საქართველოში მიმოიფანტნენ. რამდენიმე მათგანმა ხალხისგან მოშორებულ ადგილებში განაგრძო სულიერი მოღვაწეობა. განმარტოებით დასახლებულ მამათა წმინდა ცხოვრების ამბავი მალე გავრცელდა ხალხში და დაიწყო "რწმენით გამორჩეულთა" შეკრება მათ ირგვლივ. განდეგილურ ცხოვრებას ირჩევდნენ დიდგვაროვანნიც და მდაბიონიც. განსაკუთრებით ბევრმა განდეგილმა ბერმა მოიყარა თავი გარეჯის უდაბნოში, სადაც ასურელი მამა დავითი დასახლდა. მან დააწესა, რომ ახალმოსულებს კლდეში გამოკვეთილ სენაკში სამი წელი განმარტოებით უნდა ეცხოვრათ. ეს ერთგვარი გამოცდა იყო მათთვის. უდაბნოში დასახლების მსურველები ლოცვასა და მარხვაში ატარებდნენ დროს. მრავალი მათგანი გამოსაცდელი ვადის შემდეგაც განდეგილობას ირჩევდა და სიცოცხლის ბოლომდე თავის სენაკში რჩებოდა. თანდათან აქ "დაემკვიდრნენ სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითა ცხოვრების შემატკბობელნი".

განდეგილ ბერთა ყოფა არ იყო იოლი. "მარტვილნი ერთსა ხოლო შინა ჟამსა იწამნეს, ხოლო ესე ყოველსა ჟამსა იწამებოდეს სახელისათვის ქრისტესისა". განსაკუთრებით სახიფათო იყო მეუდაბნოეთა ცხოვრება მაჰმადიანურ გარემოცვაში მყოფ საქართველოში. მოთმენასა და მორჩილებას ჩვეული ბერების სამყოფელი იოლ სამიზნეს წარმოადგენდა ყოველი მომხდურისთვის. არაერთხელ გადაიტანეს დავითგარეჯის ბერებმა ლეკებისგან დარბევა და შეურაცხყოფა. შაჰ-აბასმა ერთ ღამეში ამოხოცა 6000 გარეჯელი ბერი. ამის მიუხედავად, გარეჯი ხელახლა ივსებოდა ახალი მეუდაბნოეებით. განდეგილთა სენაკები მრავლად იყო სარკინეთის მთაზე (შიომღვიმე), აკრიანის მთებში (მარტყოფი), თითქმის ყველა დიდი მონასტრის შემოგარენში.

"უცხოებითა და თვისთაგან განშორებით" მცხოვრებ მოღვაწეთა წმინდა სახელებიც შემორჩა ქართული სარწმუნოების ისტორიას. მრავალი ქართველი ცხოვრობდა განმარტოებით ათონის მთაზე. განდეგილი იყო გაბრიელ ივერიელი, რომელსაც ზღვიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის გამოსვენების პატივი ერგო. პალესტინაში, შავ მთაზე, იღვწოდა გიორგი ღმერთშემოსილი, "კაცი ზეცისაი და ანგელოზი ქუეყანისაი"; იორდანეს უდაბნოში, იმ გამოქვაბულში, რომელსაც, გადმოცემით, ილია წინასწარმეტყველი აფარებდა თავს, ცხოვრობდა ილარიონ ქართველი.

მრავალი ქართველი მორწმუნე დაადგა სულის საცხონებლად ხორცის დათრგუნვის გზას და მეუდაბნოეთა ცხოვრება ირჩია. მრავალმა "შეიგრძნო განდეგილის სენაკის სიტკბოება" სამშობლოში თუ მის გარეთ. შეუძლებელია, სრულად ჩამოვთვალოთ მათი სახელები; ისინი ხომ ნებაყოფლობით განერიდნენ წუთისოფლის ამაოებას და "სრულიად თავისუფალ იქმნნეს სოფლისა საცთურთაგან", ამიტომ მათ არც ამქვეყნიური სახელის უკვდავებაზე უზრუნიათ.

მოამზადა
ერეკლე ბიბიჩაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat