რამდენად სათნო არის ღვთისთვის, როცა მორჩილი ამბობს "მაკურთხე"!
რამდენად სათნო არის ღვთისთვის, როცა მორჩილი ამბობს "მაკურთხე"!
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება

როცა კაცს პირად სიამეზე უარი არ უთქვამს, საკუთარი ნება არ უარუყვია, იტანჯება, გზაზე მუდმივად წინააღმდეგობა ხვდება. ხან ერთია მის წინაშე დამნაშავე, ხან მეორე სტკენს გულს, ხანაც მესამე აწყენინებს, ხან კი მეოთხე ჩაგრავს. ამიტომაც ის მუდმივად იტანჯება. როცა მონაზონი საკუთარ ნებაზე ამბობს უარს და ღვთის ნებას აღასრულებს - ამით ის ბერდიდს ემორჩილება - მაშინ ის ბედნიერად ცხოვრობს. ის ემსგავსება პატარა ბავშვს, სულიერი ჩვილი ხდება, არავის მიმართ წყენა არა აქვს, არაფერს ზრუნავს თავის ცხონებაზე, დიდ სიმსუბუქეს გრძნობს და ძალზე ბედნიერია. მას სძინავს და იღვიძებს, როგორც პატარა ბავშვი. ბავშვი, რა თქმა უნდა, ბავშვური გონების გამო იქცევა, ჩვენს შემთხვევაში კი მონაზონი ყრმასავით იქცევა ბოროტების მიმართ (შეადრ. 1 კორ. 14,20).

ეს ჩვენ საქმით შევიტყვეთ. როცა ბერდიდთან ვცხოვრობდით, ნამდვილად ყრმები ვიყავით. სავსებით ბედნიერი გახლდით. პირველი პერიოდის მერე, შევდგომოდი თუ არა მონაზვნის გზას, მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება დღესასწაული იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ხორციელი სამუშაო გვქონდა, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით, სულში სიხარული და სიმშვიდე მედგა. არც სიკვდილი მაშფოთებდა, არც ღვთის სამსჯავრო. იმგვარად ვგრძნობდი ამ ცხოვრებას, რომ ღმერთს ვევედრებოდი, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, ახლა გავსულიყავი ამ ცხოვრებიდან. ვთხოვდი, რომ მას ახლა წავეყვანე, ვიდრე მორჩილებაში ვიმყოფებოდი, ვიდრე თავს ამგვარად ვგრძნობდი. ვინაიდან ვიცოდი, როცა მომავალში ბერდიდი განვიდოდა ამქვეყნიდან, დაიწყებოდა საზრუნავი, უნდა მეცხოვრა საკუთარი ნებით, საკუთარი წარმოდგენებით, საკუთარი პასუხისმგებლობით, საკუთარი ფიქრებით, არავინ იქნებოდა, ვისთვისაც ყური უნდა მეგდო და ყელაფერზე თვითონ უნდა მეგო პასუხი. ახლა, როცა ყველაფერს ბერდიდის კურთხევით ვასრულებ, მე რა მომეთხოვება? ყველაფერი ეს უეჭველ ცხონებას ნიშნავს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ კაცმა საკუთარ ნებაზე უარი თქვა და ახლა ღვთის ნება - ეს მისი ნებაცაა: ის აკეთებს იმას, რაც ნებავს ღმერთს.

ამგვარ მდგომარეობაში მყოფმა ერთხელ ბერდიდსა ვკითხე: - რატომ არ ვნაღვლობ საკუთარ ცოდვებზე, ფიქრებზე, საკუთარ აღსასრულზე, საზვერეების გავლაზე-მეთქი. როცა ვლოცულობ, ვცდილობ წარმოვიდგინო საკუთარი თავი მეორედ მოსვლის დროს სამსჯავროს მარცხენით მდგარი, რამეთუ უნდა ვინანიებდე უამრავ საკუთარ ცოდვას. მაგრამ არაფერი გამომდის, რადგან რაღაცნაირად თავისთავად, თავისუფლად და დაუძალებლად მარჯვნისკენ მივილტვი ხოლმე. შესაძლოა, ეს ხიბლია?

- ჰოი, შე სულელო! ნუთუ ამას ვერ ხვდები?

- ვერა.

- იმ მომენტიდან, როცა შენ, მორჩილმა, მთელი შენი ტვირთი ჩემს მხრებზე გადმოსდე, დამსუბუქდი. რისთვის უნდა იმართლო თავი, თუ ყველაფერი ჩემზე გადმოსდე, თუ ყველაფერი მე ვიტვირთე და შენ თავისუფალი ხარ? ამის მერე მარჯვნივ რატომ არ წახვალ? წინ არა აღგიდგება რა? შენ რომ შენი ნება აღგესრულებინა, მაშინ მთელი ტვირთი შენ დაგაწვებოდა და არ იგრძნობდი იმას, რაზეც ახლა ჰყვები.

- დიახ, მამაო. მხოლოდ ის ვიცი, რომ ვიმსახურებ მარცხენა მხარეს დგომას, მარჯვენა მხარეს კი არა.

მაგრამ, ბერდიდი მართალი იყო, ვინაიდან არაფერს მის დაუკითხავად არ ვაკეთებდით და არ მაკლდა სიხარული. მორჩილების წყალობით არც გულისთქმები მქონდა.

- ბერდიდო, გულისთქმები რატომ არ მაქვს?

- იმიტომ, რომ შენი ტვირთი მე გადმომეცი.

გამგზავრების მომლოდინე მწირებივით ვცხოვრობდით. სიკვდილს არაფრად ვთვლიდით. მრავალი სიძნელის და ხორციელი უძლურების გამო ტუბერკულოზის ნიშნები გამომაჩნდა: სიმძიმე მკერდში, მაღალი ტემპერატურა. მაგრამ არ მაწუხებდა, მხოლოდ იმაზე ვზრუნავდი, როგორ სათნოვყოფოდი ბერდიდს და როგორ გავსულიყავი ამ ცხოვრებიდან. როცა მორჩილი სათნოეყოფა ბერდიდს, ის სათნოეყოფა ღმერთს. კიდევ რაა საკითხავი? მორჩილი სათნოეყოფა ბერდიდს თავისი სულიერი ცხოვრებით და რაც უფრო წარემატება სულიერ სრულყოფილებაში, მით უფრო სათნოეყოფა. ამგვარად იღებს ის ღვთის კუთხევას.

ერთხელ ბერდიდმა ერთ მორჩილს განზრახ უხეშად მიმართა და რაღაც საქმეზე გაგზავნა. მან, როგორც ყოველთვის, უპასუხა, "მაკურთხე" და წავიდა შესასრულებლად. ბერდიდმა იქვე მჯდომ მამა ეფრემ კატუნაკელს უთხრა, - რამდენად სათნო არის ღვთისთვის და რამდენად სათნო არის ბერდიდისთვის, როცა მორჩილი ამბობს "მაკურთხე"!

ეს ხმადაბლა წარმოვსთქვი, ისე, რომ წასულ მორჩილს არ გაეგონა, ბერდიდმა მას ჯვარი გადასახა და კვლავ ჩუმად ლოცვა გააყოლა:

- ღმერთმა გაკურთხოს!

რაც უნდა ებრძანებინა ბერდიდს, მე მხოლოდ მის აღსრულებას ვფიქრობდი. ამ დროს ჩვენ ძალზე ყურადღებით ვიყავით.

მე ვემორჩილებოდი მამა არსენსაც. ახალმოსული ვიყავი. მამა არსენთან ერთად ხახვს ვრგავდი. აქამდე ეს საქმე არასოდეს გამიკეთებია, მაგრამ ვიცოდი, როგორ იზრდებოდა. თავიდან წესისამებრ ვრგავდი: ძირით ქვემოთ და ფოჩით ზემოთ. მამა არსენი შემომწყრა, - განა ასე რგავენ ხახვს ხელმრუდო!

- აბა, როგორ, მამაო?

- ფოჩები ქვემოთ, ძირით ზემოთ.

- მაკურთხე.

ხახვი ძირით ზემოთ დავრგე და როცა გაიზარდა, არაჩვეულებრივი გახდა. მორჩილების გამო ის, როგორიც საჭირო იყო, ისეთი გაიზარდა. ასე აღმზრდიდა მე მამა არსენი.

ერთხელ ბერდიდმა იოსებმა სხვა ძმასთან ერთად ყურძნის საკრეფად გამაგზავნა. მთელი დღე მტევნებს ვჭრიდით და, ბუნებრივია, ერთი მარცვალიც კი პირში არ ჩამიდვია, რადგანაც ბერდიდს ამის კურთხევა არ მოუცია. ვენახის პატრონი მონაზონი გვეუბნებოდა, - კურთხევა არის, ჭამეთ, მამებოო.

მაგრამ უარი ვუთხარით. ჩვენით აღფრთოვანებული, გვეუბნებოდა:

- აი, ეს მესმის! როგორი მორჩილები ჰყავს ბერდიდ იოსებს!

მოგვიანებით იგი გაოცებული უყვებოდა მამა ეფრემ კატუნაკელს: - ბერდიდ იოსების მორჩილები მთელი დღე კრეფდნენ ყურძენს და ერთი მარცვალიც კი არ უჭამიათ! ვეხვეწებოდი, - ჭამეთ, მამებო, კურთხევაა-მეთქი, მპასუხობდნენ, - გვაპატიე, მამაო, ჭამის დრო არ არისო.

მართლაც, ჩვენ მცირედითაც კი არ ვარღვევდით ბერდიდის ბრძანებას.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
კურთხევაა, იცოდე გზა

ჩვენი შეჯამებული სულიერი ცხოვრება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat