"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
 "იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
არქიმანდრიტი სოფრონი
კურთხევაა, იცოდე გზა

ჩვენი შეჯამებული სულიერი ცხოვრება

ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება მიედინება "სულითა და ჭეშმარიტებითა" (იოან. 4: 23). ამდენად, ის შეიძლება მოქმედებდეს ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში. იესო ქრისტეს ღვთაებრივი მცნებებისათვის აბსოლუტურობაა დამახასიათებელი. მთელ ქვეყანაზე არ არის და არც შეიძლება იყოს ისეთი ადგილი და პირობები, სადაც მათი (მცნებების) აღსრულება შეუძლებელია. როგორც ღვთაებრივი სული და ჭეშმარიტება, თავისი მარადიულობით, ეს ცხოვრება, რა თქმა უნდა, ყოველგვარ გარე ფორმაზე მაღლა მდგომია. მაგრამ, იმდენად, რამდენადაც ადამიანი, ამქვეყნად, როგორც "ტაბულა რაზა" ჩნდება, იმდენად, მას მოელის "ზრდა, სულიერად გაძლიერება, სიბრძნესთან ზიარება" (შეად. "ხოლო ყრმაი იგი აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა სულითა და აღივსებოდა სიბრძნითა, და მადლი ღმრთისაი იყო მის ზედა" (ლუკ. 2: 40). სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფი ადამიანის სრულყოფისა და ერთობლივი ცხოვრების ფორმებში დამკვიდრებისათვის, ჩნდება სხვადასხვაგვარი ორგანიზაციური ფორმები და დისციპლინები. ჩვენი მამები, მოციქულები და თვით ქრისტეც, რომლის მადლითაც ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემის საქმეს ვეზიარეთ, ყოველთვის ბრწყინვალედ ითვალისწინებდნენ, რომ ღვთაებრივი სულის ცხოვრება, ყოველგვარ მიწიერ ინტუიციებს აღემატება და თვითონ ეს სული ყოველთვის შეიქმნის ისეთ საცხოვრისს, რასაც მიწიერ სივრცეებში ისეთი გარეშემოწერილობა ექნება, რომელიც რეალობაში სულის გამოხატულებად და მისი ნიჭების საცავის სახით წარმოგვიდგება. სულიწმიდის ეს საოცარი საცხოვრისი, რომელმაც მრავალი მძიმე ტკივილის მიუხედავად, ღვთაებრივი გამოცხადების შედეგად მიღებული უძვირფასესი განძი, საუკუნეებში გამოატარა, წმინდა ეკლესიაა. ნურაფერს ვიტყვით მათ შესახებ, ვინც თავისი არასაკმარისი გონიერების გამო, მხოლოდ "ფორმების" უზომო თაყვანისმცემლები ხდებიან, რის შედეგადაც კარგავენ ამ ფორმებში დავანებულ სულიერებას. "რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს... ხოლო უფალი სულ არს; ხოლო სადა სული უფლისაი, მუნ აზნაურებაი არს. ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა-იგი უფლისაგან სულად" (2 კორ. 3: 6, 17-18). ეკლესიის საქმეა - თავისი შვილები ღვთაებრივი ყოფიერების სფეროში შეიყვანოს, ეკლესია ჩვენი სამყაროს ისეთი სულიერი ცენტრია, რომელიც ქალისგან პირველი ადამიანის შექმნიდან უკანასკნელის დაბადებამდე მთელ ისტორიას გლობალურად მოიცავს. ეკლესია ქრისტესთან ერთობა და მის სიყვარულში კავშირია. მის წიაღში აღზრდილები, როლებმაც ხანგრძლივი ღვაწლი გაიღეს და სახარების მცნებებში ცხოვრებით უფლის თავისუფალი ძეებისათვის დამახასიათებელ თვითშემეცნებამდე მივიდნენ, აღარც გეოგრაფიულ მდებარეობაზე და არც ადგილობრივ ტრადიციებზე აღარ არიან დამოკიდებულნი; საზოგადოებრივი წეს-ჩვეულებები და კანონები მათ უკვე ვეღარც ზღუდავს და ვერც ვერანაირ ზიანს ვეღარ აყენებენ. ამის მაგალითია თვით უფალი იესო ქრისტე: ის ცხოვრობდა მამის ყოველი მცნებით და იმ უმძიმეს ტვირთს ატარებდა, რომელიც მოსეს კანონმდებლობაზე იყო მიშენებული, შეად.: "ხოლო თავადმან ჰრქუა მას: თქუენდაცა, სჯულის-მეცნიერთა, ვაი არს, რამეთუ აღჰკიდით კაცთა ტუირთი ძნიად სატუირთავი და თქუენ ერთითაცა თითითა არა შეახით ტუირთსა მას" (ლუკ. 11: 46).

დაწერილით უკმაყოფილების გამო ბევრჯერ მიმიტოვებია წერის პროცესი. ვცდილობდი გავრკვეულიყავი მიზეზში და ახლა უკვე ვფიქრობ, რომ რაღაც გავიგე. მე საკუთარი პიროვნების წინაშე ამოუხსნელი ამოცანა დავაყენე: მსურდა წიგნში ის გადმომეცა, რისი გადატანაც ათწლეულების მანძილზე ჩემი "ჯოჯოხეთური აღსარების" პროცესში მომიხდა. როგორც ჩანს, მე არ ვარ მწერალი. როდესაც სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ, ჩემს მეხსიერებაში შედარებით ნათლად შემორჩენილ მოვლენებს ვაკვირდებოდი, არცთუ იშვიათად ყოფილა შემთხვევები, თავად ჩემი გამოცდილების ბუნებას შევუჩერებივარ. მგონია, რომ ასეთია ყველა, როგორც ძველი, ისე ნაკლებად ძველი, სხვა ასკეტი მწერლის გამოცდილება. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, თავისი არსით ერთი და იგივე მოვლენა, თითქმის ყოველთვის ან სხვადასხვა თანმიმდევრობით მეორდებოდა, ან იცვლებოდა დეტალებიც შინაარსიც და შედგენილობაც: ჩნდებოდა ახალი ელემენტები და მანამდე არსებული იკარგებოდა. იქმნებოდა ისეთი მრავალფეროვნება, რომელსაც წიგნში, სადაც საჭიროა მთელი მოწოდებული მასალის სისტემატიზება, შეუძლებელია... და მართლაც, სულიერი ცხოვრება ცოცხალ წყალს წააგავს: ის ხან მცირე ღელეა; ხან მდინარე ან შეერთებული მდინარეები; სხვა შემთხვევაში ეს შეიძლება - დიდი ზღვაც იყოს. ხან ეს არის ქვებს შორის მოჩუხჩუხე წყაროს მუსიკა; ან ძლიერი მდინარის უწყვეტი გუგუნი, მაგრამ მაინც მშვიდი დინება; ან მთის მდინარეების შეერთებაში გაჩენილი დიდი მორევი; ან წყლის სარკისებური ზედაპირი, რომელზედაც მზე და ლურჯი ცა აირეკლება; სხვა შემთხვევაში კი ღრმა ზღვების უკიდეგანო სივრცეებზე დატეხილი მძიმე ქარიშხალია, რომლის ჩაწყნარების შემდეგაც მთვარიანი ღამის სიჩუმეში დუმილი დგება... ყველაფერ ამასთან, წყლები იგივე წყლებად რჩება.

ადამიანის სული, რომელიც ღმერთს მიმართავს, მისგან ყოველთვის მიიღებს სხვა მყოფობისა და სხვაგვარად შემეცნების ახალ ძალას; მიაღწევს დროის ზღვარს, გადავა სხვა განზომილებაში, ღვთისგან მიიღებს სულიერ დახმარებას და როგორც ამქვეყნიურობაში, ისე კოსმიურ ყოფასა და მარადიულობაში ყოვლისმომცველი გახდება; ლოცვაში შესთხოვს მარადისმყოფელს და შეეხება დაუსაბამოს.

მე არ მახსენდება მაგალითი, რომელიც ამ გამოცდილებას სხვისთვის ხელმისაწვდომად შეაჯამებდა, მით უმეტეს, როდესაც საქმე პირველსაწყის ან შუალედურ მდგომარეობას შეეხება. გარკვეულ შემთხვევებში თუ ნათელში ჩვენი სული უფრო სრულყოფილ ხილვებს უახლოვდება, ეს სრულყოფილება მაინც შედარებითად უნდა მივიჩნიოთ და ჩვენ მიწიერ ყოფიერებაში ის არ შეიძლება შეუძვრელი გახდეს. ერთი სიტყვით, ღვთისაგან ბოძებული ძალიან დიდი სიმდიდრე არ შეიძლება ქრონოლოგიურად და ლოგიკურად იქნეს ორგანიზებული და წარმოდგენილი, ამიტომ მე ამ საქმეზე უარს ვაცხადებ.

ბერდიდ სილუანეს მეთოდი - იმისათვის, რომ თვითონ შეძლო საკუთარი თავის კონტროლირება და შენი მდგომარეობის შეცნობა, ადამიანს, საერთო პრინციპის წინაშე აყენებს. აი, ზოგიერთი მაგალითი:

"იმდენი საკვები უნდა მიიღოთ, რომ ჭამის შემდეგ არ შეგიწყდეთ მლოცველობა და ღმერთის თანადგომის შეგრძნება" (შეად. "ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაითა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი" (ლუკ. 21: 34));

"ყოველი საქმე, რომელიც თქვენში ღვთის კურთხევას არ მოელის, უმჯობესია გადასდოთ; ისევე, რომელ საქმესაც წინ გულწრფელი ლოცვა არ უძღვის - უმჯობესია არ განახორციელოთ";

"თუ ლოცვის დროს გონებაში საწუთოთა აზრები ჩნდება, ეს არ შეიძლება "წმინდა" ლოცვად მივიჩნიოთ";

"თუ ჩვენი გული ვინმეს მიმართ ზიზღს და ღვარძლს შეიგრძნობს, ჩვენ კვლავაც სიკვდილს ვუპყრივართ და ჯერ ღმერთი ვერ შეგვიგრძნია". და ა. შ.

და კიდევ:

- ღმერთი სიყვარულია და სამებაა განუყოფელი;

- აბსოლუტური მყოფობა - პერსონალურია და პერსონალური ღმერთისადმი ჩვენი დამოკიდებულებაც - უწინარეს ყოვლისა პერსონისადმი დამოკიდებულება უნდა იყოს;

- ცოდვა ყოველთვის ან დანაშაულია, ან მამის, ანუ ღმერთის სიყვარულზე უარის თქმაა;

- უცოდველობისა და ღმერთთან საუკუნეობრივი გარდაუვალი ერთობის აღდგენა მხოლოდ აღსარებით მიიღწევა;

- ქრისტეს გარეშე საკუთარი ცოდვიანობის სრულად შემეცნება შეუძლებელია;

- მამისაკენ მიმავალი გზა თავად ქრისტეა და ძეობა დაუსაბამო მამისა მხოლოდ მისი ერთარსი ქრისტეთი და ქრისტეშია შესაძლებელი...

საგანგებო ამოცანამ, რომელიც ჩვენ წინაშეა, არანაირად არ უნდა აგვარიდოს მის გადაწყვეტას. თუ ჩვენ გვწამს, რომ ქრისტე ჩვენი ბუნების შემოქმედია და ამ ბუნების საბოლოო პოტენციალი მისთვის სრულად არის ცნობილი, ეს საკმარისი უნდა გახდეს იმ ღვაწლის შთაგონებისათვის, რომელიც ჩვენ უნდა გავიღოთ. გამოცხადების თანახმად, ჩვენ "უწინარეს სოფლის დაბადებისა" ვართ ქრისტეში გამორჩეულები. მოციქულებმა და მამებმა ეს დაინახეს; ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ უარი ისეთ საოცარ მოწოდებაზე, რომლის წინაშეც ყოველგვარი აზრი და მიზანი კარგავს თავის შინაარსს? უფრო მეტიც, ამ იდეის გარეშე ყველაფერი უაზრობაა და ცხოვრებაც უაზრო არარაობად გადაიქცევა. ქრისტე გამოგვეცხადა, როგორც ადამიანი და გვიჩვენა, რომ მამის წიაღში წმინდა მარადიულობა მიღწევადია; ჩვენთვის შეუძლებელია უარის თქმა ამ შემოთავაზებაზე (შეად. "ხოლო თქუენ აწ ჭირი გაქუს. და მერმე კუალად გიხილნე თქუენ, და უხაროდის გულთა თქუენთა, და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან" იოან. 16: 22, "ამას გეტყოდე თქუენ, რაითა ჩემ თანა მშუიდობაი გაქუნდეს. სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" 16: 33). რა თქმა უნდა, ჩვენ მოციქულებზე ძლიერნი ვერ ვიქნებით, რომელთა შესახებაც დაწერილია, როდესაც შედიოდნენ იერუსალიმში, სადაც ისინი სამსჯავოზე უნდა გადაეცათ და მათთვის სამარცხვინო სიკვდილი უნდა მიესაჯათ: "იგინი მისდევდეს მას და ეშინოდა" (მარკ. 10: 32). ჩვენ ვიცით, რომ უფალმა გააფრთხილა და უთხრა თავის მოწაფეებს "ვითარმედ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალემდ, და ძე კაცისაი მიეცეს მღდელთმოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა" (მარკ. 10: 33). ჩვენც ბრძოლაში ვართ. მაგრამ ერთადერთი ბრძოლა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არის წმინდა ომი მტერთან, ყველა ხალხისთვის და მთელი კაცობრიობისათვის საერთო ბრძოლა - ბრძოლა სიკვდილთან, რადგან დაწერილია: "უკუანაისკნელ მტერი იგი განქარდეს - სიკუდილი" (1 კორ. 15: 26). არსობრივად ადამიანს სხვა მტერი არ ჰყავს. ჩვენ ვიბრძვით კერძოდ ჩვენი და ყოველი ადამიანის აღდგომისათვის. ამ ბრძოლაში უფალმა ჩვენ მიგვავლინა "როგორც ცხვრები მგელის ხროვაში" (მათ. 10: 16).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat