თუ შენ მორჩილებას იჩენ, მაშინ სამოთხისთვის გამოდგები
თუ შენ მორჩილებას იჩენ, მაშინ სამოთხისთვის გამოდგები
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV- მორჩილება

ბერდიდი იოსები მეტისმეტად მკაცრად მოსაგრეობდა , მხოლოდ უდიდეს წმინდანთა ცხოვრებაში შეხვდებით ამგვარ ღვაწლს. ეს დიდებული ამბობდა, ჩვენთვის მორჩილებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერ ღვაწლსო: "ლოცვა მორჩილებიდან წარმოდინდება და არა მორჩილება ლოცვიდან. გამოიჩინე მორჩილება ახლა და მაშინ შენზე მოიწევა კურთხევა".

ბერდიდი მორჩილების ნამდვილ არსსაც გვიხსნიდა: "წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ვიყვეთ მორჩილებაში, სათნოებათა შორის ყველზე აღმატებულში, რათა გავხდეთ მობაძავი ქრისტესი. ეს არის მათი მოძღვრების მიზანი. ანუ მათ სურთ, რომ მორჩილებით განვიწმინდოთ გონება სხვადასხვა ვნებებისგან, განვიწმინდოთ თავი საკუთარი ნების სათნოყოფის ვნებისგან და ამის მერე მივიღოთ საღმრთო მადლი. მორჩილის მთავარი მიზანი, რომლითაც ის მოდის ბერდიდთან და მის მიმართ სრულყოფილ მორჩილებას იჩენს, ისაა, რომ ქრისტეს სიყვარულით ანთებულმა მოძღვარმა მას თავისი სათნოებათა სიმდიდრე გადასცეს".

მან მითხრა: "იცოდე, რომ ვერც გონებისმიერი ლოცვა, ვერც საღმრთო ზიარება, ვერც ღამისთევა, ვერც რაიმე ღვაწლი ვერ აცხოვნებს მონაზონს, როგორც მორჩილება. თუ შენ მორჩილებას იჩენ, მაშინ სამოთხისთვის გამოდგები. თუ მორჩილებას არ იჩენ, მაშინ თუნდაც ეზიარებოდე, თუნდაც ლიტურგიას მსახურებდე და გონებისმიერ ლოცვას ამბობდე, შენთვის ჯოჯოხეთია გამზადებული. აქ შუალედი არ არსებობს. მორჩილი ხარ? თუნდაც სხვა არაფერი გააკეთო, სამოთხეში იქნება, რამეთუ ქრისტესა ჰბაძავ, რომელიც მორჩილი იქმნა თავისი მამისა. ყველაფერი, რაც თავისი ნებით მორჩილების გარეშე სრულდება, ეშმაკს თავისთან მიაქვს". მისი ნათქვამი დოგმატივით შემოვინახე და ახლა ჩემს საძმოს გადავცემ.

იგი ჩვენ ასევე გვეუბნებოდა: "თუ მონაზონი თავიდანვე ძლიერად არ შეუდგება მორჩილებასა და იესოს ლოცვას, მაშინ იტირე მის გამო. ბრმა დაიბადა და ბრმად მოკვდება. საწყენია მხოლოდ ის, რომ ფული დაიკარგა ათონზე ჩამოსვლაში. ის, ვინც თავის ნებას ბერდიდის ნებას შეურევს - მრუშია. ერთი სიტყვით, ურჩი მონაზონი შვილია ეშმაკისა".

და ის აგვიხსნიდა, რომ მხოლოდ მაშინ როცა კაცი შემუსრავს თავის სიამაყეს, იგი შესძლებს საფუძველი ჩაუყაროს თავის სულიერ შენობას. რამეთუ სიამაყე ნებას არ აძლევს, საღმრთო დარჩეს ადამიანში და ერთადერთი ხერხი რომ სიამაყის მხეცი მოიშთოს - მორჩილებაა, მომკვეთელი საკუთარი ნებისა.

და კიდევ მასწავლიდა, რომ ის, ვინც მორჩილებას არ იჩენს, იგი ამას სხვისგან ითხოვს.

ასევე მეუბნებოდა:

- თუ ჩვენ არ ვიქნებით მორჩილი ერთი ბერდიდისა, მაშინ მორჩილებას გამოვიჩენთ ბევრი მამის (მოძღვრის) მიმართ.

- მამაო, რას გულისხმობთ? - ვკითხე.

მიპასუხა:

- თუ ჩვენ არ გამოვიჩენთ მორჩილებას საკუთარი ბერდიდის მიმართ, მაშინ ბევრ მოძღვარს დავემორჩილებით: ბევრ სურვილს, ბევრ ეშმაკს, ბევრ ვნებებს და ამ ყველაფრში დავიბნევით. ერთი ბერდიდის მორჩილებით ჩვენ მორჩილნი ვიქნებით მისი ღმრთისა. რამეთუ ადამიანს მორჩილების გარეშე ქრისტეს სიყვარულით, მორჩილების გარეშე თავგანწირვით არ შეუძლია გამოაჩინოს თავგანწირვა თავისი და სიყვარული ღვთის მიმართ. როცა ჩვენ საკუთარი ნებით ვიწყებთ ცხოვრებას, თითოეული სურვილი, თითოეული მორჩილება რაიმე ვნებისა, გახდება ჩვენი ბერდიდი და ახლა უკვე ის გვხელმძღვანელობს. ამიტომაც ვხედავთ ჩვენ მორჩილებს, რომლებიც პატივს არ სცემენ თავიანთ ბერდიდებს.

ერთხელ ხომალდით დაფნიდან ჩვენ სკიტში ვბრუნდებოდი. ჩემთან ერთად ჩემი ნაცნობი, ერთ-ერთი სავანის იღუმენი მგზავრობდა. ვხედავდი, როგორ ესაუბრებოდა მას მორჩილი, ის კი, გამოცდილი მამა, დუმდა. სწუხდა, მაგრამ სდუმდა. რა თქმა უნდა, არ სურდა თავისი მორჩილის შერცხვენა ხომალდზე მყოფი უამრავი მამის წინაშე და ამიტომაც სდუმდა. ვუცქერდი მას და გაბრაზებული ვფიქრობდი, - რისი გადატანა უწევს ამ მოძღვარს თავისი მორჩილის გამო-მეთქი.

ერთხელ, ჩემო შვილო, მეც ჩემს მორჩილთან ერთად მივცურავდი სკიტიდან დაფნისკენ. მას პირი წამითაც არ გაუჩერებია, ხან ერთ რამეს ყვებოდა, ხან მეორეს. როცა დაფნაში მივედით, ვუთხარი: - ენა არ გაგიჩერებია-მეთქი.

- შემინდე, მამაო, - მითხრა.

- რა აზრი აქვს ახლა ამ შემინდეს? შენმა ენამ იმდენი რამე თქვა შენი ბერდიდის წინაშე, რომ შეგიძლია ჩემგან მადლობა მიიღო შენი მორჩილების გამო.

ამგვარია ჯილდო ურჩი მორჩილებისა. კარგი მორჩილი კი ექსპრესით მიაღწევს ღვთის ტახტამდე. ის საზვერეებშიც კი არ ჩერდება. ეშმაკები გზიდან განზე შორს გადგებიან, რადგან მას ვერაფერზე ჩაეჭიდებიან. მართლაც რაზე უნდა ჩაეჭიდონ?

თუმცა ბერდიდი თვითონ ისიქასტი იყო, ამბობდა, - კარგ მორჩილს მეუდაბნოესა და ისიქასტზე მაღლა ვაყენებო.

- რატომ, მამაო? - ვკითხე.

- იმიტომ, რომ ისიქასტი თავის ნებას ასრულებს, ცხოვრობს, როგორც უნდა. წინაღობას წინ ვინ აღუმართავს? რა არის მისი გასაჭირი? არაფერი. კარგი მორჩილი კი თავისი ბერდიდის ნების აღსასრულებლად მოვიდა. ყველა სიძნელე საკუთარ ნებაშია, რამეთუ მორჩილი შემოიზღუდება, შევიწროვდება მისი თავისუფლება. თავისუფლება - ეს კაცის სამეფოა. წაართვი მას თავისუფლება და ის გახდება ცხოველი, გახდება ტყვე, გახდება ტუსაღი. მაგრამ მორჩილი აქ მიწაზე ტყვედ გახდომით, ტყვედ საკუთარი ნების მოკვეთის მნიშვნელობით, გახდება თავისუფალი სულისა და თავისუფლად შევა მისთვის გაღებულ ვიწრო ბჭეში. ამას ხედავდნენ წმინდა მამები თავიანთი ხილვისას: ამ დიდებულ მოსაგრეთა თქმით, მორჩილთა ხარისხი ორგზის იყო გვირგვინოსანი. ამბა მოსე შავმა თქვა: "გაიქეცით, შვილებო, იქით, სადაც მორჩილებაა. იქ, სადაც არსებობს თავისუფლება, სადაც გზა ღიაა, სადაც სიყვარულია, თანხმობაა, მშვიდობაა, მადლია, მოწყალებაა".

ეს და სხვა ბევრი რამ მოძღვრის ნათქვამი, მასთან მცხოვრებ ახალგაზრდა მონაზვნებს ქვაკუთხედად გვექცა, ყველაფერი შემდგომისთვის მტკიცე საფუძვლად. რომ არა მოძღვრის ის დარიგებები, და ჩვენ რომ არ გავყოლოდით მას, საქმით არ განგვეხორციელებინა, მაშინ არაფერი გამოგვივიდოდა.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat