"იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
 "იხილეთ ღმერთი, როგორიც არის"
არქიმანდრიტი სოფრონი
კურთხევაა, იცოდე გზა
ძნელი არ უნდა იყოს იმის მიხვედრა, რომ მოციქული პავლე ისეთი საცდურების ცეცხლში იყო გახვეული , რამაც მოზღვავებული განცდები სიტყვებში გამოავლენინა. წიგნში, რომელიც ბერდიდ სილუანეს მივუძღვენი, შევეცადე გამეთვალისწინებინა თანამედროვე ასკეტების გამოცდილება და დიდი მოციქულის სიტყვებში: "ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშლოებამან ანუ ურვამან ანუ მახვილმან? ვითარცა წერილ არს: რამეთუ შენთუის მოვწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ, რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩუენისა" (რომ. 8:35-39), გარკვეული სიცხადე შემეტანა.

"მოსაგრეს, ღმერთისადმი სიყვარული, განსჯა-განკითხვის გამო უნელდება... განსჯის პროცესში, როდესაც მას არ შეუძლია დაიტიოს ან მიიღოს ქრისტეს მიერ შემოთავაზებული სულიერების კანონი, უგუნურება ჯაბნის და კანონი სიცოფედ ეჩვენება" (შეად. 1 კორ. 2:14), ხოლო ისეთ დროს, როდესაც ღვთისგან მიტოვებულობის შეგრძნება ეუფლება, ადამიანს პროტესტის ეს გრძნობა განუზომლად უძლიერდება...

მოსაგრეს ღვთისადმი სიყვარულს, ხან სისხლსავსე ცხოვრების სურვილი, ხან სიკვდილის შიში, ხან ტკბობის ნდომა, ხან ავადმყოფობა, ხან შიმშილი ან დევნა და ხან კიდევ რაიმე სხვა გასაჭირი უნელებს; არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს ღვთის მიმართ ეს უარყოფითი გრძნობა რაღაც დიდი მიღწევის ან ახალი დიდი შესაძლებლობების გაჩენის, ან ანგელოზის, ან რომელიმე სხვა ზეციური არსების ხილვის, ან კიდევ, საშინელი ბნელი ძალების ძალადობისა და ტკივილის შემდეგ ეუფლება.

დიდი დამაჯერებლობით უნდა ითქვას, რომ ღვთაებრივი მარადიულობის ძიების გზაზე ქრისტიანი ყოველგვარი სახის ვნებას და საცდურს გადაეყრება, რის შემდეგაც... "მისთვის ყველა ადამიანურ გზას ნათელი ეფინება, ხოლო მისი პიროვნული გზა ყველასათვის დაფარული რჩება" (შედ. 1 კორ. 2:15-16).

ვიცი, რომ არარაობა ვარ. მაგრამ ჩემი არარაობის მიუხედავად, ჩემ ტკივილსა და ტანჯვას უმნიშვნელოდ არ მივიჩნევ. უფალმა, რომელმაც მცნება მოგვცა: "ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყუი თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა" (მათ. 18:10), არ შეხედა ჩემს განმკითხველობას, "უფალმან ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა მისთაგან მიხსნა" (ფსალმ. 33:7). ჩემს უგუნურ ლოცვებში მოურიდებლობას და უტიფრობასაც კი ვიჩენდი, მაგრამ ის მშვიდად მპასუხობდა და ჩემი კადნიერების გამო არ მამცირებდა. ლოცვაში პასუხს ველოდი და, ამავე დროს, არ მყოფნიდა გაბედულება, მისი იმედით მეცხოვრა. ჩემი უიმედობის მიუხედავად, ის მოვიდა. სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის ის, თუ როგორ გამომეცხადა უფალი. მტრებმა უკან დაიხიეს. მან ჩემს მტრებზეც გაიმარჯვა და ჩემზეც. უცნაურია: პირველად შევიგრძენი გამოუთქმელი სიხარული დამარცხების გამო.

უფალი მიუწვდომლად დიდია. ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის და ვკითხულობთ მისი დიდების შესახებ, მაგრამ სულ სხვაა განიცდიდე ამ სიდიადეს. არავის და არაფერს ძალუძს დააუძლუროს და გალიოს მისი ეს დაუსაბამო სიდიადე, მაგრამ ის თავად ჩვენთვის უკიდურესად აკნინებს საკუთარ პიროვნებას: განკაცებული უფალი ჩვენს სუსტ სხეულში აბსოლუტად გამოვლინდა. ახლა მე ჩემი ცხოვრების გამოცდილებიდან ვიცი, რომ მას სწყურია და ის კვლავაც იღვწის ჩვენი სრულყოფისათვის. ის ხელს არ უშლის მტერთან ჩვენს ბრძოლას და სურს, ჩვენი გამარჯვება ჩვენსავ დაცემულ მდგომარეობაში იხილოს. და თუ მასზე უარს არ ვიტყვით ყველაზე უფრო დაცემულ მდგომარეობაში, მაშინაც კი, როდესაც მტერი სრულიად გაგვანადგურებს, ის ჩვენთან მოვა. იმარჯვებს ის, და არა ჩვენ. მაგრამ რადგან ჩვენ ვიტანჯებოდით, გამარჯვებას ჩვენ ვზეიმობთ.

ბუნებაში არ არსებობს რაიმეს აბსოლუტურად იდენტური გამეორება. მით უმეტეს, გონიერ არსებათა ცხოვრებაში ასეთი რამ არ ხდება. ყოველ ადამიანს აქვს ღვთის მიერ შექმნილი "ერთადერთი" გული, დაწერილია: "რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისხმა-ყუნის ყოველნი საქმენი მათნი" (ფსალმ. 32:15). ყოველი გული არის პიროვნების - იპოსტასი და ის განუმეორებელია. თავის სისრულეში ყოველი პიროვნება იღებს მარადიულ სახელს, რომელიც მხოლოდ უფალმა და თავად ამ სახელის პატრონმა იცის: "რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყუის სული ეკლესიათა, ვითარმედ: რომელმან სძლოს, მივსცე მას მანანაისა მისგან დაფარულისა და მივსცე რიცხუი სპეტაკი და რიცხუსა მას თანა სახელი ახალი დაწერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა რომელმან მიიღოს" (გამოცხ. 2:17). ამრიგად, ყველა ცხონებულს ერთი ცხოვრება აქვს, ისევე, როგორც წმინდა სამების ცხოვრებაა ერთიანი, დაწერილია: "რაითა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამი, და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაითა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე და მე დიდებაი, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაითა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ" (იოან. 17:21-22), მაგრამ არც ერთი მათგანის პერსონალური საწყისი, სხვა პერსონასთან არ იქნება მიმსგავსებული.

თუ გამოცხადების ეს მონაცემები ჭეშმარიტია, მაშინ ისიც ჭეშმარიტებაა, რომ არ შეიძლება ყველასათვის ერთიანი სისტემა, პროგრამა ან განვითარების გზა არსებობდეს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ საერთო საწყისები სადღაც არ არსებობს. ასე, მაგალითად, ჩვენს სულიერ ცხოვრებაში აშკარად შეინიშნება ერთი თითქმის უცვალებლად განმეორებადი მოვლენა; თუმცა არა დეტალური. აი, რაზეა საუბარი: როდესაც ადამიანი უფალს გულწრფელად მიმართავს, მისგან იღებს მადლს, რომელიც მისი თანამგზავრი ხდება. მიღებული მადლი ბევრ ღვთაებრივ საიდუმლოს აზიარებს და სულიერად ანათლებს ადამიანს. შემდეგ ეს მადლი ადამიანს უეჭველად ჩამოსცილდება, ყოველ შემთხვევაში, პიროვნება კარგავს მადლის ძალის "შეგრძნებას", ხოლო ღმერთი, მიმადლებული სიკეთის გამო, პასუხს ელის მორწმუნისაგან. ერთგულების ამგვარ გამოცდას ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ერთი ის, რომ ჩვენ უეჭველად უნდა შეგვეძლოს საიდუმლოში წვდომის უნარისა და ჩვენი ნამდვილი არჩევანის გამოვლინება; აღვზარდოთ საკუთარი პიროვნება და, თუ შეგვიძლია, ჩვენი თავისუფლების გრძნობა და მარადიულობასთან მიმართებით თვითგამოკვლევის პროცესი სრულყოფამდე მივიყვანოთ; მეორე - მივცეთ ჩვენს ზეციურ მამას შესაძლებლობა, რომ მან ის ყველაფერი რაც გააჩინა, მუდმივი სარგებლობისათვის გადმოგვცეს. შეად.: "შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს" (ლუკ. 15:31), და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ჩვენს მიერ მოპოვებული მადლი მხოლოდ ცოდვის ტყვეობისგან განთავისუფლების პროცესში განცდილი ტანჯვის შემდეგ შეიგრძნობა. მას შემდეგ, რაც მარტოობაში ჩვენ მიერ განუხრელი ერთგულება გამოვლინდება, ღმერთს კვლავ შეიგრძნობს ადამიანი, უფალი მასში სამუდამოდ დაიმკვიდრებს და პიროვნებაში მამობრივი ცეცხლი იწყებს მოქმედებას, შეად.: "უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ" (იოან. 14:23; ლუკ. 16:10-12).

მიუხედავად იმისა, რომ ღმერთში ცხოვრების საერთო რეცეპტი არ არსებობს, არის რამდენიმე ძირითადი გაგება, რომელიც ჩვენს ცნობიერებას უნდა გააჩნდეს, რათა გონივრულად შევძლოთ ცხოვრების გზის გავლა და გადარჩენის გზის უცოდინრობის გამო, უმეცრების მსხვერპლად არ გადავიქცეთ.

ქრისტიანისათვის მამა ღმერთთან მიმავალი გზა ძე ღმერთის საშუალებით ვლინდება. "ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს; და ამისთუის გარქუ თქუენ, რამეთუ: ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ" (იოან. 16:15). მამამ ძის მარადიულ შობაში ჩადო მთელი თავისი შესაქმე. ამიტომ ძე ყველაფერში მამის ტოლია: ის არის მამის სრულად გამოვლინება; ის არის მისი (მამის) ცხოვრება, ძალა, ძლევამოსილება, ძალაუფლება, მეუფება, სიბრძნე, ყოვლის მხილველობა, შემოქმედებითობა, სიყვარული... "ჰრქუა მას იესუ: ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპეი რომელმან მიხილა მე, იხილა მამაი ჩემი, და შენ ვითარ მეტყუი მე: მიჩუენე ჩუენ მამაი შენი?" (იოან. 14:9). "რომელსა ვსძულდე მე, მამაიცა ჩემი სძულს" (იოან. 15:23). "რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაი, არამედ რისხვაი ღმრთისაი დადგრომილ არს მის ზედა" (იოან. 3:36).

სული წმიდა, მამისაგან გამოვალს და ძეში თაყვანისიცემების, ძე შეიმეცნება მის (ძის) მეუფებაში და აღიქმება მის ადამიანობაში. მისსავე სულში ვცხოვრობთ ჩვენ - მამაში.

იესოს ყოველი სიტყვა ადამიანისთვის განსაკითხავად მიუწვდომელი ჭეშმარიტებაა. ჩვენ ყველაფერში მის, ძისა და მამის სიტყვის ერთიანობის მოწმობას ვხედავთ. და ამ ჭეშმარიტებას თავად ძე სრული კატეგორიულობით ამტკიცებს: "ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა" (იოან. 10:8). რაც შეეხება მათ, ვინც ახლა გამოჩნდნენ და კვლავაც უნდა გამოვლინდნენ - უფალი ბრძნებს: "ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ" (მათ. 24:4-5); "მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა, აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამენ. რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა ესერა წინასწარ გარქუ თქუენ. უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. რამეთუ, ვითარცა ელვაი რაი გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაი ძისა კაცისაი" (მათ. 24:23-27). უდავოა, უფალი ემიჯნება ყველა დანარჩენ მტყუვარ "ადამიანური სწავლების" მქადაგებელს: "რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი - ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ" (მათ. 23:8).

ისტორიამ იესო ქრისტეს სხვა მასწავლებლების, წინასწარმეტყველების, რელიგიების დამფუძნებლების გვერდით მოხსენიების მრავალი მცდელობა იცის; ასეთი მაგალითები მრავლადაა და ალბათ, მომავალშიც იქნება. ყველა ეს შემთხვევა ერთ საკითხშია ურთიერთშეთანხმებული: ისინი უარს აცხადებენ იესო ქრისტეს ღვთაებრიობასა და მის აბსოლუტურ ავტორიტეტულობაზე, ანუ იმაზე, რაც ჯერ კიდევ 325 წელს მსოფლიო კრებამ საყოველთაოდ აღიარა.

უქმნელმა ნათელმა მამის სიტყვის მეშვეობით გვამცნო, რომ იქ სადაც უარყოფილია უდიდესი საიდუმლო, რომ "დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოი; ღმერთი გამოჩნდა ხორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა" (1 ტიმ. 3:16), შეუძლებელია ჭეშმარიტება იქნეს მიკვლეული და შემეცნებული. ქრისტიანობაში უკიდურესი კონკრეტულობა და ღმერთის საბოლოო მიუწვდომლობაა გაერთიანებული. ჩვენ ვჭამთ განსხეულებული ღმერთის ხორცს და ვსვამთ მის სისხლს: ჩვენ ვხდებით მისი სხეულის ნაწილი "რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ხორცითა მისთაგანნი და ძუალითა მისთაგანნი" (ეფ. 5:30). ღმერთის სიტყვასთან ერთობაში - ჩვენი ქმნილი გონი ღვთაებრივ გონს ერწყმის. ამასთან ვიცით, რომ "ღმერთი არავის სადა უხილავს" (1 იოან. 4:12) და "მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან... რომელ ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ხელ-ეწიფების" (1 ტიმ. 6:15-16).

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.03.2022

არქიმანდრიტი სოფრონი სახაროვი

სინანულისა და აღსარების შესახებ

24.06.2020
ცნობები ღირსი ონოფრე დიდისა და IV საუკუნეში თებაიდის უდაბნოში (ეგვიპტე) მოღვაწე სხვა მეუდაბნოე მამების: ტიმოთეს, იოანეს, ანდრიას, ირაკლემონეს, თეოფილეს და სხვათა შესახებ შემოგვინახა მათმა თანამედროვემ, თებაიდის ერთ-ერთი მონასტრის ბერმა ღირსმა პაფნუტიმ.
28.05.2020
წმინდა ანდრია ეპირის დესპოტის მიქაელ II კომნენოსის მეფობის (1237-1271) დროს ცხოვრობდა. ქრისტეს სიყვარულისთვის დაუტევა ცოლი, ქონება და განმარტოებით დაიწყო ცხოვრება
29.03.2017
გთავაზობთ ამონარიდს წიგნიდან "XIX-XX საუკუნეებში ათონის მთაზე მოღვაწე რუს მამათა ცხოვრებანი". მამა ერმოლაოსმა ეს წიგნი ათონზე, წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში გამოსცა.
05.06.2014
სირიაში წარმოიშვა ასკეტური ცხოვრების უკიდურესი ფორმა მესვეტეობა, რომლის დამკვიდრებაც სვიმეონ მესვეტის სახელს უკავშირდება.
19.12.2013
არქიმანდრიტი სოფრონი
შეჯამებული სულიერი ცხოვრება
თუ დავაკვირდებით ქრისტიანის სულიერი მდგომარეობის შკალას
19.12.2013
მამა პორფირე კავსოკალიველი (ბაირაქტარისი)
მთელი დღეები მოწყენილი და ჩაფიქრებული ვიყავი. პატრონმა ეს შეამჩნია, მოვიდა და მკითხა:
05.12.2013
მდუმარება ის საცავია, სადაც ოქრო იბადება... ვისაც იგი არ მოუხვეჭავს, არ იცის ლოცვა, საკუთარ სულთან ურთიერთობა და ღმერთთან საუბარი...
05.12.2013
მამა ეფრემ ფილოთეველი. "მამა იოსების გვერდით"
თავი XIV
მორჩილება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat