მირქმა
მირქმა
უკანასკნელი მართალი ადამიანები წარმავალი ძველი აღთქმისა - მართალი სვიმეონი და ანა წინასწარმეტყველი ღირს იქმნენ, იერუსალიმის ტაძარში მიგებებოდნენ ახალი აღთქმის მომტანს
2(15) თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამ დღესასწაულზე ეკლესია მოიხსენიებს უმნიშვნელოვანეს მოვლენას მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრებიდან. "აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალიმად, წარდგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა წერილ-არს სჯულსა უფლისასა" (ლუკა 2,22-23). შობიდან მეორმოცე დღეს ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. მოსეს სჯულის მიხედვით, როცა დედაკაცი მამრობითი სქესის ყრმას შობდა, ორმოცი დღის შემდეგ ჰქონდა ტაძარში შესვლის უფლება. საშოს გამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებოდა და ოჯახი ასეთ შემთხვევაში ვალდებული იყო, შესაწირავი მიერთმია ღვთისთვის. ღარიბი ოჯახისთვის დადგენილი იყო ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი.

ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა უფალს სამადლობელი და განსაწმენდელი მსხვერპლი შესწირეს - ორი ხუნდი მტრედისა. თუმცა ყოვლადწმინდა ქალწულს - დედას ღვთისას არ სჭირდებოდა განწმენდა, რადგან ქორწინების გამოუცდელად შვა წყარო სიწმინდისა, მაგრამ თავისი ღრმა სიმდაბლით რჯულის განწესებას მაინც დაემორჩილა.

იმ ხანებში იერუსალიმში ცხოვრობდა მართალი მოხუცი სვიმეონი. გადმოცემის მიხედვით, იგი იყო ერთ-ერთი სამოცდაათთაგანი, რომლებიც ძველი აღთქმის წიგნებს ებრაულიდან ბერძნულად თარგმნიდნენ. სვიმეონი თარგმნისას დააეჭვა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებმა - მაცხოვარი ქალწულისგან იშვებაო. ჩათვალა, რომ სიტყვა "ქალწული" შეცდომით ეწერა და მოინდომა მისი შეცვლა "ქალით", მაგრამ ამ დროს ღმერთმა მას ანგელოზის პირით აუწყა, რომ მანამ არ აღესრულებოდა, სანამ ქალწულისაგან შობილ ქრისტეს საკუთარი თვალით არ ნახავდა. მართალი სვიმეონიც სასოებით მოელოდა აღთქმული მესიის მოსვლას.

ღვთის შთაგონებით, მოხუცი ტაძარში იმ დროს მივიდა, როცა იქ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო მიიყვანეს, რათა რჯულით დადგენილი წესი აღესრულებინათ. სვიმეონმა ხელში აიყვანა ღვთაებრივი ყრმა, აკურთხა ღმერთი და წინასწარმეტყველური სიტყვები წარმოთქვა ქვეყნის მაცხოვარზე: "აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა" (ლუკა 2,29-32).

ამ საოცარი სიტყვების შესახებ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) წერს: "იგივე სიტყვები უნდა წარსთქვას ყოველმა ქრისტიანმა კაცმა, როდესაც მოიწევა დღე მისი აღსასრულისა. თუ ღმერთმა შენ, ძმაო, მოგცა ქვეყანასა ზედა გრძელი და შვიდობიანი ცხოვრება, თუ შენ გიყვარდა ღმერთი და, რაოდენიც ძალ-გედვა, ემსახურე მას, აღასრულე ქვეყანასა ზედა სულიერი შენი მოვალეობა, კეთილს საქმეს იქმოდი და მით ადიდებდი ღმერთს შეძლებისდაგვარად შენისა, მაშასადამე, შენც გინახავს მაცხოვარება ღვთისა არანაკლებად, ვიდრეღა სვიმეონს მართალსა. მან მხოლოდ ჩვილი იესო იხილა, შენ კი სულიერითა თვალითა და სარწმუნოებითა გიხილავს იესო ქრისტე, აღმასრულებელი ჩვენისა ცხოვრებისა, ჯვარცმული, აღდგომილი მკვდრეთით, თვით მისი სისხლი და ხორცი მიგიღია. მაშ შენც, როდესაც მოიწიოს ჟამი შენის აღსასრულისა, არ შეგეშინდეს, არამედ თამამად წარსთქვი სასოებითა, მშვიდობიანითა გულითა: აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, მშვიდობით".

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მართალმა სვიმეონმა უწინასწარმეტყველა: "აჰა ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის... და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი, რათა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი" (ლუკა 2,34-35).

"დაცემულებში" ქრისტესადმი ურწმუნონი მოიაზრებიან, "აღდგენილებში" - მორწმუნენი. წმინდა ტიმოთე იერუსალიმელი წერს: "არა თუ სვიმეონ თვისითა გონებითა, არამედ უწყებითა სულისა წმიდისათა ეტყოდა ქალწულსა მას უფლისთვის: დაცემად უწმუნოთათვის იტყოდა და აღდგომად - მორწმუნეთათვის... რამეთუ დაეცა იუდა და აღდგა მატათა; დაცემა მარცხენითისა მის ავაზაკისა და აღდგომა მარჯვენითისა მის, რამეთუ ჰრწმენა და მყის სამოთხე მოიპოვა, ხოლო იგი ურწმუნოებითა დაეცა და წარწყმდა".

ღვთისმშობლისადმი ნათქვამში - "თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი" იგულისხმება უფლის ჯვარცმა და ყოველივე ამის მხილველი, სხვებთან ერთად, თვით დედა იყო ღვთისა, ამიტომაცაა ეს გაუსაძლისი ტკივილი ღვთისმშობლისა ამ წინასწარმეტყველებაში ასეთი მძაფრი სიტყვებით წარმოჩენილი. ამასთან დაკავშირებით წმინდა ტიმოთე იერუსალიმელი ამბობს: "ოდეს ჯვარს აცვეს იესო ჰურიათა და მზესა მოაკლდა ნათელი და კლდენი განსქდეს, ამისთვის, ვითარცა მახვილმან განვლო სულსა მისსა. ამას მახვილსა იტყოდა სვიმეონ, რომელი იგი ურვა მოწევნად იყო ქალწულისა და მისი წინავე აუწყა".

იმ დროს ტაძარში იმყოფებოდა 84 წლის ქვრივი დედაკაცი ანა წინასწარმეტყველი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღედაღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს.

"და იყო ანნა წინასწარმეტყველი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისი; ესე გარდასულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შვიდ წელ სიქალწულითგან თვისით. და ესე იყო ქვრივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთვის ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოხსნასა იერუსალემს შინა" (ლუკა 2,36-38).

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი საუბრობს იმის შესახებ, რომ მირქმის დღესასწაული გვაძლევს ჩვენ მრავალ ზნეობრივ სწავლებასა და მხილებას. მაგალითად, ანა წინასწარმეტყველზე წერს: "ნეტავი ერთი მაინც მსმენელთაგანი ქალი ერთ წამს დაფიქრდეს და ჰკითხვიდეს თავის გულში თავის თავს: რომელი ცხოვრება სჯობს, მისი დაფანტული, ამაო, აღელვებული, ჭორითა და ბოროტსიტყვაობითა აღვსებული, ანუ ანნა ქვრივისა, რომელი დღე და ღამე არ განეშორებოდა ტაძარსა ლოცვითა, ვედრებითა და მსახურებითა?"

ქრისტეს შობამდე ყველა მართალი მამაკაცი და დედაკაცი ქვეყნის მომავალი მაცხოვრის - მესიის რწმენით ცხოვრობდა და სასოებით მოელოდა მის მოსვლას. უკანასკნელი მართალი ადამიანები წარმავალი ძველი აღთქმისა - მართალი სვიმეონი და ანა წინასწარმეტყველი ღირს იქმნენ, იერუსალიმის ტაძარში მიგებებოდნენ ახალი აღთქმის მომტანს.

კიდევ რა ზნეობრივ სწავლებას შეიცავს ეს დღესასწაული?

ისევ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსს მოვუსმინოთ: "იესო ქრისტე მოვიდა ქვეყანაზე მისთვის, რათა გააუქმოს ძველი სჯული და მოგვცეს ჩვენ ახალი უწმინდესი და უმაღლესი სჯული. გარნა, ვიდრემდის გამოაცხადებდა იგი ახალსა ამას საღმრთოსა სჯულსა, მან იწყო და შეუდგა აღსრულებად ყოველთა ძველის სჯულის ბრძანებათა... დიდება სულგრძელებასა და გარდამოსვლასა შენსა, უფალო! მპყრობელი ცისა და ქვეყანისა მეორმოცესა დღესა შინა, ვითარცა უსუსური ყრმა, ყოვლადწმიდისა დედისა თვისისაგან იქმნების მიყვანილ ტაძრად და შესწირავს შესაწირავსა ღარიბთა კაცთა, ორსა მართვესა მტრედისასა. ესრეთ დაიმალა მან თავი თვისი, რათა გვასწავლოს ჩვენ სიმდაბლე; ესრეთ დაემორჩილა იგი სჯულსა, რათა გვასწავლოს ჩვენცა მორჩილება სჯულისა".

ღვთის მიგებების (მირქმის) დღესასწაული ქრისტიანული ეკლესიის უძველეს დღესასწაულებს განეკუთვნება. მაგრამ, მიუხედავად ადრეული წარმოშობისა, იგი VI საუკუნეზე ადრე არ აღინიშნებოდა. იმპერატორ იუსტინიანეს დროს (527-565წ.წ.) ბიზანტია, განსაკუთრებით ანტიოქია, შეუწუხებია ჯერ მიწისძვრებს, შემდეგ კი საშინელ ჭირს, რომელსაც ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ადამიანის სიცოცხლე მიჰქონდა. ამ საყოველთაო უბედურების დროს ერთ-ერთ ღვთისმსახურ ქრისტიანს ზეციდან ეუწყა, რომ მორწმუნეებს საზეიმოდ აღენიშნათ ხოლმე უფლის მიგებების დღესასწაული.

მართლაც, იმ წელს, როცა უფლის მირქმის დღეს ღამისთევის ლოცვა და ლიტანიობა აღასრულეს, უბედურებანი, რომელნიც ბიზანტიას დაატყდა თავს, შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად 544 წელს ეკლესიამ დაადგინა, საზეიმოდ აღენიშნათ უფლის მირქმის დღესასწაული.

მირქმა არის დღესასწაული ადამიანის მიგებებისა, შეხვედრისა უფალთან - იესო ქრისტესთან. ის გვასწავლის, რომ ვინც რჯულის მიხედვით ცხოვრობს, მის მოთმინებასა და სასოებას უფალი აუცილებლად დააჯილდოებს და მიაგებს სიხარულს, მშვიდობასა და ბედნიერებას.

.........................................

აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

მხილველნი და მტვირთველნი ყრმა იესოსი...

მართალი სვიმეონი და ანა წინასწარმეტყველი ღირს იქმნენ, იერუსალიმის ტაძარში მიჰგებებოდნენ კაცობრიობის მხსნელს

მირქმა ადამიანის უფალთან შეხვედრის დღესასწაულია

სვიმეონ მიმრქმელი და ანა ფანეულის ასული

მივეახლოთ ღვთისმშობელს და ვადიდოთ მის ხელთ ყრმა!

ახალშობილი იესო ქრისტე იყო სრულყოფილი ღმერთი, სრულყოფილი კაცი და მეუფე არა მარტო მიწისა, არამედ ზეცისა და ქვესკნელისა

წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - სიტყვა მირქმის ანუ მიგებების დღესასწაულსა ზედა

მირქმა-მიგებება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat