წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელი
წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელი
კონდაკი 1
გაქებთ შენ, საყვარელო, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ზესთამბრძოლო საკვირველმოქმედო და უსათნოესო ქრისტესო, მრავალსასყიდლისა წყალობის მირონისა და საკვირველებათა ზღვისა სოფლისათვის მიმმადლებელო; ხოლო შენ, ვითარცა გაქვს კადნიერება წინაშე ღმრთისა, ყოველთა ჭირთაგან განგვათავისუფლე ჩვენ, რათა დაუცხრომელად გადიდებდეთ: გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

იკოსი 1
წინასწარ სცნა რა კეთილქმნულება სულისა შენისა, ნეტარო ნიკოლოზ, მქონებელი ეგე ქვეყნიურისა ბუნებისა ანგელოსებრივითა სახითა გამოგაჩინა შენ ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედმან, ხოლო ჩვენ გვასწავლა შენდამი ესე გალობა:

გიხაროდენ, დედის მუცლითვე განწმენდილო;
გიხაროდენ, აღსრულებამდე კურთხეულო;
გიხაროდენ, შობითა შენითა მშობელთა განმაკვირვებელო;
გიხაროდენ, სულიერისა ძალისა შობითვე გამომაჩინებელო;
გიხაროდენ, მტილო აღთქმულისა ქვეყნისაო;
გიხაროდენ, ყვავილო ღვთაებრივისა ნერგისაო;
გიხაროდენ, სათნო ვაზო ქრისტეს ვენახისაო;
გიხაროდენ, საკვირველებათ-მდინარე ხეო იესოს სამოთხისაო;
გიხაროდენ, ყვავილო ედემს შინა აღმომორჩებულო;
გიხაროდენ, სრულო სიკეთეო;
გიხაროდენ, მირონო ქრისტეს კეთილსუნნელებისაო;
გიხაროდენ, ყოველთა სალმობათა განმაქარვებელო;
გიხაროდენ, სიხარულისა მომნიჭებელო;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

კონდაკი 2
შენგან მომდინარე მირონის მხილველნი სულითა და ხორცით ვნათლდებით, ღვთივგანბრძნობილო, და გაღიარებთ შენ წყაროდ საკვირველისა და ცხოველსმყოფელისა მირონისა, რომლითაცა, ვითარცა ცხოველის წყლითა, აღავსებ ღვთისადმი სარწმუნოებით მგალობელთ: ალილუია.

იკოსი 2
გულისხმაჰყოფდი რა გონებამიუწვდომელსა წმიდასა სამებასა, ნიკეას წმიდა მამათა თანა მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელი და მცველი, ძესა მამისა თანასწორად, თანადაუსაბამოდ და თანამოსაყდრედ აღიარებდი, ხოლო უგუნურებასა არიოზისასა ამხილებდი; ამისთვის ისწავლეს მორწმუნეთა შენდამი ესე გალობა:

გიხაროდენ, დიდებულო სვეტო ღვთისმსახურებისაო;
გიხაროდენ, მორწმუნეთა შესავედრებელო ქალაქო;
გიხაროდენ, მართლმადიდებლობისა სიმტკიცეო;
გიხაროდენ, ღმერთშემოსილო;
გიხაროდენ, მამისა თანასწორად ძისა მქადაგებელო;
გიხაროდენ, ეშმაკეულისა არიოზისა წმიდათა კრებისაგან განმდევნელო;
გიხაროდენ, მამათა სასიქადულო შვენიერებაო;
გიხაროდენ, ყოველთა ღვთივგანბრძნობილთა უბრძნესო;
გიხაროდენ, ცეცხლოვან სიტყვათა ნაკადულო;
გიხაროდენ, სამწყსოისა შენისა კეთილად დამმწყსველო;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ სარწმუნოება დაემტკიცების;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ მწვალებლობანი დაემხობიან;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

კონდაკი 3
ზეგარდმო შენდამი მონიჭებულითა ძალითა მწარედ ვნებულთა ცრემლი ყოველი აღხოცე, ღმერთშემოსილო მამაო ნიკოლოზ, რამეთუ მშიერთ გამოუჩნდი გამომზრდელად, ზღვათა შინა მყოფთ - კეთილწარმმართველად, სნეულთ - მკურნალად და შემწედ ყოველთა, მგალობელთა ღვთისადმი: ალილუია.

იკოსი 3
ზეციურისა და არა მიწიერითა საგალობელითა საგალობელ ხარ შენ ჭეშმარიტად, მამაო ნიკოლოზ, რამეთუ არ ძალუძს ძეხორციელსა სიწმიდისა შენისა გამოთქმა; გარნა ჩვენ, სიყვარულით შენით ძლეულნი, გიღაღადებთ:

გიხაროდენ, ხატო ცხოვართა და მწყემსთაო;
გიხაროდენ, წმიდა განმბანელო სვინიდისისაო;
გიხაროდენ, სათნოებათა რჩეულო ჭურო;
გიხაროდენ, განწმედილო და პატიოსანო კარავო მადლისაო;
გიხაროდენ, ყოვლადბრწყინვალეო და ყოველთაგან შეყვარებულო ლამპარო;
გიხაროდენ, სხივოქროვანო უბიწო ნათელო;
გიხაროდენ, ანგელოსთა ღირსეულო თანამზრახველო;
გიხაროდენ, კაცთა კეთილო მოძღვარო;
გიხაროდენ, მართლისა სარწმუნოებისა კანონო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტისა სიმშვიდისა სახეო;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ხორციელ ვნებათ განვეშორებით;
გიხაროდენ, რამეთუ შენით სულიერის სიტკბოებით აღვივსებით;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

კონდაკი 4
შემაშფოთებს მე სიმწირე გონებისა ჩემისა, რამეთუ უღირსად ვაქებ საკვირველებათა შენთა, ნეტარო ნიკოლოზ, და არცა სხვათა ძალუძს გამოთქმა მათი, თუნდაც რომ მრავალნი მჭევრმეტყველებდენ და თქმად აღიძვროდენ; ხოლო ჩვენ საკვირველად შენ შორის დიდებულსა ღმერთსა კადნიერად ვუგალობთ: ალილუია.

იკოსი 4
ახლობელთაც და შორეულთაც ესმათ სასწაულთა შენთა დიდება, ღვთივგანბრძნობილო ნიკოლოზ, თუ ვითარ ჰაერსა შინა მადლისმიერი სუბუქი ფრთებით მფრენი შეეწევი გაჭირვებაში მყოფთ და მსწრაფლ იხსნი შენდამი მგალობელთ.

გიხაროდენ, განქარვებაო მწუხარებისაო;
გიხაროდენ, მოღებაო მადლისაო;
გიხაროდენ, უეცარ ბოროტთა განმდევნელო;
გიხაროდენ, სანატრელთა სახიერებათა დამნერგველო;
გიხაროდენ, ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლ ნუგეშინისმცემელო;
გიხაროდენ, მაჭირვებელთა დამსჯელო;
გიხაროდენ, ღვთივგარდმომდინარე საკვირველებათა ზღვაო;
გიხაროდენ, ღვთივ-წერილო ფიცარო ქრისტეს მცნებისაო;
გიხაროდენ, დაცემულთა მტკიცე აღმადგინებელო;
გიხაროდენ, მართლმდგომარეთა ძლიერებაო;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ყოველნი სიცბილენი განშიშვლდებიან;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ყოველნი სიმართლენი აღესრულებიან;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

კონდაკი 5
მძვინვარე ზღვაში ნავით მავალთ, წარწყმედისათვის განმზადებულთ, ღვთივმავალ ვარსკვლავად გამოუჩნდი, საკვირველმოქმედო წმიდაო ნიკოლოზ, ოდეს მომწოდებელთა ხსნად მოევლინე და განაგდე გარშემო მფრინავ ეშმაკთა სიმრავლე, ნავის დანთქმისა განმზრახველი, და ასწავე მორწმუნეთა გალობა ღვთისადმი: ალილუია.

იკოსი 5
სიღატაკისა მიზეზით ბიწიერისა ცხოვრებისათვის განმზადებულთა ქალწულთა იხილეს გლახაკთა მიმართ დიდი მოწყალება შენი, ყოვლადნეტარო მამაო ნიკოლოზ, ოდეს მოხუცებულსა მშობელსა მათსა მალულად მიეც სამი გვადრუცი, სავსე ოქროითა, და განარიდე იგი, ასულთა თვისთა თანა, ცოდვით დაცემასა, ამისთვის გესმის ყოველთაგან:

გიხაროდენ, დიდისა წყალობისა საუნჯეო;
გიხაროდენ, კაცთა მიმართ განგების ნებისა აღმასრულებელო;
გიხაროდენ, საზრდოო და სიხარულო შენდამი მოლტოლვილთაო;
გიხაროდენ, დაულეველო პურო მშიერთაო;
გიხაროდენ, ღვთივმიმადლებულო სიმდიდრეო გლახაკთაო;
გიხაროდენ, დავრდომილთა მსწრაფლ-აღმადგინებელო;
გიხაროდენ, გლახაკთა მსწრაფლშემსმენო;
გიხაროდენ, გაჭირვებულთათვის კეთილად მზრუნველო;
გიხაროდენ, სამთა ქალწულთა უბიწოდ მაქორწინებელო;
გიხაროდენ, გულსმოდგინე მცველო სიწმინდისაო;
გიხაროდენ, უსასო-ქმნილთა სასოებაო;
გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა ნეტარებაო;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

კონდაკი 6
ჭირთა შინა მხსნელად გიცნობს შენ ყოველი სოფელი, ყოვლადნეტარო ნიკოლოზ, რამეთუ ქვეყანასა ზედა და ზღვათა შინა მოგზაურთ წინა უძღვი და შეეწევი, მრავალგზის ბოროტთაგან მყის განარიდებ და იხსნი ყოველთა, მხმობელთა ღვთისადმი: ალილუია.

იკოსი 6
უსამართლო სიკვდილისათვის განმზადებულთ, შენდამი მვედრებელთ მხედართმთავართ აღმოუბრწყინდი, ვითარცა ნათელი ცხოვრებისა, კეთილო მწყემსო ნიკოლოზ, ოდეს ეჩვენე ძილისშორისსა მეფეს, დაეც მას შიში და უბრძანე მსწრაფლ განტევება ამათი. ამისთვისა ჩვენც მათთანა მადლობით გიღაღადებთ:

გიხაროდენ, გულმოდგინედ მომწოდებელთა შენთა შემწეო;
გიხაროდენ, უსამართლოისა სიკვდილისაგან დამცველო;
გიხაროდენ, ცილისწამებათაგან დამფარველო;
გიხაროდენ, უსამართლო ბჭობათა დამარღვეველო;
გიხაროდენ, სიცრუისა, ვითარცა დედაზარდლისა ქსელისა, დამადნობელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტების ამამაღლებელო;
გიხაროდენ, უბრალოთა საკრველთაგან განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, მკვდართაცა აღმადგინებელო;
გიხაროდენ, გამომაჩინებელო სიმართლისაო;
გიხაროდენ, შემარცხვენელო სიცრუისაო;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ უდანაშაულონი მახვილისაგან იხსნებიან;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ ნათელი შეიტკბობის;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

კონდაკი 7
მწვალებელთა ღვთისმგმობელი სიცრუისა და სიბნელისა განმდევნელი, ჭეშმარიტების ქადაგად გამოსჩნდი, ნეტარო ნიკოლოზ; მოძღვრავდი რა მკვიდრთა შენის ქალაქისათა, ყოველი სოფელი აღავსე მადლითა სარწმუნოებისათა; აწ უკუე ჩვენგანცა, წმიდაო, წარაქციე წყვდიადი ცოდვისა მწვალებლობისა, რათა ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.

იკოსი 7
ახალ ნოედ, საცხოვნებელ კიდობნის წინამძღვრად გულისხმა-გყოფთ, წმიდაო მამაო ნიკოლოზ, მძაფრთა ღელვათა დამაცხრობელად და საღვთოისა სიმშვიდისა მომნიჭებელად გიცნობთ შენ, მღაღადებელნი:

გიხაროდენ, ღელვა-გვემულთა მშვიდო ნავთსაყუდელო;
გიხაროდენ, დანთქმულთა ცნობილო მფარველო;
გიხაროდენ, განსაცდელში მყოფთა მენავეთა კეთილმესაჭეო;
გიხაროდენ, ზღვის ღელვათა დამაყუდებელო;
გიხაროდენ, გრიგალში მოყოლილთა შემწეო;
გიხაროდენ, გაყინულთა განმატფობელო;
გიხაროდენ, ნათელო, ურვის სიბნელის განმფანტველო;
გიხაროდენ, მნათობო ქვეყნის ყოველთა კიდეთა განმანათლებელო;
გიხაროდენ, ცოდვათა ჯურღმულისაგან კაცთა დამხსნელო;
გიხაროდენ, ჯოჯოხეთის ცეცხლსა შინა ეშმაკისა შთამხდელო;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ კადნიერად მოვიღებთ უფსკრულსა ღვთის წყალობისასა;
გიხაროდენ, რამეთუ შენის მეოხებით წარღვნის რისხვას განშორებულნი ღვთისა თანა მშვიდობასა ზიარ-ვიქმნებით;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

კონდაკი 8
საკვირველ სასწაულად გვიჩნს შენდა მოლტოლვილთა, ნეტარო ნიკოლოზ, წმიდა ეკლესია შენი, რამეთუ მცირე ლოცვისა მუნ შეწირვითა დიდთა სნეულებათა კურნებასა მოვიღებთ, უკეთუ სასოებასა მხოლო საღმრთოსა შენდა მოვაპყრობთ ღაღად-მყოფელნი: ალილუია.

იკოსი 8
ჭეშმარიტად ყოველთა შემწედ გიცნობთ შენ, ღმერთშემოსილო ნიკოლოზ, რომელი შემოჰკრებ შენდამი მოლტოლვილთა, ვითარცა განმათავისუფლებელი, საზრდოს მიმცემი და მსწრაფლმკურნალი მათი, და ქებად და გალობად აღმძვრელი ყოველთა:

გიხაროდენ, ყოველსახე კურნებათა წყაროო;
გიხაროდენ, სნეულთა შეწევნაო;
გიხაროდენ, ცისკარო, უსჯულოების წყვდიადში გზაშეცთომილთათვის ელვარეო;
გიხაროდენ, სიცხეში შრომით დამაშვრალთათვის ცვარო ზეციურო;
გიხაროდენ, მვედრებელთა კეთილწარმმართველო;
გიხაროდენ, მთხოველთათვის სიუხვისა მიმნიჭებელო;
გიხაროდენ, რომელი წინა უძღვი თხოვასა;
გიხაროდენ, მხცოვანთა ძალის განმაახლებელო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტი გზისგან შეცდომილთა მამხილებელო;
გიხაროდენ, საღმრთოთა საიდუმლოთა სარწმუნო მსახურო;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ დავთრგუნავთ შურსა;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ კეთილზნეობით ცხოვრებას ვსწავლობთ;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

კონდაკი 9
ყოველნი სალმობანი ჩვენნი დააცხრე, მეოხო ჩვენო ნიკოლოზ, მადლიანი წამლობანი განაზავე დამატკბობელად სულთა და მხიარულ-ყოფად გულთა მათთა, რომელნი შეწევნისათვის გიხმობენ და ღმერთს უგალობენ: ალილუია.

იკოსი 9
ვსცანთ, ღვთივგანბრძნობილო მამაო ნიკოლოზ, შენ მიერ შერცხვენილთა უკეთურთა ამაო სიბრძნე, ოდეს მკრეხელი არიოზი, განმყოფელი ღვთაებისა, და საველიოსი, შემრეველი წმიდისა სამებისა, დასთრგუნე, ხოლო ჩვენ მართლმადიდებლობასა შინა განგვაძლიერე. ამისთვის გიღაღადებთ:

გიხაროდენ, ფარო, დამცველო კეთილმსახურებისაო;
გიხაროდენ, მახვილო, განმკვეთელო ბოროტმსახურებისაო;
გიხაროდენ, საღმრთო ბრძანებათა მქადაგებელო;
გიხაროდენ, ღვთის საძულველთა მოძღვრებათა მომსვრელო;
გიხაროდენ, ღვთივდამყარებულო კიბეო, რომლისა მიერ აღვალთ ზეცად;
გიხაროდენ, სიტყვითა შენითა უგუნურთა განმაბრძნობელო;
გიხაროდენ, მცონარეთა და უზრუნველთა კეთილზნეობით აღმძვრელო;
გიხაროდენ, ღმრთივგარდმოტევებულო საფარველო, მრავალთა დამფარველო;
გიხაროდენ, ღვთის მცნებათა დაუშრეტელო ნათელო;
გიხაროდენ, სხივო უფლისმიერი სამართლისაო;
გიხაროდენ, რამეთუ სწავლითა შენითა შეიმუსვრიან თავნი მწვალებელთანი;
გიხაროდენ, რამეთუ მორწმუნენი შენ მიერ ღირს იქმნებიან დიდებისა;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

კონდაკი 10
მნებებელმან სულისა ცხოვნებისამან, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ჭეშმარიტად ხორცი შენი სულსა დაუმორჩილე; პირველ ყოვლისა მდუმარებითა და გულისთქმათა თანა ბრძოლითა, საქმესა შენსა საღმრთო ჭვრეტა შესძინე და სრულად გულისხმისმყოფელი, კადნიერად ჰზრახევდი ღმრთისა და ანგელოსთა მისთა თანა მგალობელი: ალილუია.

იკოსი 10
საკვირველმოქმედებათა შენთა მაქებელთათვის და შენგან შეწევნის მვედრებელთათვის მტკიცე ზღუდე ხარ, ყოვლადნეტარო; ამისთვის შეგთხოვთ ცოდვილნი სასოებით ყოველთა ზედა-დასხმათაგან მტერთასა, სალმობათა და ჭირთაგან განგვათავისუფლენ, სიყვარულით მხმობელნი:

გიხაროდენ, სულიერთა სიგლახაკეთაგან მხსნელო;
გიხაროდენ, უხრწნელისა სიმდიდრისა მბოძებელო;
გიხაროდენ, სიმართლისათვის მშიერთა მოუკლებელო საზრდელო;
გიხაროდენ, ცხოვნების მწყურვალთათვის დაულევნელო სასმელო;
გიხაროდენ, ამბოხისა და ბრძოლისაგან დამცველო;
გიხაროდენ, კრულებათა და ტყვეობათაგან განმათავისუფლებელო;
გიხაროდენ, შეურვებულთა ყოვლადსაქებელო შემწეო;
გიხაროდენ, მტერთა დასხმისგან უძლეველო დამფარველო;
გიხაროდენ, მრავალთა წარწყმედისაგან მხსნელო;
გიხაროდენ, ბევრეულთა უვნებლად დამცველო;
გიხაროდენ, რამეთუ ცოდვილნი უწყალოსა სიკვდილსა განერიდებიან შენ მიერ;
გიხაროდენ, რამეთუ შენით მონანულნი მარადიულ ცხოვრებას დაიმკვიდრებენ;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

კონდაკი 11
ყოვლადწმიდისა სამებისა საგალობელი სხვათა უმეტეს აღავლინე გონებით, სიტყვით და საქმით, ყოვლადნეტარო ნიკოლოზ; ყოველთათვის საცნაურჰყავ წესნი და კანონნი მართლმადიდებლობისანი და სარწმუნოებით, სასოებით და სიყვარულით გვასწავლე მხოლოისა ღვთისა გალობა: ალილუია.

იკოსი 11
ცხოვრების ბნელსა შინა მსხდომთათვის დაუშრეტელსა ნათელცისკროვან სხივსა ვჭვრეტთ შენში, ღმრთივგამორჩეულო მამაო ნიკოლოზ; რამეთუ უნივთოთა ანგელოსთა თანა ნათლითა ზიარებული, წმიდა სამების შეუქმნელისა ნათლის მზრახველი, განანათლებ სულსა მორწმუნეთასა, შენდამი მგალობელთა:

გიხაროდენ, სამ-მზის ნათლისა გამობრწყინვებაო;
გიხაროდენ, დაუვალისა მზისა ცისკარო;
გიხაროდენ, საღმრთოისა ცეცხლითა ანთებულო სანთელო;
გიხაროდენ, რამეთუ დაშრიტე უღმრთოებისა ცეცხლი ეშმაკეული;
გიხაროდენ, მართლსარწმუნოების ბრწყინვალე ქადაგებაო;
გიხაროდენ, სახარებისა ნათლისა კეთილსახილველო ელვარებაო;
გიხაროდენ, მწვალებლობათა შემწველო ელვაო;
გიხაროდენ, მაცდუნებელთა ზარდამცემო ქუხილო;
გიხაროდენ, ჭეშმარიტისა სიბრძნისა მასწავლებელო;
გიხაროდენ, საიდუმლოისა გონის განმცხადებელო;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ დაითრგუნვის თაყვანის-ცემა ქმნილისა;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ სამებისადმი, ვითარცა შემოქმედისადმი, თაყვანისცემა განემტკიცების;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

კონდაკი 12
შენდამი ღვთივ-ბოძებულისა მადლისა მცნობელნი, შეწევნასა შენსა ვითხოვთ, ყოვლადდიდებულო მამაო ნიკოლოზ, თანამდებობისაებრ სიხარულითა ვდღესასწაულობთ და აღვასრულებთ ხსენებასა შენსა; აღურაცხელ არიან საკვირველებანი შენნი, ვითარცა ვარსკვლავნი ცისანი და ზღვისა ქვიშანი, ესევითარითა განკვირვებულნი, ვგალობთ ღვთისადმი: ალილუია.

იკოსი 12
მგალობელნი ნიშთა და სასწაულთა შენთანი, სიყვარულით გაქებთ, ყოვლადნეტარო, რამეთუ შენ შორის სამებით დიდებული ღმერთი საკვირველად გამოჩნდების; თუმცა ფსალმუნთა და შესხმათა შევსწირავთ მრავალსა, ვერშემძლებელნი გამოთქმად საკვირველებათა შენთა, გიღაღადებთ:

გიხაროდენ, მეუფისა მეუფებათასა და უფლისა უფლებათასა მსახურო;
გიხაროდენ, ზეციურ ძალთა თანა დამკვიდრებულო;
გიხაროდენ, ღვთივდაცულისა ერისა ჩვენისა შეწევნაო;
გიხაროდენ, ნათესავისა ქრისტიანეთასა ამაღლებაო;
გიხაროდენ, ძლევისა მოსახელეო;
გიხაროდენ, განგებით გამორჩეულო გვირგვინოსანო;
გიხაროდენ, ყოველთა სათნოებათა სარკეო;
გიხაროდენ, შენდამი მოლტოლვილთა მუზარადო;
გიხაროდენ, ღვთისა და ღვთისმშობლის შემდგომ ყოველთა სასოებაო;
გიხაროდენ, ხორცთა ჩვენთა სიმრთელეო და სულთა ცხოვნებაო;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ საუკუნოისა წარწყმედისაგან ვიხსნებით;
გიხაროდენ, რამეთუ შენ მიერ დაუსრულებელსა ცხოვრებასა ვეზიარებით;
გიხაროდენ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო;
გიხაროდენ, წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, საკვირველმოქმედო ყოვლადდიდებულო!

კონდაკი 13
ჰოი, ყოვლადწმიდაო და ყოვლადსაკვირველო მამაო ნიკოლოზ, ყოველთა მწუხარეთა ნუგეშისმცემელო, მიითვალე შესაწირავი ესე ჩვენი და ვითარცა უფლის წინაშე კადნიერად მდგომარემან, ითხოვე განრინებაი ჩვენი ცეცხლთაგან ჯოჯოხეთისათა, რათა ჩვენ ცოდვილნიცა შენ თანა ვუგალობდეთ ღმერთსა: ალილუია.
ესე მუხლი ითქმის 3-გზის და კვალად იკოსი 1 და კონდაკი 1.


ლოცვა
ჰოი, ყოვლადსანატრელო წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ბრძენო მესაჭეო ივერიის წმიდა ეკლესიისა და მფარველო ერისა ჩვენისაო, მამისა სათნოო, ძისა მიერ განათლებულო, სულითა წმიდითა განბრძნობილო, ანგელოსთად შეერთებულო, მოციქულთა მოსაყდრეო, მოწამეთა თანამოღვაწეო, მღვდელმთავართა შვენიერებაო, სარწმუნოებისა წინამძღვარო, მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო!

ჰოი, ყოვლადდიდებულო წმიდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, სიწმიდითა შენითა მრავალ სასწაულთა მოქმედო, დამკვიდრებულითა შენ თანა საღმრთოითა მადლითა ადიდე, განანათლე და დაიფარე ღვთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, აცხოვნე და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი მამაი ჩვენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი, ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნონი დასნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი; ევედრე, წმიდაო ნიკოლოზ, შენს მიერ ქადაგებულსა ღმერთსა, რათა მოგვმადლოს სულთა და ხორცთა მშვიდობა და სიმრთელე და ვადიდებდეთ სახიერებასა მისსა.

ჰოი, ყოვლადნეტარო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ყოვლადწმიდისა სამებისა მიერ ღვთივმშვენიერად განათლებულო და მრავალთა სათნოებათა შენთათვის ყოვლადბრწყინვალითა გვირგვინითა პატივცემულო! მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რათა მოგვანიჭოს მართლმადიდებლობით განათლება, კეთილთა საქმეთა მიერ განბრწყინვება და სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება, ანგელოსთა თანა გალობა, წმიდათა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, რათა მარადის ვუგალობდეთ შენსა განმადიდებელსა მამასა, შენსა მაკურთხეველსა ძესა და შენსა განმაბრძნობელსა სულსა წმიდასა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ბეჭდვაელფოსტა
23.07. 2017
Paata
Dzalian gtxovt gamagebinet vin aris avtori cm nikolozis locvis.
16.11. 2016
amin
amin
სხვა სიახლეები
20.06.2024

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.
13.10.2023
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

ამინ!
13.10.2022
მღუდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
13.10.2022

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა, უფალო, იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ.

დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
08.10.2022
ლოცუა შაბათისა ბოროტთა გულის სიტყუათათვს
საყუარელო მეგობარო ქრისტესო, უზესთაეს ანგელოსთა შეყუარებულო, ხმამაღალო ქადაგო ღვთისმეტყუელებისაო,
08.10.2022
პარასკევისა, ლოცუა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
წარვედ ჩემგან მართლუკუნ სატანა, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყუანისვჰსცე, და მას მხოლოსა ვმსახურო.
07.10.2022
ლოცუა ხუთშაბათისა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის
უფალო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო გულთ-მეცნიერო, და გულის-სიტყუათა მპყრობელო.
07.10.2022
ლოცვა ოთხშაბათსა ბოროტთა გულის-სიტყუათათვის,სავედრებელი ყოვლად-წმიდისა მიმართ.
ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღვთისმშობელო განჰსდევნენ ბოროტნი და არაწმიდანი გულის-სიტყვანი
07.10.2022
ლოცუა სამშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათვს
ჰოი უფლისა წმიდაო წინამორბედო, წინასწარმეტყუელო, და ნათლისმცემელო ქრისტესო იოანე, გევედრები შენ ქადაგო სინანულისაო,
07.10.2022
ლოცუა ორშაბათისა ბოროტთა გულისსიტყუათათჳს
ზესთა ნათელთა, და თვალთშეუდგამისა ღმერთმთავარისა, წინაშე მდგომარენო, ნათელნო მეორენო, მთავარანგელოსნო, მიქაელ და გაბრიელ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat