ღირსი გრიგოლ ხანძთელის პარაკლისი
ღირსი გრიგოლ ხანძთელის პარაკლისი
ოხითაი
ხმაი დ გუერდი
რომელსაცა გაქუს ღმრთისა მამისა მადლი და ძისა ღმრთისა ძალი და სულისა წმიდისა სიბრძნეი, იყავნ შეწევნაი ღირსთა ლოცვათა შენთა ზღუდე ჩუენდა, მამაო ღმრთივყოვლადკურთხეულო გრიგოლ, მარადღე, რაითა მოგუენიჭოს ჩუენ ძლევაი საკვირველი ეშმაკებრთა სავნებელთა ზედა აღურაცხელთა.
დიდებაი,

კონდაკი
ხმა გ
ლოცვათა შენთა სულნელებაი, ღმრთისა მქადაგებელო ბაგეო, ვითარცა საკუმეველი კეთილი, აღიწევის წინაშე უფლისა. მნათობო ხანძთისაო, მზეო შატბერდისაო, გრიგოლ, მეოხგუეყავ წინაშე სამებისა.
აწ და

უგალობდითსა
ხმაი ა გუერდი
დაუსაბამოსა, დაუბადებელსა და მოუგონებელსა, უხილავსა, უცვალებელსა და უკუდავსა, ზესთარსსა სამებასა ყოვალდდიდებულსა, ვუგალობდეთ ღმერთსა ჩუენსა, ვუგალობდეთ, ვუგალობდეთ მეუფესა ჩუენსა მეცნიერებით.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიხარულ არს ჩუენ ყოველთათვის, ძმანო ქართველნო, უფლისა მიერ მომადლებული დღე ესე დღენდელი, - იხარებს აწ კათოლიკე ეკლესიაი ყოვლადდიდებული და განსცხრების ყოვლადქართლი, მგალობელი: გიხაროდენ, გრიგოლ ღმრთივგანბრძნობილო.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შროშანო სულნელმფშუელო ზეცისა მტილისაო, რომელი-ეგე კურნებასა მიჰმადლებ მდიდრად ქართლსა, რომელი-ეგე იხსნი ვნებათაგან შემასხმელთა შენთა, შენ გიგალობს ყოველი მეტყუელებაი ქართველთაი: გიხაროდენ, გრიგოლ ღმრთივგანბრძნობილო.
დიდებაი.

ეშმაკებრთა სენთა მრავალფერთა ლოცვით მაკურნებელო, საიდუმლოთა გამოუთქუმელთა მხილველო და ღმრთისმეტყუელებად ღირსქმნულო, ღმრთისა მიმართ ჩუენთვის მარადის მვედრებელსა სარწმუნოებით გიგალობთ: გიხაროდენ, გრიგოლ ღმრთივგანბრძნობილო.
აწ და.

ღმრთისმშობელისაი

დამბადებელი კაცთაი, ვითარცა ყრმაი გუიშევ, ყოვლადწმიდაო საფარველო მორწმუნეთაო, გვიოხე წინაშე შენგან შობილისა ჩუენ, მგალობელთა მისთადა, ესრეთ: ვუგალობდეთ ღმერთსა ჩუენსა, ვუგალობდეთ მეუფესა ჩუენსა მეცნიერებით.

განძლიერდასა
ძლისპირი:
ცოდვითა ფრიად მოუძლურებულსა, ქრისტე, მესრიან ეშმაკნი ისრითა ვნებათაითა, არამედ განმაძლიერებელ მექმენ და დამამტკიცებელ კლდესა ზედა მცნებათა შენთასა, გალობით მღაღადებელსა ესრეთ: წმიდა ხარ შენ, ქრისტე, სულთა ჩუენთა მაცხოვარი!
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იხარებს დღეს ერი ქრთველთაი და დიდებასა შესწირვენ ღმრთისა, რომელმანცა მოგვივლინა გრიგოლ ღმერთშემოსილი, სარწმუნოებით ქართლისა აღმაშენებელი და კლარჯეთისა განმაშუენებელი, ვინაი ვხმობთ: შენ გადიდებთ ღირსო ნეტარებისაო, გრიგოლ!
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საოხად სულთა ჩუენთა შეიწირე, გრიგოლ ყოვლადქებულო, კნინი ესე შესაწირავი, შეიწირე, მამაო დიდებულო, ვითარცა ქრისტემან მწულილი იგი ქურივისაი, შეიწირე, ნეტრეულო, და ნაცვლად გუაგე მადლი შენი დღესა მას საშინელსა შენდა მხმობელთა ესრეთ: შენ გაქებთ ღირსო ნეტარებისაო, გრიგოლ!
დიდებაი.

რომელმან დაუთხეველად სისხლთა სამოსელისა თვისისა პორფირებრ შეღებვაი მოისიბრძნე, რომელმან ენითა ქებაი და ბაგითა გალობაი შეწირე ღმრთისა, ყოველნი ნათესავნი ქართველთანი ვხმობთ ესრეთ: შენ თაყუანისგცემთ ღირსო ნეტარებისაო, გრიგოლ!
აწ და.

ღმრთისმშობელისაი

სულმან ყოვლადწმიდამან აღგაშენა შენ, საყდარო ღმრთისა სიტყვისაო, საყდართა ქერაბინთასა უზეთაესო, მშობელო ზეცისა მთავრობათა მთავრისაო; შენ გიგალობთ, უბიწოო, და ძესა შენსა ვუღაღადებთ: შენ ხარ, ქრისტე, სულთა ჩუენთა მაცხოვარი!
გვიხსნენ განსაცდელთაგან.

წარდგომაი,
ხმაი დ
იხარებს კლარჯეთი და განცხრების ხანძთაი, ზეცათა ბრწყინვალებითა ცისკროის ყოვლადქართლი და იშვებენ ქართველნი ყოველნი _ მედღესასწულენი ხსენებისა შენისანი, გრიგოლ სანატრელო; ვითარცა სასწაულთმოქმედმან მსწრაფლშემწემან, განკურნენ სულნი ჩუენნი, ეშმაკთმბრძოლო უბრძოლველო, გევედრებით.

უფალო მესმასა
ძლისპირი:
დაფარნა ცანი შუენიერებამან შენმან, მაცხოვარ, დაფარნა ცანი ზესთაგონებისა სიბრძნისა შენისა დიდებულებამან; ქებითა შენითა შეიმკო ხანძთა და იხარებს შატბერდი; დიდებაი განგებულებასა შენსა, დიდებაი სახიერებასა შენსა, დიდებაი ძალსა შენსა, ქრისტე! - ხმობს გრიგოლ ნეტრეული.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქრისტეს მიერ გამორჩეულო და ქრისტეს მიერ განათლებულო, ქრისტეს მიერ ქებულო და ქრისტეს მიერ დიებულო, დაუვალო ვარსკულავო ყოვლადქართლისაო, სამკაულო ელვარეო კათოლიკე ეკლესიისაო, სიტყუაშეზავებულო მარილითა მადლისაითაო, გრიგოლ, შენ გვიოხე წინაშე სამებისა.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სულიერად მამაო და წინამძღუარო ქართველთაო, განსრულებულო სიბრძნითაო, ქალაქმყოფელო უდაბნოთა უღაღთაო, მაშენებელო ხანძთა-შატბერდისაო, ანგელოსო ქუეყანისაო და კაცო ზეცისაო, სიტყუაშეზავებულო მარილითა მადლისაითაო, გრიგოლ, შენ გვიოხე წინაშე სამებისა.
დიდებაი.

ჯუარითა საუფლოითა მოქადულო, აღმაშენებელო დიდებულო ურწყულთა მათ კლარჯეთისათაო, რომელსა მოღუაწებათა შენთა წილ მიგიღებიეს მხიარულებაი უოხჭნო და შუებაი მოუკლებელი ცათა შინა, სიტყუაშეზავებულო მარილითა მადლისაითაო, გრიგოლ, შენ გვიოხე წინაშე სამებისა.
აწ და.

ღმრთისმშობელისაი

ღმრთისა მუცლადღებაი ვინ გამოთქუას კაცთაგან, შობაი ყრმისაი უთესლოდ ვის არა უკვირდეს ნაშობთაგან, ამისთვისცა ყოველნი ტომნი და ენანი გადიდბთ შენ, კურთხეულო სძალო უსძლოო, და ქრისტეს ვუგალობთ: დიდიბაი განგებულებასა შენსა, დიდებაი სახიერებასა შენსა, დიდებაი ძალსა შენსა ქრისტე!

ღამითგანსა
ძლისპირი:
სიტყუათა შენთა მადლითა ნათელჰყავ რაი ღამე ბნელი ურწმუნოთაი, ჩუენ, ბნელსა შინა შეყენებულნი, გვიხსნენ და ზეცისა სუფევასა მკვიდრად გვიჩინე, ვინაი ღამითგან აღმსთობილნი გევედრებით: ნათელსა ნებისა შენისასა წარმართე სლვაი ჩუენი, ქრისტე!
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სარწმუნოებისა სანთელო დაუვსებელო, სასოებისა ბაზმაკო დაუშრეტელო, სიყუარულისა ლამპარო დიდებულო, შენ გიგალობთ, გრიგოლ ყოვლადქებულო, მართლაღმსარებლობისა სვეტო შეურყეველო, ცათა სვეტთაებრ დაუცემელად დამტკიცებულო!
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი მარადის, რომელმან უმეტეს ცნობათა ჩუენთა გადიდა შენ ცათა შინა უხორცოთა თანა, ვინაიცა გიგალობთ შენ, გრიგოლ ყოვლადქებულო, მართლაღმსარებლობისა სვეტო შეურყეველო, ცათა სვეტთაებრ დაუცემელად დამტკიცებულო!
დიდებაი.

თავისუფალ იქმენ შენ აზნაურებითა მით ქრისტესითა, ვინაიცა მოგეცა ხელმწიფებაი შვილ-ღმრთისა-ყოფად, ჰოი ნეტრეულო, შენ გიგალობთ, გრიგოლ ყოვლადქებულო, მართლაღმსარებლობისა სვეტო შეურყეველო, ცათა სვეტთაებრ დაუცემელად დამტკიცებულო!
აწ და.

ღმრთისმშობელისაი

მეყავნ ჩუენ ტაძარ სულისა წმიდისა, სამკვიდრებელო უფლისაო, რომელმანცა შესცვალენ წესნი ბუნებათანი და ქალწულად ჰგიე მაწოვნებელი; თაყვანისგცემთ, უსძლოო, და ძესა შენსა ვუღაღადებთ: ნათელსა ნებისა შენისასა წარმართე სლვაი ჩუენი, ქრისტე!

ღაღადვყავსა
ძლისპირი:
სოფლისა ზღვაი მღელვარე დამნთქამს მე, ყოვლადცოდვილსა, არამედ ჭირსა ჩემსა შენდა მომართ ღაღადვყოფ: მოიხსენე აწ წყალობაი შენი, კაცთმოყვარეო, და ვითარცა ოდესმე იონა, ღელვათაგან განხრწნისა მიხსენ მე, ქრისტე!
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გაქებთ შენ, დიდებისგმეტყველებთ შენ, გმადლობთ შენ, ქრისტე, რამეთუ მოგვივლინე ჩუენ სულისა ვენახისა მუშაკი სკავირველი _ გრიგოლღმერთშემოსილი, რომლისა ლოცვითა გვიხსენინ ღმერთმან ტყუეობისაგან სულიერისა.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოვედით, მობაძავვეყვნეთ სათნოებათა გრიგოლისთა, რაითა არა ვიქმნნეთ ჩუენ ბზე, ადვილად წარსატაცებელ ქართა მიერ ვნებათასა, რაითა ლოცვითა გრიგოლისითა გვიხსენინ ღმერთმან ტყუეობისაგან სულიერისა.
დიდებაი.

გრიგოლსა რაი შევასხმიდეთ, ძმანო, საკვირველსა, სათნოებასა ვაქებთ, რამეთუ ერთ არს მისი სახელისა დებაი და სათნოებისა ქებაი, რომლისა ლოცვითა გვიხსენინ ღმერთმან ტყუეობისაგან სულიერისა.
აწ და.

ღმრთისმშობელისაი
უფსკრულთა ცოდვითასა შთავრდომილი შენდა მოვივლტი, მიზეზო კაცთა ხსნისაო, და ძესა შენსა წინაისწარმეტყუელისა ხმითა ვუღაღადებ: ღელვათაგან განხრწნისა მიხსენ მე ქრისტე!
გვიხსნენ განსაცდელთაგან.

კონდაკი
ხმაი გ
ბრძანებამან ქრისტესმან შეგუკრიბნა, ერნო მორწმუნენო დღეს! - სიხარულით და მხიარულებით აღსრულებად სახსენებელი გრიგოლ ნეტარისა დღეს! მოვედით, ქრისტესმოყუარენო ქართველნო, გალობითა საღმრთოითა შევასხმიდეთ სვეტსა უდაბნოისასა, მართლმადიდებლობისა სიმტკიცესა, ეკლესიისა სიხარულსა, ჩუენ ყოველთა სიქადულსა, რაითა მოსცეს ქუეყანასა ამას ჩუენსა მშვიდობაი და მდგმურთა მისთა დიდი წყალობაი.

იკოსი
კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაო საქართველოისაო, იხარებდ აწ დღესასწაულისათვის ცნობითა სრულისა ღმრთისმეტყუელისა, ყოვლადღირსისა გრიგოლ ღმერთშემოსილისა, არამედ სახსენებელად საუკუნოდ დაგვიმარხე და წლითი-წლად გუახარებდ ჩუენ, შვილთა შენთა, რაითა სულისა მიერ წმიდისა მოწოდებულნი ერნი ქართველთანი პატივცემულვყოფდეთ ღირსად სახსენებელსა მამისა ჩუენისა გრიგოლისსა და ზეცისა გალობითა ვადიდებდეთ მაცხოვარსა ყოველთასა აწ და უკუნისამდე.

წარდგომაი
სამოციქულოისაი
ხმაი გ გუერდი

ა. კეთილ არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი.

ბ. რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე.

გალატელთა მიმართ წიგნი საოციქულოი წმიდისა პავლე მოციქულისაი
ძმანო, ნაყოფი სულისაი არს: სიყუარული, სიხარული, მშვიდობაი, სულ-გრძელებაი, სიტკბოებაი, სახიერებაი, სარწმუნოებაი, მარხვაი, მოთმინებაი. ესევითართათვის არა ძეს სჯული. ხოლო ქრისტესთა მათ ხორცნი თვსნი ჯუარსაცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით. უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთას მაბრალოებელ, ურთიერთას მოშურნე. ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი-იგი სულითა მით მშვიდობისაითა. ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი.

ალელუიაი
ხმაი ბ გუერდი

ა. ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა.
ბ. ძლიერ იყოს ქუეყანასა ზედა ნათესავი მისი.

სახარებაი მათეს თავისაი
ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისა უნდეს ძესა გამოცხადების. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს.

დიდებაი შენდა უფალო, დიდებაი შენდა.

დიდებაი.

მეოხებითა ღირსისა მამისა გრიგოლისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და.

მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოებაი ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

გერი, ხმაი გ
განათლებულო გონებითაო, განწმედილო გულითაო, აღმაღლებულო სულითაო, ღმრთისმხილველო სულისა თუალითაო, მადიდებელო ბაგითაო, კლარჯეთისა მნათობო ელვარეო, ხანძთისა მზეო დაუვალო, მეოხგუეყავ მგალობელთა შენთა მიმთხუევად ცხოვნებისა.

კურთხეულარსა
ძლისპირი:
ვადიდებთ მამასა ნათელსა, ვაქებთ ძესა სიტყუასა, ვაკურთხევთ სულსა ყოვლადწმიდასა, სამებასა ერთარსებასა, დაუსაბამოსა, დაუსრულებელსა, დაუბადებელსა, მღაღადებელნი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო აწ და უკუნისამდე!
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ქრისტსმოყუარისა ერისა ჩუენისა მოძღუარო და განმანათლებელო, სრულო სიმხნითაო და სიბრძნითაო, სიწმიდესა შენსა ქუედავრდომით მვედრებელნი ვხმობთ შენდა: სერობასა მას უკუდავსა ჩინებულო, წმიდაო ღმრთისაო გრიგოლ, შეგუეწიე შეუწევნელთა ამათ!
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სულიერად შვილთა შენთა მამაო დიდებულო, შესავედრებელო მართლაღმსარებელთაო ყოვლადქებულო, ჩუენცა, გალობით შემასხმელთა შენთა, ბოროტისაგან გუემულთა, სამხილებელად ცოდვათა ჩუენთა, წმიდაო ღმრთისაო გრიგოლ შეგუეწიე შეუწევნელთა ამათ!
დიდებაი.

სულითა მით შენითა ცეცხლებრივითა შემწუელო ჰაერისმცველთაო, მამხილებელო თუალუხუავო დიდთა ხელმწიფეთაო, ქრისტეს მიერ გამორჩეულო, ქრისტეშემოსილო, ქუეყანისა ცად შემცუალებელო, წმიდაო ღმრთისაო გრიგოლ, შეგუეწიე შეუწევნელთა ამათ!
აწ და.

ღმრთისმშობელისაი

შენგან გამობრწყინდა მზეი სიმართლისაი - ქრისტე, - დედაო ნათლისაო, რამეთუ შენ მხოლომან შევ მაცხოვარი, მხსნელი ყოველთა, რომელსა ვუღაღადებთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო აწ და უკუნისამდე!

აკურთხევდითსა
ძლისპირი:
ხლულთა და უხილავთა, ხორციელთა და უხორცოთა, ქუეყანისა და ცათა შემოქმედსა - ზესთარსსა სამებასა - გამოუთქუმელსა, გარეშეუწერელსა, განუზომელსა, ცანი ცათანი, სიღრმენი უფსკრულთანი, ნათესავნი კაცთანი დაუდუმებელად ვაკურთხევდეთ მას უკუნისამდე.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რომელმან სხეული შეაიწრე და სულსა მიეც ასპარეზი, რომელმანცა დაეც გუელი იგი წამლეანი, რომელი ვერშენაფლობ იქმენ ჰაერისმცველთაგან ბოროტთა, ღმრთისა მიმართ ოხად ჩუენთვის ნუ დასცხრები ბრწყინვალეო სამკაულო იბერიისა კათოლიკე ეკლესიისაო.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ყოვლადღირსო მონაო არსებადაუბადებელისა სამებისაო, ხარისხო სარწმუნოებისაო, ლოცვაყავ აწ ჩუენ, ცთომილთათვის, ნეტარო, ლოცვაყავ, რაითა არა გარეწარვიქცეთ ბნელსა მას გარესკნელსა, ბრწყინვალეო სამკაულო იბერიისა კათოლიკე ეკლესიისაო.
დიდებაი.

ჰოი საყდარო სათნოებათაო, ჰოი გვირგვინო მონაზონთაო, სიქადულო და შესავედრებელო ქართველთაო, უმჯობესი სულისა ჩუენისაცა იზრუნე, რაითა შენ თანა დიდებისვმეტყუელებდეთ ქრისტესა, ბრწყინვალეო სამკაულო იბერიისა კათოლიკე ეკლესიისაო.
აწ და.

ღმრთისმშობელისაი

ცათა უვრცელესო და სერაბინთა უზეთაესო, ძუელითა სჯულითა მოსწავებულო და ახლითა მადლითა ღმრთისმშობელად თაყუანისცემულო, გამოუთქუმელად მშობელო ღმრთისაო, მისა მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები ჩუენთვის, რომელსა ვაქებთ, ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ უკუნისამდე.

ადიდებდითსა
ძლისპირი:
ეჰა საკვირველი! უთესლოდ და უმამოდ ღმრთისა უჟამოისა ჟამიერად მშობელი, დედაი ესე ქალწული! მას, ჭეშმარიტსა მიზეზსა კაცთა ხსნისასა, დაუცხრომელად ვადიდებდეთ უკუნითი-უკუნისამდე.
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

კლარჯეთისა უდაბნოთა ზღუდეო დიდებულო, ქართლისა მზეო ყოვლადგანბრწყინვებულო, შვილ ღმრთისა წოდებითა მშვიდობასა მას უხორცოთასა ღირსქმნულო, შეწევნაყავ ჩუენთვის აქა და საუკუნესა მას, გრიგოლ!
ღირსო მამაო გრიგოლ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შემდგომად ღმრთისა მოწყალებისა შენდა მოვივლტით, წმიდაო ღმრთისაო, შენდა მომართ არს სასოებაი ჩუენი, ნეტარო; შეიწირე სარწმუნოებაი ჩუენი და შეწევნაყავ ჩუენთვის აქა და საუკუნესა მას, გრიგოლ!
დიდებაი.

გაქებთ შენ, ზესთაცნობისა საგონებელო, გაქებთ შენ, ღმრთისმყოფელითა სიმდაბლითა სასძლოდ აღმაღლებულო, გაქებთ შენ, ღმრთივდიდებულო, გაქებთ შენ, მვედრებელნი: შეწევნაყავ ჩუენთვის აქა და საუკუნესა მას, გრიგოლ!
აწ და.

ღმრთისმშობელისაი

გიხაროდენ, საყდარო მეუფისაო, გიხაროდენ, ტაკუკო ოფაზისაო; გიხაროდენ, უქორწინებელო დედაო და ქალწულო; შენ, მიზეზსა კაცთა ხსნისასა, დაუცხრომელად გადიდებთ ჩუენ უკუნისამდე.
ღირს არს.

აქებდითსა,
ხმაი ბ
მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა განკაფულმან განკვირვებულჰყვენ მხილველნი შენნი, რამეთუ ნიშთა და სასწაულთა სიმრავლესა მიჰფენდი ჭუვილქმნულთა. ქებაი ქებათაი შუენის შენდა ნანდვილ, გარნა უძლურ ვართ ღირსად შესხმად შენდა; მარადღე მქადაგებელო საღმრთოისა მადლისაო, შენ გვიოხე წინაშე სამებისა.

ქრისტემან, ღმერთმან ყოვლისა მცნობელმან, იცნა წინაისწარვე სიწმიდე შენი და ნათელგარდაფენილჰყო გონებაი შენი, ღირსადსაგალობელო, აღგავსო რაი საღმრთოითა მით სიბრძნითა; ბრწყინვალეო მნათობო წმიდისა ამის იბერიისა ეკლესიისაო, მომიხსენენ ჩუენ, ქებით მგალობელნი ესე შენნი.

შემოკრბით, ერნო ქართველთანო, დიდებად ღმრთისა, რომელმან აღამაღლა რქაი ცხორებისა ჩუენისაი, რომელმან მომცა ჩუენ გრიგოლ ქრისტეშემოსილი, მნათობი ქართლისაი დაუვალი, კათოლიკე ეკლესიისა სამკაული წარუპარველი; მას ვევედრნეთ, რაითა მომიხსენოს ქებით მგალობელნი ესე მისნი.

სათნოებათა ტევანთა გამომღებელო რტოო ვენახისა საღმრთოისაო, რომელმან ღვინოი იგი გულისხმისყოფისაი ასუ სამწყსოთა უფლისათა და წარუძეღუ ერსა ქრისტესსა გზასა წრფელსა მართლმადიდებლობისასა, ვინაიცა სამართლად გადიდებთ შენ, გრიგოლ; და მეოხგუეყავ მგალობელთა ამათ შენთა.
დიდებაი.

რაიმე სახელგდვათ შენ, ყოვლადღირსო მამაო, - უფლისა ძეობილად, მონაზონებისა გვირგვინად, უდაბნოისა სვეტად ბრწყინვალედ, სარწმუნოებისა ზღუდედ შეუძრველად, ქართველთა ერისა ვარსკულავად ელვარედ? - გარნა შეწევნითა უფლისაითა მიხსნენ საცთურთაგან მგალობელნი ესე შენნი დიდებად სამებისა.
აწ და.

ღმრთისმშობელისაი

ყოვლადკურთხეულო, ყოვლადსანატრელო, ყოვლადდიდებულო ჩუენ კაცთა ნათესავთაგან, რომელმან შევ ხორცითა შემოქმედი ჩუენი ღმერთი, და ქალწული ეგე ქალწულებისაგან არა შეიძარ, ვინაი შობილსა მას წმიდასა და ძესა მაღლისასა ვადიდებთ და შენ თაყვანისგცემთ, მარიამ, სძალო უსძლოო.


ლოცვაი მუხლთმოდრეკით სათქუმელი
საღმრთოო წინამძღუარო მოძღუართაო, სიმტკიცეო მორწმუნეთაო, მამხილებელო თუალუხუაო აზნაურთა და უაზნოთაო, სულითა ღმრთივბრწყინვალითა შთანმთქმელო ბნელთა და საეშმაკოთა უცნებათაო, შენდა შევრდომილნი გევედრებით, გრიგოლ ქრისტეშემოსილო, მოწლედ: წყალობაი შენდობისაი ყავ ჩუენ უბადრუკთათვის, მიწევნად ცხოვნებად საუკუნოდ.

რომელმან ლოცვითა შენითა ცეცხლებრივითა ბომონნი დაამხუენ და უხილავთა მტერთა ენანი დაადუმენ, დაცემულნი აღადგინენ და დაცემადნი განამტკიცენ და სნეულნი განკურნენ, ღმრთივგანბრძნობილი ეწინამძღურე კრებულსა მას მონაზონთასა, მვედრებელთა ხმითა: წინაშე განმაღმრთობელისა შენისა ოხად ჩუენთვის ნუ დასცხრები, გრიგოლ საგალობელო.

ზეცით ცუართა ცხოველსმყოფელთა ჩუენდა მცურეველო, გრიგოლ მიურულებელო, ვითარცა ოდესმე აკურთხე შვილნი შენნი ღმრთივსულიერნი და აღუთქუ მათ მოუკლებელად ვედრებისყოფაი მაცხოვრისა მიმართ, ჩუენთვისცა ევედრე მხსნელსა ყოველთასა აწ, რაითა შეწევნითა შენითა ვპოოთ წყალობაი მისმიერი მოუკლებელი.

გედეონისა მიერ ცუარისა მაცხოვნებელისა საწმისად ქადაგებულო, იეზეკიელისა მიერ ბჭედ აღმოსვალისად და დანიელისა მიერ მთად გამოუკვეთელად ხილულო, მამათა მეოხებაო, დედათა დიდებაო, შეგვიწყალენ მგალობელნი წილხდომილისა ქუეყანისა შენისანი და გვიხსნენ ყოველნი მოწევნულთა და მოწევნადთა ჭირთაგან, დედუფალო და ყოვლადდედუფალო იბერიისაო!

მღდელმან ჩამოლოცოს, მგალობელთა წართქუან მუხლი ესე:
სიხარულ არს ჩუენ ყოველთათვის, ძმანო ქართველნო, უფლისა მიერ მომადლებული დღე ესე დღენდელი, - იხარებს აწ კათოლიკე ეკლესიაი ყოვლადდიდებული და განსცხრების ყოვლადქართლი, მგალობელი: გიხაროდენ, გრიგოლ ღმრთივგანბრძნობილო!

დაესრულა ლოცვაი ესე სავედრებელი
შეწევნითა უფლისაითა


კურთხევაი მწერალსა,
ქებაი მკითხველსა,
მადლი მსმენელსა.
ამენ!



გამომთქმელი: ნანა ლაზარაშვილი
რედაქტორი: ედიშერ ჭელიძე
ძლისპირნი კანონიკურ ხმათა მიხედვით
გააწყო მალხაზ ერქვენიძემ

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
14.05.2019
ტროპარი:   სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლესიისა, მღვდელმთავარო ათანასე,
15.08.2017
ეს არის წმინდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა, რომელიც სულის სიღრმემდე შეგძრავთ. ეს უდიდესი წმინდანი უფალს მადლობას სწირავს იმ მოთმინებისთვის, რაც წამების ჟამს მომადლა
01.07.2016
კონდაკი 1

კრავისა მიერ უბიწოჲსა აღრჩეულნო ქადაგნო, რომლისთჳსცა დაიკლვენით, ქრისტეს ღმრთისა ყოვლადდიდებულნო მოციქულნო პეტრე და პავლე!
08.06.2016
ტროპარი: ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
07.06.2016
ტროპარი: ვითარცა საღმრთო საუნჯე დაფარული ქვეყანასა ზედა, ქრისტემან გვიჩუენა ჩუენ თავი შენი, წინამორბედო და ნათლისმცემელო,
16.04.2016
აღსარების წინ საკითხავი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ. ამინ.
07.04.2016

"ღირს არს"-ის ნაცვლად საკითხავი საგალობელნი სრულიად წელიწადსა შინა

ბზობის კვირას
ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩუენ დღეს,
22.03.2016
უფალო, შეიწყალენ სულიერი მამა, მოძღვარი და მასწავლელი ჩემი (სახელი), იჴსენ იგი ყოვლისაგან ბოროტისა, განსწმიდე იგი ყოვლისაგან ბიწისა და მოჰმადლე მას ჴორციელი და სულიერი სიმრთელე და დაიფარე ლოცვითა წმიდათა ანგელოზთათა და ნუ დასჯი ცოდვათა ჩემთათჳს.
21.03.2016
ტროპარი: წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთჳს თავს ისხნეს,
20.02.2016
მეზვერისა და ფარისევლის კვირა

კონდაკი: ვევლტოდეთ ფარისევლისა მის სიმაღლესა და ვისწავოთ მეზვერისა იგი სიმდაბლე
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უფალმა იესო ქრისტემ ზეცად ამაღლების შემდგომ წარმოგზავნა 12 მოციქული, რათა ყოველი მისი სიტყვა ხალხისთვის გადაეცათ. უფლის მოციქულები სხვადასხვა ქვეყანაში გაემართნენ საქადაგებლად.