ლოცვა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელისადმი
ყოვლადსახიერო, ღირსადსაკვირველო ღმრთისმშობელო, ყოველთა დედუფალო!
არა ღირს-ვარ, რათა სართულსა ქუეშე ჩემსა შემოჰხვიდე! გარნა ვითარცა მოწყალისა ღმრთისა საამოვნოთ კეთილმოწლემან დედამან, ჰბრძანე განიკურნოს სული ჩემი და განმტკიცნეს უძლურნი ხორცნი ჩემნი. გაქუს ძლიერებაი უბრძოლველი და არა უძლურ-იქმნება შენთანა არცა ერთი სიტყუაი, ჰოი ყოველთა დედუფალო! შენ ჩემთვისა გამოითხოვე, შენ ჩემთვისა ჰვედრე, რათა აღვამაღლებდე ყოვლადდიდებულსა სახელსა შენსა ყოვლადვე აწ და მარადის და დაუსრულებელთა საუკუნეთა, ამინ. ლოცვა მისავე მიმართ
ჰოი, ყოვლადპატიოსანო დედაო ღმრთისაო, ყოველთა დედუფალო! შეისმინე მრავალსალმობიერი აღმოოხვრანი ჩუენნი წინაშე საკვირველთმოქმედისა ხატისა შენისა, მოიხილე სულიერთა შვილთა შენთა ზედა, გვემულთა უკურნებელთა სნეულებათა მიერ, აწ შევრდომილთა წმიდისა ხატისა შენისა მიმართ! ვითარცა ფრინველი შეიფარებს მართვეთა ქუეშე ფრთეთა თვისთა, ეგრეთვე შენცა დაგვიფარენ, მარადცხოველო, მრავალსამკურნალოითა ომოფორითა შენითა. მუნ, სადაცა იმედი წარხდების, იქმენ უეჭველ სასოებად; ხოლო სადაცა სასტიკნი მწუხარებანი გარდაემატნეს, მოთმინებად და ტანჯვათა აღსუბუქებად გამოგვიჩნდი. მუნ, სადაცა წყვდიადი სასოწარკვეთისა სულთა შინა დაემკვიდრების, ჰე, აღმობრწყინდეს გამოუთქმელი ნათელი ღვთაებისა! სულმოკლეთა ნუგეშინის-ეც, უძლურნი განჰკურნენ, გულითა განძვინებულნი მოალბე და მიანიჭე განათლება. განამტკიცენ სნეულებათა შინა მყოფნი მონანი შენნი, ჰოი, ყოვლადსახიერო დედუფალო! გონება და ხელნი მკურნალთა ჩუენთანი აკურთხე, რათა იქმნენ ორღანოდ ყოვლადძლიერისა მკურნალისა ქრისტე მაცხოვრისა ჩუენისა. ვითარცა ცხოველსა, შენ, ჩუენთანა მყოფსა, გვედრით წინაშე ხატისა შენისა, ჰოი, დედუფალო! განართხ ხელნი შენნი, სავსე კურნებითა და სიმრთელითა, სიხარულო მწუხარებათა შინა მყოფთაო, ჭირვეულთა ნუგეშინის-მცემელო, რათა საკვირველისა შეწევნისა შენისა მსწრაფლმიმღებელნი ვადიდებდეთ ცხოვრების მომნიჭებელსა განუყოფელსა სამებასა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.