ტროპარი
სუეტო ღმრთივამაღლებულო, თაყუანს გცემთ, კუართო საუფლოო და მირონო წმიდაო, ჯუარო ქრისტეს ღმრთისაო, თაყუანს გცემთ, რაითა მოსცე ძლევაი ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა, შენ მიერ უხვებით გვირგვინოსანსა.
ტროპარი
კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოსა ნათელი შემოკრებს კიდეთა სოფლისათა და უკუდავებად წმიდად მირონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყვანს ვსცემთ, რაითა ვპოვოთ ცხორება სულთა ჩუენთა.
კონდაკი
ზესთამბრძოლისა ჩემისათუის და შემწისა უძლეველისა, სუეტისა წმიდისა და ღმრთივბრწყინვალისა, რომელი ნათობს საუფლოსა და ზეგარდამო ქსოვილსა კუართსა ზედა და ელვებრ აკრთობს ცათა მობაძავსა საყდარსა და მგალობელთა და მედღესასწაულეთა თუისთა განაშუენებს და ცისკროის და სიხარულსა მრჩობლსა მიანიჭებს, რომელნი ქებასა შეასხმენ: გიხაროდენ, სუეტო ბრწყინვალეო.
კონდაკი
რომელი ჩუენთუის ჯუარს ეცვა და სიშიშველე ჩუენი კუართისა თუისისა მიერ ყოვლადწმიდისა დაფარვად წყალობით განგებულ-ჰყო, მოვედით, ერნო, მცნობელნი მხოლოსა მის უვნებელისა, ვადიდებდეთ მრჩობლთა შინა ერთად ქრისტედ მცნობელნი მისნი და უგალობდეთ: შენ ხარ ღმერთი ყოვლადძლიერი, კაცთმოყუარე და მაცხოვარი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი