ტროპარი
ჰკამკამებ უდაბნოსა, ნათობ ქართველთა უმეტეს მზისთუალისა, მამაო მამათაო იოანე, მეოხ-იქმენ მათთვის, რომელნი პატივს სცემენ დღესასწაულსა შენსა და განათლდებიან.
კონდაკი
ასურით გამო მნათობად ქართლისად გამოსჩნდი და ათორმეტთა მამათა მამად იჩინე, ხოლო მადლთა სულისა წმიდისათა გვიწყაროებ და სასწაულთა სიმრავლითა განგვაბრწყინვებ, მამაო წმიდაო იოანე, მოეც მშვიდობაი მთავრობასა და მხედრობასა ჩვენსა მორწმუნესა და ერნი, მადიდებელნი შენნი, იხსნენ განსაცდელთაგან.