პატრიარქის ქადაგება ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე
პატრიარქის ქადაგება ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე
04. 12. 2019 ჩვენთან არს ღმერთი! დღეს არის ბედნიერი დღე – ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ჩვენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, თუ როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში. ტაძარი, ეს არის კარიბჭე სასუფევლისა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ კარიბჭეში შევა.
ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა. ბოროტი ძალა ცდილობს, ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს, ადამიანზეა დამოკიდებული, რას აირჩევს იგი. აირჩევს კეთილ გზას თუ ბოროტ გზას. აუცილებელია შედგეს სინერგია; საერთოდ დაახლოება ხდება ორი ძალისა – ადამიანისა და ღვთაებრივი ძალისა, ან ადამიანისა და ბოროტი ძალისა.

ხშირად გვესმის ადამიანებისგან: მე მინდა ბედნიერი ვიყო დედამიწაზე და შემდეგ რა იქნება, მე არ მეკითხებაო.

არ არის ეს სწორი. ჩვენი აქ ყოფნა წუთისოფელია და ეს წუთი სოფელი არარაობაა, არაფერია სასუფეველთან მიმართებაში. სასუფეველი დაუსრულებელია და იგი რომ შევიგრძნოთ, ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი დედამიწასთან.

მე მინდა, გაგახსენოთ ერთი შემთხვევა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა: მარტყოფში გვაქვს მონასტერი, დედათა მომასტერი, იქ ვიმყოფებოდი მე და ვისვენებდი. სახლში შემოფრინდა ორი მერცხალი და გარშემო უვლიდა ოთახს, სადაც მე ვიყავი. მერე დაიწყეს ბუდის კეთება, თან ჩქარობდნენ.

და სად დაიწყეს ბუდი კეთება?
შუაში ეკიდა ჭაღი. თქვენ იცით, ჭაღს აქვს თაღი, მერე მოსდევს ჯაჭვები და მრგვალი რკინის საკიდი. აი იმ თაღში შევიდნენ, საკიდში და იქ აკეთებდნენ ბუდეს.

და მე ვუთხარი: მანდ რომ აკეთებთ ბუდეს, მანდ დენია, ელექტროდენია და შეიძლება, დაგარტყას და მოგკლას. ეხლა მე ფიცარს ავიღებ და კუთხეში სადმე დაგიმაგრებთ და იქ გააკეთეთ თქვენი ბუდე.
თქვენ წარმოიდგინეთ, გაიგეს, ყველაფერი გაიგეს ეს ჩემი ნათქვამი.
ჩავედი ეზოში, ვიპოვე პატარა ფიცარი, კუთხეში დავარტყი ლურსმანი და ვუთხარი, ახლა აქ გააკეთეთ-მეთქი ბუდე.
ესეც გაიგეს და დაიწყეს კეთება. დაანებეს თავი იმ ჭაღსა და დაიწყეს კეთება ბუდისა იმ ფიცარზე.
შემდეგ ჩვენ ავედით მთაზე, იქ სალოცავი იყო წმინდა გიორგისა (ეხლა ტაძარია). სახლიდან არის ერთი კილომეტრი, შორს არ არის. ღამდებოდა, ჩვენ წამოვედით სახლისაკენ და ჭყივილით ჩვენს წინ, პირდაპირ სახესთან ორი მერცხალი მოფრინდა.

და მე ვუთხარი, ჩემთან ერთად ვინც იყვნენ, ეს ჩვენი მერცხლები ხომ არ არიან-მეთქი? ჩამოვედით სახლში და მორჩილ გალინას (ბერძენი ქალი იყო) ვეკითხები: დედა გალინა-მეთქი, ხომ არ გინახავს ჩვენი მერცხლები?
და ის მპასუხობს, ცოცხით ძლივს გავყარე ოთახიდანო.
მე ვუთხარი, რატომ გაყარე, ვინ დაგავალა,, რას გიშლიდნენ?
მაგრამ ისინი უკვე გაყრილები იყვნენ და მე დარდი გამყვა, ღამე სად იქნებიან, არაფერმა ავნოსთქო.
მეორე დღეს მოფრინდნენ ისევ, სამი წრე გააკეთეს და წავიდნენ, დამემშვიდობნენ.
ისე იმოქმედა ამან რომ ძალიან… შემდეგ აღარ მოფრენილან, მაგრამ დაგვემშვიდობნენ.
ეს კიდევ მეტყველებს იმის შესახებ, როგორი კავშირია ადამიანსა და ბუნებას შორის.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი დაკავშირებულია მიწასთან, ცხოველებთან, ფრინველებთან, პირუტყვთან. ჩვენ სიყვარული უნდა გვქონდეს მათი, ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ იმათ სიყვარულს. მითუმეტეს, ისინი ვინც ტაძარშია და მორწმუნეა. ტაძარი, ეს ისეთი საოცრებაა, რომ ცვლის ადამიანს. აქ ფერისცვალება ხდება ადამიანში.
თქვენ ალბათ გიგრძვნიათ, სახლში ხარ, უხასიათოდ ხარ, მოხვედი ტაძარში და ფერისცვალება ხდება, მადლი სულისა წმინდისა გადმოდის და ეფინება ადამიანს მადლი ღვთისა, – უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.
დღეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა, ღმერთმა ინებოს და ღვთისმშობელმა ინებოს, ჩვენც შევიდეთ ზეციურ ტაძარში, მოგვცეს ღმერთმა ძალა, მადლი, რომ ღირსი გავხდეთ ტაძრად შესვლისა, მიწიერ ტაძარშიც და ზეციურ ტაძარშიც, – საუფეველში.
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მადლი ღვთისა იყოს თქვენთან და საქართველოსთან!
ჩვენთან არს ღმერთი!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.12.2024
ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
13.12.2024
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია,
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat