ჩვენი უწმინდესი - სათნო იღო ღმერთმა მისი მამათმთავრობა
ჩვენი უწმინდესი - სათნო იღო ღმერთმა მისი მამათმთავრობა
გვესაუბრება ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):
- ეკლესია გახლავთ უფლის და ჩვენი მაცხოვრის მისტიკური სხეული. თავად მაცხოვარია დამფუძნებელი, თავი ჩვენი წმინდა, ჭეშმარიტი სამოციქულო ეკლესიისა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელიც გახლავთ საქართველოს ისტორიული, სამოციქულო ეკლესია. ეკლესიაში მოქმედებს საღმრთო მადლი, სულისა წმიდისა. სულიწმიდის მადლით წარიმართება ეკლესიის ცხოვრება. იგი ხელმძღვანელობს წმინდა წერილით, საღმრთო სჯულით, საღმრთო სწავლებით, მოციქულთა მემკვიდრეობით და სჯულის კანონით. ასევე - ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგენილებებით. ეკლესია არის იერარქიული სტრუქტურა, როგორც მოგახსენეთ, თავი მისი გახლავთ თავად იესო ქრისტე, ხოლო ამქვეყნად მის ადმინისტარციულად, სტრუქტურულ ორგანიზებას წარმართავენ მღვდელმთავრები, რომელთა შორის უპირატესი გახლავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შემდგომ წმინდა სინოდი, რომლის შემადგენლობაშიც ერთიანდება ყველა მოქმედი მღვდელმთავარი და ეპარქიის მმართველი. შემდგომი საფეხურები გახლავთ სამღვდელოება, სადიაკვნო დასი. იერარქიულ ხარისხში არ შედის, მაგრამ ბერ-მონაზვნობაც, ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია და, რა თქმა უნდა, მრევლი, რადგან ეკლესია უმრევლოდ არ არსებობს.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამფუძნებლები გახლავთ წმინდა მოციქულები, ამიტომაც ეწოდება სამოციქულო ეკლესია. მოციქულთა ქადაგებით დაფუძნდა ეკლესია, მორწმუნეთა კრებული, სიტყვა "ეკლესია" ამას ნიშნავს. პირველი მღვდელმთავარი გახლდათ იოანე, ეროვნებით ბერძენი, რომელმაც, სამღვდელოებასთან ერთად, მტკვრისა და არაგვის შესართავთან პირველი ნათლიღება აღასრულა. სწორედ მისგან იღეს ჩვენმა წინაპრებმა ნათელი. ის გახლდათ ქართლის პირველი მამათმთავარი, ასეთი წოდება ჰქონდათ მაშინ, რადგან პატრიარქის ტიტული ჯერ კიდევ არ იყო. დაახლოებით VII საუკუნეში აირჩიეს პირველი, ეროვნებით ქართველი მამათმთავარი საბა I. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის დიდი ღვაწლით ჩვენმა სამოციქულო ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია, ანუ დამოუკიდებლობა. მანამდე იგი ემორჩილებოდა ანტიოქიას. IV საუკუნეში, წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროს, დადგინდა პირველი მღვდელმთავარი, ოღონდ ხელდასხმა ხდებოდა არა მცხეთაში, არამედ ანტიოქიაში და ანტიოქიის პატრიარქი ანიჭებდა სტატუსს, აკურთებდა და შემდგომ იგზავნებოდა საქართველოში, ხოლო დამოუკიდებლობის შემდგომ უკვე ადგილზევე ხდებოდა ხელდახსმა, კერძოდ სვეტიცხოველში. კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა არის უფლის კვართის ადგილი და უწმინდესი ადგილი ჩვენი ქვეყნისა.

კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული და სტატუსი
ბაგრატ III დროს, XI საუკუნის დასაწყისში გაერთიანდა დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულით მოიხსენიებოდა სვეტიცხოველის აღმშენებელი მელქისედეკ I. დღევანდელი ჩვენი ეკლესიის მესაჭისა და მამათმთავრის, ილია II-ის სრული ტიტულია უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. ასე ვიხსენიებთ მას ყოველი წირვა-ლოცვის დროს. მისი სამწყსო, სამფლობელო, დღევანდელი მამათმთავრისა, მოიცავს მთელი ქვეყნის არსებულ ტერიტორიას, მათ შორის დროებით დაკარგულ კონფლიქტურ ზონასაც, ეს არის ცხინვალისა და აფხაზეთი რეგიონი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამწყსოში შედის ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დროებით თუ მუდმივად საცხოვრებლად არსებული ტერიტორიები ამერიკის კონტინენტიდან დაწყებული ევროპითა და აზიით დამთავრებული. იქაც ჩვენი მღვდელმთავრები და სამღვდელოება მოქმედებს. ასე რომ, ეკლესია არ იზღუდება ტერიტორიული არეალით.
პირველი მამათმთავრიდან, იოანედან, ანუ IV საუკუნიდან მოყოლებული, დღევანდელი ჩვენი პატრიარქი რიგით 141-ე პატრიარქია.
- რატომ მიიღო ჩვენმა უწმინდესმა ილია II-ის სახელი?
- თუ მსგავსი სახელით აირჩევა შემდეგი პატრიარქი, წინამორბედი იქნება პირველი, შემდგომი - მეორე, მესამე და ასე შემდეგ. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ამ ხანგრძლივ ისტორიაში ანუ 141 პატრიაქრში აღმოჩნდა, რომ ილიას სახელით არის მხოლოდ ორი. V თუ VI საუკუნეში ილია I მართავდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. სასულიერო პირს წოდება, სახელი ენიჭება ბერად აღკვეცის დროს. ჩვენი საეკლესიო დებულებით, წმინდა სინოდის გაფართოვებულ კრებაზე კათოლიკოს-პატრიარქად აუცილებლად აირჩეს მმართველი მღვდელმთავარი საბერო დასიდან, თანაც აუცილებლად ეროვნებით ქართველი. სულიერადაც და განათლებითაც ამისთვის უნდა იყოს მოწოდებული პიროვნება. ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი ილია II, უკვე 41 წელია, განაგებს დედა ეკლესიას. ამითაც უნიკალური და გამორჩეულია ჩვენი პატრიარქი. უფროსი ასაკის ადამიანებს დღესაც ახსოვთ სვეტიცხოვლის სუსხიანი ზამთრის დღე, 25 დეკემბერი. იმ ცივ, არამარტო კლიმატით, სულიერადაც ათეისტურ და ტოტალიტარულ პერიოდში ხალხმა გამოავლინა შინაგანი სარწმუნოება, ეროვნული მუხტი და მთელი მოწინავე ინტელიგენციაც და საზოგადოების დიდი ნაწილიც, უდიდესი სიხარულით შეხვდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქრის აღსაყდრებას. 41 წელი არავინ ყოფილა მმართველი ჩვენი ეკლესიისა. უფლის ნება თუ არ არის, ვერც არჩევა მოხდება და ვერც წელთა სიუხვე. ამითაც დასტურდება, რომ ჩვენი უწინდესი უფლის რჩეულია, ეკლესიის რჩეულია, ხალხის რჩეულიცაა და სათნო იღო ღმერთმა მისი მამათმთავრობა. ჩვენმა უწმინდესმა ათეისტური რეჟიმიდან გამოიყვანა ეკლესია, ააღორძინა და თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაში ისევ უწმინდესი მიგვიძღვის აღთქმული და საოცნებო, გაბრწყინებული, გაერთიანებული და ამაღლებული საქართველოსკენ.

ახლოვდება აღსაყდრების 41 წელი და დაბადების 86 წელი. ეს თარიღები უნდა იყოს მადლიერების გამოხატულების დღესასწაული. ამხელა ღვაწლისა და ამაგის შემდგომ შვილმა მამას მადლიერებით, სიყვარულით, მოფერებით უნდა აგრძნობინოს, რომ ჩვენ ერთად ვართ და მადლობა ღმერთს, რომ თქვენ ბრძანდებით, დაგვლოცე და გვაკურთხე, ეს გაახარებს უწმინდესის გულს, რომ ერთად გვნახოს ქართველები უფალთან. ქართველნო, ერთად ღვთისაკენ, ეს არის უწმინდესის მისია და მოწოდება.

უწმინდესს ვუსურვებთ მრავალჟამიერს, წელთა სიუხვეს. ამ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ ვითარებში ადამიანი ისევ რომ ინარჩუნებს შინაგან მუხტს, სტაბილურობას, მოუკლებელ წირვა-ლოცვას, ეს არ არის სასწაული? დღეს რომ ეკლესია ერთიანია, ერი ერთიანია, ეს უდიდესი ავტორიტეტი, მისი დამსახურება. მისი პიროვნება ჩვენს ეკლესიას ერთიან საფუძველს აძლევს, მით უმეტეს, ყველა მღვდელმთავარი მისი ნაკურთხია. ფაქტობრივად ეკლესია მის კურთხევაზე, მის ხელდასხმაზე დგას.

უწმინდესთან პირველი შეხვედრა
პირველად რომ შევხვდი უწმიდესს, ბერი ვიყავი. ბათუმში გახლდით. 20 წლის ვიქნებოდი. მეუფე იობმა სამონასტრო, სამღვდელო დასი და მრევლი მოსალოცად დავითგარეჯის მონასტერში წაგვიყვანა. გზად - უწმინდესისგან კურთხევის მისაღებად საპატრიაქროში შევიარეთ. ეს წუთები იყო დაუვიწყარი, ხელი რომ დამადო და დამლოცა, არ მჯეროდა ჩემი ბედნიერება. დიდი სიხარული და მადლი შემოვიდა ჩემში. მღვდელმონაზვნობაშიც ხშირად მიწევდა უწმინდესთან წირვაზე ან საპატრიარქოში მისვლა. ლოცვის დროს ან ეზოში მასთან მიხდებოდა მისვლა და ლოცვა-კურთხევის აღება. უწმინდესის კურთხევითა და ნებით გამომირჩიეს მღვდელმთავრად და ხელი დამასხეს სვეტიცხოველში. რამდენიმე წლის წინ ბოლნისშიც ბრძანდებოდა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი ნუგეში იყო. მამათმთავრული, მწყემსმთავრული თვალით მოიხილა ყველაფერი. რჩევა-დარიგება, მისი თითოეული სიტყვა, თუნდაც შენიშვნა, მოწონება უდიდესი სტიმულია. მივდივართ მასთან პატივისცემით, მოკრძალებით, სიმდაბლით, მამაშვილური მოწიწებით და მისგან ყოველთვის ველოდებით ღვთის სიტყვას, სიყვარულის სიტყვას, ლოცვას და ამით სულიერად გამოკვებილი და ვუბრუნდებით ჩვენს მისიას.

მისი ამაგი მშობლის ამაგივით გადაუხდელი და აუწონავია, უწმინდესი არის ნამდვილად ღვთის რჩეული ადამიანი. გავა წლები და ის ჩვენი დიდი წინაპრების გალერეაში და წყობაში დაიმკვიდრებს თავის კუთვნილ ადგილს. თავისი ღვაწლითა და ავტორიტეტით ცოცხალ ადამიანს ქართველი ერი მეტ სიდიადეს ვერ მიანიჭებს. ჩვენი ეპარქიის, მრევლის სახელით და `კარიბჭის~ საშუალებით მივულოცავთ უწმინდესს აღსაყდრებისა და დაბადების დღეს. მრავალჟამიერ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat