პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ცხოვრების უცნობი დეტალები
პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) ცხოვრების უცნობი დეტალები
გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა რეპრესიებმა კულმინაციას მიაღწია. სწორედ ამ პერიოდში მოუწია საქართველოს ეკლესიის სათავეში ყოფნა უწმინდეს და უნეტარეს კალისტრატეს (ცინცაძე) , თუმცა თავისი წინამორბედი კათოლიკოს-პატრიაქებისგან განსხვავებით, მისი მწყემსმთავრული მოღვაწეობის მეორე ნახევარში საბჭოთა სახელმწიფო ეკლესიასთან შემობრუნების გზას დაადგა, სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიათა მეთაურებმაც თანდათანობით დაიწყეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა და აღიარება, რაც, გარკვეულწილად, უწმინდესი კალისტრატეს პიროვნული ავტორიტეტითაც იყო განპირობებული.

1945 წლის 26 მარტს პატრიარქი ასეთ ცნობას უგზავნიდა საბჭოთა მთავრობას: "1917 წელს საკათალიკოსოში იყო 1500 ეკლესია, 1600 მღვდელი და ამდენივე დიაკონ-წიგნის მკითხველი. 1937 წლის 1-ელი იანვრისათვის კი: ეკლესია 187, მღვდელი 203 და დიაკონ-წიგნის მკითხველი 43. 1937 წელს მრავალი ეკლესია დაიკეტა, სამღვდელონი ნებით თუ უნებლიეთ ჩამოშორდნენ ეკლესიას, ზოგი კი სამრევლომ არ გაუშვა - დარჩით ჩვენთან და უტაძროდ გაგვიწიეთ მოძღვრობაო. მღვდლებიც დარჩნენ და ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას მრევლისა თუ სახელმწიფოს წინაშე - იხდიდნენ გადასახადს, იძენდნენ ობლიგაციებს და სხვა.

საეპარქიო მთავრობას (უკეთ - კათოლიკოს-პატრიარქს) უეკლესიოდ დარჩენილი მღვდლების მდგომარეობა მიაჩნდა უკანონობად, რის გამოც კათოლიკოსი შეეთათბირა სათანადო სამოქალაქო ხელისუფლებას, რომელთანაც შეთანხმებით კათოლიკოსის მიერ აყვანილ იქნენ აღრიცხვაზე და ეძლეოდათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გამომუშავებული შემდეგი ფორმის მოწმობა: "ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით დასტურდება, რომ ამის წარმომადგენელი მღვდელი უფლებამოსილია შეასრულოს ყოველგვარი ქრისტიანული ღვთისმსახურება და წესები თავის მრევლისა და გარეშეთაც, როდესაც ისინი მომართავენ ამგვარი თხოვნით.

თუ უკანასკნელნი ისეთი ადგილიდან არიან, სადაც მღვდელი არ არის და მამა #-ს იქ მიიწვევენ, ამის შესახებ უნდა ეცნობოს ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენელს".

უწმინდესი კალისტრატეს ამ ცნობაში კარგად ჩანს, თუ როგორ იზღუდებოდა XX ს-ის 30-იან წლებში სასულიერო პირთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც რეგისტრაციაში იყვნენ გატარებულნი სახელმწიფოს მიერ. უეკლესიოდ დარჩენილი მრევლიც მხოლოდ ნაწილობრივ იკმაყოფილებდა სარწმუნოებრივ მოთხოვნილებას და რაც მთავარია, მორწმუნეებს ჩამორთმეული ჰქონდათ ზიარების უფლება, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის.

უწმინდესმა კალისტრატემ მხოლოდ 1945 წელს შეძლო ხმა მიეწვდინა საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელობისთვის, რადგან იცოდა, მანამდე, ძალიანაც რომ მოენდომებინა, მისი მცდელობა მაინც არ გამოიღებდა შედეგს.

"საბჭოთა მთავრობამ და ხელისუფლებამ, გერმანიასთან ერთად, ომი ეკლესიასთანაც დასრულებულად გამოაცხადა. ომს, ანათემას ვუპასუხეთ ომით, დღეს სამღვდელოება სხვა რიგად იქცევა და ჩვენც, ჩვენი პროგრამის თანახმად სარწმუნოების თავისუფლების შესახებ, თავისუფლება მივანიჭეთ ეკლესიებსაც", - განუცხადებია საბჭოთა ქვეყნის მეთაურს იოსებ სტალინს კრემლში ბ-ნ ნიკო ბერძენიშვილთან შეხვერის დროს დიდი სამამულო ომის გარდამტეხ ეტაპზე, რაც 1943 წლის მიწურულს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის დამოუკიდებლობის ცნობითა და აღიარებით იქნა დადასტურებული.

განსვენებული პატრიარქის ძმის შვილიშვილი, პროფესორი მიხეილ ქავთარია უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატეს ცხოვრებისა და საეკლესიო მოღვაწეობის დღემდე უცნობ დეტალებზე მიაპყრობს ჩვენი საზოგადოების ყურადღებას:

- კალისტრატე ცინცაძე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელვანი ფიგურა იყო. საეკლესიო მოღვაწეობა დიაკვნობით დაიწყო და პატრიარქის მანტიით დაამთავრა.

ფართო განათლება, მეცნიერული მუშაობის ინტერესები და გამოცდილება, ეროვნული სულისკვეთება, შეუბღალავი პიროვნული თვისებები ობიექტურად ხელს უწყობდა მის წარმატებებს, პირდაპირი, მართალი, უკომპრომისო მოძღვარი შეემატა მისი სახით ჩვენს საზოგადოებას.

კალისტრატე ცინცაძე დაიბადა 1866 წლის იანვარში სოფ. ტობანიერში (დღევანდელი ვანის რაიონი). ცინცაძეები გურიის სოფ. ოფეთიდან XIX საუკუნის პირველ მეოთხედში გადმოსახლებულან იმერეთში. მან დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, თბილისის სასულიერო სემინარია, კიევის სასულიერო აკადემია, სადაც დაიცვა ღვთისმეტყველების კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი თემაზე: "იბერიის ეკლესია სასანიდების პერიოდში (265-570 წ.წ.)". ამავე წელს ბრუნდება სამშობლოში და რადგანაც ქუთაისში სამსახური ვერ იშოვა, 1893 წლიდან გადმოვიდა თბილისში. 1893 წლიდან დიდუბის ეკლესიის წინამძღვარია.

კალისტრატე ცინცაძე 20 წელი ხელმღვანელობდა საქართველოს ეკლესიას. ეს პერიოდი ერთობ მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ცხადია, ეკლესიისთვისაც. მაგრამ სამამულო ომის დამთავრების შემდეგ მთელ საბჭოთა კავშირში და, რაღა თქმა უნდა, საქართველოშიც დაიწყო ეკლესიის მდგომარეობის გაუმჯობესება. გარკვეულმა შეღავათებმა ეკლესიისკენ მოაბრუნა მრევლი. ამ საქმეში ჩართული იყო უწმინდესი კალისტრატე, ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძესთან, კირიონთან, ლეონიდესთან, ამბროსი ხელაიასთან და სხვა გამოჩენილ მამულიშვილებთან ერთად იბრძოდა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენისთვის.

რა თქმა უნდა, კალისტრატე ცინცაძე ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც ოფიციალურად პრესის ფურცლებიდან დაიწყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის ბრძოლა.

1894 წელს, დეკანოზ დავით ღამბაშიძის ჟურნალში "მწყემსი" კალისტრატე ცინცაძე აქვეყნებს სტატიას ავტოკეფალია "ცერკვი გრუზინსკოი" ("ისტორიჩესკი ოჩერკ" IV-XIვ.ვ.)" "ისტორიჩესკაია სპრავკა პო პოვოდუ ობ ავტოკეფალნოსტი გრუზინსკოი ცერკვი" და სხვა. იგი მსოფლიო საეკლესიო კრებათა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის მოშველიებით ასაბუთებდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის ფაქტს საუკუნეების მანძილზე. კალისტრატე ცინცაძის წერილებმა მიიქცია ჩვენი საზოგადოების ყურადღება და კიდევ უფრო გააცხოველა მამულიშვილთა დამოკიდებულება პრობლემისადმი, რაც არ გამორჩენია მხედველობიდან საქართველოს მაშინდელ ეგზარქოსს ვლადიმირ ბოგოიავლინსკის (1892-1898წ.წ.) ეგზარქოსი მკაცრად დაემუქრა ჟურნალს რედაქტორს, - თუ არ დაიწერებოდა წერილი, რომ საქართველოს ეკლესია არასდროს ყოფილა ავტოკეფალური და ეს მასალა ამავე ჟურნალში არ გამოქვეყნდებოდა, ყველაფერს იღონებდა ჟურნალის დასახურად.

როგორც კალისტრატე ცინცაძე იგონებს, ჟურნალიც და მისი რედაქტორიც გადაარჩინა პროფესორების - ი. მალიშევსკისა და ა. ოლესნიცკის ავტორიტეტულმა რეცენზიებმა.

- პროფესორი ვ. გურული თავის ერთ-ერთ წერილში ვარაუდობს, რომ რუსული ეკლესიის მიერ გასული საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის ოფიციალურად აღიარება, შესაძლოა, სტალინისა და უწმინდესი კალისტრატე ცინცაძის პირადი ურთიერთობითაც ყოფილიყო განპირობებული.

- შესაძლოა, ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ მე ამის დადასტურება არ შემიძლია, რადგან უწმინდეს კალისტრატეს არასდროს უსაუბრია ამ საკითხზე. არც იმის შესახებ უთქვამს, რომ სტალინმა მას ავტომანქანა "ზიმი" აჩუქა, რადგან შესაძლოა არ ჩათვალა მიზანშეწონილად, თუმცა, რადგან ბევრჯერ დაიწერა ამის თაობაზე, არ არის გამორიცხული, მართალიც იყოს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, შეუძლებელია, სტალინის ჩაურევლად მომხდარიყო, მაგრამ არასდროს უსაუბრიათ ამ საკითხზე არც სტალინს და არც კალისტრატე ცინცაძეს. შემობრუნების პროცესი საბჭოთა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რომელიც 40-იან წლებში დაიწყო, დაგვირგვინდა იმით, რომ 1945 წელს საქართველოს დაუბრუნდა ის განძი, რომელიც 1921 წელს მენშევიკურმა მთავრობამ საფრანგეთში გაიტანა. მისი გადარჩენა ექვთიმე თაყაიშვილის სახელთან არის დაკავშირებული, რადგან ბევრი სახელმწიფო იყო დაინტერესებული ამ განძის ხელში ჩაგდებით, მათ შორის გერმანელებიც, მაგრამ ექვთიმე ღვთისკაცი იდგა დიდ ბურჯად და არავის მისცა იმის უფლებაც კი, რომ ყუთები გაეხსნათ, ისე ჩამოვიდა საქართველოში ეს ფასდაუდებელი საგანძური. დღეს შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ საქართველოდან გატანილი განძის დაბრუნება იოსებ სტალინის უშუალო მითითებითა და ინიციატივით მოხდა. დაიბეჭდა კიდევაც ამის შესახებ მაშინდელ პრესაში, რომ საგანძურის ჩამოტანას, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად, გივი ჟორდანია და შალვა ამირანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. მას შემდეგ, რაც სტალინი საფრანგეთის პრეზიდენტ დე გოლს მოელაპარაკა ამის შესახებ 1945 წელს, განძი ეგვიპტის გზით დაბრუნდა საქართველოში. როდესაც დალუქული ყუთები გაიხსნა, ნივთიერი საგანძური ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა, საეკლესიო მუზეუმიდან, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებების ფონდებიდან გატანილი ასეულობით უნიკალური ხელნაწერი კი მას შემდეგ ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მათი მნიშვნელობაც ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნისთვის.

უწმინდესმა კალისტრატემ იცოდა საქართველოში დაბრუნებული ამ ძვირფასი საგანძურისა და კოლექციების მნიშვნელობა, მაგრამ არც მას და არც სტალინს არასოდეს უსაუბრიათ თავიანთ დამსახურებაზე ამ ეროვნულ, საშვილიშვილო საქმეში.

პატრიარქს არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდა. მისი მნახველი მიხვდებოდა, რომ ეს ბიბლიოთეკა ისეთი კაცის მიერ იყო შედგენილი, რომელიც გულშემატკივარი და დამფასებელი იყო თავისი ქვეყნისა და ისტორიისა. ამას ემატებოდა უწმინდესი კალისტრატეს კონტაქტები და მეგობრობა ცნობილ მეცნიერებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. ამ ბიბლიოთეკაშია ცნობილი პიროვნებების მიერ პატრიარქისთვის ნაჩუქარი წიგნები ავტოგრაფებით.

უწმინდესი კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ მისი ბიბლიოთეკა საპატრიარქოს დარჩა, თუმცა ბევრი წიგნი გაიბნა და ზოგიერთი მათგანი მოგვიანებით ბუკინისტურ მაღაზიებშიც კი აღმოჩნდა.

- ბატონო მიხეილ, იქნებ დღეს ბევრმა არც კი იცის იმის შესახებ, რომ უწმინდესი კალისტრატე ცინცაძე ლიტერატურული საქმიანობითაც იყო დაინტერესებული ახალგაზრდობაში.

- ლიტერატურული საქმიანობა კალისტრატე ცინცაძემ XIXს-ის 80-იანი წლებიდან დაიწყო, სასულიერო სემინარიის სტუდენტობის ჟამს. 1887 წელს ჟურნალ "თეატრში" გამოქვეყნდა მისი პირველი თარგმანები, რომელთაც თვით მთარგმნელი შემოქმედებითი საქმიანობის მოკრძალებულ ნაბიჯად მიიჩნევდა.

მის პირად არქივში 124 ნომრით ინახება ავტობიოგრაფიული ჩანაწერი სათაურით - "სამოციანი-ოთხმოციანი წლების სოფლის მღვდლის ტიპი".

ვიზუალურად მიღწეული ჩანაწერი სამუშაო ცალია, უხვად გადახაზული და ჩასწორებული. ეტყობა, ავტორს ჩანაწერისთვის სხვა ფორმის მიცემა არც უფიქრია, ჩანს, მომავალში არც დაბრუნებია მას. მაგრამ ფაქიზად შეუნახავს არქივში.

პირველი კითხვა, რომელიც გაჩნდა, ის იყო, თუ რა დოკუმენტთან გვქონდა საქმე. მოთხრობა იყო იგი, ჩანახატი თუ ოჯახის წინაპართა ისტორია? ვითვალისწინებთ რა უწმინდესის ბიოგრაფიის დეტალებს, გამორიცხული არ არის, რომ ახალგაზრდა კალისტრატე ცინცაძეს გადაწყვეტილი ჰქონდა მოთხრობა-ჩანახატის დაწერა ახლობელი ადამიანების საქმიანობის მაგალითზე. ამას გვაფიქრებინებს დასაწყისიც: "ჩემს პატარაობისას მეზობელი სოფლების მღვდლებს ყველას კარგად ვიცნობდი. ხან ისინი დადიოდნენ ჩვენსა, ხან ჩვენ - მათთან. არც ერთი მათგანი რუსულ სკოლაში განსწავლული არ იყო, ყველას განათლება მიეღო ან მონასტერში, ან მამის სახლში, ან მეზობელი მღვდლისგან. ამ მხრივ მათ შორის დიდი განსხვავება არ იყო. განირჩეოდნენ ერთმანეთისგან მხოლოდ პირადი ბუნებრივი ღირსება-ნაკლოვანებებით. ამისთვის საკმარისია აღვწერო რომელიმე მათგანი, რომ ყველაზე შეგვექმნას წარმოდგენა". არ არის გამორიცხული, ჩანაწერი ჩანახატი-მოთხრობის სახით ყოფილიყო ჩაფიქრებული და ავტორს შემდეგ შეეცვალა გადაწყვეტილება და მისთვის ისტორიული სახე მიეცა. იგი დაწერილი უნდა იყოს XIX ს-ის მიწურულს. საბოლოოდ, ჩანაწერი მამის ოჯახის და მისი წინაპრების თავგადასავალი გამოვიდა. კაცმა რომ თქვას, ასეთი სიუჟეტიც გამოდგებოდა მოთხრობისთვის, მაგრამ უწმინდესმა ჩანაწერს აღარ მისცა ასეთი მიმართულება. ამ ჩანაწერის გაცნობა, ვფიქრობ, დიდ სამსახურს გაუწევს მათ, ვინც პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის გენეალოგიით არის დაინტერესებული.

დაბოლოს, მინდა ვისაუბრო კიდევ ერთი დოკუმენტის შესახებ, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. ის 1821 წელს უნდა იყოს გადაწერილი ("ღმერთო, შემიწყალე ცოდვილი. ივლისის 13, 1821"). წიგნი დიდი სჯულისკანონია. ეს ხელნაწერი კალისტრატე ცინცაძისა ყოფილა და მას შეუწირავს თავის დროზე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებისთვის.

დიდი სჯულისკანონის - საეკლესიო სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის ქართულ ენაზე თარგმნის ისტორია და ტექსტის აკადემიური გამოცემა განხორციელდა ენრიკო გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით საკმაოდ გვიან, გასული საუკუნის 70-იან წლებში, მაგრამ ინტერესი ამ ძეგლებისადმი, ცხადია, ადრეც არსებობდა და ერთ-ერთი დაინტერესებული მკვლევარი კალისტრატე ცინცაძეც ყოფილა. მას არსებული ხელნაწერებით შეუსწავლია ძეგლი და 1926 წელს ლითოგრაფიულად გამოსცა სჯულისკანონის ერთი მონაკვეთი - მოციქულთა კანონები. ეს გამოცემა ნაწილობრივ გაიმეორა 1976 წლის "საეკლესიო კალენდარში" გაიოზ კერატიშვილმა.

ამ ხელნაწერს, რომელიც, როგორც ვთქვით, კალისტრატე ცინცაძის კუთვნილება იყო და მასთან ახლო ნათესავის ოჯახიდან უნდა მოხვედრილიყო, მეტად საინტერესო ისტორია აქვს. ხელნაწერზე არის მინაწერი: "ქ. ესე სჯულისკანონი ვიყიდე მე, მღვდელმონაზონმან იასონმა, ჩემი საფასით მღვდლის, იოანე მიქაძისგან და მივეცი ჩემს შვილს, მღვდელს ქრისტეფორეს. მისი არს. ვინც წაართვას, შეჩვენებული იყოს უფლის მიერ. ამინ. ჩყო (1870) წელსა მაისს".

ამ მინაწერთან დაკავშირებით თვით კალისტრატე ცინცაძეს გაუკეთებია შენიშვნა: "ეს იასონ მღვდელმონაზონი იყო ჩემი ბიძა, გარდაიცვალა მოწამეთის დავით და კონსტანტინეს მონასტერში. დაკრძალულია იქვე". გამოდის, რომ იასონი კალისტრატეს მამის ნახევარძმა იყო, ხოლო მის შვილი ქრისტეფორე - ბიძაშვილი, შესაძლოა, ქრისტეფორეს მემკვიდრეებისაგან მოხვდა ხელნაწერი უწმინდეს კალისტრატესთან.

- მადლობას მოგახსენებთ საინტერესო საუბრისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
27.08. 2022
ნანა
წერთ პატრიარქი კალისტრატე დაიბადა 1866 წელსო და 1821 წელს როგორ გადაწერდა დიდი სჯულის კანონს?
სხვა სიახლეები
16.12.2024
ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
13.12.2024
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია,
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat