კათოლიკოსი ევდემოზი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებული გვარის შვილთა სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის იმდროინდელ ჩვეულებას
კათოლიკოსი ევდემოზი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებული გვარის შვილთა სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის იმდროინდელ ჩვეულებას
წმინდა ევდემოზი (დიასამიძე) საქართველოს ეკლესიას მართავდა გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის დროს. როსტომს ქართლ-კახეთის მმართველობა შაჰ-აბასმა ჩააბარა თეიმურაზის განდევნის შემდეგ. გამაჰმადიანებული მეფე თითქოს შაჰის პოლიტიკასაც ატარებდა საქართველოში და ქართველობდა კიდეც, მაგრამ აღზრდითა და ზნე-ჩვეულებებით სპარსელი უფრო იყო, ვიდრე ქართველი, პოლიტიკურადაც სპარსეთის სახელმწიფოს ყურმოჭრილი ყმა და მისი პოლიტიკის ერთგული განმხორციელებელი გახლდათ.

როსტომის დროს "განმრავლდა სახლსა შინა მისსა სიძვა და არაწმინდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა... განძლიერდნენ თათარნი და კადნიერებდნენ ქართველთა ზედა და რომელნიცა იყვნენ ქართველნი, მოყვარენი წესისა მათისა, მეძავნი და ბილწებისა მოქმედნი, დიდად პატივსცემდა მეფე როსტომ და ჰკითხავდა და უსმენდა... და რომელნიცა იყვნეს სიმართლისმოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალნი, მათ არას პატივსცემდა და ცუდს კაცს ეძახდნენ და შეუძლებელსა და იყვნენ დღითი და დღე სმასა და განცხრომასა შინა, ხოლო სულისათვის არა ზრუნავდნენ... და ქართველთაც ისწავეს სმა და ჭამა ყიზილბაშური... განყიდეს მამა-პაპათაგან დაგდებული მამული და აგარაკები და იცვამდნენ ტანთა და სჭამდნენ და სმიდნენ და აღარას ზრუნავდნენ შვილთათვის". ეს ხდებოდა XVII საუკუნეში. ასეთივე ისტორია განმეორდა მოგვიანებით, XIX საუკუნეშიც, როცა ქართველებმა რუსეთის ხელისუფალთა გავლენით იწყეს გაყიდვა მამა-პაპათაგან დატოვებული მამულებისა ჩაცმა-დახურვისა და გამოსაჩენი ცხოვრებისთვის. საინტერესოა, ვინ ყიდულობდა XVII საუკუნეში ქართველთა მამულებს? როგორც ჩანს, ისინივე, ვინც XIX საუკუნეში.

გაუჭირდა ერის სულიერ მამას. მას არ შეეძლო, მშვიდად ეყურებინა ქართველთა დაცემისთვის და მოქმედებდა კიდეც მწყემსმთავრისათვის შესაფერისი უშიშრობითა და თავდადებით: მან რამდენიმეჯერ შეკრიბა ქართლის წარჩინებული ვაჟკაცები სპარსელებთან საბრძოლველად. მისი გავლენით ცალკეული მთავრები არ ემორჩილებოდნენ როსტომ-ხანის პოლიტიკას და თავიანთ სამთავროებს მუსლიმანური ტრადიციების ზეგავლენისაგან იცავდნენ. კათოლიკოსი ევდემოზი წინ აღუდგა ბაგრატიონთა და სხვა დიდებული გვარის შვილთა სიყრმიდანვე ყაენის კარზე აღზრდის იმდროინდელ ჩვეულებას. ევდემოზი არც მეფის პირდაპირ მხილებას ერიდებოდა - სადაც კი შეხვდებოდა, ყველგან ეუბნებოდა: "მაჰმადიანების მამა ხარ და ქრისტიანთა მამინაცვალიო".

კათოლიკოს ევდემოზის სულიერი შვილი იყო როსტომ-ხანის მეუღლე, კეთილმორწმუნე დედოფალი, მანუჩარ დადიანის ასული მარიამი. კათოლიკოსის მოღვაწეობითა და დედოფლის თანადგომით ქვეყანაში ისევ ცოცხლობდა სარწმუნოებრივ-ეროვნული სული, შენდებოდა ეკლესიები, იწერებოდა სასულიერო ხასიათის ლიტერატურა და ნელ-ნელა მაღლდებოდა პატრიოტული სულისკვეთება. როსტომ-ხანი კარგად ხედავდა კათოლიკოსის ორიენტაციასა და ავტორიტეტს. ევდემოზი ყველგან ქადაგებდა და კონკრეტულ გეგმებსაც ადგენდა ქართლის ტახტზე ქრისტიანი მეფის თეიმურაზის დასაბრუნებლად. ქართულ ეკლესიას, ცხადია, არ შეეძლო მშვიდად ეყურებინა ქართველთა სულიერი გადაგვარებისთვის. უთუოდ ამიტომაც მოუწყო აჯანყება როსტომს ქართლის კათოლიკოსმა ევდემოზმა.

ამ პიროვნებას, საქართველოს წეს-ჩვეულებათა შემშლელსა და ქართველებისთვის ძირის გამომთხრელს, ებრძოდა ქრისტიანი მეფე თეიმურაზიც. როსტომ მეფეს ზოგი სიკეთეც გაუკეთებია ქვეყნისთვის, რათა მოსახლეობა ქრისტიან მეფეს არ მიმხრობოდა.

საბოლოოდ თეიმურაზი დამარცხდა, რაც "ქართველობის" დამარცხებასაც ნიშნავდა, რადგან იმ ეპოქაში "ქართველი" ეწოდებოდა ეთნიკური წარმოშობით ქართველს, რომელიც იმავდროულად საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წევრიც იყო. წარმომავლობით ქართველი შეიძლებოდა სარწმუნოებით "თათარი", "ფრანგი" ან "სომეხი" ყოფილიყო. "ქართველი" მხოლოდ ქართული ეკლესიის ქრისტიან მრევლს ეწოდებოდა. იმ დროისთვის ქართველმა ერმა მრავალი "გათათრებული", "გაფრანგებული", "გასომხებული" შვილი დაკარგა.

ქრისტიანობის მტკიცედ დაცვა, მუდმივი აჯანყებანი, განსაკუთრებით - 1623 წლის ქართლის აჯანყება, რომლის დროსაც სპარსეთის საუკეთესო არმია დამარცხდა, 1659 წლის კახეთის და სხვა აჯანყებანი ხელს უწყობდა ქართული სახელმწიფოებრიობის ასე თუ ისე შენარჩუნებას. ამის კვალობაზე ქართულ ეკლესიასაც ჰქონდა არსებობის საშუალება.

როგორი დამოკიდებულება ჰქონდა როსტომ-ხანს ქართული ეკლესიის მიმართ? რაკი მისი პოლიტიკა კომპრომისული ხასიათისა გახლდათ, ის ეკლესიის მიმართ ერთგვარ ლოიალობას იჩენდა, მაგრამ აქ აღსანიშნავია სხვა რამ: თუ აქამდე, ძველი ქართული სახელმწიფოებრივი სისტემის არსებობისას, ქართლის ეკლესია სახელმწიფოში უპირველესი და უპირატესი სარწმუნოებრივი ორგანიზაცია იყო, როსტომის დროს მან სხვა ქრისტიანულ მიმდინარეობებთან შედარებით უპირატესობა დაკარგა და სხვებს გაუთანაბრდა. როსტომი სპარსი მოხელე გახლდათ და ვალდებული იყო, განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა გამოეჩინა სომხური ეკლესიის მიმართ, რადგანაც სპარსეთში ამ ეკლესიას ყოველგვარი პრივილეგია ენიჭებოდა, ხოლო ქართლ-კახეთი, სპარსთა თვალსაზრისით, ირანის ვასალურ ქვეყანას, თითქმის პროვინციას წარმოადგენდა. ამიტომაც იყო, რომ როსტომმა პოლიტიკური მოსაზრებით ქართულ ეკლესიას სახელმწიფოებრივი ეკლესიის სტატუსი არ მიანიჭა. როგორც სპარსეთის მოხელეს, მას, ცხადია, ევალებოდა, მზრუნველობა გაეწია სომხური ეკლესიისთვის და თავაზიანად მოპყრობოდა კათოლიკეებს, მაგრამ ამავე დროს ის, როგორც ქართველი მეფე, ვალდებული იყო, ეზრუნა ქართულ ეკლესიაზეც. როსტომის დროს ქართულმა ეკლესიამ სახელმწიფოში დაკარგა ის ადგილი, რომელიც მას IV საუკუნიდან ეკავა. მისი მმართველობის შემდეგ ქართული ეკლესია ქვეყანაში აღარ იყო უმთავრესი და უპირველესი ეკლესია, მისი უფლებები შეილახა და სხვა არაქართული ეკლესიებისას გაუთანაბრდა, ხოლო მისი მრევლი სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს გადაუნაწილდა, რომ აღარაფერი ვთქვათ გამაჰმადიანებულ ქართველებზე. სწორედ ამიტომ ამბობდა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი: "ყოველდღე ჩვენის თვალით ვხედავთ, რომ მრავალნი სომხდებიან, და უფრო მომეტებულნი მათგანნი მაჰმადის სარწმუნოებასაც ღებულობენ". კათოლიკურ და სომხურ ეკლესიებს ერთმანეთთან ომიც კი ჰქონდათ ქართველი მრევლის გადანაწილებისას. აი, ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა ქართული ეკლესია როსტომის "კომპრომისულმა" ქართულ-სპარსულმა სახელმწიფომ. სრულიად სხვაგვარი იქნებოდა მისი მდგომარეობა თეიმურაზის სახელმწიფოში, მას რომ ქვეყნის მართვა დასცლოდა, რადგან თეიმურაზი ძველქართულ-ეროვნული სახელმწიფოებრიობის დამკვიდრებისა და მისი ბუნებრივი მდინარების განგრძობისთვის იბრძოდა.

როსტომ-ხანის მმართველობა ქართველი ხალხისთვის დამღუპველი გამოდგა. ეროვნული გადაგვარების საფრთხე ძლიერდებოდა, ამიტომაც სანამ თეიმურაზი კახეთში იყო, დასასრული არ უჩანდა მისი ინიციატივით მოწყობილ შეთქმულება-აჯანყებებს. ქართლის კათოლიკოსი ევდემოზ დიასამიძეც კარგად ხედავდა ეროვნულ-სარწმუნოებრივი გადაგვარების საშინელებას, ამიტომაც მისი მეთაურობით მომზადდა აჯანყება როსტომის წინააღმდეგ და ქართლის ტახტზე თეიმურაზის აღსადგენად.

1642 წელს როსტომის წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მოეწყო. შეთქმულებაში ზაალ ერისთავი, იოთამ ამილახვარი, ნოდარ ციციშვილი, კათოლიკოსი ევდემოზ დიასამიძე და სხვანი მონაწილეობდნენ. შეთქმულება სომხეთის მელიქმა გასცა. კათოლიკოსი ამის შემდეგაც არ გატყდა და შეთქმულებს როსტომის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდა, მაგრამ როსტომმა ამბოხებულები დაამარცხა, ევდემოზ კათოლიკოსი მოაშთობინა, მისი გვამი კი შეურაცხყოფის მიზნით ნარიყალას ციხიდან გადააგდებინა აბანოების მხარეს.

ქრისტიანობისა და მამულისთვის წამებული ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის გვამი ქრისტიანებმა ფარულად წამოიღეს და ანჩისხატის ტაძარში, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში დაკრძალეს.

როსტომ-ხანმა, ეს ამაზრზენი საქციელი რომ გაენეიტრალებინა, "სამღვდელო ეპისკოპოსნი ამით დაიერთგულნა, რომ ყოველთათვის ჯამაგირი განუწესა, თავმდაბლად და ტკბილად ექცეოდა, ამისათვის ზრუნავდნენ სამღვდელონი კრებულნი, ხოლო აღაშენა კათოლიკე ეკლესია მცხეთის გუმბათი და სხვანიცა რომელნიმე მოოხრებულნი ეკლესიანი აღაშენა და კვალად - გატეხილი ხიდი".

განსაკუთრებით სასტიკი იყო როსტომის დროს დამკვიდრებული წესი სპარსეთში ტყვეების გაგზავნისა. თუკი როსტომის წინანდელი მაჰმადიანი მმართველები არაქრისტიანებს აგროვებდნენ სპარსეთში გასაგზავნად, როსტომმა სწორედ ქართველთა "საჩუქრად" გაგზავნის წესი შემოიღო სპარსელ-თათარი მმართველებისთვის.

როსტომი ქართული ეკლესიის სულს, აზრსა და იდეას ებრძოდა. მან ორი კათოლიკოსი წაჰგვარა საპატრიარქო ტახტს - ზაქარია ქართლში შემოსვლისთანავე გააძევა, ხოლო ევდემოზი მოკლა.

როსტომ-ხანმა კათოლიკოს ზაქარიასთვის წართმეულ ტახტზე მის მაგიერ ახალი კათოლიკოსი აიყვანა, რომელიც, როგორც ამბობდნენ, ნაკლებად სულიერი ყოფილა და თურმე მეომარს უფრო ჰგავდა, ვიდრე ბერს. ჩანს, როსტომს ამ გზით სასულიერო მოღვაწეობის ჩახშობა სურდა, მაგრამ ახალ კათოლიკოსს ქვეყნისა და სარწმუნოების დიდი სიყვარული გამოუმჟღავნებია და მათთვის დაუდვია კიდეც თავი.

როსტომმა ჯარები კახეთს შეუსია, თეიმურაზი დაამარცხა და ქართლ-კახეთიდან იმერეთში გახიზვნის საშუალება მისცა. იმერეთს გახიზნული დამარცხებული თეიმურაზი ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა, ქართლის ვალის როსტომის წინააღმდეგ და ირანის ბატონობის დასამხობად კვლავ ენერგიულად განაგრძობდა ბრძოლას. ამ მიზნით მან უპირველეს ყოვლისა დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავართა შერიგება და გაერთიანება სცადა. ოდიშის მთავართან იმერეთის მეფის შერიგებაზე თეიმურაზი დიდ იმედებს ამყარებდა. ქართლ-კახეთის ყიზილბაშთაგან გამოხსნას იგი ოდიშისა და იმერეთის ლაშქარზე დაყრდნობით ფიქრობდა.

არც ეს გამოვიდა. როსტომი ქართლ-კახეთის მეფედ იქცა, ქვეყანა ეკონომიკურად მოღონიერდა, მაგრამ "...არღარა იყო ზრუნვა სულიერი და არა ზრუნვიდა მეფე სუფევისა და ქვეყნისათვის", - წერს ვახუშტი.

ბერად აღკვეცილი თეიმურაზი 1663 წელს 74 წლისა გარდაიცვალა. უფრო ადრე, 1658 წელს, აღესრულა როსტომი. მის ადგილას ბაგრატიონ-მუხრანბატონი, გამაჰმადიანებული ვახტანგი (შაჰნავაზი) დასვეს. ფრიად ნიშანდობლივი იყო, რომ სპარსეთში გარდაცვლილი თეიმურაზის ნეშტი ჩამოასვენეს და საქართველოში, ალავერდის ტაძარში დაკრძალეს, ხოლო საქართველოში აღსრულებული ყოვლისშემძლე ვალი სპარსეთისა, შაჰის მამად წოდებული როსტომი წაიღეს სპარსეთს და იქ დაასაფლავეს.

თეიმურაზისა და საქართველოს სხვა იმ ერთგულ შვილთა თავდადებამ, რომელთა შორის უდავოდ გახლდათ ქართლის კათოლიკოს-პატრიარქი ევდემოზ დიასამიძე, იმ დროს ქვეყანა სრული გადაგვარებისგან იხსნა. ქართველთა მთავარი ორიენტირი კვლავ სარწმუნოება და მამული იყო.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat