"ასეთი გზით ატარა უფალმა..."
"ასეთი გზით ატარა უფალმა..."
(დასაწყისი ##22-26)
უწმინდესი ეფრემ მეორის გადასახლებიდან დაბრუნება იმ პერიოდს დაემთხვა, როცა დასასრულს უახლოვდებოდა მეორე მსოფლიო ომი. საბჭოთა ჯარები ევროპის უდიდესი სახელმწიფოების განთავისუფლების შემდეგ ტრიუმფით მიიწევნენ ბერლინისკენ. საბჭოთა სახელმწიფოს თვალსაჩინო წარმატება ამ ომში შიდასახელმწიფოებრივი მასობრივი ტერორისა და რეპრესიების ხანის დასრულების მაუწყებელი გახდა. ახლა კომუნისტური მთავრობის მთავარი ამოცანა ქვეყნის საზღვრების დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და ხალხთა პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცება გახდა, რამაც სამღვდელოებისა და ინტელიგენციის გადარჩენილ ნაწილს იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა.

ჯერ საბჭოთა რეპრესიებმა, რომლებმაც ორ ათეულ წელზე მეტხანს გასტანა, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომმა აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა საბჭოთა იმპერიაში იძულებით გაერთიანებულ სახელმწიფოებს. რწმენის, მამულისა და ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად ამ წლებში დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომ, წარმატებით გაუძლო დროის გამოწვევას და დაანახა მტერსა თუ მოყვარეს, რომ მე-20 საუკუნეშიც არ ჩამცხრალა ის მხედრული სული, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მრავალ ისტორიულ ქარტეხილს გამოატარა და დაღუპვისგან იხსნა ქართველი ერი.

პოლიტოლოგთა და ანალიტიკოსთა გავრცელებული შეხედულებით, რეპრესიების დაწყების ძირითად მიზანს თავადაზნაურობის, როგორც სამხედრო-არისტოკრატიული ფენის, და სამღვდელოების განადგურება წარმოადგენდა, რომელიც არსებულ რეჟიმს ხელისუფლების მთავარ იდეოლოგიურ მოწინააღმდეგედ მიაჩნდა.

ვახტანგ გურული, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: "საბჭოთა ბოლშევიკური მორალი შეუთავსებელი გახლდათ ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ მორალთან. ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა კარგად იცოდნენ, რომ ეკლესიური ადამიანი არასდროს მიიღებდა საბჭოთა (კომუნისტური) წყობის დოგმებს და ყოველთვის მის იდეურ მოწინააღმდეგედ დარჩებოდა. აქედან გამომდინარეობდა ამოცანა: უნდა დაერბიათ ეკლესია, მოესპოთ ეკლესიური აზროვნება და ადამიანები კომუნისტური იდეებით აღეზარდათ. მოძღვარს უნდა დაეკარგა თავისი ტრადიციული ფუნქცია - იგი აღარ უნდა ყოფილიყო მრევლის სულიერი მამა, მწყემსი, მის ადგილს კი დაიკავებდა საბჭოთა მოხელე, რომელიც ადამიანებს კომუნისტური იდეოლოგიით აღზრდიდა. ყოველივე ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა, თუ ეკლესიაში ღვთისმსახურება არ შეწყდებოდა".

1943-1944 წლებში ათასობით რეპრესირებული პატიმრის რეაბილიტაცია დაიწყო. ეს პროცესი ზოგიერთ სასულიერო პირსაც შეეხო. საბრძოლო მოქმედებების გამო ყოველ განთავისუფლებულ პატიმარს შუა აზიის გავლით უხდებოდა სამშობლოში დაბრუნება.

მეუფე ეფრემი შიმშილისგან ისე ყოფილა ღონემიხდილი, ძლივს გამოუყვანიათ ბანაკიდან. მას პატიმრის ჩამოძონძილი ტანსაცმელი ემოსა. გზად მიმავალს მოსალოცად ნოვოსიბირსკის საკათედრო ტაძარში შეუვლია, სადაც ეპისკოპოსი დაუნახავს და გახარებული მისულა კურთხევის მისაღებად.

- მე მღვდელმთავრებს არ ვაკურთხებო, - უთქვამს ეპისკოპოსს.

- საიდან იცით, ვინ ვარ?! - გაკვირვებით უკითხავს მეუფე ეფრემს.

- მე თქვენში მღვდელმთავარს ვხედავ. გეტყობათ, საპყრობილიდან მოდიხართ...

- დიახ, ასეა, და საქართველოში მივდივარ.

- მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ვმსახურობდი სერგი გოროდცოვის სახელით. დღემდე მახსოვს და მიყვარს საქართველო...

- რა თქმა უნდა, გიცნობთ, - სიხარულით უთქვამს მეუფე ეფრემს და მეუფე ბართლომესთვის გაუხსენებია შემთხვევა, როცა მას ტურისტებმა თავდასხმის დროს მძიმე ჭრილობა მიაყენეს.

მეუფე ეფრემს გადასახლების ამბები მოუყოლია. ეპისკოპოს ბართლომეს იგი ეტლით წაუყვანია თავის ბინაში და რამდენიმე კვირის განმავლობაში უვლიდა ავადმყოფს. პირველ რიგში აბანავეს, ძველი ტანსაცმელი დაუწვეს და ახლით შემოსეს, შემდეგ ერთხანს ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ექიმების რჩევით, მეუფე ეფრემს თავი უნდა შეეკავებინა მძიმე საკვების მიღებისგან, რადგან კუჭის კედლები ისე ჰქონდა დათხელებული, შესაძლო იყო, ურეჟიმო ცხოვრებას სიკვდილამდე მიეყვანა. წყალწყალა ფაფის მცირე ულუფას ვერ მოუკლავს მისთვის შიმშილის გრძნობა და ერთხელაც, როცა მეუფეს სამზარეულოს ღიად დარჩენილი კარიდან ახალგამომცხვარი პური დუანახავს, მისი სურნელით მადააღძრულს ყველასგან მალულად პატარა ნაჭერი მოუტეხია და შეუჭამია. მალე ძლიერი ტკივილი დაეწყო და ექიმები იძულებული გახდნენ, გადაუმუშავებელი პურის ნაჭერი პინცეტით ამოეღოთ.

მეუფე ბართლომემ პირობა ჩამოართვა ეპისკოპოს ეფრემს, არ გამგზავრებულიყო საქართველოში, სანამ ექიმები ამის ნებართვას არ მისცემდნენ, საკათედრო ტაძრის დღესასწაულზე კი ერთად აღევლინათ ღვთისმსახურება.

როგორც კი ცოტა მომჯობინდა, შუა აზიაში გამგზავრება გადაწყვიტა, რათა ბაქოში ჩასულიყო და იქიდან დაბრუნებულიყო საქართველოში. "ციმბირის მკაცრი კლიმატის შემდეგ ტაშკენტის მცხუნვარე მზე იმდენად აუტანელი იყო ჩემთვის, ოთახიდან გამოსვლას ვერ ვბედავდი და სიცხისგან გული რომ არ შემღონებოდა, წყალში გაწურულ ზეწრებს ვიკრავდი ტანზეო", - მოუყოლია ოჯახის წევრებისთვის. კარგა ხნით გადავადებულა მისი საქართველოში გამომგზავრების საკითხიც. უთქვამთ, საქართველოში დაბრუნების უფლებას მანამ ვერ მოგცემთ, სანამ იქიდან თქვენი გაწვევის ოფიციალური მოთხოვნა არ მოგვივაო.

"თქვენო უწმიდესობავ! სიყვარულით მოგესალმებით და გისურვებთ ხანგრძლივ, ჯანმრთელ სიცოცხლეს! ბანაკიდან მე გამათავისუფლეს 21 ივნისს. ჩემი უკანასკნელი ადგილი ციმბირი იყო. საქართველოში დაბრუნების უფლებას არ მაძლევენ. მითხრეს, საქართველოდან თუ გექნება გაწვევა, მაშინ წახვალო. ახლა თქვენზეა დამოკიდებული ჩემი სამშობლოში დაბრუნება... სად მოვეწყობი, არ ვიცი, არც ტაშკენტში მაძლევენ ცხოვრების უფლებას, უსახსროდ ვარ..." - წერს მეუფე ეფრემი 1944 წლის 2 ივლისით დათარიღებულ წერილში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს (ცინცაძე). თავის მხრივ, უწმინდესი კალისტრატე თხოვნით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარს აქვსენტი რაფავას: "გთხოვთ, დამრთოთ ნება, გამოვიწვიოთ თბილისში მშობელი ეკლესიისათვის საჭირო ეფრემ ეპისკოპოსი". უწმინდეს კალისტრატეს ფულადი დახმარებაც გაუგზავნია მეუფისთვის, ვიდრე მისი საქართველოში გამომგზავრების საკითხი დადებითად გადაწყდებოდა.

"ქალაქში გასვლას მაინც ვარიდებდი თავს. ერთ დღეს, როცა ჩემი საქმეები მოვილიე, ტაშკენტში მოწყობილ ომის მსვლელობის დაფას ვაკვირდებოდი, - იხსენებდა უწმინდესი ეფრემი, - ამ დროს ჩეკისტური გამომეტყველების პიროვნება მომიახლოვდა და მთხოვა, გავყოლოდი. ტანში შემზარა. მეგონა, კვლავ ბანაკში მაბრუნებდნენ. მან შემატყო სახეზე შეშფოთება და ჩემი დამშვიდება სცადა. მიმიყვანა უზბეკეთის ხელისუფლების პირველ პირთან, რომელმაც გულთბილი მოკითხვის შემდეგ მითხრა: "დაგვევალა, ჯეროვანი ყურადღება მიგაქციოთ, დაგეხმაროთ თქვენს საჭიროებებში და ვიზრუნოთ თქვენი ჯანმრთელობისა და სამშობლოში უსაფრთხო დაბრუნებისთვის". ახლაღა დავმშვიდდი. მადლობა მოვახსენე ჩემდამი ასეთი ყურადღების გამოჩენისთვის. მხოლოდ საქართველოში დროულად დაბრუნებაში გთხოვთ დახმარების აღმოჩენას, სხვა მხრივ ნუ შეწუხდებით ჩემ გამო, რადგან უკვე გავიცანი აქაური ქართველობა, რომლებიც მზრუნველობენ ჩემზე-მეთქი". ამის შემდეგ მართლაც მალე გამომგზავრებულა მეუფე უზბეკეთიდან.

"როცა სამშობლოში ბრუნდებოდა, შიმშილისაგან სულ დასივებული და იმდენად დაუძლურებული ყოფილა, რომ ექთანი გამოაყოლეს. მისულან კასპიის ზღვასთან, სადაც გემზე ასასვლელი რიგი იდგა. როდესაც მისი რიგი მოვიდა, ადგილი აღარ დარჩენილა. შემდეგ ამბობდა, რომ ტირილი დაიწყო და იხვეწებოდა, როგორმე ადგილი მოენახათ მისთვის, რადგან ამდენი წელი თავისი ქვეყანა არ ენახა, მაგრამ უარი მიიღო. გავიდა 2-3 საათი და შეიტყვეს, რომ ეს გემი ჩაიძირა. ასე გადაურჩა იგი რამდენჯერმე სიკვდილს და ბოლოს ჩამოვიდა თბილისში.

უნდოდა აესრულებინა თავისი სურვილი - აქ, ამ ეკლესიაში, მოსულიყო, მუხლებზე დამდგარიყო და ასე მუხლისჩოქით შესულიყო საკურთხეველში. მან ეს მართლაც შეასრულა. ფიქრობდა, რომელ ხატსაც პირველად დავინახავ, იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ იმ წმიდანმა გადამარჩინაო. როცა მუხლზე დადგა, პირველი წმინდა სერაფიმე საროველის ხატი დაინახა და ამის შემდეგ განსაკუთრებულ პატივს სცემდა ამ წმიდანს.

ასე დაბრუნდა იგი საქართველოში... ასეთი გზით ატარა უფალმა ამ ტაძრის მსახური წმინდა ადამიანი", - ეს ამბავი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 2005 წლის 17 დეკემბერს, ბარბარობას, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ტაძრის დღესასწაულზე გაიხსენა.

როცა ეპისკოპოსი ეფრემი თბილისში დაბრუნდა, პირველად 5 დეკემბრის ქუჩაზე მდებარე წმინდა ბარბარეს ტაძრის მონახულება განიზრახა. ტაძარში შესვლამდე კიბის საფეხურზე ჩამომჯდარა და თავჩაქინდრული ხმამაღლა ატირებულა. დაუძლურებული ეპისკოპოსის დანახვაზე ტაძრის მოძღვარიც და მის ირგვლივ შეკრებილი მრევლიც ატირებულან. ეხვეოდნენ და ხელებს უკოცნიდნენ თურმე.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) წერს: "მან ჯერ კიდევ პატიმრობაში დადო აღთქმა: თუ ცოცხალი დაბრუნდებოდა, ფეხშიშველი მივიდოდა, პირველ რიგში, სიონის ტაძრიდან ბარბარეს ეკლესიამდე და მერე - მცხეთიდან შიომღვიმის მონასტრამდე. დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს ეპისკოპოსმა ეფრემმა, რამდენიმე კაცის თანხლებით, შეასრულა აღთქმა და ფეხშიშველმა გაიარა დაახლოებით 5 კილომეტრი".

KARIBCHEპატრიარქის ძმისშვილმა, ქალბატონმა ნათელამ, გაიხსენა: "ბიძაჩემსა და დედაჩემს ძალიან თბილი ურთიერთობა აკავშირებდათ ერთმანეთთან. დედაჩემის მონაყოლიდან ვიცი, როცა შეატყობინეს, შენი მაზლი გადასახლებიდან დაბრუნდა და ახლა მცხეთაში არისო, იმწუთასვე მიუტოვებია საოჯახო საქმეები და დოესიდან მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში წასულა ბიძაჩემის მოსანახულებლად. როცა მისი განაწამები სახე უხილავს, თვალები ცრემლით ავსებია. ბიძაჩემს გულში ჩაუკრავს ამდენი ხნის უნახავი, მონატრებული რძალი და ორივენი ხმამაღლა აქვითინებულან. გამოთხოვებისას დედაჩემს 25 მანეთი ამოუღია ჩანთიდან და უთქვამს: "აი, ეს გქონდეს, თავი მოიწესრიგეო".

მას შემდეგ ბიძაჩემს ბევრჯერ გაუმართავს ხელი ჩვენი ოჯახისთვის - ძნელი დრო იყო, მამაჩემი ომის დამთავრების შემდეგაც დიდხანს არ დაბრუნებულა ფრონტიდან... მიუხედავად ამისა, რამდენჯერაც კი შეხვდებოდა დედას, ყოველთვის ამას ეტყოდა: "ჩემო დარიკო, იმ 25 მანეთს ვერასდროს გადაგიხდიო", - ისე წაადგა მაშინ ეს ფული.

- ქალბატონო ნათელა, გადასახლებიდან დაბრუნებულმა უწმინდესმა დრო თუ გამონახა, სოფელში რომ ჩამოსულიყო და თავისი ოჯახის წევრები მოენახულებინა?

- დიდი სურვილის მიუხედავად, არ ჩამოსულა - ფრთხილობდა, ჩვენს ოჯახს მისი სტუმრობა ცუდად არ შემობრუნებოდა. იმხანად ჩვენც ვერიდებოდით მის ნახვას. როცა გადასახლების შემდეგ პირველად ვნახე, თვალებს არ ვუჯერებდი - ძალიან შეცვლილიყო, გამხდარი, დაუძლურებული და მობერებული მეჩვენა. მეტად სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა, სახეზეც აღბეჭდვოდა ის წვალება და უბედურება, გადასახლების წლებში რომ გადაეტანა.

მამაჩემსა და ბიძაჩემს სრულიად განსხვავებული ცხოვრების გზა ჰქონდათ: ბიძაჩემი მაღალი რანგის სასულიერო პირი გახლდათ, მამაჩემი პარტიულ კარიერას იქმნიდა, რამაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ჩვენს ოჯახს. მამას ჩვენთვის არასოდეს დაუშლია ლოცვა, არც კვერცხის შეღებვა აღდგომის დღესასწაულზე, თუმცა ხშირად შეხვედრია უსიამოვნება ბიძაჩემის გამო. "ხშირად მსაყვედურობენ სამსახურში პარტიულ კრებებზე, ძმას რატომ არაფერს ეუბნებიო, - იტყოდა ხოლმე, - მე ასე ვიმართლებ თავს: ჯერ ერთი, მასზე უმცროსი ვარ, მეორეც, მაინც არ დამიჯერებს, რადგან იმას აკეთებს, რაც თვითონ სწამს და მე არ შემიძლია მასზე რაიმე გავლენის მოხდენა-მეთქი. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი ყოველ კრებაზე ახალი განსჯისა და საყვედურის საგანი ხდებოდაო".

ათეისტური წლები იყო და ჩვენც, ბავშვები, მიუხედავად იმისა, რომ გვენატრებოდა ბიძა, ყოველთვის ვერიდებოდით სკოლის შემდეგ მის მონახულებას.

მამაჩემისა და ბიძაჩემის ცხოვრება მხოლოდ იმით ჰგავდა ერთმანეთს, რომ ორივემ გამოსცადა პატიმრობისა და გადასახლების სიმძიმე. მამაჩემი 5 წელი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში და რადგან ტყვეობაში აღმოჩნდა, სტალინმა შუა აზიაში, სამუდამო პატიმრობაში გადაასახლა. როცა ხრუშჩოვმა სტალინის მიერ გადასახლებული ხალხის რეაბილიტაცია გამოაცხადა, მაშინ გაათავისუფლეს. საქართველოში 16 წლის შემდეგ დაბრუნდა. ამ წლებში ბიძაჩემი ჩვენთვის მამაც იყო და ბიძაც. ის გვპატრონობდა მატერიალურად და სულიერადაც გვამხნევებდა. მამა ცოცხალი რომ აღარ გვეგონა, ბიძაჩემი იტყოდა ხოლმე: "ჩემი ძმა ლადო ომშია, ჩემი რძალი დარიკო კი ზურგშიო". აგვიხდა ბიძაჩემის სიტყვები და ერთ მშვენიერ დღეს მართლაც დაბრუნდა მამაჩემი.

1956 წლიდან მამაჩემი თბილისში გადმოიყვანეს სამუშაოდ და საცხოვრებლადაც ყველანი თბილისში გადმოვედით. ჩვენს აქ დამკვიდრებაში ბიძაჩემს მიუძღვის დიდი წვლილი. მართალია, თვითონ ამ სახლში ერთი ღამეც არ გაუთევია და რაც კი ოჯახიდან მემკვიდრეობით ერგო, ისიც ეკლესიას შესწირა, მაგრამ მისი ყურადღება არასდროს მოგვკლებია.

- რამდენად მომთხოვნი იყო უწმინდესი ეფრემი ოჯახის წევრების მიმართ? რა დაგამახსოვრდათ მისი მონათხრობიდან?

- ჩვენთან სარწმუნოებაზე არასდროს უსაუბრია. არც ჭკუის დარიგება და შეგონება უყვარდა, კეთილი იუმორით მიგახვედრებდა სათქმელს. თუ დაგტუქსავდა, მერე მაინც მოგეფერებოდა. მახსოვს, ერთხელ, სოფელში რომ ჩამოვიდა, ვინც კი უბრად იყო ერთმანეთთან, ყველა შეარიგა. იტყოდა: "მზემ არ უნდა ჩაგასწროთ ისე, მიტევება რომ არ გამოითხოვოთ ერთმანეთისგან. არ არის საჭირო თავის მართლება და იმის გამოძიება, ვის მიუძღვის დანაშაულიო".

დინჯი ლაპარაკი იცოდა. საუბრის დროს თვალს არ მოგაცილებდა. თუ შენი სამომავლო საქმიანობით დაინტერესდებოდა, ცალ თვალს მოჭუტავდა, ხელსაც თავისებურად დაიჭერდა და გეტყოდა: "ეს ასე მოხდება; აი, ნახავ, თუ ასე არ მოხდესო". გამოხდებოდა ხანი და როცა მისი სიტყვები აგიცხადდებოდა, მაშინღა გაგახსენდებოდა მისი ნათქვამი.

ჩემს ძმას, კარლოს, როცა ბიძაჩემი ჩვენთან შემოივლიდა, დიდი ჭიქით უყვარდა სასმისის შესმა. ბიძაჩემი ასე გაეხუმრებოდა: "პატარა ჭიქით დალიე ეს სადღეგრძელო, თუარა, თუ გაგარტყი ერთი, მერე ნახავო", - თან მუშტს მოუღერებდა ღიმილით. ეჰ, ნეტავი იმ დროს...

ძალიან უყვარდა მშობლების მოხსენიება. მახსოვს მისი ნათქვამი: "დედაჩემი მარიამი ციციშვილების ოჯახში აღიზარდა, მამაჩემს იგი ამ ოჯახიდან წამოუყვანიაო. მე რომ ცოლი შემერთო, ჩემი ცოლი თამარ ჯავახიშვილი იქნებოდაო".

ბიძაჩემსაც და მამაჩემსაც დედინაცვალთან, ქალბატონ ელენესთანაც ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა აკავშირებდათ.

ხუცური წერა-კითხვა მამაჩემმაც კარგად იცოდა. როცა მცხეთის სასულიერო სასწავლებელი გაიხსნა, ბიძაჩემისთვის ურჩევიათ: "იქნებ თქვენი ძმა ლადო მოგეყვანათ პადაგოგადო". პატრიარქ ეფრემს უთქვამს: "ხომ იცით, ჩემი ძმა პარტიის წევრია, ამის გამო ალბათ არც თვითონ გამოთქვამს სურვილს და არც ჩვენთვის იქნება სასურველი, რომ ლექციები მან წაიკითხოსო".

შეეწია მამაჩემს უწმინდესი ეფრემის ლოცვა - მოხუცებულობაში ისე ინტენსიურად დაიწყო ტაძარში სიარული, წირვა-ლოცვას არ ტოვებდა".

სამშობლოში დაბრუნებული მეუფე ეფრემისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს კალისტრატეს (ცინცაძე) სტალინის მიერ ნაჩუქარი "ემარდინი" დაუხვედრებია სადგურზე. იმავე დღეს მიუწვევია თავის რეზიდენციაში და საპატრიარქოს შენობაში საცხოვრებელი ოთახიც გამოუყვია. ამბობენ, უწმინდესი კალისტრატე ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ხელი შეეწყო გადასახლებიდან ახალდაბრუნებული მეუფისთვის და საზოგადოებასთან ადაპტაციის პროცესში სათანადო დახმარება აღმოეჩინა.

(გაგარძელება შემდეგ ნომერში)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat