"ანდერძად ვუტოვებ ჩემს ლოცვა-კურთხევას და სიყვარულს..."
"ანდერძად ვუტოვებ ჩემს ლოცვა-კურთხევას და სიყვარულს..."
თბილისის ალ. ნეველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ანტონს (გულიაშვილი), ჭაბუკობის წლებიდან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქთან ეფრემ მეორესთან (სიდამონიძე). უკვე 37 წელზე მეტი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ ქართველ ხალხში ჯერაც არ განელებულა მისადმი სიყვარული. შეიძლება ითქვას, მან წარმატებით გაუძლო დროის გამოცდას. მისი უწმინდესობის აღმსარებლობითი ცხოვრება და მრავალმხრივ საინტერესო საეკლესიო მოღვაწეობა დღესაც დიდ ინტერესს იწვევს როგორც საეკლესიო წრეებში, ისე მორწმუნე საზოგადოებაში.

ინტერვიუ, რომელიც არქიმანდრიტ ანტონთან 2007 წლის გაზაფხულზე ჩავწერეთ და პირველად იბეჭდება, ერთგვარი სარედაქციო მილოცვა იქნება მამა ანტონისთვის, რომელსაც ახლახან დაბადებიდან 70 და სასულიერო მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა.

- მამა ანტონ, საკმაოდ დიდი დრო გავიდა უწმინდესი ეფრემ II-ის გარდაცვალებიდან და დღესაც მის მორჩილად თვლით თავს...

- ყოველ ადამიანს ჰყავს თავისი იდეალი გამოჩენილი პიროვნების, მასწავლებლის, მეგობრის, ზოგჯერ უბრალო ადამიანის სახით. ჩემი ცხოვრების იდეალი აწ განსვენებული პატრიარქი ეფრემ მეორეა, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. მისი დამოკიდებულება სარწმუნოებისადმი, ცხოვრების წესი და პიროვნული თვისებები სამაგალითოა ყოველი ქრისტიანისთვის. უწმინდეს ეფრემთან გავატარე მთელი ჩემი ყმაწვილკაცობა, სტუდენტობა, ჩამოვყალიბდი როგორც სასულიერო პირი. დღემდე ვერ ვივიწყებ მას - ჩემზე მზრუნველ პიროვნებას და სულიერ მამას. ყოველთვის მის მორჩილად ვთვლიდი თავს და მის მორჩილებაში ვარ დღესაც. მან გამიხსნა გზა ეკლესიისკენ და ბევრი სასიკეთო ფერისცვალება, რომელიც ჩემში მოხდა, სწორედ მის სახელს უკავშირდება.

უანგარო სიყვარული და თავგანწირვა თავისი სამწყსოსი, მისი განსწავლულობა, სულიერი სიბრძნე, შრომისმოყვარეობა, პრინციპულობა, როცა საქმე ეკლესიის ინტერესებს ეხებოდა, სიმდაბლე, მორჩილება, დათმენის საოცარი უნარი, მომთხოვნელობა - პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ, იუმორის გრძნობა და ამავე დროს საოცარი ზომიერება და კომუნიკაბელურობა - აი, არასრული ჩამონათვალი იმ თვისებებისა, რომლებიც მას სხვებისგან გამოარჩევდა.

ჩემთვის ბედნიერი იყო მისი პატრიარქობის წლები, ვმადლობ უფალს, რომ მის აღვლენილ წირვა-ლოცვაში მეც ვიღებდი მონაწილეობას.

- სად შეხვდით პირველად უწმინდეს ეფრემს, როგორ გაიცანით?

- ეკლესიურ ცხოვრებას 6 წლის ასაკიდან ვეზიარე. ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობის წლებში ხშირად მინატრია, ნეტავი მანახა, რა ხდება იმ ოქროსფერი კარების (კანკელის კარებს ვგულისხმობდი) მიღმა-მეთქი. ღმერთმა შეისმინა ჩემი ბავშვური სურვილი და მიხეილ ტვერელის ტაძრის მორჩილი გავხდი. სწორედ ამ ტაძრის დღესასწაულზე, 1960 წლის 5 დეკემბერს, მივეგებე პირველად მის უწმინდესობას სტიქარით შემოსილი.

წმინდა ზიარება რომ მიიღო, ტაძრის წინამძღვარს, მამა კონსტანტინე ემჩინოვს გაანდო თავისი განზრახვა: "ეს ყმაწვილი დღეიდან სიონის ტაძრის მორჩილად გადამყავსო". მერე მეც თავისთან მიმიხმო, მითხრა: "დღეს საღამოს ლოცვას სიონის ტაძარში დაესწარიო". როცა სიონში მსახურებაზე მივედი, უწმინდესმა ეფრემმა იმჟამინდელ პროტოპრესვიტერს ალექსანდრე გაბუნიას წარუდგინა ჩემი თავი: "ამიერიდან ეს ყმაწვილი ამ ტაძრის მორჩილი იქნებაო". იმ დღიდან უწმინდესის ყოველი სიტყვა, დარიგება თუ მითითება კანონი გახდა ჩემთვის. მისი კურთხევით, ხუთშაბათობით მამადავითზე ვესწრებოდი ღვთისმახურებას. ღმერთმა ისე ინება, რომ მოგვიანებით სწორედ ამ ტაძარში მოხდა ჩემი დიაკვნად კურთხევა.

- როდის გადაწყვიტეთ, სასულიერო პირი გამხდარიყავით?

- ინტენსიურად ვმონაწილეობდი პატრიარქის მსახურებაში, მაგრამ ჩემით მაინც ვერ მივიღე გადაწყვეტილება.

ერთ ხუთშაბათს მამადავითზე მივდივარ. ვხედავ, ზემოდან ჩამოდიან პატრიარქი ეფრემი და მეუფე ილია შიოლაშვილი, რომელიც მაშინ ბათუმისა და შემოქმედის მღვდელმთავარი და პატრიარქის ქორეპისკოპოსი იყო. როცა მათგან კურთხევა გამოვითხოვე, უწმინდესი ეფრემი მეუბნება: "შენ, ვაჟბატონო, არ აპირებ სასულიერო სემინარიაში განცხადების შეტანას?!" იმ წუთას ვერც "ჰო" ვუთხარი და ვერც "არა", მაგრამ როგორც კი შინ დავბრუნდი, მაშინვე დავიწყე განცხადების წერა. ასე გავხდი სემინარიის სტუდენტი, რასაც ჩემს ოჯახში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა შემდეგ დედაჩემი შეეგუა და, მადლობა ღმერთს, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

- მამა ანტონ, ამბობენ, პატრიარქ ეფრემის დიდი მომთხოვნელობა ზოგჯერ დიდ სიმკაცრეში გადაიზრდებოდაო...

- როცა საქმე სჯულისკანონისა და ეკლესიის სიწმინდის დაცვას ეხებოდა, უწმინდესი ეფრემი ყოველთვის უკომპრომისო იყო. თავის შეურაცხყოფას კი თითქოს არც აქცევდა ყურადღებას და ყველაფერს მორჩილად იტანდა. სიმკაცრე მართლაც გამოუჩენია, თუმცა მიმტევებლობის საოცარი უნარიც ჰქონდა.

ამ შეკითხვამ ერთი შემთხვევა გამახსენა. როცა სიონში მორჩილი ვიყავი, ერთ დღეს, ჩვეულებისამებრ, ჩამოვყევი ტაძარში უწმინდესს. შევთანხმდით, განმოსვისთანავე უნდა გავსულიყავი იმ საქმეზე, რომელიც მან დამავალა. ღვთისმსახურებაზე წმინდა ზიარების დაწყების წინ უნდა დავბრუნებულიყავი. მადლობა ღმერთს, ყველაფერი თავის დროზე მოვასწარი. როცა უწმინდესმა წმინდა ზიარება მიიღო, როგორც ყოველთვის, მის მარჯვნივ დავდექი საკურთხეველში. როგორც კი დამინახა, მომიბრუნდა და მკაცრი იერით მკითხა, სად იყავიო. გამიკვირდა მისგან ასეთი შეკითხვა და მივუგე: "თქვენო უწმინდესობავ, თქვენ არ გამიშვით ამა და ამ საქმეზე-მეთქი?". მწყრალად შემომხედა და ისევ მისაყვედურა: გეკითხები და მიპასუხე, სად იყავიო. მცირეოდენი დაყოვნების შემდეგ ისევ ვუთხარი: თქვენი დავალების შესასრულებლად ვიყავი გასული-მეთქი. დამტუქსა, როგორ ბედავ, რომ სიტყვასაც მიბრუნებო.

გამოუცდელი ვიყავი და ძალიან ავღელდი. შევედი ხალამბარში და გულამომჯდარმა ტირილი დავიწყე. ვიცოდი, აქ არავინ შემოვიდოდა და ტირილში ხელს არ შემიშლიდა. თითქოს მესმოდა, ეშმაკი როგორ ჩამჩურჩულებდა ყურში: "შენი სიკეთე ვერ დაინახეს, ხომ ხედავ, რას გიშვება ეს ბებრუხანაო". უცებ ამ ჩურჩულს ჩემი ფიქრიც შეეხმიანა: "ნეტავი ერთი ვწვდე წვერში და ღერა-ღერა დავაგლიჯო..." როცა ბავშვურმა გაბრაზებამ გამიარა, თავში გამიელვა: "განიცადენის" შემდეგ როგორ დავბრუნდე პატრიარქთან, ან წირვის დასრულების შემდეგ, როცა კათედრაზე აბრძანდება, ვინ დაიჭერს მის კვერთხს, მე ხომ აქამდე ამით მომწონდა თავი და როგორ დავკარგო ეს პატივი-მეთქი".

როცა ტირილის ჟინიც ჩამიცხრა და დავაპირე, დასიებული თვალები და გაწითლებული სახე ონკანის წყლით მომებანა, თაგვივით ჩუმად გამოვძვერი გარეთ. ფრთხილი ნაბიჯით მივიწევდი ონკანისკენ, მაგრამ ჩემს გაუბედავ ნაბიჯებს პატრიარქის მტკიცე ხმა მოჰყვა: "მოდი აქ!" ჯერ გავშეშდი, ნაბიჯს ვეღარ ვადგამდი, მერე ნელა მივუახლოვდი თვალებდახრილი. "დახარე თავი", - მეუბნება პატრიარქი. მეც დავემორჩილე მის ბრძანებას. მან კი თავზე მაკოცა. ყველაფერი ისე უცებ და მოულოდნელად მოხდა, მტვრიან ადგილს ხელს რომ გადაუსვამ და გადაწმენდ.

ასეთი გამოცდა უყვარდა. სიტყვა არ უნდა შეგებრუნებინა, ისე უნდა შეგესრულებინა მისი ბრძანება. აი, ასე ესმოდა მას მორჩილება. თუ ხმას აუწევდა, მეორე წუთს აღარც ახსოვდა, ცდილობდა, შემდეგ ძალიან თბილად მოგპყრობოდა. იმდენად დიდ ყურადღებასა და სითბოს გამოავლენდა შენდამი, რომ თუ როდისმე რაიმე წყენა გქონია გულში მის მიმართ, ყველაფერი დაგავიწყდებოდა. სწორედ ეს სითბო გვაკლია ჩვენ, დღევანდელ მოძღვრებს. გაბრაზება ვიცით, მაგრამ სიყვარულით ვერ მივუტევებთ ჩვენს შვილებს.

უწმინდესი ეფრემი მაქსიმალურად იხარჯებოდა, როცა ადამიანს რაიმე განსაცდელი ეწვეოდა და მის დახმარებას საჭიროებდა. იგი შორსმჭვრეტელი პიროვნება იყო და ყოველთვის ხვდებოდა ადამიანის სატკივარს. შესაბამისადაც წამლობდა მას. თითქოს წინასწარ ხედავდა შენს მომავალს და თავისებურად გაფრთხილებდა კიდეც მოახლოებული განსაცდელის შესახებ, თუმცა ამას პირდაპირ არ გეტყოდა, ქარაგმებით იცოდა მინიშნება. სასიამოვნო ინფორმაციას არ გიმალავდა, გეტყოდა: "მოვა დრო და შენ ამას მიაღწევო" და მართლაც ასე ხდებოდა. მისი ნათქვამი მერეღა გაგახსენდებოდა.

1965 წლის მაისში, მამადავითობას მაკურთხეს დიაკვნად. მღვდლად იმავე წლის ოქტომბერში დამასხეს ხელი. მაშინ ასეთი რამ მითხრა: "სახლიდან გამოსულ მღვდელს ყოველთვის ანაფორა უნდა ეცვას, ამით მას ბევრი ცოდვა მიეტევებაო". მერე განაგრძო: "ეს ანაფორა ან სიკვდილმა უნდა გაგხადოს, ან ციხემო". ამ სიტყვებით თითქოს მაფრთხილებდა, რომ დაპატიმრება მელოდა. ამას მერე მივხვდი, ციხეში.

- რა მიზეზით დაგაკავეს, მამაო? სად იხდიდით სასჯელს? როგორ შეხვდა ამ ამბავს უწმინდესი ეფრემი?

- მაშინ მღვდლად ბათუმში ვმსახურობდი. ეპარქიის მღვდელმთავარი მეუფე ილია შიოლაშვილი გახლდათ, თუმცა ინციდენტი, რომელიც შემემთხვა, დასავლეთ უკრაინაში, პოჩაევოში მოხდა. ერთ-ერთმა ათეისტმა, გვარად მაქსიმიუკმა, შეურაცხყოფა რომ მოეყენებინა, ანაფორაზე შემაფურთხა და წვივში ფეხი ჩამარტყა. ვერ ავიტანე ეს და ხელი გავარტყი. ორიოდე დღის ნაკურთხი ვიყავი მღვდლად და არავითარი გამოცდილება არ გამაჩნდა. პროკურორმა რუბლიოვამ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა, თანაც დასძინა: "ეგების ეს დრო საკმარისი აღმოჩნდეს, კარგად დაფიქრდე ყველაფერზე და ცხოვრების წესი შეიცვალოო".

როცა უწმინდესმა ეფრემმა ამის შესახებ შეიტყო, უკრაინის უმაღლეს საბჭოში შეიტანა წყალობის მოთხოვნა კოროჩენკოს სახელზე. ეს მისი მხრიდან დიდი სიყვარულის გამოვლენა იყო თავისი მორჩილის მიმართ. როგორც ჩანს, ჩვენმა ურთიერთობამ თავისი ნაყოფი გამოიღო და უკვე იმდენად გამიცნო, რომ ჩემს სიმართლეში არც დაეჭვებულა. მისი დიდი ავტორიტეტისა და მონდომების წყალობით სასჯელი თითქმის გამინახევრეს და 7 თვის შემდეგ გამათავისუფლეს პატიმრობიდან.

KARIBCHE


საქართველოში 3 დეკემბერს დავბრუნდი. როცა დედა ანგელინამ უწმინდესს მოახსენა, მამა ალექსანდრე (ამ სახელით მაკურთხეს მღვდლად) დაბრუნდაო, დაუყოვნებლივ მიმიღო.

უწმინდესი ეფრემი ავად იყო და იწვა. როცა ოთახში შევედი, თავი ვეღარ შევიკავე, მის საწოლთან დავემხე და ტირილი დავიწყე. მომეფერა, დამამშვიდა, მითხრა: "ხომ იცი, ხვალ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულია, დღეს საღამოს ლოცვას, ხვალ კი წირვას უნდა დაესწროო". ასეთ მდგომარეობაში ვარ, თავგადაპარსული, ამხელა გზა გამოვიარე, ჯერ არც დამიბანია, არ მოვწესრიგებულვარ, როგორ შევძლებ ლოცვაზე დადგომას-მეთქი. არა უშავს, შენ საკმარისი აბანო გამოიარეო, - მითხრა.

იმხანად გერმანელები ფილმს იღებდნენ საქართველოზე. გადაღებები სიონის ტაძარშიც მიმდინარეობდა. მეც აღმბეჭდეს კინოფირზე - თავგადაპარსული და წვერგაკრეჭილი.

6 დეკემბერს ალ. ნეველის ტაძრის დღესასწაულზე გამიყოლა უწმინდესმა და ასე დაიწყო პატიმრობიდან ჩემი მეორედ დაბრუნება ეკლესიაში.

რამდენი დამცირება და შეურაცხყოფა გადავიტანე ამ 7 თვის მანძილზე! მაძალებდნენ, განცხადება გამეკეთებინა გაზეთში: თითქოს ბებიამ მაიძულა, სასულიერო პირი გავმხდარიყავი, ეს ნაბიჯი ჩემი სურვილით არ გადამიდგამს. ასეთი იყო საბჭოთა იდეოლოგიური მანქანა. მაგრამ რწმენას როგორ ვუღალატებდი?! უწმინდესმა ეფრემმა 7 წელი გაატარა ციმბირში, გადასახლებაში და ჩემი 7 თვე რა მოსატანი იყო. მასაც ხომ აიძულებდნენ ქრისტეს უარყოფას, მაგრამ მტკიცედ და სიცოცხლის ფასად დაიცვა თავისი სარწმუნოება. მე, მის მორჩილს, როგორ შემეძლო სხვაგვარად მოვქცეულიყავი? ჩემს მადლიერებას უწმინდესის მიმართ ვერც კი გამოვთქვამ სიტყვებით.

პატიმრობის შემდეგ ისევ ბათუმში დავბრუნდი. ერთხანს თელავშიც ვიმსახურე, შემდეგ - თბილისში, კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიაში. უწმინდესი ეფრემი ცდილობდა, ხშირად გამოეცვალა სამსახური სასულიერო პირებისთვის, რათა გამოცდილებასთან ერთად ადამიანს დროებითობის განცდაც დაუფლებოდა. "ამ ქვეყანაზეც ხომ დროებით ვართო", - იტყოდა, როცა ამ საკითხზე ჩამოვარდებოდა საუბარი. თითქმის არ დარჩენილა ადგილი საქართველოში, სადაც მის უწმინდესობას არ ემსახუროს, რადგან ასეთი იყო მისი ცხოვრება.

- როგორც ვიცი, უწმინდესი ეფრემი ერთგვარი უნდობლობით უყურებდა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც სამღვდელო შესამოსლის გარეშე გამოდიოდნენ შინიდან...

- დიახ, ასე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მის უწმინდესობას ათეისტურ სახელმწიფოში უხდებოდა კათოლიკოს-პატრიარქობა, იგი არ ენდობოდა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც კოსტიუმში გამოწყობილნი გამოდიოდნენ ქუჩაში. ასეთ მღვდლებს ვაჭრებს ადარებდა, რომლებიც ვაჭრობის დროს ხალათს იცვამენ, სამუშაოს დასრულებისთანავე კი სამოქალაქო ტანსაცმლით იმოსებიან. სამაგიეროდ, ძალიან აფასებდა ისეთ მოძღვარს, რომელიც თმასა და წვერს არ იკრეჭდა და ანაფორას არ იცილებდა. როდესაც მისი უწმინდესობა დააპატიმრეს, დედა ანგელინამ, მისივე თხოვნით, კაბა გაატანა, რომელიც არასდროს გაუხდია.

სიტყვამ მოიტანა და ერთ შემთხვევასაც გავიხსენებ. კარგად მოგეხსენებათ, საბჭოთა პროპაგანდა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დაეკნინებინა ეკლესიის როლი, სასულიერო პირები კი სახელმწიფოს გავლენის ქვეშ მოექცია. მადლობა ღმერთს, რაც მღვდელი გავხდი, შევძელი დავმორჩილებოდი უწმინდესი ეფრემის კურთხევას და ქუჩაში ანაფორის გარეშე არასდროს გამოვსულვარ, რაც ყურადღებიდან არ გამორჩენიათ სახელმწიფო უშიშროების სპეცსამსახურებს. მომიჩინეს მეთვალყურედ თანამშრომელი, რომელიც ჩემს "სწორ გზაზე დაყენებას" შეეცადა. მომიწოდებდა, ანაფორა და სამღვდელო შესამოსელი მხოლოდ ეკლესიაში მსახურების დროს გამომეყენებინა, "ქუჩაში კი ჩვეულებრივი ტანსაცმელი ჩაიცვი, რა არის ამაში ცუდიო". არადა, სწორედ ის მხიბლავდა, რომ 26 წლის ჭაბუკი რუსთაველზე ანაფორით გავივლიდი. ეს მიმაჩნდა უსიტყვო აგიტაციად. საერთოდაც, ისეთი პიროვნება ვარ, მიყვარს ცეცხლთან თამაში, რის გამოც ბევრი განსაცდელი შემყრია ცხოვრებაში.

ერთ დღესაც მომახსენეს, უწმინდესი ეფრემი თავისთან გიხმობსო. როცა მასთან შევედი, ვხედავ, ორგანოს ის თანამშრომელი უზის ოთახში, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა ჩემს გადაბირებას. "დაჯექი, შვილო, ცოტა ხნით", - მითხრა პატრიარქმა და მშვიდი ტონით დაიწყო საუბარი: "მამა ალექსანდრე, იცი თუ არა, რომ ზოგიერთი უკმაყოფილებას გამოთქვამს შენი ჩაცმულობის გამო?" უწმინდესმა ამის შემდეგ თვალი აღარ მომაშორა და დაჟინებით დამიწყო ყურება. მას დიდი, მეტყველი თვალები ჰქონდა და უსიტყვოდაც შეეძლო გადმოეცა სათქმელი. ახლაც ამოვიკითხე მის თვალებში, რომ ჩემგან სწორ, პრინციპულ პასუხს მოელოდა, რამაც სტიმული მომცა, ის მეთქვა, რასაც იმ წუთში ვფიქრობდი: "თქვენო უწმინდესობავ, არსებობს პროფესიები, რომელთა მსახურებსაც ხალხი ცუდი ეპითეტებით მოიხსენიებს (პოლიციის თანამშრომლებს ვგულისხმობდი). თუ ამ ხალხს არ რცხვენია ქუჩაში სამუშაო ფორმით სიარული, მე რატომ უნდა მრცხვენოდეს სამღვდელო შესამოსლისა, როცა ხალხს ეს, პირიქით, მოსწონს, მოდიან და ანაფორას ემთხვევიან-მეთქი". უწმინდესი დინჯად მიქნევდა თავს და თვალები სიხარულით უბრწყინავდა. მერე ორგანოს თანამშრომლისკენ მიაბრუნა სახე. გამომეტყველებით და თავის დინჯი მოძრაობით მიანიშნებდა - "ესეც შენ, მიიღე თუ არა შენიო..."

ის დღე იყო და ის დღე, მას შემდეგ აღარავის შეუწუხებია თავი ჩემი სამღვდელო შესამოსლის გამო.

- მამაო, ვინც პატრიარქ ეფრემის მიერ აღვლენილ წირვა-ლოცვას დასწრებია, ყველა აღნიშნავს, რომ იგი მთელი სულითა და გულით იყო ჩართული მსახურებაში...

- დიახ, იგი შეუდარებელი მლოცველი გახლდათ და სხვებისგანაც ამასვე მოითხოვდა. არ უყვარდა, როცა სასულიერო პირი თავს იმდენად მიენდობოდა, რომ მცირე კვერექსებს წიგნის გარეშე წარმოთქვამდა. გვასწავლიდა: "ლოცვას დიდი ძალა აქვს და ვინაიდან ეშმაკი ყოველ ნაბიჯზე თან დაგვყვება, როცა დაინახავს, რომ საკუთარ შესაძლებლობას ხარ მინდობილი, კვერექსის წარმოთქმის დროს კი არა, "უფალო, შეგვიწყალენის" ლოცვისასაც შეუძლია შეგაფერხოს და სიტყვები გამოგაცალოს. ამიტომ ყოველთვის ან კონდაკი უნდა გეჭიროს ხელში, ან ის წიგნი, რომლითაც წირავ. ამ დროს ეშმაკი ვერ მოგეკარება რადგან იცის, რომ იარაღი გიჭირავს ხელში ლოცვების წიგნის სახითო". ეს იმდენად კარგი რჩევაა, რომ ამდენი ხნის მღვდელი ვარ და არ მახსოვს, მცირე ასამაღლებელიც კი უწიგნოდ წარმომეთქვას.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
08.07. 2017
გოგიტა მელიქიძე
გ მ ა დ ლ ო ბ თ ამ ინტერვიუს გამოქვეყნებისთვის ! ველოდები მისი გაგრძელების გამოქვეყნებას .
სხვა სიახლეები
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
25.12.2020
ზვიად სეხნიაშვილი:
-დიდ ქართველ მამულიშვილს და მწერალს, ლევან გოთუას, უკვდავ "გმირთა ვარამში" აქვს გენიალური ფრაზა - "დიდი გულწრფელობა დიდი შეფერხებაცაა".
13.04.2020
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ქადაგება ბზობის სადღესასწაულო წირვაზე (12.04.2020)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat