საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას შესწირა სიცოცხლე
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას შესწირა სიცოცხლე
"სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისასა განწმენდილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა... ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოს მცხებ იარებსა, რით მანუგეშებ სევდამოსილსა? ყური მომიპყარ: "არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული სახსრად შენდა... მოვედი არა ვითარცა მნე სასყიდლით დადგინებული, არამედ ვითარცა მნე ერთგული და მარად მორჩილი", - ეს სიტყვები წარმოთქვა სვეტიცხოველში 1917 წლის 1 ოქტომბერს, აღსაყდრების დღეს, უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა კირიონ მეორემ.

წმინდა პატრიარქმა პირნათლად დაიწყო საქართველოს დედაეკლესიის წინაშე დადებული აღთქმის შესრულება, ამიტომაც ერთ წელიწადში, 1918 წლის 26 ივნისს, მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში წმინდა კირიონ კათოლიკოსი მოკლული იპოვეს.

წმინდა მღვდელმოწამე კირიონი (ერისკაცობაში - გიორგი საძაგლიშვილი) გორის მაზრაში სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა 1855 წელს. წარმატებით დაასრულა სწავლა ჯერ გორის, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში. როგორც წარმატებული სტუდენტი, გაიგზავნა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა და პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა. ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ დანიშნული ასწავლიდა გორში, თელავში, ქუთაისსა და თბილისში. 1886 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაგოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად. ამ დროს მრავალი სკოლა, ბიბლიოთეკა და წიგნთსაცავი დააარსა. პარალელურად ქართულ და რუსულ გაზეთებში ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებასა და ქართულ ლიტერატურაზე.

უფლის რჩეული მონაზვნად აღიკვეცა კირიონის სახელით და ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

ღვთისმსახურების პარალელურად მეცნიერულ მუშაობასაც ეწეოდა: კრებდა ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, მუშაობდა ეკლესია-მონასტრების სიძველეებზე; თბილისის საეკლესიო მუზეუმსა და წმინდა ილია მართლის მიერ დაარსებულ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" სიძველეთა საცავს უხვად სწირავს ეკლესია-მონასტრების ნესტიან სენაკებში მიკვლეულ და საოჯახო, კერძო კოლექციებიდან მოპოვებულ იშვიათ ხელნაწერებს.

როცა 1898 წელს არქიმანდრიტი კირიონი ალავერდის ეპისკოპოსად აკურთხეს, საკუთარი სახსრებით დაიწყო განადგურების პირას მისული ალავერდის ტაძრის შეკეთება, აღადგინა მრავალი ეკლესია კახეთში, მიაკვლია ბაგრატ IV-ის დროინდელ, 1089 წელს გადაწერილ სახარებას, რომლის შესახებაც მანამდე მეცნიერებმა არაფერი იცოდნენ და საქართველოს საეკლესიო მუზეუმს შესწირა.

როგორც კი წმინდა კათოლიკოსმა სომხების მიერ ქართული მონასტრების მიტაცების გამო ხმა აღიმაღლა და საქართველოს ეკლესიისთვის მათი დაბრუნება მოითხოვა, მაშინვე გორის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. მთავრობა წმინდანს, რომლის გარშემოც თავს იყრიდნენ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით უკმაყოფილო მოწინავე ქართველები, ხშირად უცვლიდა ეპარქიებს: 1904 წელს ორიოლში გაამწესეს, ორ წელიწადში - სოხუმში, სადაც წმინდა კირიონმა ბევრი იღვაწა საქართველოს ეკლესია-მონასტრების აღდგენისთვის. სწრაფადვე გადაიყვანეს კონვოს ეპარქიაში და 1907 წელს, როცა წმინდა ილია მართალი მოკლეს წიწამურთან, მღვდელმოწამე კირიონს უფლება არ მისცეს, სამშობლოში დაბრუნებულიყო და თანამოღვაწისთვის უკანასკნელი პატივი მიეგო.

ილიას გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში, მთავრობის დადგენილებით, კირიონს ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებულ იქნა. არ აპატიეს დაუცხრომელი ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის...

1908 წელს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობის ორგანიზება მღვდელმთავარს დააბრალეს. მისი დევნა-შევიწროება უფრო და უფრო ძლიერდებოდა. მასზე დაშვებულ ამ განსაცდელს წმინდა ბერი ასე პასუხობდა: "ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია". ამგვარმა ცილისწამებამ აღაშფოთა არა მარტო საქართველოს, არამედ თვით რუსეთის საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც კი შეიქმნა. მაშინ მთავრობამ შეწყვიტა მისი დევნა და 1915 წელს წმინდა კირიონი პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად დაინიშნა, სამშობლოში ჩამოსვლის უფლება კი არ მისცეს...

წმინდა ეპისკოპოსი დიდ ქველმოქმედებას ეწეოდა, მისი მატერიალური დახმარებით მრავალმა ქართველმა მიიღო განათლება საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში. XIX საუკუნის 90-იან წლებში, როდესაც ქართული ენა ოფიციალური ხელისუფლებისგან აკრძალული იყო, კირიონმა გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად ქართული სიტყვიერების ისტორია შეადგინა.

1917 წელს სანუკვარმა ოცნებამ ფრთები შეისხა - აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და ქართველთა დაჟინებული თხოვნით, კირიონს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცა. არაგვის ხეობაში სამშობლოსთან განშორებით მრავალტანჯულ ეპისკოპოსს ასოცამდე ცხენოსანი შეეგება და დიდი პატივით მიაცილა დედაქალაქამდე. იმავე წელს წმინდა კირიონი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აკურთხეს სვეტიცხოველში. კირიონ მეორემ მაშინვე წერილობით მიმართა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს და დასაბუთებულად მოითხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება.

საქართველოში სარწმუნოებრივი და ეროვნული პრინციპების აღორძინება, რისთვისაც დაუცხრომლად იღვწოდა ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი, ძლიერ ზღუდავდა საქართველოს მტრების მოქმედებას. ყოველი მხრიდან ცდილობდნენ წმინდა კირიონის შევიწროებას. დაიწყო დაუსრულებელი ცილისწამებები, პროვოკაციები, მუქარები... მაგრამ წმინდა მღვდელმოწამე არ ეპუებოდა ბოროტი ძალების წინააღმდეგობას და დაუღალავად განაგრძობდა საქართველოში სულიერების აღორძინებას. რომ ვერაფერი გააწყვეს სამშობლოსთვის თავგანწირულ პატრიარქთან, მისი მოკვლა გადაწყვიტეს...

მადლიერმა შთამომავლობამ დედაეკლესიისა და მამულისათვის მოწამებრივად აღსრულებული უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი 2002 წლის 17 ოქტომბერს წმინდანად შერაცხა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.12.2024
ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
13.12.2024
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია,
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat