თვალთათვის დაფარული მოწამე
თვალთათვის დაფარული მოწამე
გასული საუკუნის 90-იან წლებამდე საქართველოს ეკლესიის ისტორიის მრავალი ფურცელი ბურუსით გახლდათ მოცული, მიჩქმალული იყო მრავალი სასულიერო თუ პოლიტიკური მოღვაწის დამსახურება, უამრავ თემას ტაბუ ჰქონდა დადებული... საბედნიეროდ, დღეს უფრო ნათლად წარმოჩნდა საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავართა ღვაწლი ჩვენი ეკლესიისა და ერის წინაშე. მრავალი მათგანი წმინდანთა დასშია შერაცხული.

2007 წლის ნოემბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი დღეები გაიმართება. ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია თემაზე "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები", რომელსაც უხელმძღვანელებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ქეთევან პავლიაშვილი.

კათოლიკოსთაგან ერთ-ერთი, რომელსაც ძალზე მძიმე ჯვარი უბოძა ღმერთმა და ისტორიამ, ქრისტეფორე III (ციცქიშვილი) გახლავთ. მას ავბედით 1927-32 წლებში მოუწია საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის მოვალეობის ზიდვა.

ჩვენი ჟურნალის მკითხველისთვის კარგად ნაცნობი ფსიქოლოგი, ბატონი დავით ციცქიშვილი პატრიარქ ქრისტეფორე III-ის შვილთაშვილი ბრძანდება. წიგნი "თვალთათვის დაფარული მოწამე" ბატონმა დავითმა დიდ პაპას მიუძღვნა. იგი წერს: "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III 1873 წლის 28 მარტს დაიბადა შორაპნის მაზრის სოფელ ვერტყვიჭალაში. მის წინაპარ ციცქიშვილთა შტო სასულიერო გვარს მიეკუთვნებოდა, ამიტომაც მათ შორის მრავლად იყვნენ სასულიერო პირები. მღვდელი გახლდათ მომავალი პატრიარქის ერთ-ერთი ძმაც. ამიტომაც გასაკვირი არ ყოფილა, რომ მასაც სასულიერო მოღვაწეობისკენ გაუწია გულმა. დაამთავრა სასულიერო სემინარია, შემდგომში თბილისის უნივერსიტეტის უმაღლესი პედაგოგიური კურსები. 1895 წლიდან მღვდლობდა კასპიის ზღვის იქითა მხარეში, შემდგომ სურამის ერთ-ერთ უბან იტრიაში, გორის მაზრის სოფლებში ხიდისთავსა და ნაბასტევში, თბილისის ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. ასწავლიდა იტრიაში, თბილისის მე-5 გიმნაზიაში ქართულ ენასა და საღვთო სჯულს. ერთი პერიოდი, 1904-1905 წლებში, გახლდათ გორის სამრევლო სკოლის მეთვალყურე...

იგი იყო საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლის მოთავეთაგანი. მამა ქრისტეფორე გახლდათ ერთ-ერთი დამაარსებელი და რედაქტორი ჟურნალისა "ახალი სიტყვა".

1922 წლის 18 მარტს დეკანოზი ქრისტეფორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას მიერ ხელდასხმულ იქნა ჯერ მანგლისის, ხოლო შემდეგ ურბნისის ეპისკოპოსად. 1922 წლის 28 მაისს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ეპისკოპოსად, 1923 წლის 12 იანვრიდან 1925 წლის 8 მარტამდე კი ასრულებდა პატრიარქის მოსაყდრის მოვალეობას. 1927 წლის 26 ივნისს IV საეკლესიო კრებაზე იმ დროს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე კათოლიკოსად აირჩიეს.

იგი აღესრულა 1932 წლის 10 იანვარს, 57 წლისა. დაკრძალულ იქნა თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში".

ეს მხოლოდ მშრალი ცნობებია. ყველაზე საინტერესო კი პატრიარქის მსოფლმხედველობაა, მისი დამოკიდებულებაა თავისი ეპოქის მიმართ:

"იგი ხედავდა, რომ კაცობრიობას ერთ-ერთი უმძლავრესი სატანური ძალა მოევლინა და მისადმი აშკარა დაპირისპირება ეკლესიის შესაძლებლობებს აღემატებოდა. უფალი უშვებდა ამ განსაცდელს, ერის ცოდვათა თუ სხვა მიზეზთა გამო, და შეეძლო კი ეკლესიას შეეცვალა განგება ღვთისა?

კომუნისტებთან აშკარა ბრძოლა ისედაც იავარქმნილი ტაძრების უფრო მეტად დანგრევას, სამღვდელოების კიდევ უფრო მეტად შევიწროებას, ეკლესიის განიავებული ქონების კიდევ უფრო მეტ დატაცებას ნიშნავდა. სასულიერო ხელისუფლების მხრიდან ამგვარი ქმედება მარტოოდენ ზედმეტი ღვაწლის აღება იქნებოდა საკუთარ თავზე და მართლმადიდებლურ სამყაროში კარგად მოეხსენებათ, რით მთავრდება ხოლმე ეს ყველაფერი.

მოციქული პავლე ეპისტოლეში რომაელთა მიმართ ამბობს: "ყოველივე სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებას: ვინაიდან არ არსებობს ხელისუფლება, თუ არა ღმერთისგან, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე" (რომ. 1,2). კათოლიკოს ქრისტეფორეს სხვებზე უკეთ ესმოდა ეს. მასზე უკეთ ვის უნდა სცოდნოდა ისიც, რომ მაცხოვრის ჩვენთვის მოცემული აღთქმის გამო - "ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16,18) - ეკლესია უძლეველია და საბოლოოდ ვერავითარი ძალა ვერ გატეხს მას, მაგრამ მხოლოდ ამ სიბრძნით შემოფარგვლაც იმ დროს, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა. ეკლესია რომ ნაკლებად დაზარალებულიყო, საჭირო იყო ხელისუფლების მიმართ მეტად ბრძნული, აწონ-დაწონილი ხაზის გატარება. ეს არ იყო ადვილი. კათოლიკოსი ყოველი მხრიდან დარტყმის ქვეშ მოექცა: ხელისუფლება ავიწროებდა და ეს გასაგებიც იყო, მაგრამ სასულიერო პირთა მნიშვნელოვან ნაწილსაც არ ესმოდა მისი - ეკლესიისთვის დამამცირებლად, ხელისუფლებისადმი შემწყნარებლურად თვლიდნენ ამ ხაზს; უპატივცემულობას იჩენდა უკვე ათეისტურაზროვნებაშეპარული მრევლიც.

მეტად მძიმე, დამამცირებელი, ეკლიანი იყო პატრიარქის გზა, მაგრამ იმის შეგნება, რომ სხვაგვარად სიარული დინების საწინააღმდეგოდ სვლა იქნებოდა მხოლოდ, მას შეუძლებელს შეაძლებინებდა. ახლა სათქმელად ადვილია, მაგრამ მაშინ თითქმის ყოველდღე მრავალი მხრიდან შეტევის გაძლება რა ფასად უნდა დასჯდომოდა პატრიარქს...

დრომ მაინც დაამტკიცა მისი ხაზების სისწორე, შეიძლება ითქვას, მის შემდეგ მოსულმა ყველა პატრიარქმა ბრძოლის ეს გზა გააგრძელა. თუმცა, ისიც არის, რომ პირველგამკვალავს უფრო დიდი სირთულეები ხვდება ხოლმე, ვიდრე მის შემდგომ მავალს".

პატრიარქ ქრისტეფორეს მოღვაწეობის შესახებ გვესაუბრება ქალბატონი ქეთევან პავლიაშვილი:

- სამყაროში ღვთაებრივი კანონი მოქმედებს, რომლის მიხედვითაც, ღმერთი ადამიანებს ამა თუ იმ ისტორიული ეპოქის შესაბამისად მოავლენს, ყოველი მძიმე პერიოდი ერის ისტორიაში კი უფლის მიერ ჩვენზე დაშვებული გამოცდაა. მძიმე ჯვრის ზიდვაში ცნაურდება ერის ნაკლიც და ღირსებაც.

არ შეიძლება, ხელის ერთი მოსმით შევაფასოთ ეპოქის რომელიმე მოღვაწე; სიმართლის დასადგენად, უპირველესად, კარგად უნდა გავერკვეთ იმ ისტორიულ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სარწმუნოებრივ ლაბირინთებში, ამ პერიოდს რომ ახასიათებდა. მხოლოდ უფალია გულთამხილავი და იგია ჭეშმარიტი, მიუკერძოებელი მსაჯულიც.

ქრისტეფორე ციცქიშვილს ფრიად საპასუხისმგებლო საქმე ჰქონდა ჩაბარებული ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე, თანაც ძალზე მძიმე წლებში. XX საუკუნის 20-იანი წლები საფრთხეს უქმნიდა არა მარტო იმ პატარა რესპუბლიკებს, რომლებიც შემდგომ საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში შევიდნენ, არამედ ეს წლები მთელი მსოფლიოსთვის გახლდათ საშიში. საჭირო გახდა გზების ძიება, რათა გადარჩენილიყო ჩვენი ტრადიციული ეროვნული ინსტიტუტები, უპირველეს ყოვლისა კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

საბჭოეთის ერთ-ერთი იდეოლოგი ძერჟინსკი აცხადებდა, რელიგია ძირფესვიანად უნდა ამოიძირკვოს საბჭოური სისტემიდანო, რადიკალურად მოითხოვდა ეკლესია-მონასტრების, სამღვდელოების განადგურებას.

1922 წელს ტროცკიმ ბევრად უფრო ვერაგული გეგმა შეიმუშავა. იგი წინააღმდეგი იყო ეკლესიასთან რადიკალური დაპირისპირებისა და ამბობდა: "ეკლესიის გასანადგურებლად საჭიროა, იგი პროვოკაციის ანკესზე წამოვაგოთო". სწორედ ასეთი პროვოკაცია გახლდათ საეკლესიო განძის ამოღების გეგმა. საბჭოთა ხელისუფლებამ მშვენივრად იცოდა, რომ ეკლესია წინააღმდეგობას გაუწევდა, ეს კი არაჩვეულებრივი საბაბი იქნებოდა მისი განადგურებისთვის.

ლენინმა ტროცკის თეორია აიტაცა და 1922 წელს აშკარად გაილაშქრა ეკლესიის წინააღმდეგ. აქედან მოყოლებული მთელ საბჭოთა იმპერიაში ცოდვის კევრი დატრიალდა - გაიჟლიტა სამღვდელოება, დაიხურა ეკლესია-მონასტრები... ამას ისიც ერთვოდა, რომ 1921-22 წლებში რუსეთში გვალვა, შიმშილი მძვინვარებდა. ლენინი აცხადებდა: "არაჩვეულებრივი მომენტია ეკლესიის გასანადგურებლად! ხალხს დავანახოთ, რომ ეკლესიას არ სურს განძის გამოტანა, რათა მშიერნი დაპურდნენო". ბელადს სურდა, ეკლესიის სახით ხალხში ბოროტების ხატი შეექმნა. ლენინისა და ტროცკის პროექტმა გაიმარჯვა - რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი თავისივე ხელით ანადგურებდა ეროვნულ სულიერ საგანძურს.

ბუნებრივია, რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა ასახვა პოვა საქართველოშიც. სწორედ ამ პერიოდში გახლდათ ქრისტეფორე ციცქიშვილი ეკლესიის სათავეში.

- ეკლესიაში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური გარემოს შესატყვისია. ამ პერიოდის რუსეთის ეკლესიაში ფეხს იკიდებდა "ობნოვლენების" - ე.წ. განმაახლებლების ჯგუფი. რა ვითარება იყო იმხანად საქართველოში?

- ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვებამდე რუსეთის ეკლესიამ ისარგებლა დროებითი ხელისუფლებით და დაუყოვნებლივ მოითხოვა პატრიარქობის ინსტიტუტის აღდგენა. რუსი სამღვდელოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საბჭოთა საეკლესიო პოლიტიკა ეკლესიის სრულ ლიკვიდაციას ითვალისწინებდა. სამღვდელოება ორ ნაწილად გაიყო: ერთნი პატრიარქობის ინსტიტუტს ემხრობოდნენ, მეორენი კი მოდერნიზებულ ეკლესიას უჭერდნენ მხარს. რუსულ ეკლესიაში არეულობა, ურთიერთდაპირისპირება დაიწყო, რაც სახელმწიფო ხელისუფლებას დიდად აძლევდა ხელს. ძერჟინსკი ლენინს სწერს, ეკლესიაში ე.წ. განმაახლებელთა ჯგუფი გაჩნდა. დაე, იყვნენ და განაახლონ ეკლესია. საბოლოოდ, ტრადიციულ ეკლესიას დაუპირისპირდებიანო. ძერჟინსკი ტროცკისთან ერთად აცხადებდა: "ჩვენი მთავარი მიზანი ტრადიციული, მონარქისტული მიმართულების ლიკვიდაციაა, ამიტომ ობნოვლენებს გარკვეულ დრომდე ხელი უნდა შევუწყოთო". ტროცკის და მის ჯგუფს მართლმადიდებლობის განადგურება ჰქონდათ განზრახული.

ამრიგად, რუსეთის ეკლესიაში ორი ფრთა წარმოიშვა: წმინდა მონარქისტული ანუ ტიხონოველთა (კლასიკური მათლმადიდებლობის მიმდევართა) ჯგუფი და "განმაახლებელთა" ანუ საბჭოთა "ობნოვლენებისა". ეს ჯგუფი ყველა გზას ეძებდა, რათა საბჭოთა ხელისუფლებას მორგებოდა, ეს კი, ისტორიკოსთა შეფასებით, ეკლესიის საბჭოთა ხელისუფლებაზე გაყიდვა გახლდათ.

ეს პროცესები აუცილებლად უნდა განვითარებულიყო საქართველოშიც. თუმცა არც ერთი დოკუმენტი პირდაპირ არ გვიდასტურებს საქართველოში ასეთი დაჯგუფებების არსებობას. ობნოვლენებმა მხოლოდ აფხაზეთში შეაღწიეს. ისინი დრანდის, ბიჭვინთისა და წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტრებში დამკვიდრდნენ.

- რა დამსახურება მიუძღვით ქართულ სასულიერო კრებულს და პატრიარქ ქრისტეფორეს იმაში, რომ ობნოვლენური მოძრაობა ვერ აყვავდა ჩვენს ეკლესიაში?

- ჩვენს სამღვდელოებას და საზოგადოებას ურთიერთთანადგომისა და ერთობლივი ბრძოლის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. თუნდაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლა გავიხსენოთ. ამ საქმეში სამღვდელოებას საზოგადოების ყველა ფენა უჭერდა მხარს. საზოგადოება ისეთი ღრმა მართლმადიდებლური ორიენტაციისა და შეგნების გახლდათ, რომ ასე იოლი არ იყო ჩვენს ეკლესიაში სიახლეების შეტანა.

რა სიახლეებზე იყო ლაპარაკი? მინდა გაგაცნოთ ფრიად საგულისხმო დოკუმენტი, რომელიც მღვდელ ვასილ კარბელაშვილის ფონდიდან არის ამოღებული:

"საკათალიკოსო საბჭოს კანცელარია გაცნობებთ, რომ საკათალიკოსო საბჭომ მოისმინა თბილისის ოლქის კრების ამონაწერი სამღვდელოების მიერ სამოქალაქო ტანისამოსის ტარებაზე და განაჩინა: 1. მიღებულ იქნეს სახელმძღვანელოდ საკათალიკოსო საბჭოს 1922 წლის 26 ოქტომბრის განჩინება (ამ დროს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია იყო); 2. ნება დაერთოს სამღვდელო პირთ სამოქალაქო ტანისამოსით სიარულისა მღვდელმსახურების გარეშე, თუკი ამის წინააღმდეგი არ არის სამრევლო.

1922 წლის 26 ოქტომბრის განჩინება შეიცავს შემდეგს: სამღვდელო პირთ, რომელთაც იძულებით უხდებათ, თავი დაანებონ მღვდლად ან დიაკვნად სამსახურს, ნება აქვთ, საერო ტანისამოსი ატარონ და ითვლებოდნენ სამღვდელო ხარისხში, თუ ანაფორის გახდის უწინარეს ნებელობით განუცხადებენ ადგილობრივ მღვდელმთავარს, რომ არ უარყოფენ სამღვდელო ხარისხს, მიეწერებიან რომელიმე ეკლესიას მღვდელმთავრის ნებართვით. საიდუმლოთა აღსრულებისა და ღვთისმსახურების დროს მათთვის სავალდებულოა ანაფორის ტარება. მათი მიღება სასულიერო სამსახურში მიენდოს ადგილობრივი მღვდელმთავრის კეთილგონიერებას.

საკათალიკოსო საბჭოს კანცელარია
28 ნოემბერი, 1925 წელი"

როდესაც საკათალიკოსო საბჭომ დაინახა, რომ ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა იყო, სამღვდელოებას დევნიდნენ და ფიზიკურადაც კი უსწორდებოდნენ, უბედურების თავიდან ასაცილებლად არჩია, ღვთისმსახურება შეფარვით ეწარმოებინა.

1925 წელს ქრისტეფორე ციცქიშვილმა საბჭოს განჩინება განმარტა და გააღრმავა. პატრიარქი ცდილობდა, არ დაერღვია საყოველთაო კანონმდებლობა და თავისი წინამორბედის, დიდი სულიერი მამის ამბროსი ხელაიას განჩინებაში გარკვეული კომენტარი შეეტანა, რათა გაემართლებინა ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც იტვირთა და ამ უმძიმეს ხანაში საქართველოს ეკლესია გადაერჩინა.

- წინამორბედთაგან განსხვავებით, კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს კომუნისტური ხელისუფლების მიმართ, ერთი შეხედვით, შემწყნარებლური, ლოიალური პოლიტიკა ჰქონდა. თუმცა არავინ იცის, რის ფასად უჯდებოდა თუნდაც იმ მცირედის კეთება, რის საშუალებასაც გარემოება აძლევა. რა შედეგი გამოიღო ლავირების პოლიტიკამ?

- ამ პოლიტიკამ მართლაც გაამართლა და ქრისტეფორე III-ის შემდგომი კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემაც თავისი წინამორბედის გზა გააგრძელა. უბრალოდ, მას სხვა დროში მოუხდა მოღვაწეობა. პატრიარქ კალისტრატეს მოღვაწეობისას ხელისუფლების სათავეში სტალინი იდგა, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ებრძოდა, არამედ სურდა, საბჭოური იდეოლოგიის გამტარებლად, "წითელ" ეკლესიად ექცია იგი. სწორედ სტალინის პერიოდში გამოვიდა ტყვეობიდან პატრიარქი ტიხონი. ობნოვლენების ჯგუფიც 30-იან წლებში განადგურდა.

20-იან წლებში კი, ქრისტეფორეს მოღვაწეობის ხანაში, სახელმწიფო ხელისუფლებაში ლენინი, ტროცკი, ძერჟინსკი იყვნენ. ობნოვლენები ძლიერ ფრთას წარმოადგენდნენ. ამიტომ პატრიარქი ქრისტეფორე და მისი მომხრეები ცდილობდნენ, ისეთი საკათალიკოსო საბჭო შეექმნათ, რომელიც კომპრომისის, დიპლომატიის კურსს აირჩევდა სახელმწიფო ხელისუფლებასთან. ეს ადამიანები ავტოკეფალიის აღდგენისთვის მებრძოლი და თავდადებული მოღვაწეები გახლდნენ. მათ შორის იყვნენ დეკანოზი ვასილ კარბელაშვილი, ეპისკოპოსი დავით კაჭახიძე და სხვანი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია უკვე ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ რუსეთის ეკლესია ამას არ აღიარებდა (პატრიარქი ტიხონი მხოლოდ ჩვენს ნაციონალურ ავტოკეფალიას ცნობდა). აფხაზეთის ობნოვლენების ჯგუფის ხელმძღვანელი ლოზოვოი კათოლიკოს-პატრიარქ ქრისტეფორეს შეხვდა და შესთავაზა, რომ საქართველოს ეკლესიას სრულ ავტოკეფალიას მისცემდა. თავდაპირველად პატრიარქი და მღვდელმთავრები სიხარულით შეხვდნენ ამ შემოთავაზებას, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ეს ქართული ეკლესიის ხელყოფის შენიღბული მცდელობა გახლდათ და ქრისტეფორე III-მ ამ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. თანაც, თუ საქართველოს ეკლესიის პატრიარქი ობნოვლენურ სინოდს დაუჭერდა მხარს, განახლების პროცესები ჩვენს ეკლესიაშიც დაიწყებოდა. გაგრძელდა ბრძოლა რუსეთის მიერ ავტოკეფალიის აღიარებისთვის, რაც მხოლოდ 1943 წელს, უკვე კალისტრატე ცინცაძის პატრიარქობის დროს, განხორციელდა.

თუ 20-იანი წლების ეპოქას გავაანალიზებთ, დავინახავთ საქართველოს ეკლესიის მესვეურთა დიდ სიბრძნეს, რომლით

აც ცდილობდნენ, დაეცვათ დედაეკლესია და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გამოსულიყვნენ ურთულესი სიტუაციიდან. ქართული ეკლესია რომ არ განადგურდა და არც ობნოვლენური სინოდი გვყოლია, სწორედ მათი და ჩვენი პატრიარქის ქრისტეფორე III-ის დამსახურებაა.
ბეჭდვაელფოსტა
26.07. 2018
დავითი
ქრისტეფორე ციცქიშვილის და - მარიამ ციცქიშვილი გახლდათ ჩემი დიდი ბებია, ანუ პაპაჩემის დედა. საინტერესო იქნება ბ-ნ ქრისტეფორეს პირდაპირი შთამომავლების გაცნობა.
სხვა სიახლეები
16.12.2024
ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
13.12.2024
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია,
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat