წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელი - 12 (25) დეკემბერი - გვერდი 2
წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელი - 12 (25) დეკემბერი - გვერდი 2
წმინდა სპირიდონის ცხოვრება ღვთის სასწაულებით იყო ავსებული:

ერთხელ, როგორც სჩვეოდა, წმინდა სპირიდონი გაჭირვებულის დასახმარებლად მიიჩქაროდა. გზად ერთი მდინარე უნდა გადაელახა, რომელიც ძლიერი წვიმების გამო ადიდებულიყო და მისი გადალახვა შეუძლებელი გამხდარიყო.

მდინარის პირას, ამაღლებულ ბორცვზე, მგზავრებს მოეყარათ თავი და მდინარეზე გადასასვლელად ხელსაყრელ შემთხვევას ელოდებოდნენ. ამ დროს წმინდა სპირიდონიც მივიდა და მდინარის დაცხრომის მომლოდინე, წვიმით დასველებული ამდენი ხალხი ფრიად შეეწყალა, ილოცა, კაცთმოყვარე ღმერთს მხურვალედ შესთხოვა შეწევნა და მდინარეს შეჩერება უბრძანა...

წყლის დონემ და ნაკადმა მაშინვე სასწაულებრივად დაიკლო და არა მარტო მან, ყველა იქ მყოფმა სრულიად უსაფრთხოდ, ფეხით გადალახა მდინარე, თან ადიდებდნენ და ჰმადლობდნენ უფალს, რომელმაც წმინდა სპირიდონის ლოცვა შეისმინა და ყველანი ესოდენი სასწაულის ხილვის ღირსი გახადა.
ნეტარმა მადლობა შესწირა უფალს, რადგან რომ დაეგვიანა, მის მეგობარს, რომელიც სასამართლო შეცდომის მსხვერპლი გამხდარიყო, სიკვდილი ელოდა. ადგილობრივი მმართველი ამ სასწაულმა ისე განაცვიფრა, რომ უსამართლოდ დატყვევებული მაშინვე გაათავისუფლა.

* * *
ერთხელ ნეტარმა მსახურების წინ ცარიელ ტაძარში სანთლებისა და კანდელის ანთება ბრძანა და ლოცვა იწყო. როდესაც წარმოთქვა: - "მშვიდობა ყოველთა", დიდი და ტკბილხმოვანი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: - "და სულისაცა შენისა თანა". შემდეგ კი კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: - "უფალო, შეგვიწყალე!"

მახლობლად მყოფნი ტაძრიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა და ტაძრისაკენ გაეშურნენ, მაგრამ ეპისკოპოსისა და რამდენიმე მღვდელმსახურის გარდა, ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა.

* * *
იმპერატორ კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთს მისი ძე კონსტანტი მართავდა. სპარსელებთან მრავალწლიანმა ომმა აიძულა ახალგაზრდა მონარქი ანტიოქიაში ყოფილიყო. სწორედ იქ გახდა მძიმე ავად. ექიმებმა ვერაფერი უშველეს. ღმერთს ევედრება კონსტანტი შველას. ღამით უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ეპისკოპოსთა კრებულში ორზე მიუთითა, - მათ შეუძლიათ შენი განკურნებაო. იმპერატორისთვის ანგელოზს არ გაუმჟღავნებია მათი სახელები.

ამასობაში, უფლის ანგელოზმა აუწყა წმინდა სპირიდონს, ანტიოქიაში უნდა წასულიყო, თან ისიც უთხრა, როგორი სამოსი ჩაეცვა. სპირიდონმა თან თავისი მორჩილი, დიაკვანი ტრიფილე იახლა. ტრიფილე დიდებულთა შვილი გახლდათ, მდიდარი, განთლებული. უარყო ყოველივე და მეფე კონსტანტინეს დედას, წმინდა ელენეს გაჰყვა წმინდა მიწაზე. გემმა კვიპროსზეც ჩაუშვა ღუზა, სწორედ აქ მოუსმინა წმინდა სპირიდონს და ისე მოიხიბლა, რომ იერუსალიმიდან უკან დაბრუნებული მასთან დარჩა. ისიც თავის სულიერი მამასავით ცხოვრობდა. 33 წლისა უკვე ეპისკოპოსად აკურთხეს და კალენიკიის სამწყსო ჩააბარეს. დავუბრუდნეთ თხრობას: წმინდა სპირიდონი ანტიოქიაში ჩავიდა. ტანთ უბრალო სამოსი ეცვა, პალმის კვერთხი ხელთ ეპყრა და ყელზე ჩამოკიდებული ჰქონდა ძელიცხოვლის კანდელის ზეთიანი თიხის ჭურჭელი. ღარიბული სამოსის გამო მეფის კარისკაცებს ის გლახაკი ეგონათ, ერთმა მცველმა სილაც კი გააწნა. მაშინ მეუფემ მაცხოვრის სიტყვისაებრ მეორე ლოყა მიუშვირა, მცველი მიხვდა შეცდომას, შენდობა სთხოვა და სასახლეში შეუშვა. ტრიფილე ჯერ ახალგაზრდა იყო და სულიერად გამოუცდელი, თვალი მოსჭრა მას მეფის სასახლის მშვენიერებამ. სპირიდონი დაამწუხრა სულიერი შვილის საქციელმა და ჰკითხა: "ნუთუ სამოსი და სიმდიდრე მეფეს წმინდანად აქცევს? განა მონარქსაც არ ეუფლება მდაბიორთა მსგავსი ვნებები? მაშინ მეფე რითია თავის ქვეშევრდომებზე უკეთესი? კონსტანტი დღეს ცოცხალია, მაგრამ ხვალ მოკვდება და წარსდგება მოუსყიდავი მსაჯულის წინაშე, რომელიც მას უცნობი გლახაკივით განიკითხავს. ამიტომაც ნუ მოგხიბლავს მიწიერი სიმდიდრე. ეცადე, მხოლოდ ჭეშმარიტ, ზეციურ სასწაულებს სჭვრეტდე და გიყვარდეს მხოლოდ ყველაზე აღმატებული, დიდება ღმერთისა".

ამასობაში იმპერატორმა თვალი მოჰკრა მათ. იცნო, წამოდგა და მიეგება. თან ცრემლებით ევედრებოდა განკურნებას. წმინდა სპირიდონმა ილოცა, იმპერატორს თავზე ხელი დაადო და წამში განკურნა. წმინდანმა სულის საკურნებელი მალამოც დაადო და უთხრა, არ დავიწყებოდა ღვთის მიერ მასზე გამოჩენილი მოწყალება: "სანამ შენი სიცოცხლე არ დასრულებულა, ყველას სიკეთე გაუკეთე, მთხოვნელს ხელცარიელს ნუ გაუშვებ. იცოდე, მონარქს მოქალაქეებისგან მხოლოდ ტიტული განარჩევს. ღმერთი აძლევს იმპერატორს ტახტს, რათა მზრუნველი მამა იყოს თავისი ერისაო.

მეფე დაჰპირდა, აღვასრულებო. მერე კი საჩუქრად ქისით ოქრო გადასცა. მამა სპირიდონი ჯერ უარობდა, ბოლოს მაინც დასთანხმდა და ვიდრე სასახლიდან გამოვიდოდა, ოქრო მეფის მსახურებსა და მცველებს დაურიგა, თან შეაგონებდა, წმინდად ეცხოვრათ და ნათლის შვილები გამხდარიყვნენ. წმინდა მღვდელმთავრის წყალობით მეფის მრავალი მსახური განიკურნა ვერცხლისმოყვარეობისგან.

წმინდა სპირიდონი საიმედოდ უძღვებოდა სულიერ შვილებს ღვთის სასუფევლისკენ. ცხოვრობდა უბრალოდ. ერთხელ მღვიმეში გაკეთებულ ბაკში შერეკა ცხვრები და შინ წავიდა. იმ ღამეს ქურდები შეიპარნენ ბაკში, მაგრამ წმინდა სპირიდონის ლოცვით გაქვავდნენ. დილით წმინდანს ქურდები გაშეშებული დახვდა. შეეწყალა ისინი, ილოცა და გახსნა უხილავ საკვრელთაგან. ქურდები ჯერ დაარიგა, მერე კი ბრძანა: ერთი ცხვარი მიეცით ჩემი ფარიდანო.

ერთხელ, ანტიოქიაში მყოფ წმინდა სპირიდონთან ატირებული წარმართი ქალი მივიდა. ხელთ მკვდარი ჩვილი ეპყრა. ქალის ნათქვამი არ ესმოდა მღვდელმთვარს, მაგრამ მისმა ცრემლებმა გული აუტოკა. უნდოდა, დახმარებოდა, მაგრამ არც ის სურდა, მერე დიდებით შეემოსათ. ამიტომაც ჰკითხა თავის დიაკვანს, არტემიდორს: - მითხარი, როგორ მოვიქცეო.

- რატომ მეკითხები, ღირსო მამაო? - უპასუხა მან, - შეთხოვე ქრისტეს. ცოტა ხნის წინ მეუფე განკურნა შენი ლოცვით. ქრისტეა მიმცემელი სიცოცხლისა, მკურნალი ყველასი და არ მარტო მეფის. ამიტომ მოუხმე მას, რომელმაც ბრძანა: "აღსდეგ, შვილო" (მარკ. 5,41) და ქალიშვილი მკვდრეთით აღადგინა.
მისმა ნათქვამმა გული აუნთო წმინდა სპირიდონს, მიდრიკა მუხლი და ქრისტეს ყრმის გაცოცხლება შესთხოვა. ყრმამ თვალები გაახილა და ატირდა. ამ ამბავმა ისე იმოქმედა საცოდავ დედამისზე, რომ გული გაუსკდა და გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა დიდად შეაწუხა წმინდა სპირიდონი, ახლა რაღა ვქნაო, - მდაბლად ჰკითხა არტემიდორს.

- შენს ხელშია, წმინდაო მამაო, ცხოვრება დაობლებული ბავშვის დედისა, - ღიმილით უპასუხა დიაკვანმა, - შენ ხშირად მიგიმართავს უფლისთვის და მაშინვე მიგიღია პასუხი, რამეთუ მუდამ უფლის მცნებების აღმსრულებველი იყავი. ოქრო და ვერცხლი შენ არ მოგიგროვებია, სამაგიეროდ, გულში ქრისტე მოიპოვე, ამ მადლს კი დედამიწის ვერანაირი საგანძურის ფასად ვერ მოიპოვებს კაცი. უფალმა იცის, რომ მისგან მიღებულ ნიჭებს ყოველთვის სხვას გადასცემ. ამიტომაც ყოველთვის გისრულებს სათხოვარს. ახლაც კაცთმოყვარე ღმერთი შეისმენს შენს ლოცვასო. წმინდა სპირიდონმა ცრემლით დაასველა მიწა, მერე მკვდარ ქალს ხელი დაადო, თვალები ზეცად აღაპყრო და შეჰღაღადა: - ძეო ცოცხალი ღმრთისაო, მხოლოდშობილო სიტყვაო მამისაო, უფალო იესო ქრისტე, შთაბერე სიცოცხლე ამ მკვდარ დედაკაცსო.

წმინდანის ლოცვით ქალიც მკვდრეთით აღდგა. წმინდა სპირიდონმა ბავშვი ხელში აიყვანა და დედას გაუწოდა. ხოლო იქ მყოფთ და ყოველივეს მხილველთ სთხოვა, დაემალათ და არავისთვის მოეთხროთ ამ დიდებული სასწაულის შესახებ. როცა წმინდა სპირიდონი მიიცვალა, მისმა დიაკვანმა არტემიდორმა ეკლესიაში, მორწმუნეებს უამბო ყოველივე.
...

მრავალი სასწაული მოუხდენია წმინდა სპირიდონს - მკვდარი აღუდგენია, ბრმა განუკურნავს და სხვა.

მაგრამ ერთ ცოდვილს ვერაფერი მოუხერხა: ერთხელ ვინმე მეზღვაური ორწლიანი ნაოსნობის შემდეგ შინ დაბრუნდა და ცოლი ფეხმძიმედ დახვდა. თანაც უმტკიცებდა, - შენი შვილი არისო. კაცმა მოჰკიდა ცოლს ხელი და ეპისკოპოსთან მიიყვანა. ქალი არც წმინდა სპირიდონს მოერიდა, - ბავშვს ქმრისგან ველოდებიო. მაშინ წმინდა სპირიდონმა უთხრა: "დიდია შენი დაცემა. სამართლიანობა მოითხოვს, მკაცრად დაისაჯო. იცოდე, თუ არ შეინანებ, ბავშვს ვერ გააჩენო". დაეწყო ქალს სამშობიარო ტკივილები, მაგრამ ვერც ამან დააფიქრა. და მშობიარობას გადაჰყვა. შეწუხებულ ეპისკოპოსს კი უთქვამს: "რახან ჩემი სიტყვა ორლესული მახვილივით ჰკვეთს და სიკვდილს მისცემს კაცს, ამიერიდან მე არავის განვიკითხავო".

არ უყვარდა წმინდა სპირიდონს ფარისევლურად ლოცვა. ერთხელ ერთ განაპირა სოფელში წირვისას ვინმე დიაკონს სთხოვა, სწრაფად ეგალობა, რადგან შინ დაბრუნება უნდა მოესწრო. დიაკვანი კი გალაღებული, საკუთარი ხმით დამტკბარი აგრძელებდა ლოცვას. მაშინ მღვდელმთავარმა მრისხანედ შესძახა: - დადუმდი, ურჩობის მოქმედოო. მყისვე წაერთვა დიაკონს ხმა, შეშინებული შეევედრა წმინდანს. მღვდელმთავარმა მხოლოდ სანახევროდ განკურნა - დიაკვანი სიცოცხლის ბოლომდე ხრინწიანის ხმით საუბრობდა.

არც ის მოსწონდა, ვინც თამამად ეპყრობოდა წმინდა სახარებას. ერთხელ, როცა ტრიფილე უკვე ეპისკოპოსი იყო, წირვისას იქადაგა, რომელიც სახარებისეული განრღვეულის განკურნებას ეხებოდა. მან "სახარებაში" უფლის ნათქვამი სიტყვები: "აღსდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე", "ცხედარი" -"საწოლით" შეცვალა. აღშფოთდა წმინდა სპირიდონი და დატუქსა ტრიფილე. ნუთუ იმაზე უკეთესი ხარ, ვინც "ცხედარი" თქვა და შენ იმის წარმოთქმის გრცხვენიაო?

წმინდა ტრიფილემ (მისი ხსენება 3 მაისსაა) დაუჯერა მოძღვარს. როცა VII საუკუნეში არაბებმა კვიპროსი დაარბიეს ოქროს ძიებაში, წმინდა ტრიფილეს საფლავიც გათხარეს და მისი უხრწნელი სხეული ნახეს. დაწვა მოუნდომეს, მაგრამ ცეცხლი არ მოეკიდა მანამ, სანამ არაბებმა არ "უთხრეს": "იესო ქრისტეს სახელით გეუბნებით, ნება მიეცი საკუთარ სხეულს, ცეცხლი წაეკიდოსო".

დადგა წმინდა სპირიდონის გარდაცვალების ჟამი. ეპისკოპოსი სხვებთან ერთად ყანასა მკიდა. უეცრად მას თავზე უღრუბლო ციდან ნამივით წვეთები დაეცა. თმამ ფერი იცვალა, ზოგი გაშავდა, ზოგიც გათეთრდა, ზოგი კი გაყვითლდა. გარდაცვალების ჟამი ენიშნა მღვდელმთავარს. მალევე აღესრულა.

წმინდა სპირიდონის უხრწნელი სხეული კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ გადაასვენეს კუნძულ კორფუზე (იგივე კერკირა).

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.12.2024
ერთობლივ ლოცვებს  დიდი ძალა აქვს. საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ჩვენს სასულიერო პირებს  გეძლევათ კურთხევა, ყოველდღე, 13:00 საათზე, დარეკოთ ზარი და აღავლინოთ სავედრებელი პარაკლისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი,
13.12.2024
ჩემო სულიერო შვილებო, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებული მოვლენები ნათლად წარმოაჩენს, რომ აუცილებელია,
04.01.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამადლობელ სიტყვას ავრცელებს.
04.01.2023
"დრო ძალიან სწრაფად გადის, დავაგროვოთ სიახლეები"- ბრძანებს უწმინდესი და  უნეტარესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. 
25.12.2022
მოძღვართმოძღვარი სრულიად საქართველოსი - გვიყვარხართ ჩვენო პატრიარქო,
25.12.2022
მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი, მთავარეპისკოპოსი სტეფანწმინდისა და ხევისა:
24.12.2022

ნიქოზისა და ცხინვალის მთავარეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია):

ჩემი უტაქტობა
- საპატრიარქოში ჩემს ყურადღებას
03.01.2022

არქიმანდრიტ ანტონის (გულიაშვილი) მოგონებებიდან:

- პატრიარქი კალისტრატე ცინცაძის პერიოდი ბუნდოვნად მახსოვს.

25.12.2021

მცხეთაში, ჩვენი პატრიარქისეულ მეტად მოკრძალებულ სახლში, მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

22.11.2021
ილია II ეფრემ პატრიარქს იგონებს

"ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat