"ადამიანი, მიუხედავად თავისი უმაღლესი და ბრწყინვალე საზოგადოებრივი მდგომარეობისა, სადათ და მარტივად უნდა ცხოვრობდეს"
"ადამიანი, მიუხედავად თავისი უმაღლესი და ბრწყინვალე საზოგადოებრივი მდგომარეობისა, სადათ და მარტივად უნდა ცხოვრობდეს"
წმინდა ილიას წმინდა მოძღვარი
დასაწყისი. იხილეთ სარჩევი.
"ისტორია ის დიდებული ტაძარია, სადაც უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდბუნებოვან კაცთა უწმიდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი".
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

საოცარი და შეუცნობელია განგებულება ღვთისა. თუ ქართველ მირონცხებულ მეფეთაგან წმინდანად შერაცხულმა დავით IV ბაგრატიონმა დაიმკვიდრა ისტორიაში აღმაშენებლის სახელი, სასულიერო მოღვაწეთაგან ასეთი პატივი წმინდა მღვდელმთავარს ალექსანდრე ოქროპირიძეს ხვდა წილად.

"ალექსანდრე აღმაშენებელი", "მამა ქართველთა", "შიო ახალი", "აფხაზეთის მეორე მოციქული", "XIX საუკუნის ცოცხალი მატიანე", "სკოლა სათნოებისა"... ეს ეპითეტები მან სიცოცხლეშივე დაიმსახურა თანამედროვეთაგან და რაც დრო გადის, მადლიერი შთამომავლობა მეტ პატივს მიაგებს ამაგდარ მღვდელმთავარს ქართული ეკლესიისა და სამშობლოს უანგარო და ფასდაუდებელი სამსახურისთვის.

წმინდა ეპისკოპოს ალექსანდრეს ქვეყნისთვის მეტად რთულ ისტორიულ ეტაპზე მოუწია ცხოვრება და მოღვაწეობა. XIX ს-ის დასაწყისში საქართველოს რუსეთთან შეერთებას და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას მრავალსაუკუნოვანი ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება მოჰყვა. ჩვენი ეკლესიის სათავეში კი რუსი ეგზარქოსები აღმოჩნდნენ, თუმცა ქართველ ხალხში, ეკლესიის საჭეთმპყრობლად და მის სულიერ წინამძღვრად ეპისკოპოსი ალექსანდრე მოიაზრებოდა ყოველთვის. მეტიც, ალბათ, ქართველ კათოლიკოს-პატრიარქთაგან ბევრს არ რგებია ხალხის ისეთი გულმხურვალე სიყვარული და აღიარება, როგორიც ალექსანდრე ეპისკოპოსს, რადგან მან უდიდესი წვლილი შეიტანა ეროვნული ცნობიერების გაღვიძების და მართლმადიდებლობის მდიდარი ტრადიციების აღდგენა-განვითარებაში.

ილია ჭავჭავაძის სისხლი ჯერაც არ შეშრობოდა წიწამურის მიწას, როცა კვლავ მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა. "1907 წლის 9 ნოემბრის ღამეს, შობითგან 83-ე წელს, სამარადისოდ მიიძინა ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ მისგან განახლებულ შიო მღვიმელის უდაბნოში", - იუწყებოდა საუკუნის წინანდელი ქართული პრესა. ეს სამწუხარო ცნობა ელვის სისწრაფით მოედო სრულიად საქართველოს. "ჩვენს ლაჟვარდოვან სამშობლო ცას ზედიზედ სწყდება და ისტორიის უსაზღვრო სივრცეში ცვივა წარსული საუკუნის მისი მნათობნი, ქართველი ერის ჭირისუფალნი, მომვლელ-პატრონნი", - წუხდა დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე.

ქართული ეკლესიის სულიერი წინამძღვრის, დიდი ილიას უსაყვარლესი მოძღვრის, ალექსანდრე ოქროპირიძის გარდაცვალება მართლაც ბოლო წერტილი იყო იმ რთული ეპოქის დასასრულისა, რომელზედაც გალაკტიონი მოგვიანებით იტყვის: "წიწამურში რომ მოჰკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი..."

ილია მართალმა წინასწარ იგრძნო თითქოს, რომ არ ეწერა სულიერი მამის წმინდა ცხედართან გამოთხოვება და გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე ასე შეაფასა წმინდა მღვდელმთავრის ამაგი და დამსახურება ქართველი ერის წინაშე: "ნამეტნობაში ნუ ჩამომართმევთ და გულით წმიდით ვიტყვი, რომ სჩანს, ღმერთს კიდევ არ დავვიწყებივართ, რადგანაც თქვენისთანა სათნოებიან კაცს მოუვლენს ხოლმე ჩვენს ქვეყანას.

თქვენის ცხოვრების წმიდათა-წმიდად ორი დიდი საგანია: ერთი ღმერთი და მეორე თქვენი სამშობლო ქვეყანა. ღმერთს ღმრთისას აძლევდით და ქვეყანას - ქვეყნისას და ორსავ ემსახურებოდით ერთმანეთის დაუკლისად, გულმხურვალებით და სიყვარულით. ერთი წუთიც არ ვიცით თქვენის სიცოცხლისა, რომ ცხოველ-მყოფელი შუქი ამ ორკეცი სიყვარულისა არ მოჰფენოდეს თვითეულს თქვენს საქმეს, თვითეულს თქვენს მოქმედებას. ქვეყანას ემსახურებოდით ღმერთისათვის, ღმერთს ადიდებდით ქვეყნისათვის, რადგანაც ღმერთი არს სიყვარული და სიყვარული მხსნელია ქვეყნისა". ეს სიტყვები ილიას წარმოუთქვამს ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეს სასულიერო მოღვაწეობის 50-ე წლისთავზე, როცა იგი თბილისიდან გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსად გადაჰყავდათ. ამ თარიღთან დაკავშირებით გამოსათხოვარი საღამო მოუწყვია მისთვის სულიერ სამწყსოს და მოსკოვში საგანგებოდ დამზადებული ძვირფასი საჩუქარიც მიურთმევია - მოსევადებულ-მომინანქრებული კვერთხი. "მოგვირთმევია მცირე-ოდენი ძღვენი ესე, ჩვენდა სახსოვრად კი არა, - ჩვენ უამისოდაც გეხსომებით მთელ საქართველოსთან ერთად, რადგანაც შვილნი ვართ საქართველოსი, რომელსაც დღეთა თქვენთა სწირავთ უორგულობითა და სიყვარულითა... მიიღე ნიშანი ჩვენი გულითადის მადლობისა და უღრმესი პატივისცემისა და გიხაროდენ, რომ შეძლებისამებრ მადლობას უხდიან მადლობის ღირს კაცს", - უთქვამს მისთვის ილიას საჩუქრის გადაცემისას. "ადიდე კვერთხი ესე და წარიყვანე ერი შენი გზასა სიმართლისა და სარწმუნოებისასა", - ეწერა 1889 წლის 15 მაისით დათარიღებულ სამეუფო კვერთხზე, რომლის ბუდის თავზეც სამღვდელმთავრო მიტრასთან ერთად ქართული ასომთავრული "ანიც" ყოფილა ამოტვიფრული. თუ რაოდენ ფაქიზი და ამაღლებული სიყვარული აკავშირებდა ილიას თავისი მოძღვრის მიმართ, კარგად ჩანს სიტყვებიდან: "მართლად საყვარელო და ღირსსახსოვარო მღვდელმთავარო, ჩვენ აქ გეახელით, საგზამშვიდობო მოგახსენოთ და თქვენს წინაშე ღმერთს ვთხოვოთ თქვენი დღეგრძელობა და თქვენგან ლოცვა-კურთხევა მივიღოთ. თქვენ მიბრძანდებით ჩვენგან და ვწუხვართ, რომ ჩვენ გვშორდები, მაგრამ ჩვენთა იმერ ძმათა სიყვარული ანელებს ჩვენს მწუხარებას და გვამხნევებს ჩვენ. ჩვენგან მეტის მეტი გულძვირობა იქნებოდა, რომ ასე არ იყოს. ვწუხვართ თქვენი წასვლით და გვიხარიან თქვენი იქ მისვლა. ჩვენ გვაკლდებით და ღვთის მადლით, იქ შეგვემატებით. ყველგან ჩვენს ქვეყანაში საჭიროა იმისთანა კაცი, რომლის მიხედვით და მაგალითით იწურთება ხასიათი, იწმინდება გული და გონება ადამიანისა.

KARIBCHE
ეპისკოპოსი ალექსანდრე ილიაობაზე

თქვენი ცხოვრება სათნოების შკოლაა ჩვენთვის და ამიტომაც მარტო ერთი ხსენება თქვენი სახელისა ჩვენი მწვრთნელია. ნუ მოაკლებთ თქვენს ლოცვა-კურთხევას, თქვენს ღვაწლს ჩვენს ქვეყანას...

დაგვლოცე და შენის მადლიანი ხელით გვაკურთხე შენი მადლობელნი და შენ მიერ ღვაწლდებულნი..."

როგორც ხედავთ, საოცარი კრძალვა, სიმდაბლე და ზომიერება იგრძნობა ილიას ყოველ სიტყვასა და ნააზრევში, მეტიც, იგი საერო და სასულიერო პირთა სამაგალითო ურთიერთობის, ზეციური სიყვარულის, სათნოების, მორჩილების და სულიერი მამაშვილობის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. კითხულობ ამ სიტყვას და გრძნობ, რომ სწორედ ისეთი სულიერი მოძღვარი უნდა ჰყოლოდა ილია ჭავჭავაძეს, როგორიც ალექსანდრე ოქროპირიძე იყო.

თავის მხრივ, ცხოვრების ამაოებით დაღლილი მღვდელმთავარი ამ სიტყვებით ეთხოვება სულიერ სამწყსოს:

"წმიდათ დაიცავით სარწმუნოება, არ უღალატოთ თქვენთა სახელოვანთა მამა-პაპათა ანდერძს, რომელთა შორის მრავალმა მეფემ, თავად-აზნაურმა და მდაბიომ დაიდგა საწამებრივი გვირგვინი სარწმუნოებისათვის. ზნეობით ფაქიზნი იყავით, ოჯახი წმიდათ შეინახეთ. მე, თუმცა შორს ვიქნები თქვენგან, მაგრამ გულითა და სულით არ დავივიწყებ ჩვენ ძველ სამწყსოს და ვილოცებ მისის წარმატებისათვის".

ამ სიტყვების წარმოთქმის დროს ბევრს ამოუჯდა გული და ცრემლით გამოეთხოვენ საყვარელ მწყემსმთავარსო, - ვკითხულობთ ზაქარია ჭიჭინაძის ერთ-ერთ გამოცემაში.

1898 წლის 17 მაისს, სიონის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, ქართველ სამღვდელოებას ივერიის ღვთისმშობლის ხატი უსახსოვრებია იუბილარისთვის. "ლოცვათა შინა ჩვენთა მოსაგონებლად და სახსრად მიიღეთ, თქვენი უსამღვდელესობაო, აქ, თბილისის სამღვდელოებისაგან და სასულიერო უწყებაში მყოფ მომსახურეთაგან ესე ხატი ივერიის ღვთისმშობელისა, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება მფარველი თქვენი ყოველს ძნელსა მწყემს-მთავრულს სამსახურსა შინა". როგორც გაზეთი "ივერია" თავის მკითხველს ამცნობდა, "იმდენი ხალხი შემოეხვია საყვარელს მწყემსთ-მთავარს და დიდის სიყვარულითა და სასოებითა გამოეთხოვენ ხელზედ, კალთებზედ და იგიც გულ-მხურვალედ აკურთხევდა თავისთა სულიერთა შვილთა". თვალზე ცრემლმორეულ მრევლს, სამღვდელოებას, კავალერიის გენერალს, თავად ამილახვარს, გენერალ კ. მამაცაშვილს და სხვა მაღალი წოდების სახელმწიფო პირებს მღვდელმთავრის დარიგებაც მოუსმენიათ: "ერთგულნი იყავით სარწმუნოებისა, გიყვარდეთ ღმერთი, ხელმწიფე და ეკლესია, ემორჩილებოდეთ უფროსთა თქვენთა".

ორშაბათს, 18 მაისს, რკინიგზის სადგურზეც დიდძალი ხალხი მისულა ეპისკოპოსის ფოთში გასაცილებლად. მრავალთა შორის მის ძმისშვილს, ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) გორამდე გაუცილებია იგი. ეს ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როცა ალექსანდრე ეპისკოპოსს აღარ გაუწბილებია ქართველი საზოგადოება და უარი არ უთქვამს თავისი იუბილეს აღნიშვნაზე, რადგან, როგორც მასთან დაახლოებული პირები აღნიშნავენ, მეუფეს არ ჰყვარებია თავისი დაბადების დღისა და მრგვალი თარიღების აღნიშვნა. ასეთ დროს იგი ხალხისგან განრიდებას და მონასტერში ლოცვას ანიჭებდა უპირატესობას. "აგერ მოახლოვდა ის დრო, როდესაც ქართველები სიამოვნებით აპირობდნენ, დღესასწაულური მილოცვა გაემართათ ჩვენის საუკეთესო მამულიშვილის, ღირსის სულიერი მამის ალექსანდრე ეპისკოპოზისათვის, მაგრამ, როგორც უკვე ვიცით გაზეთ "ივერიაში" მოთავსებულ მხცოვან ეპისკოპოზის პატარა წერილიდან, იგი უარსა ჰყოფს, მიიღოს სადარბაზოდ მილოცვანი და მიეშურება შიო-მღვიმის მონასტრისაკენ, რომ იქ მყუდროებაში სასოებით ადიდოს უფალი და თავისი საყვარელი საქართველო შეავედროს ყოვლის შემძლებელ ღმერთს", - წერს გაზეთი "ივერია" მისი სასულიერო მოღვაწეობის 35-ე წლისთავზე.

გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე წმინდა ეპისკოპოს ალექსანდრეს აღთქმა დაუდევს, რომ ცხოვრების დარჩენილ წლებს შიომღვიმის უდაბნოს განდგომილებაში გაატარებდა, მაგრამ ერთხელ მაინც მოუხდა აღთქმის დარღვევა. იგი იმდენად შეძრა ილია ჭავჭავაძის ულმობელმა მკვლელობამ, რომ ავადმყოფმა უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა, რათა მთაწმინდის ბოლო გზაზე გაეცილებინა და მამობრივი ცრემლით დაეტირა სულიერი შვილი: "მხცოვანებისაგან მოუძლურებული, იგი მაინც დაესწრო ჩვენი ახალი დროების მოწამის, დიდი ილიას დასაფლავებას, შეასრულა სარწმუნოებრივი წესი, გამოესალმა თავისებური გულითადი სიტყვით და სიყვარულით ემთხვია ილიას გვამსა", - იხსენებდა ბატონი ივანე რატიშვილი ეპისკოპოს ალექსანდრეს დასაფლავების დღეს გამართულ ხალხმრავალ სამგლოვიარო მიტინგზე. მისივე ცნობით, იმ დღეს მეუფე ალექსანდრე თბილისში დარჩენილა. მეორე დღეს, დილაადრიან მოულოცავს სიონის ტაძრის სიწმინდეები, მოწიწებით გამოსთხოვებია მის სათაყვანებელ ღვთისმშობლის ხატს, წმინდა ნინოს ჯვარსა და ხატს, გამომშვიდობებია ტაძრის დეკანოზს. "შემდეგ გამოეშურა თავისი საიქიო ნავთსაყუდელისკენ. გაიარა ორმა თვემ და კიდეც აღესრულა აქ სასოებით, უჭირველად, ურცხვენელად, განუტევა წმიდა სული თვისი მშვიდობით, მისი სათაყვანებელი მამა შიოს ძვლების გვერდით".

ხალხს მწუხარედ დაუტირებია "ქართველთა მამად" წოდებული წმინდა ეპისკოპოსი, რომელიც თავისი მაღალზნეობრივი ცხოვრებით ასწავლიდა ყოველ მის მიმდევარს და ნებისმიერ ქართველს, რომ სამშობლოს სიყვარული მისთვის ჯვარცმასაც გულისხმობს და "ადამიანი, მიუხედავად თავისი უმაღლესი და ბრწყინვალე საზოგადოებრივი მდგომარეობისა, სადათ და მარტივად უნდა ცხოვრობდეს".
გაგრძელება იქნება

ფოტოები მოგვაწოდა ბატონმა ლუარსაბ ტოგონიძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat