"...ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი"
"...ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი"
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ და მოგესალმებით უდიდესი, – პატივისცემით, დაფასებით, თავმდაბლობით, მოკრძალებით, გულწრფელობით, უფლისმიერი გულმხურვალე და ღვთივსათნო ამაღლებული სიყვარულით, სადღესასწაულო განწყობით და სიხარულით აღვსილნი თქვენი პიროვნების და თქვენი ღვთივმოსავი წმინდა საქმეების მიმართ.

მადლიერი სამწყსო ნიკორწმინდის ეპარქიის საჭეთმპყრობელს და მღვდელმთავრს, ნიკორწმინდელ ეპისკოპოსს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების თავჯდომარეს და, საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილეს, მეუფე ვახტანგს (ლიპარტელიანი) გულითადად ვულოცავთ დაბადების დღეს, უდიდეს ღვთივსათნო და მადლმოსილ მოღვაწეობას საქართველოს წმინდა ეკლესიაში. თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით შევთხოვთ უფალ ღმერთს მოგცეთ მრავალჟამიერ სულის სიმხნევე, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, როგორც თქვენი უდიდესი შრომის საზღაური უფლის სადიდებლად, ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი დედაეკლესიის და მშობლიური ნიკორწმინდის ეპარქიის გასაძლიერებლად, ქვეყნის, ერის და სამწყსოს სასიკეთოდ და სანუგეშოდ.

"დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველი არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა", ამ სიტყვებით მიმართავს უფალს წმინდა დავით ფსალმუნთმგალობელი. ჭეშმარიტად დიდია ღმერთი, მიუწვდომელი და საოცარია უფლის განგებულება, საიდუმლოება და ძალა, საკვირველია მისი საქმენი, უსაზღვროა მისი წყალობა და განუზომელია მისი დიდი სიყვარული და სახიერება, რომელსაც ადამიანის გონება ბოლომდე ვერასოდეს ჩაწვდება. სწორედ ეს ღვთიური წყალობის საკვირველი გამოვლინებაა სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და წმიდა სინოდის განჩინებით, მეუფე ვახტანგის უმაღლესი საეკლესიო მსახურებისათვის მოწოდება და უძველესი, გამორჩეული ნიკორწმინდის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგენა, რომელიც ღვთის დიდი მადლი და წყალობა, რჩეული ქრისტიანის ძვირფასი სამკაული და სულიერი წარმატების გვირგვინია.

ღვთის შეწევნით წმინდა მოციქულების მიერ საძირკველჩაყრილი ეკლესიის დღემდე ურღვევლად მოტანილი ლოცვა-კურთხევის ერთგულად დამცველი და ამ დიდი, მადლმოსილი და ღვთივსათნო გზის ღირსეულ გამგრძელებლად წარმოგვიდგება ნიკორწმინდის ეპარქიის თავმდაბლობით და მორჩილებით გამორჩეულ მღვდელმთავართა ღვთისმოსავი და მადლმოსილი კვალის ერთგული გამგრძელებლი, ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოების დიდი მოშურნე და გულმხურვალედ დამცველი, ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებელი, ღვთის მადლის მომხვეჭელი, დამტევნელი და მომფენი ჩვენი დიდი მწყემსმთავარი მეუფე ვახტანგი, რომელიც თავდადებულად, მუხლჩაუხრელად და დაუღალავად იღწვის ეპარქიის სულიერი გაბრწყინებისათვის...

როგორც სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II ბრძანებს, – ,,ღმერთი შეეწევა და გაუწევს მფარველობას იმ კაცს, რომელიც ღრმად მორწმუნეა და გული გამთბარი აქვს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ღმერთი მიანიჭებს სიბრძნეს და გულისხმაყოფას მას, რომელსაც აქვს შიში ღვთისა. ამისთანა კაცზედ იტყვის ბრძენი სოლომონი: "დასაბამი სიბრძნისა შიში ღვთისა არს", ხოლო მღვდელმთავარს მუდამ სჭირდება ღვთიური სიბრძნე, რომ გონებით იყოს ბრძენი და მაღალი, ხოლო ცხოვრებით – უბრალო და მდაბალი. იყოს ერთგული დარაჯი ქრისტეს ეკლესიისა, იყოს შემოსილი უბიწო ცხოვრებით, ვითარცა ბრძანებს მოციქული პავლე. სიტყვისამებრ ბრძენი სოლომონისა, "რომელიც ვალს უბიწოდ, იგი ვალს უშიშრად"". ამის დასტურია მადლმოსილ ისტორიულ ეპარქიაში მეუფე ვახტანგის ღვთისა და მოყვასისადმი დიდი სიყვარულით გამსჭვალული გამორჩეული მღვდელმთავრობა.

უფალმა მეუფე ვახტანგს სწორედ ღვთისმოსავი სიყვარულის გამოვლინების უდიდესი ნიჭი მიმადლა, იგი არა მხოლოდ ამბიონიდან ქადაგებს სიკეთესა და სათნოებას, არამედ თვითონ არის ცოცხალი მაგალითი სამწყსოსათვის. მისი ყოველი ქადაგება გამსჭვალულია რწმენისადმი თავდადებული თავგანწირვით, უფლისადმი გულანთებული სასოებით, უდიდესი სიმდაბლით და ქრისტესმიერი გულმხურვალე სიყვარულით; იგი მოყვასთ თავისი მოზომილი და კეთილგონივრული სიტყვით, თავმდაბლობით, უბრალოებით და დიდი სიყვარულით უნერგავს სარწმუნოების და მართლად, ღვთივსათნოდ ცხოვრების სწორად შეცნობას, ქრისტეს მცნებათა ერთგულებით და დიდი მოკრძალებით აღსრულებას და დაცვას და, ამზადებს მათ მარადიული ცხოვრებისათვის, რაც, ასევე მეუფის მიმართ, უსაზღვრო სიყვარულის, დიდ პატივისცემის და დაფასების დამსახურების დასტურია.

როგორც X საუკუნის ქართველი ჰაგიოგრაფი, მწერალი და კალიგრაფი, ქართული პროზის დიდოსტატი და მშვენება გიორგი მერჩულე ბრძანებს მერვე საუკუნეში მოღვაწე გამოჩენილ სასულიერო მოღვაწეზე, განმანათლებელ მეუდაბნოეზე, მწერალსა და უდიდეს ქართველ წმინდა გრიგოლ ხანძთელზე – "მადლითა სავსე, განსრულებული სიბრძნით, დიდი მღვდელი და კეთილად განმგებელი, მოღვაწე და უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი", და ასევე, როგორც უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II ბრძანებს – "ყოველი კაცი სანთელს უნდა ჰგავდეს, ირგვლივ მყოფთ უნდა უნათებდეს და ათბობდეს კიდეცო."

სრულიად სართლიანად და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზემოაღნიშნული სიტყვები სწორედ მეუფე ვახტანგზეა ნათქვამი და მართლად შეეფერება მის ღვთივსათნო თავდადებით, თავგანწირვით, თავმდაბლობით, სიკეთით და სიყვარულით სავსე საქმიანობას, რომელიც ალამაზებს, აკეთილშობილებს, ახარებს და ათბობს დედაეკლესიის წიაღში და მის გარშემო მყოფ მართლმორწუნეთა სულსა და გულს, რაშიც ნათლად იგრძნობა, მეუფის როგორც მადლმოსილ და ღვთივსათნო თავმდაბალ გამორჩეულ მღვდელმთავრულ ერთგულ მსახურებაში, საუკეთესო და ღირსეული გამბედაობით, სიბრძნით ნასაზრდოები და დაჯილდოებული, მსოფლმხედველობით და გამჭრიახობით გამორჩეული საამაყო წინაპრების დატოვებული უძველესი ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების და ადათ-წესების კეთილგონივრულ შესრულებაში, რომ ღვთაებრივი ცოდნით და მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებით, პატრიოტული სულისკვეთებით, თავდადებული და მუხლჩაუხრელი შრომისმოყვარეობით, განთქმული და გამშვენებული სტუმართმოყვარეობით და გულითადი მასპინძლობით ყოველთვის მართალნი იყვნენ უფლის, სარწმუნოების, სამშობლოს, მამულისა და მოყვასის წინაშე.

მეუფეო ნიკორწმინდის ეპარქიაში თქვენი ამაღლებული ერთგული და ჭეშმარიტი ღვთისმსახურების, დაუღალავი შრომის განსაკუთრებულ და ნაყოფიერ მხარეს უდავოდ წარმოადგენს, თქვენი მრავალმხრივ საინტერესო მოღვაწეობა, რომელთაგან გამორჩეულია საოცრად მოკლე დროში სანიმუშო და სამაგალითო საეკლესიო-მონასტრული ცხოვრების აღორძინება, არაერთი ეკლესია-მონასტრის რეაბილიტაცია-რესტავრაცია და აღდგენა-ამოქმედება, ახლის მშენებლობა, მიტოვებულ ტაძრებსა თუ მონასტრებში აღდგენილი მსახურებები, ხელდასხმული სამღვდელოება და სხვ.

ყოველივე ამის დასტურია, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. აგარაში წმ. ნინოს მამათა მონასტრის საეპისკოპოსო რეზიდენციის ტაძარში, თქვენივე ინიციატივის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ფონდი "ქართუს" და რაჭა-ლეჩხუმის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლობის საფუძველზე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა შავრაში ლეკნარის ,,მთის წმინდა გიორგის" IX-X საუკუნეების ეკლესიის კომპლექსური რეაბილიტაციის დაწყება; ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორში, ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის, წმინდა გიორგის სახელობის შუა საუკუნეების (XIII საუკუნის) ტაძარის ტრაპეზის კურთხევა; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარაში ღმრთისმშობლის ,,შენ ხარ ვენახი" ხატის სახელობის ტაძარის კურთხევა; ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭელიშის უდაბნოს ღვთისმშობლის შობის სახელობის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის სამუშაოების აღდგენა და აქტიურად მიმდინარეობა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეწმინდაში წმ. სოფიას სახელობის ტაძარი კურთხევა, სოფელ გოგოლათში სამხელიანი ღმრთისმშობლის ხატის სახელზე ტაძრის საძირკვლის კურთხევა და სხვ.

თქვენო მეუფებავ, უდიდესი მადლობა თქვენი დაუღალავი ღვაწლისა და შრომისათვის, გულითადი და საოცრად ამაღლებული სადღესასწაულო განწყობის სტუმარ-მასპინძლობისათვის, რომელიც ძალიან თბილ და ტკბილ მოგონებებად რჩება სამოთხედ ქცეულ საოცარ, შესანიშნავ მშობლიურ ნიკორწმინდის ეპარქიის დიდი სიყვარულის ადგილად წოდებულ ,,მწვანე მონასტერში", სადაც ყველაფერი ულამაზესი, საოცრად თბილი და უსაზღვროდ ტკბილია, რომლის ბურჯი და შემოქმედი თქვენ ბრძანდებით ჩვენო მეუფეო, ეპარქიის სასულიერო დასთან და ყველა ერთგულ, გვერდში მდგომ კეთილისმსურველთან ერთად, რომელთა შორის წმინდა ლოცვებით გამორჩეულია მეუფის დედა მონაზონი ევფროსინე და ძმა ლევანი, რომელიც მას საეკლესიო-მონასტრულ სამეურნეო საქმიანობაში ეხმარება.

ასევე, ძალიან საგულისხმო, შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანია მეუფის თაოსნობით საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარის, რაჭის უძველესი ნიკორწმინდის ეპარქიაში უნიკალური რაჭული ჯიშის ხორბლის აღდგენის დაწყება და მრავალფეროვანი უგემრიელესი, ნატურალური, მაღალხარისხიანი და ჯანსაღი "მონასტრული" პროდუქციის წარმოება (სოფ. ნიკორწმინდა (ნიკორწმინდის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია), რომლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება ეკლესია-მონასტრების მშენებლობასა და მათ მოვლა-პატრონობას, აგრეთვე ქველმოქმედებასა და ყოველდღიურ საჭიროებებს, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება ერისა და ბერის ერთიანობის, წარსულის ფასეულობების და ძირითადი ღირებულებების დაცვის აუცილებლობა და დიდი მნიშვნელობა!

აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია, – ქართული სუფრის ძვირფასი სამკაული, უნიკალური, ბიოლოგიურად სუფთა, ქართულ ტრადიციებსა და ქვევრის უძველესი ტრადიციებისა და პროფესიონალ მეღვინეთა ცოდნის საფუძველზე დაყენებული და ნიკორწმინდის მონასტრის მარანში ბერების მიერ დამზადებული ქვევრის ღვინო ,,მონასტრული" (რაჭული მწვანე, ხვანჭკარა, ალექსანდრეულ-მუჯურეთული), რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური არომატებით; ამასთან მნიშვნელოვანად საყურადღებოა, ნიკორწმინდის მონასტრის ბერების მიერ მოყვანილი, ქართული ჯიშის ხორბლისაგან დამზადებული პურ-ფუნთუშეულობა, ნატურალური მთის პოლიფლორული რაჭული თაფლი, რომელიც მიღებულია აკაციის, ცაცხვის, წაბლის, მთის სხვადასხვა ყვავილებისა და მცენარეების ნექტრისაგან, ასევე რაჭის მაღალმთიანი რეგიონიდან ოჯახური რეცეპტით დამზადებული ფიჭვის გირჩის მურაბა და სხვა უამრავი პროდუქტი.

თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, უფალმა შეიწიროს თქვენი მდუმარებით, მოთმინებით, საშინელი სამსჯავროს გახსენებით, საკუთარი ნების მოკვეთით აღსრულებული დაუვიწყარი სულიერი ღვაწლი და თავდადებული, მუხლჩაუხრელი შრომით გაწეული კეთილი საქმეები.

ღმერთმა მრავალჟამიერი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უფლის დაუღალავი მსახურების ძალა მიმადლოს მეუფე ვახტანგს! უფალი იყოს თქვენი შემწე და მფარველი. თქვენო მეუფებავ, იხარეთ და იბედნიერეთ მრავალჟამიერ! გვიყვარხართ და გვეიმედებით... გისურვებთ ღვთის შეწევნით მრავალჟამიერ ყოფილიყოს თქვენი სულიერი ღვაწლი და მსახურება უფლის სადიდებლად, დედაეკლესიის, ქვეყნის, ერის, მშობლიური ეპარქიის და სამწყსოს საკეთილდღეოდ!

თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, შეგეწიოთ უფლის, ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის, წმინდა მღვდელმთავრ ნიკოლოზის, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის წმინდა ლოცვა-კურთხევა და მათი მეოხებით უფალმა კეთილად წარმართოს თქვენი აღმატებული ჭეშმარიტი ღვთისმსახურება, გაგიძლიეროთ ეპარქია და გაგიმრავლოთ მრევლი, მსუბუქად და მართლად გეტარებინოთ მძიმე და მადლმოსილი ჯვარი ღვთის წინაშე, სამწყოსოს და საკუთარი სულის მარადიული ნეტარებისა და სასუფევლის დამკვიდრებაში. მეუფე ვახტანგ გფარავდეთ და გაძლიერებდეთ თქვენი მშობლების, – მამის ბატონი ოთარის ზეციური, დედის მონაზონი ევფროსინეს და სამწყსოს წმინდა ღვთივსათნო ლოცვები...

მილოცვის ტექსტს უწმიდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის სვეტიცხოვლის ტაძარში წარმოთქმული სიტყვების დალოცვით დავასრულებთ, რომელიც ახალნაკურთხი ნიკორწმინდელი მღვდელმთავარის ვახტანგის მიმართ იქნა წარმოთქმული: –

"დალოცე სრულიად საქართველო, რათა უფრო გავძლიერდეთ და მადლი სულისა წმინდისა უხვად გადმოვიდეს საქართველოზე, მეუფე ვახტანგ, ეპისკოპოსო ნიკორწმინდელო, წმინდა ნიკოლოზი ამიერიდან განსაკუთრებული მფარველია შენი. ითხოვე და მოგეცემა და დღეს მე გაძლევ შენ კვერთხს, როგორც ნიშანს ეპისკოპოსის კურთხევისა და მადლისა, დალოცე სრულიად საქართველო, რათა უფრო გავძლიერდეთ და მადლი სულისა წმინდისა უხვად გადმოვიდეს საქართველოზე, ამინ!"


ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის
დეკანოზ ნოე კერესელიძის ლოცვა-კურთხევით და მრევლის მოკრძალებული სახელით გელა ლობჯანიძე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
01.11.2018
ჩვენს მკითხველს გვსურს უფრო ახლოს გავაცნოთ მარნეულისა და ჰუჯაბის მღვდელმთავარი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი), რომელიც ჟურნალ "კარიბჭეს"
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat