"კარიბჭის" არსებობა ძალზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია ჩვენს რთულ და ამავდროულად სულიერად დაცემულ დროში
"კარიბჭის" არსებობა ძალზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია ჩვენს რთულ და ამავდროულად სულიერად დაცემულ დროში
ჩვენს მკითხველს გვსურს უფრო ახლოს გავაცნოთ მარნეულისა და ჰუჯაბის მღვდელმთავარი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი), რომელიც ჟურნალ "კარიბჭეს" ამიერიდან კონსულტანტობას გაუწევს.

22 წლის ვიყავი, როდესაც მონასტრისკენ გამიწია გულმა...

-მეუფე გიორგი, საუბრის დაწყებამდე გულითადად მინდა გამოვხატო თქვენს მიმართ დიდი პატივისცემა... მოხარული ვართ თქვენი "კარიბჭეში" შემობრძანებით. მადლობას გიხდით, რომ დაგვთანხმდით ჟურნალის კონსულტანტობაზე, ეს ჩვენთვის დიდი პატივია...

-პირველ რიგში მინდა გისურვოთ მშვიდობა. დალოცოს ღმერთმა ჟურნალ "კარიბჭის" რედაქტორი, ქალბატონი თამარ მამაცაშვილი თავის თანამშრომლებთან ერთად, რომელნიც წლების განმავლობაში ემსახურებით ღვთის ჭეშმარიტ სიტყვას და მის გავრცელებას ჩვენს საზოგადოებაში.

ეს ხომ ღმერთის მსახურებაა, ვინაიდან, როგორც ბრძანებს იოანე ღვთისმეტყველი წმინდა წერილის პირველ თავში: "თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი". ამრიგად ჟურნალ "კარიბჭის" როლი მორწმუნე საზოგადოების ეკლესიური ცნობიერების და განათლების კუთხით ფრიად დიდია და მნიშვნელოვანი.

მინდა დავლოცო თითოეული ადამიანი, ვისაც ამ ღვთივსათნო საქმეში წლების განმავლობაში თავისი წვლილი შეჰქონდა. ჟურნალის არსებობა ძალზედ მნიშვნელოვანი და აქტუალურია ჩვენს რთულ და ამავდროულად სულიერად დაცემულ დროში, როდესაც ჭეშმარიტ ღირებულებათა და ფასეულობათა ასეთი აღრევაა, სადაც დამახინჯებულია წმინდა წერილი, სწორი და მართებული გაგება, საიდანაც მოდის ყოველი მწვალებლობა და ერესი, ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან გადახვევა.

ვუსურვებ ჟურნალ "კარიბჭის" თანამშრომლებს წარმატებას და ღვთის წყალობას, ასევე მის არაერთ მკითხველს, ვისთვისაც ასეთი მშობლიური გახდა ეს ჟურნალი. მეც მინდა მადლობა მოგახსენოთ ნდობისთვის. ჩემთვის თქვენთან თანამშრომლობა არის პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც.

-როგორ დაიწყეთ ბერმონაზვნური ცხოვრება?

KARIBCHE-რაც შეეხება ჩემს ბერმონაზვნურ გზაზე შედგომას, 22 წლის ვიყავი, როდესაც მონასტრისკენ გამიწია გულმა. მოგეხსენებათ, ყოველ ადამიანს თავისი გზა აქვს უფალთან მისასვლელი, თავისი ჯვარი ღვთისგან ბოძებული. ზოგი ერში, ზოგსაც ეს არ აკმაყოფილებს და სურს თავი სრულად ღმერთს, ქრისტეს მიუძღვნას, რომელიც მოკვდა ჩვენთვის, რათა ჩვენ გავეცოცხლებინეთ.

ერთ დღესაც, სანამ წავიდოდი მონასტერში, ჩემი ბაბუის მოსანახულებლად სოფელში ჩავედი. თან მქონდა ღვთისმშობლის პატარა ხატი, რომელსაც სულ თან დავატარებდი და სასთუმალთან დავაბრძანე. ერთ დილას მთელი ჩემი სული, რაღაც გამოუთქმელმა სინანულმა მოიცვა. დავემხე ღვთისმშობლის ხატთან და ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისაგან ჩადენილთათვის შენდობას ვთხოვდი. ღვთისმშობელს შევთხოვდი ეჩვენებინა გზა, თუ როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება. ლოცვის შემდეგ ჩემში სიმშვიდემ დაისადგურა. სახლიდან გამოსული აღმართს მივუყვებოდი, როცა ძირს დავიხედე, ჩემს თავზე ვიხილე, თუ როგორ მეცვა საბერო შავი შესამოსელი, რომლის კალთებიც ფეხზე მედებოდა. ეს მივიღე, როგორც ლოცვის პასუხად ხილული ნიშანი, თუ საით მიხმობდა ღმერთი. იმ დღიდან ჩემს გულში გაჩნდა სიტყვა, მონასტერი.

"არა მნებავს ნებსით სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვნება მისი", - ამბობს უფალი. ჭეშმარიტად ნებავს ღმერთს ყოველი ადამიანის ხსნა და გადარჩენა, ხოლო არჩევანის თავისუფლება ჩვენზეა დამოკიდებული. როგორც წმიდა მამები ამბობენ, გულშემუსვრილობის გარეშე შეუძლებელია ბოროტისაგან გათავისუფლება და სათნოებებში წარმატება. წმინდა მამების სწავლებით, მცნებების დაცვით იწმინდება სული და გონება, ნათლდება და ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება. ისინი მიხვდნენ, რომ სოფელში დარჩენის შემთხვევაში სრულყოფილებას ვერ მიაღწევდნენ და ამიტომაც გავიდნენ უდაბნოში, უარყვეს თავიანთი მამულები, ნათესავები, ქონება, მოიგონეს ქრისტიანული ცხოვრების განსაკუთრებული წესი და მოღვაწეობის განსაკუთრებული სახე, ანუ მონაზვნური ცხოვრება, რომელიც ყოველდღიური უსისხლო მოწამეობის ტოლფასია. დღე და ღამე მარხვითა და ლოცვით ჯვარს აცვეს თავიანთი თავი ამასოფლისთვის.

-როგორ მიიღეს მშობლებმა თქვენი გადაწყვეტილება? გვიამბეთ ცოტა რამ თქვენი ოჯახის შესახებ.

-მე გავიზარდე ტრადიციულ ქართულ ოჯახში. მამა იურისტი გახლდათ, დედა ექიმია. მყავს სამი და. მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რომელთაც მომცეს სათანადო აღზრდა და განათლება. დედა ღრმად მორწმუნე და ეკლესიურია, მან ჩემში ბავშვობიდანვე ჩანერგა ღვთის შიში და სიყვარული. ჩვენი ოჯახის მოძღვარი გახლდათ არქიმანდრიტი სოგრატე (ჭულუხაძე). მისი ლოცვით და თანადგომით ჩემი გადაწყვეტილება დედამაც რწმენით მიიღო. მამას გაუჭირდა, თუმცა ისიც შეეგუა ბედს და ღვთის მადლიერი გავიდა ამქვეყიდან.

-როცა სასულიერო გზას ირჩევს ადამიანი, ერისკაცმა საკუთარი თვისებების გადაფასება უნდა მოახდინოს?

-"დასაბამი სიბრძნისა არს შიში ღვთისა". თავდაპირველად ადამიანმა საკუთარ თავში უნდა მოიპოვოს ღვთის შიში და ასე გავიდეს სულიერი მოღვაწეობის ასპარეზზე. ხოლო წმინდა მამებმა, რომლებმაც სრულყოფილებას მიაღწიეს, როგორც წმინდა ანტონი დიდი ამბოდა: "მე აღარ მეშინია ღვთის, არამედ მიყვარს იგი". ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ მამამთავარი აბრაამი, რომელმაც ერთადერთი ძე მიიყვანა ღვთის სამსხვერპლოზე და უთხრა მას უფალმა: "აწ ვიცი, რამეთუ გეშინის შენ ღვთისა", და ამით სრულყოფილ შიშზე მიგვანიშნა, რომელსაც სიყვარული წარმოშობს.

ასევე არის ადამიანის სულის ხსნისათვის სხვა საჭირო სათნოებებიც. მოგეხსენებათ, ადამიანები ცოდვილები ვართ და მიუხედავად იმისა, რომ წმიდა ნათლისღებით აღიხოცება ყველანაირი ცოდვა ადამიანის თავიდან, სახიერმა ღმერთმა წინდაწინ უწყოდა, რომ ნათლისღების შემდეგ კვლავ შევცოდავით და გასაწმედელად მოგვცა სინანულის საიდუმლო, რომელიც კვლავ სულიერად განგვაახლებს. "რომ არ იყოს სინანული ვერა კაცი ვერ გადარჩებოდა".

"მოვედით ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქვენ" (მათ. 11. 28),- გვეუბნება უფალი. რამხელა სიყვარულია ჩადებული ამ სიტყვებში, თითქოს ამით ამბობს, რომ ჩვენ, რომელთაც ვიგემეთ ურჩობის ნაყოფი და ამით სიცოცხლეს მოვაკლდით, დავშვერით, ვიტანჯეთ, ახლა შევიცნოთ ჩვენი უძლურება, რომელიც უფლის ხელს საჭიროებს, მივიდეთ მასთან, დავიმდაბლოთ თავი და ის განგვისვენებს. როგორც უფალი ამბობს, "ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსენება სულთა თქვენთაი".

ადამს თავი რომ დაემკვიდრებინა და დაცემის შემდგომაც ეთქვა ერთი სიტყვა, -"შემინდე", ის შენდობილი იქნებოდა. მას არ გააჩნდა სინანული, არამედ ჰქონდა საპირისპირო რამ, იგი სიტყვას უბრუნებს ღმერთს და იქით ადანაშაულებს: "დედაკაცი, რომელიც შენ მომეცი, მან მაცდუნა". ვერც დედაკაცში ნახა ღმერთმა სინანული და სამართალი-ექსორია ჰყო ისინი სამოთხიდან. აი, რა მოგვიტანა თავის მართლებამ, რომელიც ამპარტავნების ნაშობია. რამდენი უბედურება დაგვატეხა თავს, სიმდაბლე კი სხვადასხვაგავარია, მისი ნაშობია თავისბრალება, თვითნებობის და საკუთარი ზრახვების უგულვებელყოფა. ამიტომ ამბობს დავით წინასწარმეტყველი, "დავმდაბლდი და მაცხოვნა მე უფალმა", ანუ ჩვენი სულიერი ცხოვრების საფუძველი სიმდაბლე უნდა ავაშენოთ.


-თქვენს სულიერად ჩამოყალიბებაში რომელმა სასულიერი პირმა მიიღო მონაწილეობა?

-როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ერში ჩემი მოძღვარი, არქიმანდრიტი სოგრატე გახლდათ. ეს იყო პირველი შეხება ეკლესიასთან და მოძღვართან. მისმა ლოცვამ და სულიერმა დარიგებებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ახლა კი ჩემი მოძღვარი გახლავთ მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი. არ მავიწყდება მასთან პირველი შეხვედრა, როდესაც ლოცვა-კურთხევა მომცა ძამის ხეობაში მონასტერში წასვლისა. მეუფისგან საოცარი სიმშვიდე და არა ამქვეყნიური საღმრთო ენერგია მოდიოდა, რაც არასდროს განმიცდია. ჩემი მოძღვრისგან დღესაც ძალიან ბევრს ვსწავლობ. იგი გახლავთ ჭეშმარიტი ქრისტესმიერი წყემსი, თავგანწირული თავისი სამწყსოსი, ის გახლავთ ამავდროულად დიდი მამულიშვილი და მაგალითი დიდი ქართველობისა, მას უდიდესი როლი აქვს ჩემს სულიერად ჩამოყალიბებაში.

მადლობა ღმერთს, მქონდა ერთგვარი ფუფუნება, შემხებლობა ჩვენი ეკლესიის სულიერად გამორჩეულ მამებთან, მათ შორის მეუფე ილარიონთან (ქიტიაშვილი), მეუფე ეფრემთან (გამრეკელიძე), რომელიც იმხანად ქოზიფას მამათა მოანსტრის წინამძღვარი გახლდათ. ჩემს სულიერად აზღრდაში მეუფე ეფრემს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. გამოვყოფ ასევე არქიმანდრიტ ზენონს, იმხანად ძამის ხეობაში, მუხილეთის მამათა მოანსტრის წინამძღვარს. პირველად მასთან მივედი... უსათნოესი ადამიანია.

ძამის ხეობაში დამხვდური ბერმონაზვნობა-ისე ბრწყინავდა თავისი მოღვაწეობით, "ვითარცა ზეცისა კაცნი და ქვეყნისა ანგელოზნი". გამორჩეული პიროვნება გახლდათ გარდაცვლილი არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი). არქიმანდრიტი გრიგოლი (თოიძე) კი დღეს ათონის მთაზე მოღვაწეობს და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, საუკუნეების შემდგომ ქართულ ენაზე აღავლენს წირვა-ლოცვას, და სხვა მრავალნი, რომელთა ჩამოთვლით არ მინდა ვინმე გამომრჩეს. მათ მიმართ მადლიერება და ქრისტესმიერი სიყვარული მაქვს.

-მღვდელმთავრობამდე განვლილი გზა რთულიც იყო და ადვილიც?.-როგორია მღდელმთავრის ჯვარი, მისია ეკლესიის, სამშობლოს და სამწყსოს წინაშე?
-თქვენსავე კითხვაში იკითხება პასუხიც, რადგან ვფიქრობ არც იოლი გასავლელი იყო და ამავდროულად ღვთის შემწეობიდან გამომდინარე არც რთული. მოგეხსენებათ მღვდელმთავრობა ქრისტეს მოციქულებრივი გზის გაგრძელებაა. სანამ ამ ჯვარს დააკისრებდეს ღმერთი ადამიანს, მას ერთგვარად სულიერად წვრთნვის და ამზადებს სხვადასხვა განსაცდელთა გადატანისთვის. სახარებას როცა ვეცნობით, ვხედავთ, თუ როგორ ამზადებს ქრისტე თავის მოციქულებს, არ დაუფარავს, რომ მისი სახელისთვის ამ სოფელში, მწუხარება, დევნა შეხვდებოდათ. ამავდროულად მაცხოვარი ამხნევებდა მოციქულებს და მათი მეშვეობით მის საქმის გამგრძელებლებს, "ნუ გეშინინ მათგან"... ე.ი ქრისტეს საქმეს ვინც აგრძელებს არ უნდა ეშინოდეს ამაქვეყნის ძლიერთაგან, ამასოფლის კაცთაგან, რადგან ჭეშმარიტების მსახურება და თავად ჭეშმარიტება ყოველთვის გაიმარჯვებს.

თქვენ მკითხეთ მღვდელმთავრის მისიაზე. ეს უაღრესად აღმატებული საქმე და მისიაა. შეიძლება ასეც ითქვას, კაცობრიობის წინაშე, რათა მღვდელმთავარმა უპირველესად ხალხს უნდა უქადაგოს ჯვარცმული ქრისტეს შესახებ, ამცნოს სახარებისეული ჭეშმარიტება, რომელიც მოციქულებმა გადმოგვცეს, რომელთაც აკურთხეს ეპისოპოსნი, ხუცესნი ანუ მღვდელნი და დიაკონი, დაადგინეს მწყემსად ერისა. ჭეშმარიტ მწყემსს კი უნდა შეეძოს სული თვისი დასდოს ერისთვის, როგორც ჭეშმარიტმა მწყემსმთავარმა, იესო ქრისტემ დასადო თავი მთელი კაცობრიობის გამოსახსნელად.

წმინდა მოციქულები ქადაგებდნენ მაღალ ზნეობრივ ქრისტიანულ სწავლებას და შესაბამისადაც მათი ქადაგებით ცხოვრობდნენ. ჩვენს დროში კი ხშრად ჩვენს სიტყვას საპირისპირო საქმეები ახლავს. ამიტომაც არ არის ისეთი ქმედების და ძალის ჩვენი ქადაგება, ვერ აღწევს ადამიანთა გულებამდე. წმინდა მოციქულნი კი იყვნენ ჭეშმარიტად მარილნი ქვეყანისანი და ნათელნი სოფლისანი. ღმერთმა მოგვცეს ჩვენც ძალა, რომ ვიყოთ მათი მიმბაძველნი საქმითაც და სიტყვითაც.

-დაგვლოცეთ მეუფე გიორგი...
-კიდევ ერთხელ გისურვებთ ქრისტესმიერ მშვიდობას თქვენ, ჟურნალ "კარიბჭის" მკითხველს და სრულიად საქართველოს. ღმერთმა დაგლოცოთ.



ბეჭდვაელფოსტა
02.11. 2018
მადლობა უფალს, მადლობა უწმინდესს, რომ მარნეულის რაიონს ჰყავს სულიერი მოძღვარი! და ზუსტად ისეთი როგორიც ამ რეგიონშია საჭირო. ღმერთმა დალოცვილი გვიმყოფოს მეუფე ფიორგი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია მუდამ ძიერი იქნება უფლის შეწეცნით და მეუფე ფიორგის მეუფეო
მადლობა უფალს, მადლობა უწმინდესს, რომ მარნეულის რაიონს ჰყავს სულიერი მოძღვარი! და ზუსტად ისეთი როგორიც ამ რეგიონშია საჭირო. ღმერთმა დალოცვილი გვიმყოფოს მეუფე ფიორგი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია მუდამ ძიერი იქნება უფლის შეწეცნით და მეუფე ფიორგის მეუფეობით და ხელმძღვანელობით.
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat