მღვდელმთავრობის 35 წელი - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე
მღვდელმთავრობის 35 წელი - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრას მუდამ ერთ-ერთი წამყვანი და გამორჩეული ადგილი ეჭირა, როგორც ქართული ეკლესიის იერარქიულ წყობაში, აგრეთვე, იმჟამინდელი სამეფო წყობილების ყოფა-ცხოვრებაში.
ქუთაისის კათედრა იმდენად ძველია, რომ მისი დაარსების ზუსტი თარიღიც კი უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია ქუთაისის სამღვდელმთავროს დაფუძნების შესახებ. პავლე ინგოროყვა, ქუთაისში საეპისკოპოსო კათედრის დაარსების თარიღად მეცხრე საუკუნეს მიიჩნევდა, აფხაზეთის მეფის დემეტრე მეორეს ზეობის ხანას (825-861 წ.წ.). ნიკო ბერძენიშვილი კი, მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების მიჯნას ასახელებდა, ბაგრატის კათედრალის კურთხევის თარიღთან - 1003 წელთან ახლოს. ქუთაისის სამღვდელმთავრო კათედრის ტერიტორია საკმაოდ ვრცელ არეალს მოიცავდა და იგი სამხრეთ-დასავლეთით აჭარის ტბეთამდე ვრცელდებოდა. აგრეთვე მის საზღვრებში იყო ამჟამინდელი გურია, ვიდრე მეთერთმეტე საუკუნის ბოლომდე.
ცნობილია, რომ მეფე თამარს, სამეფო გვირგვინი დაადგა ქუთათელმა მთავარეპისკოპოსმა ანტონ საღირისძემ. ქუთაისის კათედრა და შესაბამისად, ქუთათელი მღვდელმთავარი პირველ ადგილზე გახლდათ აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათოლიკოსოს დიპტიქში და ვინაიდან, იმხანად არსებობდა კათედრათა შორის უპირატესობა, ქუთათელი მღვდელმთავარი, როგორც უპირატესი კათედრის მმართველი, დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შემდეგ, უპირატესი მღვდელმთავარი გახლდათ აფხაზთა (დასავლეთ ქართული) საკათოლიკოსოში.

ქუთათელი მღვდელმთავრის სამწყსოში შედიოდა გელათის მონასტერი, ვიდრე მეთექვსმეტე საუკუნემდე, ხოლო 1917 წლიდან, როდესაც აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, ქუთათელის სამწყსოს კვლავ დაუბრუნდა გელათი, რომლის გამოძახილი გახლდათ ის, რომ 1927 წლის 21-27 ივნისს გამართულ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ მეოთხე კრებაზე, ისტორიული რეალობის საფუძველზე, ეპარქიას ეწოდა ქუთაის-გაენათის, ხოლო მის მმართველ მღვდელმთავარს - ქუთათელ-გაენათელი.

1983 წლის 25 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავრებმა, არქიმანდრიტ კალისტრატეს დაასხეს ხელი ეპისკოპოსად, რომელსაც ქუთაის-გაენათის უძველესი სამღვდელმთავრო კათედრა ჩააბარეს.

ეპისკოპოსად წარდგინებისას მან ვრცელი და მრავლისმეტყველი სიტყვა წარმოსთქვა, რომელშიც აღნიშნა: "დღეს დიდი ღვთიური სიხარულია ჩემს გულში, რომელიც მთლიანად შეიწირა განგების ძალამ და მომიწოდა მღვდელმთავრად საქართველოს უძველესი ეკლესიის ქუთაის-გაენათის ეპარქიისა. მუხლს ვიდრეკ შემოქმედის წინაშე და ხმამაღლა აღმოვსთქვამ: "მწამხარ შენ უფალო და აღგიარებ!" ამ ისტორიული სიტყვების წარმოთქმიდან 35 წელი შესრულდა და მისი ავტორი არასდროს შეორგულებია ამ ფრაზებს. ეპისკოპოსი კალისტრატე 1989 წელს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წელს - მიტროპოლიტის პატივში, ხოლო 2000 წლის 21 სექტემბერს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიტროპოლიტ კალისტრატეს მიანიჭა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - სკუფიაზე ბრილიანტის ჯვარი, რა დროსაც უწმიდესმა პატრიარქმა წარმოსთქვა: "საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე გაწეული უდიდესი დამსახურებისათვის..." მისი მაღალმეუფება მუდამ იმ სადარაჯოზე მტკიცედ და შეუდრეკელად გახლავთ, სადაც ჩვენი სამშობლოსა და დედაეკლესიის სასიცოცხლო ინტერესებს სჭირდება.
KARIBCHE

მღვდელმთავრად ქიროტონიის დღე - 1983 წლის 25 დეკემბერი

მიმდინარე 35 წლის მანძილზე მის სამღვდელმთავრო მოღვაწეობას კომპლექსურად შეადგენს: საქართველოში, კომუნისტურ ხანაში პირველი ტაძრების აგება, დადუმებული დავით-გარეჯის მონასტრის კურთხევა, რომელიც სრულიად მარტომ ერთი ფოტოგრაფის თანხლებით შეასრულა, გაუქმებული გელათის მონასტრის აღდგენა და განახლება, მოწამეთას მონასტრის განახლება, თითქმის 500 წლის მანძილზე გაუქმებული გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენა, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ დაარსებული ქუთაისის სასულიერო სემინარიის ამოქმედება, ქუთაისის წმ. დავით აღმაშენებლის სახ. საღვთისმეტყველო ინსტიტუტის, სასულიერო სასწავლებლის, წყალტუბოს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. სასულიერო გიმნაზიის დაარსება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხუთი ეპარქიის აღდგენა, უამრავი ეკლესია-მონასტრის აგება თუ რესტავრაცია... საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელი სიგელები სწორედ მისი ხელებით შემობრძანდა ქართულ მიწაზე. მან გადმოასვენა სამშობლოში უკანასკნელი ქართველი მონარქი, იმერეთის მეფე სოლომონ მეორე და მისი ღვაწლით გადმოსვენდა საქართველოში გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე (შარვაშიძე). რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის ომისას წინა ხაზზე იმყოფებოდა ომის ცხელი მონაკვეთის რამდენიმე დღის მანძილზე და ლოცვითა და მორალურად განამტკიცებდა ქართველ მეომრებს...

1986 წლის აპრილში, უკრაინაში დატრიალებული ჩერნობილის ტრაგედიისას, მსოფლიოს მასშტაბით ის გახლდათ პირველი სტუმარი მართლმადიდებელი მღვდელმთავარი, რომელიც ჩავიდა უკრაინაში და ორი კვირის მანძილზე გვერდით ედგა ერთმორწმუნე უკრაინელ ხალხს... მიტროპოლიტ კალისტრატეს მოღვაწეობას მბრწყინავ გვირგვინად ადგას გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს, 321 წლის მანძილზე ნანგრევებად ქცეული ბაგრატის კათედრალის აღდგენა, რომლის ამაო ნატვრაშიც იერარქთა თუ მამულიშვილთა მრავალი თაობა მიებარა მიწას. მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ბრძანდება: საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი, საქართველოს სახელმწიფო აგრალური აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ქ. ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

მიტროპოლიტი კალისტრატე დაჯილდოებული გახლავთ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმიდა გიორგის ოქროს ორდენით, როგორც გელათის სასულიერო აკადემიის რექტორი - რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდა დანიელის ორდენით, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმიდა ანთიმოზ ივერიელის დიპლომით, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ - ორდენით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეგიდის ქვეშ მყოფი ქართულ-რუსული საეკლესიო საძმოს "ძალისას" მიერ წმ. ნინოს ორდენით, საქართველოს მთავრობის მიერ - ღირსების ორდენითა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

ფრიად გამორჩეულია მისი პიროვნული თავმდაბლობა, გასაოცარი უბრალოება და მიტევების უდიდესი უნარი, უპოვართა და გაჭირვებულთა მიმართ მოწყალების უხვად გაღება...

მიტროპოლიტ კალისტრატეს მრავალმხრივი მოღვაწეობის სრული სახე, მხოლოდ არსთაგამრიგემ უწყის…

ვულოცავთ მღვდელმთავრად ხელდასხმისა და ქუთათელ-გაენათელობის 35 წლის იუბილეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტად ღვაწლმოსილ და ერთ-ერთ გამორჩეულ მაღალიერარქს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს კალისტრატეს და უფლის მადლით, ვუსურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლესა და მოღვაწეობას, ჩვენი სამშობლოსა და დედაეკლესიის საკეთილდღეოდ.

ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
ისტორიის დოქტორანტი, თეოლოგიის მაგისტრი, პოლიტოლოგიის მაგისტრი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
01.11.2018
ჩვენს მკითხველს გვსურს უფრო ახლოს გავაცნოთ მარნეულისა და ჰუჯაბის მღვდელმთავარი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი), რომელიც ჟურნალ "კარიბჭეს"
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat