თუკი ადამიანი ღმერთს ხელს არ კრავს, უფალი ყველა დროში მის გვერდითაა
თუკი ადამიანი ღმერთს ხელს არ კრავს, უფალი ყველა დროში მის გვერდითაა
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია. მისი უპირველესი მოვალეობაა, იქადაგოს. სწავლება, ზოგადად სარწმუნოება არანივთიერია. ადამიანს შეიძლება ძალიან მარტივად აჩვენო რაიმე მატერიალური საგანი, ამას რწმუნებაც არ სჭრიდება, მაგრამ რწმენის, უხილავის, არაყოფიერის გააზრება და მითუმეტეს ამ რთულ სამყაროში, როდესაც "ყველა" იჩემებს ჭეშმარიტების არსობას, ეს ძალიან რთულია.

სამწუხაროდ დღეს იმდენად გამიწიერდა ადამიანის აზროვნება, რომ მან დაკარგა მარადისობასთან კავშირი. მისთვის უფრო კომფორტულია იცხოვროს მატერიასთან კავშირში, ვიდრე იაზროვნოს, იფიქროს, განიცადოს უხილავი და მარადიული. არადა სწორედ იქაა ჭეშმარიტება. ამიტომაც, დღევანდელ ახალგაზრდობასთან სწორედ ეს გვექნება სათქმელი, რომ მოდით შევხედოთ საკუთარ თავს არამხოლოდ როგორც მატერიას, ფიზიკურ ადამიანს, არამედ ამის მიღმა განვიცადოთ, დავინახოთ ღრმა სული, ჭეშმარიტად ხატება და მსგავსება ღვთისა. თუ მატერიის იქით არ გაიხედე, ბუნებრივია არც სულს იწამებ, არც ღმერთს, არც საიქიოს და პრინციპი იქნება ის, რითაც არსებობენ წარმართები. ჭამა, სმა, გართობა, პირადი სიამონებების დაკმაყოფილება და ასე შემდეგ. როდესაც უკვე შენ არ კმაყოფილდები ნივთიერის არსებობით, გებადება კითხვა, ნუთუ მხოლოდ ესა ვარ? ნუთუ ამიტომ შემქმნა ღმერთმა და ამიტომ არის ამხელა სამყარო, რომ მე ბიოლოგიური არსება რამდენი წელიც არ უნდა ვიცხოვრო, მერე პირუტყვივით მოვკვდე. მერე უკვე იწყება ძიება, ამიტომაც მინდა, ყველას მოვუწოდო, ვეძებოთ უფალი პირველ რიგში საკუთარ თავში, ვითხოვოთ და უფალი როგორც მოწყალე მამა, თავად გაგვიხსნის გზას.

თუკი ადამიანი გულწრფელად, ჯანსღად ითხოვს, თუნდაც გულუბრყვილოდ და ბავშვივით და დადგება თუნდაც სახლში, რადგან ჯერ ტაძრამდე შორია და იტყვის: მე, არ მინდა დავრჩე, როგორც მხოლოდ სისხლი და ხორცი. არამედ, უფალო, მომეცი ძალა, შეწევნა, მომეცი გონება, სული შენი სიწმინდისა, რომ მოვიდე შენამდე. როგორ შეგიცნო, შენ. ყველას მოვუწოდებ, რომ კითხვა დასვან საკუთარ თავში,-ვინ ვარ, მე? რა არის სამყარო? რა არის ღმერთი? შემდეგ უკვე ღვთის სული მიიყვანს ჭეშმარიტებისკენ სავალ გზაზე. თუკი ადამიანი არ კრავს ღმერთს ხელს, უფალი ყველა ადამიანთან, ყველა დროში არის მასთან. ამიტომაც არის, რომ ადამიანის ქრისტიანად შედგომა იწყება მაშინ, როცა ის ინათლება. როდესაც მირონს ცხებს ღვთისმსახური მას მიენიჭება ბეჭედი სულისა წმინდისა.

რატომ არის ეს საჭირო? იმიტომ, რომ ამ სულმა უწინამძღვროს მას, მიეტევოს ადამის პირველქმნილი ცოდვა, რომ ადამიანი არ დარჩეს მხოლოდ მატერია, სხეული. დაბადებიდანვე მასში ღვთის სულია ჩადებული, მაგრამ აღბეჭდვა, ძალმოსილება, მოქმედება სულიწმინდის მადლისა ხდება რომ ადამიანმა უკვე თავისი გასავლელი გზა, ღვთის შეცნობისა პიროვნულად გააზრებულად თავად შეძლოს წუთისოფელში.

მართლმადიდებლური სწავლება არის საღრთო გამოცხადებით მიღებული ჭეშმარიტება. თუ ადამიანი ისურვებს შეიცნოს ჭეშმარიტება და ტაძრამდე მივა, იქ უდიდესი სიხარული, როგორც მამა უძღებ შვილს, ისე დახვდება და გულში ჩაიკრავს. მთავარია, ადამიანში იყოს კეთილგონიერი, გამომძიებლური ინტერესი, მივიდეს ღმერთთან და ღმერთი თავად მიიღებს, როგორც შვილს. მინდა დაგლოცოთ.

სულიწმინდის მადლით ღვთის სიტყვას მართლაც გავრცელება სჭირდება. ყველა ადამიანი თავისი ზომის საკვებს იღებს. თქვენი ჟურნალი დაბალანსებულია და ყველა სულის და მზაობის მკითველისათვის მისაღებია. მრავალფეროვანია და სხვადასხვა მოძღვრებისგან ვღებულობთ ინფორმაციას, ინტერვიუებს. აშუქებთ ქრისტიანული სწავლების არაერთი მიმართულების საკითხებს. ესეც ერთგავრი ნიჭია სულისა წმინდისა, რომ იქადაგო, ბეჭდვით იქნება ეს, წერით, მეტყველებით თუ სხვა საშუალებებით. თქვენ ეს ნიჭი მოგცათ უფალმა.

ამას მეორე მხარეც აქვს-გამცემი და მიმღები. უფალმა იქადაგა, დათესა. ჩვენ ვთესავთ, თქვენთან ერთად და ვისურვებდი, რომ ეს თესლი კეთილ ნიადაგში ჩავარდნილიყოს რომ იქიდან ერთი ასად ნაყოფი გამოეყოს. ჩვენ ვაკეთოდ უფლის წყალობით და იმედია საზოგადოება, ერი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა მიიღებს ამ სიტყვას და გაითავისებს. სხვა მისია და არჩევანი ქართველ ერს არ გააჩნია.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
24.03.2022
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ.
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
01.11.2018
ჩვენს მკითხველს გვსურს უფრო ახლოს გავაცნოთ მარნეულისა და ჰუჯაბის მღვდელმთავარი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი), რომელიც ჟურნალ "კარიბჭეს"
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat