მღვდელმთავრის და სასულიერო პირის ვალდებულებათა შესახებ
მღვდელმთავრის და სასულიერო პირის ვალდებულებათა შესახებ
გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):

- შესაბამისად იმ სიმაღლისა და პასუხისმგებლობისა, რომელიც სამოციქულო მსახურებას ახლავს, მღვდელმთავრებს სამოციქულო საიდუმლოში განსაკუთრებული მადლისმიერი ძალაც ენიჭებათ. ეს ძალა არის სულიწმინდა უფალი, ქრისტე უწოდებს რა მოციქულებს სოფლის ნათელსა და ქვეყნის მარილს მათ ყველა სხვა ადამიანებისაგან გამოყოფს და განასხვავებს. წმინდა მღვთელმთავარი ამბროსი მედიოლანელი გვეუბნება და ასეთ შეფასებას იძლევა, თქვენ მინდობილი გაქვთ განგებულება ღვთაებრივ საიდუმლოთა, თქვენ საზრუნავად მინდობილი გაქვთ ერის ზნეობრიობის დაცვა, მასზე ფხიზლად თვალყურის დევნა მისივე გადარჩენისთვის, თქვენ აუცილებლად მოვალეობად გეკისრებათ დაცვა გონების სიფხიზლისა და გულის სიწმინდისა და სიმართლისა, ყოველივე ამის საფუძველი კი ქრისტეა, ხოლო მისადმი სრული რწმენა უმაღლესი სიბრძნეა. მღვთელმთავარი, მწყემსნი თვით ღმერთის მიერ არიან დადგენილნი, ისინი ასწავლიან ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანებს, ღვთისა ძის- ქრისტეს სისხლით გამოსყიდულებს და არა პირუტყვებს, ბევრმა კი დაკარგა ადამიანური ღვთის ხატება და მსგავსება.

***
ვისაც სხვათა წინამძღვრობა, გზის ჩვენება უნდა, ეს ეხება ყველას - საეროსაც და სასულიეროსაც, წინ თვითონ უნდა წავიდეს, მხოლოდ უნდა ვიდოდეს, სიმართლით, პატიოსნებით, სიყვარულით, როგორც ბრძანებს მაცხოვარი: მე მოვედი იმისათვის რათა არა ვიმსახურო სხვა, არამედ ვემსახურო ყველას, დღეს კი პირიქით ხდება, ხალხი უნდათ მონებად და ზომბებად გადააქციონ. წინამძღვარი ერს გამუდმებით უნდა ასწავლიდეს და მას ისინი ჭეშმარიტებისაკენ უნდა მიჰყავდეს, ღვთის შიშს და სიყვარულს უნდა ნერგავდეს ხალხის გულში და არა პირიქით ადამიანს ადამიანის ეშინოდეს, მოუნანიებელ ცოდვილებს ღვთის სამსჯავროს უნდა ახსენებდეს. შეძრწუნებულებს, მერყევებს და სასოწარკვეთილებაში მიდრეკილებს ღმერთის მოწყალებითა და სახარებისეული ნუგეშისცემით უნდა ამხნევებდეს, მწყემსი ვალდებულია არა მარტო ტაძარში იქადაგოს არამედ ყველგან, სადაც მისი სამწყსო და ხალხია შეკრებილი, ქრისტე სოფლის მაცხოვარი არა მარტო სოლომონის ტაძარში ასწავლიდა, არამედ სახლებშიც უდაბნოშიც და სხვა ადგილებშიც.

საზოგადოება მართალი სიტყვით უნდა გამოკვებო და არა სიცრუითა და უზნეობით.
არსებობს ორგვარი ხალხი, ერთნი რომელთაც არ სწამთ ღმერთი და არ ეშინიათ მომავალი სამსჯავროსი, რამეთუ მათი ღმერთი თანამდებობაა, მათი ღმერთი ფულია და მათი რწმენა მხოლოდ სტომაქზე გადის და მეორე კატეგორია, რომელთაც აქვთ რწმენა და შიში ღვთისა.

ვიცოდეთ საზოგადო მამხილებელი სიტყვა სხვაგვარად ითქმის, კონკრეტული პირისადმი მიმართული სხვაგვარად. საზოგადო მიმართვა შეიძლება უფრო მკაცრი და მკვეთრი იყოს, რომ ცოდვილებს სიცრუის მქადაგებელთ, უწესოებას გულში ელდა ეცეთ და იქნება გამოფხიზლდნენ ცოდვის ძილისაგან. როცა გინდა ერთი კაცის მხილება შენთვის და მისთვის ცნობილი ცოდვების გამო, რომელიც მე პირადად ბევრი ვიცი, თუ რა ჭაობში არიან ჩაფლული, ყოველთვის ვცდილობ მათ ფაქიზად მივუდგე, რომ ამ ცოდვის იარებისგან გავწმინდო, მაგრამ მათ არ ესმით, იქით მასწავლიან ჭკუას და ხმასაც კი იმაღლებენ ჩემ წინაშე, მაგრამ ისევ გავიმეორებ, როდესაც ადამიანები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, სჯულს არღვევენ და მე ზუსტად ვიცი, თუ რა ცოდვებში იმყოფებიან, უკვე აქ დუმილი იუდას ცოდვის ტოლფასია და არ უნდა დაემსგავსოთ იმ ძაღლს, რომელიც არ ყეფს, როდესაც ქურდები თავს ესხმიან შენს სახლს, ძარცვავენ, ან მგლები ფარას რომ დაეცემიან და ანადგურებენ, სწორედ ამას ვაკეთებ და ამას გავაკეთებ ჩემი სიცოცხლის ბოლომდე და თუ ამას ვერ გაიგებს ადამიანი, ან ადამიანები, მე მათთან არაფერი მესაქმება.

***
დღეს, როდესაც სიმართლეს ეუბნები და ცოდვაში ამხელ ადამიანებს მათივე სასიკეთოდ, ისინი მაშინვე მტრად გთვლიან, ასეთები ეშმაკის სამსახურში დგანან.
მე ვალდებული ვარ, გულმოდგინედ ვევედრო ღმერთს ჩემი თავისთვისაც და ხალხისთვისაც განურჩევლად, რათა შემეწიოს მეც და ყველა ადამიანს.
თუ რა სათნოებები და მონდომება უნდა ჰქონდეს მღვდელმთავარს, ამის შესახებ გვეუბნება მოციქული ტიმოთეს მიმართ პირველი და მეორე ეპისტოლესა და ტიტეს მიმართ ეპისტოლეში, წაიკითხეთ და გულისხმაჰყავით, აღნიშვნის ღირსია მისი სიტყვები: "ჯერ-არს ეპისკოპოსი, რათა უბრალო იყოს, ფრთხილ, წმინდა, შემკულ სიმაღლითა, სტუმართმოყვარე, სწავლულ, არა ანგარ, არა საძაგელის შემძინებელ, არამედ მყუდრო, ვერცლის უყვარულ, თვისისა სახლისა კეთილად განმგებელი, შვილნიცა უსხენ დამორჩილებულნი ყოველთა ღირსებათა" (1 ტიმ 3, 2-4).

და ბოლოს, სასულიერო პირი ღმერთის წარმოგზავნილია, რომლის სიმართლე, ზნეობა, პატიოსნება არ მოსწონთ იმას, ვინც უღმერთოდ ცხოვრობს არ უყვარს მწყემსისაგან მხილება. ისინი მრავალ ბრალეულობას სიცრუეს უგონებენ და უვრცელებენ, ეს არა მარტო მათ, არამედ მათ შთამომავლებსაც მძიმე ტვირთად დააწვება. სასულიერო პირებს მრავალი განსაცდელები მოელის, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად მათ ებრძვიან ეშმაკნი და ბოროტი ადამიანები, ამიტომ ვსაჭიროებთ ღვთისა და თქვენგან განსაკუთრებულ შეწევნას ლოცვით და საქმით და გააძლიერებს. სახლის კეთილდღეობა კეთილ მეპატონეზეა დამოკიდებული, მეომართა კეთილდღეობა კეთილ და გონიერ მხედართმთავარზე, ზღვაში ხომალდის კეთილდღეობა კეთილ მესაჭეზე. ილოცეთ, რომ მწყემსნი იყონ ბრძენნი და კეთილნი, მაშინ ქრისტიანული საზოგადოებაც კეთილდღეობით იცხოვრებს.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
31.03.2022


გვესაუბრება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავარი, მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი):


- შესაბამისად იმ სიმაღლისა
29.10.2021
ჩვენო დიდო მეუფეო, მთელი სულით და გულით გილოცავთ! თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ ლოცვა-კურთხევას გამოვითხოვთ
01.10.2021
ბოლო ჟამს თითქოს სიკვდილი გაუბრალოვდა. ბევრმა ახლობელმა დატოვა წუთისოფელი...
17.07.2021
წმინდა მიქაელი 1138 წელს დაიბადა, იგი ფრიგიის ქალაქ ქონიის უწარჩინებულესი ოჯახის მემკვიდრე გახლდათ.
30.04.2021
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):

-მეუფე ეფრემ, ზოგი იკითხავს რა არის მადლი? როგორ შევიგრძნოთ იგი?

-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
29.04.2021
წმინდა ეფრემ დიდი მაწყვერელი იყო წმინდა გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე.
28.05.2020
ლარისის ეპისკოპოსი (+330) ღირსი აქილე წმინდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ცხოვრობდა. მისი მშობლები ღვთისმოსავი ადამიანები იყვნენ. მათ შვილსაც ღვთის შიში ჩაუნერგეს, ასწავლეს საერო მეცნიერებები და უმაღლესი ფილოსოფია.
06.01.2019
ქვის ტაძრები ვაშენეთ, სულის ტაძარი კი უკიდურესად ვძარცვეთ, - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის,
23.12.2018
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან, ქუთაისის
01.11.2018
ჩვენს მკითხველს გვსურს უფრო ახლოს გავაცნოთ მარნეულისა და ჰუჯაბის მღვდელმთავარი, მეუფე გიორგი (ჯამდელიანი), რომელიც ჟურნალ "კარიბჭეს"
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat