საქართველოს ეკლესიისთვის დამაშვრალი და "სიმართლის მოყვარე მსაჯული"
საქართველოს ეკლესიისთვის დამაშვრალი და "სიმართლის მოყვარე მსაჯული"
(გაგრძელება, დასაწყისი: "კარიბჭე" 2008 წლის # 13)
"ალექსანდრე ეპისკოპოსმა თითქო ახალი მიმართულება შექმნა, ახალი ხანა მოიტანა საეკლესიო ცხოვრებაში, ეს ახლობა ძველის აღდგენით დაიწყო... იმის მეოხებითა და შრომითა საქართველოს ეკლესიას და სასულიერო წოდებას სულ სხვა დრო დაუდგა". ნიკო ურბნელის ეს სხარტი, ლაკონური შეფასება ზუსტად მიესადაგება წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსის კრედოს და მიგვანიშნებს იმაზეც, რომ მშობლიური ქვეყნის ერთგულება და სიყვარული წარმოუდგენელია წარსულის განცდის გარეშე. უფრო ძირეულად რომ ჩავწვდეთ ამ ფორმულის არსს, დავინახავთ, რომ წარსულისა და აწმყოს ურთიერთთანხმობას მომავალთან მიმართებაში დროის ილიასეულ გააზრებასთან მივყავართ: "აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა..." ასევე იდენტურია მოძღვრისა და ილიას თვალთახედვა სამშობლოს ცნების მნიშვნელობასთან მიმართებაშიც. წმინდა მღვდელმთავრისათვის სამშობლოს მსოფლგანცდა წარმოუდგენელია სულიერ-კულტურული ფასეულობების, წარსულის მემკვიდრეობითობის დაცვისა და მისი აღორძინების გარეშე, რომელშიც მართლმადიდებლობას შეუცვლელი ადგილი უნდა ეკავოს. სამშობლო მისთვის უპირველესი იდეალი და უმაღლესი საკურთხეველია. ამასთან, იგი კონკრეტული დროითა და სივრცით არ შემოისაზღვრება. "ეკკლესია და სამშობლო განუყოფელი და განუცალკევებელია, ეკკლესიის კეთილდღეობა ქვეყნის ბედნიერებაა, მონასტრისა და ლავრის აღდგენა და აყვავება ერისა და საზოგადოების წარმატება და წინ-მსვლელობაა".

როცა ამას ამბობდა, წმინდა ეპისკოპოსი მაშინ ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ ქადაგებისას წარმოთქმული მისი სიტყვები საუკუნეებს გადასწვდებოდა და დროსთან ერთად მეტ აქტუალობასა და ცხოველმყოფელობას შეიძენდა.

თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ მისი მეუფება დაუცხრომლად იბრძოდა იმ დროისათვის ყოველ პატივს მოკლებული ქართული ენის ბუნებრივი უფლებების დასაცავად, ისევ ილიასეულ ტრიადასთან მივალთ: "მამული, ენა, სარწმუნოება"...

"ერის წყლული მაჩნდეს წყლულად,
მეწოდეს მის ტანჯვით სული,
მის ბედით და უბედობით
დამედაგოს მტკიცე გული".


ილიას ამ სიტყვებშიც ძალუმად იგრძნობა თავის მოძღვართან სულიერ-მსოფლმხედველობრივი თანამოაზრეობა. ამასთან, ლექსი იმდენად რეალისტური მუხტის მატარებელია, იმდენად გამოხატავს ეპოქის სუნთქვასა და მაჯისცემას, ერის საყოველთაო წუხილსა და სატკივარს, თითქოს ყურში ჩაგვესმის სამშობლოს ძნელბედობით გულდამძიმებულ მამულიშვილთა გმინვა-გოდება.

საქართველოს ეკლესიისთვის დამაშვრალი და "სიმართლის მოყვარე მსაჯული, შემკული დაუფასებელის ღირსებებით, ძლიერი სულით, მტკიცე ზნეობით, ცხოველი სარწმუნოებით..." ამ და სხვა მრავალ საშურ თვისებათა ერთობლიობა ხდიდა მეუფე ალექსანდრეს ხალხის ახლობელ, სასურველ და საყვარელ პიროვნებად, სწორედ ეს გახლდათ ალბათ მისი უსაზღვრო პოპულარობისა და აღიარების საწინდარი.

***
წმინდა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ დიდად გაუთქვა სახელი გორის სოფელ დისევს, სადაც 1824 წელს დაიბადა სოფლის მღვდლის, დავით ოქროპირიძის ოჯახში. მშობელთა დიდ დამსახურებას უნდა მივაწეროთ სწორედ ის, რომ პატარა ალექსი (მისი ნათლობის და ერისკაცობის სახელი) ბავშვობიდანვე ეზიარა ქრისტიანულ სწავლა-აღზრდას. გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის წარჩინებით დასრულების შემდეგ, 21 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა თბილისის ფერისცვალების მამათა მონასტრის საძმოში და ამ დღიდან ატარებს ალექსანდრეს სახელს. აქვე აკურთხეს მთავარდიაკვნად.

1845 წლის 18 აგვისტოს ცოდნა-განათლებას დაწაფებული ჭაბუკი სწავლის გასაგრძელებლად ყაზანში, სასულიერო აკადემიაში სასწავლებლად გაემგზავრა. აკადემიაში თავი ისახელა, როგორც ნიჭიერმა, წარჩინებულმა სტუდენტმა. არა მარტო ინტელექტითა და განსწავლულობით გამოირჩეოდა თანატოლებისაგან, არამედ მოყვასის მტკიცე სიყვარულითაც ყოფილა ღვთისგან დაჯილდოებული. პროფესორი ზნამენსკი იხსენებს: "ერთ წელიწადს ქალაქ ყაზანში ხოლერა მძვინვარებდა. ბერ-დიაკონი ალექსანდრე ოქროპირიძე ორ სხვა თავის ამხანაგ რუსის სტუდენტთან ერთად ავადმყოფთა მომვლელთ დასში ჩაეწერა და უშიშრად, თავ-გამეტებით ემსახურებოდა ამ საშინელი სენით შეპყრობილ ადამიანებს, განურჩევლად მათი ჩამომავლობისა და სარწმუნოებისა". მოძმეთა მიმართ ასეთ თავგანწირულ სიყვარულს ბევრი განუცვიფრებია.

KARIBCHE
ილიას გამოსვენება, შუაში ალექსანდრე ოქროპირიძე

შავი სამღვდელოების რთულ გზაზე შემდგარ ახალგაზრდას ყაზანის აკადემიაში მავალმხრივი განათლება მიუღია. საფუძვლიანად დაუფლებია საეკლესიო, საზოგადო სამოქალაქო ისტორიის, ღვთისმეტყველების, ფიზიკა-მათემატიკის, ფილოსოფიის საფუძვლებს, შეუსწავლია ძველი ბერძნული, სლავური, ლათინური, გერმანული, თურქული და არაბული ენები, რაც დიდად წაადგა მომავალ პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობაში. მღვდელმონაზონი ალექსანდრე 1850 წელს სამშობლოში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა.

XIX ს-ის დასაწყისიდან საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აღარ არსებობდა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე. ერთმორწმუნეობის მიუხედავად, იმპერიული რუსეთი დაქუცმაცებულ ქვეყანას საქართველოდ აღარ მოიხსენიებდა, რადგან თავის ერთ-ერთ განაპირა პროვინციად მიაჩნდა და უხეშად ერეოდა ქვეყნის პოლიტიკურ და საეკლესიო ცხოვრებაში. ავტოკეფალიაჩამორთმეულ ქართულ ეკლესია-მონასტრებში ღვთისმსახურება და საეკლესიო გალობა რუსულად აღევლინებოდა. აღარც სასწავლო დაწესებულებებში ისმოდა ქართული. "რუსის ეგზარხოსები მართავდენ საეგზარხოსოს უპატიოსნო მახლობელ პირთა დახმარებით. სდევნიდენ მთელ ქართველობას, სდევნიდენ ყველა ქართველთა ეკკლესიის ზნე-ჩვეულებათა, რომელთაც ისინი ინახავდნენ ქრისტიანობის პირველი საუკუნიდან. სპობდენ და ანადგურებდენ ეკკლესიურ სიძველეთა; ამისთვის არც ეგზარხოსებს ჰქონდათ რწმუნება ქართველების ეკკლესიის საზოგადოებისაგან და თვით ქართველმა სამღვდელოებამაც დაჰკარგა რწმენა ხალხისგან. რელიგიური განათლება დაეცა და გამოჩნდა ლტოლვილობა უნიისადმი რომის ეკკლესიასთან. სემინარიებსა და სასწავლებლებში მომსახურენი იყვნენ რუსები; აქ არ ასწავლიდნენ 1883 წლამდე ქართულ საღვთო წერილს, რომლის გამო ქართველმა მღვდლებმა არ იცოდნენ სამწყსოს ენა, ამისათვის სემინარიელები სამღვდლოდ არ იყვნენ მომზადებულნი, რისა გამო ძვირად მიდიოდნენ მღვდლად და რომელნიც კი მიდიოდნენ, არ იყვნენ მტკიცე მორწმუნენი, იშვიათად სწირავდნენ ეკკლესიაში და ისეთ საქციელს იჩენდნენ, რომ თავის ქირდობით აღაშფოთებდენ რელიგიურ გრძნობას მრავალ მდაბალ ხალხთა", - წერდა იმდროინდელი ჟურნალი "მწყემსი". "XIX საუკუნის ჩვენი ბედკრული ქვეყანა წარმოადგენდა უბადრუკ ლანდს საქართველოს ძველის დიდებისას, ხოლო მისი სამღვდელოება - ნაშთს უძველესი ავტოკეფალიური ეკლესიისა. მეფის რუსიფიკატორული რეჟიმის წყალობით, გადაგვარების გზაზე დამდგარიყო როგორც საერო, ისე საეკლესიო ცხოვრება, - აღნიშნავს საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარი ვახტანგ გურგენიძე, - ალექსანდრე გრიბოედოვი პასკევიჩისადმი გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში მიუთითებდა, ქვეყნის ასეთი მდგომარეობა გამოწვეულია რუსეთის უწესო, გაუმართლებელი მმართველობითო. ამ მდგომარეობას უფრო აუტანელს ხდიდა როგორც სამოქალაქო, ისე სასულიერო დაწესებულებებში (მათ შორის სკოლებშიც) ქართული ენის უგულებელყოფა და მის მაგიერ რუსული ენის დანერგვა, აღარაფერს ვიტყვით რუს მოხელეებზე, რომლებიც მეტისმეტად ცდილობდნენ, ქართველ ხალხს დაევიწყებინათ მშობლიური ენა და ეროვნული წეს-ჩვეულებები".

დიახ, სამწუხაროდ, ასეთი იყო რეალობა, ყოველივე ამას ემატებოდა ისიც, რომ "პატივცემული ეპისკოპოზის ზურგს უკან ამოფარებული ბნელი ძალები, პირადი ინტერესებით დაბრმავებული სასულიერო თუ საერო პირნი, ერთმანეთს თითქოს ეჯიბრებოდნენ უკანონობისა და უზნეობის ჩადენაში - ეპისკოპოზს კი აჩვენებდნენ თავს, როგორც უერთგულესნი მისნი მსახურნი და იდეური "საზოგადო მოღვაწენი", ნამდვილად კი იგივე ცრუ საზოგადო მოღვაწენი აშკარად დასცინოდნენ მოხუცის გულ-უხვობას, მისს უსაზღვრო ნდობას, გულ-კეთილობას, - ამისდა მიუხედავად, შეგვიძლია თამამად ვსთქვათ, რომ ზნეობრივ სიფაქიზეს განსვენებულისას ოდნავადაც არ მიჰკარებია რაიმე ჭუჭყი, ის სამწყსოს თვალში ისევ ძვირფასი, ისევ სათაყვანებელი და სასოების მომგვრელი მღვდელმთავარი იყო", - აღნიშნავენ ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების უმეტესი წლები წმინდა ეპისკოპოსის გვერდით გაატარეს. "განახლდება კიდევ ჩვენი ძველებური მორწმუნეობა თუ არა, მე არ ვიცი, ის კი ვიცი, რომ სიცრუე ძალიან მოედო ჩვენს ქვეყანას სარწმუნოების საქმეში, - გულისტკივილს გამოთქვამდა ივანე რატიშვილი, - ცრუობენ მორწმუნედ წოდებულნიცა და ურწმუნოდ წოდებულნიცა; სიცრუით იცვამენ მრავალნი ანაფორასაც და საბერმონაზვნო ბარტყულსაც. სიცრუით მიდიან საკურთხევლის ტრაპეზთან და მღვდელმოქმედებენ, სიცრუით ქადაგებენ, გალობენ, ღაღადებენ... დიახ, მრავალნი ღაღადებენ და მეტყველებენ სიცრუით და უქმად". დროის ასე გაუკუღმართებას და გადაგვარებას, ბუნებრივია, ვერ ურიგდებოდა პროგრესული ქართული საზოგადოება, მით უმეტეს, ძნელი იყო ყოველივე ამას შეგუებოდა ისეთი დიდი ქართველი, როგორიც ალექსანდრე ეპისკოპოსი იყო. თუმცა მან პირადი ცხოვრებით დაგვანახა უმთავრესი და არსებითი - ჭეშმარიტ ქრისტიანს და ერის მოჭირნახულე მამულიშვილს ქვეყნის ძნელბედობის ჟამს კიდევ მეტი შესაძლებლობა და ასპარეზი ეძლევა საეკლესიო და საერო საქმეების საკეთებლად. ამიტომაც ამბობდა მასზე წმინდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია): "ყოვლად სამღვდელო ალექსანდრემ გვასწავლა ჩვენ, რამდენად შეიძლება ამ უკუღმართ დროშიც ვიყოთ ნამდვილნი ქრისტიანენი - ქრისტიანული იდეალების მატარებელნი, როგორც მატარებელნი ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულისა, იმ სიყვარულის, რომელიც ყველას ერთ რიგად უნდა ეფინებოდეს, - არ არჩევს ახლობელს არა ახლობელისაგან, რომელიც უნდა ავიწყებინებდეს პირად ინტერესებს და აბედვინებდეს სიცოცხლის შეწირვას მოყვასისათვის, - როგორც მატარებელი ამნაირი სიყვარულისა, ის თავისი ცხოვრებით გვიმტკიცებს, რომ ქრისტესგან მის მიმდევართათვის დახატული იდეალი ამ ქვეყნად შესაძლებელია განხორციელდეს".

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
23.10.2019
ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:

-გაივლის საუკუნეები, მაგრამ თქვენი სახელი - მამა სისო, მამა სერაფიმე (უფრო ამ სახელით გიცნობდნენ
31.07.2019
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
20.11.2018
ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი) სულიერ მოძღვართა შესახებ გადმოგვცემს:
02.05.2018
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი რამდენიმე დღეა საქართველოშია.
30.04.2018
"მე აღარა ვარ, გარდავიცვალე,
აქ ვერსად ვპოვე ჩემი ადგილი.
ლოცვით ვეკვეთე შურსა და მტრობას
გზას მინათებდა რწმენა-ნამდვილი".
18.07.2017
- მეუფეო, მამა ვიტალი სიდორენკო თქვენი მოძღვარი იყო, მცირედად გვიამბეთ მის შესახებ.
18.01.2016
ახლახან გავიგეთ, რომ მამა სოგრატმა ინსულტის გამო ოპერაცია გაიკეთა. მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ, "კარიბჭის" მკითხველს კი მასთან ინტერვიუს ვთავაზობთ.
09.01.2016
იმ დღეს, პირველი საავადმყოფოს - ე.წ. "არამიანცის" ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძრის მოლოცვა საჭამიასერის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან მობრძანებულმა სიწმინდეებმა გადამაწყვეტინა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat